„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს
შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ
განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის
(მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი
ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები
ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო
თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით
წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების
საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების
საფასური.
5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა
პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით
სარგებლობის
უფლების
მოსაპოვებლად
გადასახდელი
თანხა.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური და ლიცენზიის
მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური
სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შექმნის ისეთი წესის დადგენა, რაც
შესაბამისობაში იქნება კომისიის რეალურ საჭიროებებთან. კანონპროექტით
გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის ოდენობის შემცირება, რომელიც
წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის
მთავარ წყაროს. ამასთან, კანონპროექტის მიღებით კომუნიკაციების კომისიის
ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს რადიოსიხშირული და ნუმერაციის
რესურსით სარგებლობიდან მიღებულ თანხას, გავა კომისიის შემოსავლებიდან და
მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი არ შეესაბამება დღევანდელ
რეალობას. არსებული წესით 2012 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში
შემოსავალი შეადგენდა 7.9 მილიონ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის ეს თანხა 20.2
მილიონ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 13.6 მილიონი ლარი რეგულირების
საფასურიდან მიღებული შემოსავალია, 3.5 მილიონამდე კი რადიოსიხშირული
და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან მიღებული. ბოლო 12 წლის
განმავლობაში კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების 12 მილიონ ლარზე მეტით
ზრდა განპირობებულია არა კომუნიკაციების კომისიის წინაშე არსებული
რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული შემოსავლების ფორმირების
წესიდან გამომდინარე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით კომისია უფლებამოსილია
კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი
საბიუჯეტო სახსრები, არსებობის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ
კომისიაში ბიუჯეტის ასათვისებლად ჩნდება ახალი დასაფინანსებელი
მიმართულებები, რომელთა ფუნქციონირება და საჭიროება დასაბუთებას
მოკლებულია. მაგალითისთვის, 2018 წელს კომისიამ დააფუძნა არაკომერციული
იურიდიული პირი „მედიააკადემია“. 2019 წლის მონაცემებით ა(ა)იპ
„მედიააკადემიის“ ბიუჯეტი 2,1 ლარით იყო განსაზღვრული, 2023 წლის
მონაცემებით ეს ციფრი 2.4 ლარამდე გაიზარდა.
ეფექტიანობასა
და
ბიუჯეტის
ეკონომიურ
მართვას
მოკლებულია
„მედიააკადემიის“ დაფინანსების ყოველწლიურად მექანიკური ზრდა, რაც არ
ეფუძნება მის საჭიროებებსა თუ ფუნქციონირების სპეციფიკას და მიბმულია
კომუნიკაციის კომისიის ბიუჯეტის დაუსაბუთებელ ზრდასთან. გარდა ამისა,
„მედიააკადემია“,
რომელიც
კომუნიკაციების
კომისიის
ბიუჯეტიდან
მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს, უარს აცხადებს გამჭვირვალობაზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ
„მედიააკადემია“ არ ასაჯაროვებს ინფორმაციას
თანამშრომლების საშტატო
ნუსხის, მედიააკადემიაში მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და
„მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების შესახებ.
ჩნდება ეჭვები, რომ „მედიააკადემია“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების,
სახელისუფლებლო მედიაში დასაქმებული პირებისა და ხელისუფლებასთან
დაახლოებული ადამიანების ფინანსური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
როგორც ცხრილიდან ჩანს, კომუნიკაციების კომისიის ხარჯები ყოველწლიურად
მზარდია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
შემოსავლები და ხარჯები წლების მიხედვით
(მლნ.ლარი)
25
20
15
10
5
0
2023 2024
გეგმა გეგმა
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
შეემოსავალი
7.9
8.3
8.3
8.7
11.6
8.8
10.3
12.4
12
13
14.9
17
20.2
ხარჯები
6.7
7.9
9.7
8.7
10.6
8.7
9.2
11.8
11.4
12.3
12.1
15
20.2
შეემოსავალი
ხარჯები
კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში მთავარ ნაწილს შრომის ანაზღაურების
ხარჯები წარმოადგენს. ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. თუ 2012 წელს 5.4
მილიონი ლარი იყო გამოყოფილი შრომის ანაზღაურებისთვის, 2024 წლისთვის ამ
მაჩვენებელმა 9 მილიონ ლარს მიაღწია.
გარდა სახელფასო ნაწილისა, IDFI-ის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული
კვლევის - „სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული
პრემიები და სახელფასო დანამატები” - მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ
საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით 2020 წელს 0.8
მილიონი ლარი გასცა, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა
ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით ჯამში 128,208 ლარი მიიღო.
ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი,
უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და
ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი
უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის
პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი.
კომუნიკაციების
კომისიის
ბიუჯეტის
შექმნასთან
დაკავშირებით
გასათვალისწინებელია
ისეთი
სპეციფიკური
ფაქტორები,
რომლებიც
უზრუნველყოფს მის ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას. შესაბამისად,
სტაბილური და ადეკვატური დაფინანსება გადამწყვეტია დამოუკიდებელი
მარეგულირებელი ორგანოსთვის, რათა ეფექტიანად შეასრულოს მისი როლი,
ამის პარალელურად, ბიუჯეტის უსაფუძვლო გაზრდა და მისი ათვისების
მიზნით, დამატებით სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა თუ ფუნქციის
შექმნა დაუსაბუთებელია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია არსებული რეალობის
გათვალისწინებით, რაც ითვალისწინებს კომუნიკაციების კომისიის სტაბილური
და ადეკვატური დაფინანსების წესის შემუშავებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით შემოთავაზებული ბიუჯეტის ფორმირების ახლებური მექანიზმი
უზრუნველყოფს კომუნიკაციების კომისიის ფუნქციებისა და საქმიანობის
შესაბამის ფინანსურს უზრუნველყოფას. კომისიის ბიუჯეტის განსაზღვრა
მოხდება მისი მანდატის, მიზნებისა და სპეციფიკური საჭიროებებიდან
გამომდინარე. კანონპროექტის მიღებით არსებული პრაქტიკა შეიცვლება და
კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ყოველწლიური გამსხვილების შედეგად
შექმნილი სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის, ა(ა)იპ ,,მედია აკადემია“ და
მისი დაფინანსების საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, დაუსაბუთებელად
გაზრდა შეჩერდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის
ფორმირების წესი, კერძოდ: კანონპროექტით განისაზღვრება „ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
რეგულირების საფასურის 0,75%-ის შემცირება 0,5-მდე. ტარიფის შემცირება
აისახება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის მოცულობაზე, რადგან კომისიის
შემოსავლების მთავარ წყაროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულირების ყოველწლიური
საფასური წარმოადგენს. ამასთან, კანონპროექტით კომუნიკაციების კომისია
ბიუჯეტს ვერ შეივსებს რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსების
სარგებლობიდან მიღებული შემოსავლებით და გადასახდელის ეს ნაწილი
სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია,
ამიტომ კანონპროექტი ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილ კანონსა და მის თანმდევ კანონში (,,მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-31 პუნქტში) არსებულ ცვლილებებს
გავლენა ექნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, 2023 - 2024 წლების მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მარეგულირებელი
კომისიის მიერ მისაღები შემოსავლები რადიოსიხშირული და ნუმერაციის
რესურსით სარგებლობიდან შეადგენს საშუალოდ 3.5 მილიონ ლარს.
შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდგომ, ეს თანხა ნაცვლად კომისიის
ბიუჯეტისა, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართება. შესაბამისად, სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარით.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, ის გარემოება, რომ აღნიშნული შემოსავლები
წარმოადგენს
ბიუჯეტის
დაუგეგმავ
შემოსულობებს
და
მთლიანად
დამოკიდებულია დაინტერესებული პირის ინიციატივასა და სურვილზე
მოიპოვოს რადიოსიხშირული ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღებით
ელექტრონული
შეუმცირდება საბიუჯეტო შემოსავლები. კერძოდ:
კომუნიკაციების
კომისიას
ა) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12
მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12
მუხლის მე-31 პუნქტის ცვლილებებით კომისიის ბიუჯეტი შემცირდება
დაახლოებით 3.5 მილიონი ლარით.
ბ) 2020-2022 წლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგულირების საფასური
საშუალოდ შეადგენდა 9 მილიონ ლარს, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული
რეგულირების საფასური კი
0.4 მილიონ ლარს. აქედან გამომდინარე,
რეგულირების საფასურის განაკვეთების 0.75 პროცენტისა და 0.5 პროცენტის
შემცირება 0.5 და 0.35 პროცენტამდე, გამოიწვევს კომისიის ბიუჯეტის შემცირებას
3.12 მლნ. ლარის ოდენობით1.
საერთო ჯამში, კომისიის შემოსავლები შემცირდება დაახლოებით 6.62 მილონი
ლარით.
კომისიის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია სახელფასო
მიმართულებით, შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გააჩენს კომუნიკაციების
კომისიის თანამშრომელთა ხელფასების შემცირების ან/და სტრუქტურული
რეორგანიზაციის საჭიროებას.
ამ ცვლილებებს, თავის მხრივ, დადებითი გავლენა ექნება იმ სუბიექტებზე ვინც
რეგულირების
საფასურს
იხდის.
ისინი
ყოველწლიურად
დაზოგავენ
დაახლოებით 3.12 მილიონ ლარს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ფიზიკური
პირებისთვის კომუნიკაციის საფასურის გაიაფებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
1
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/30402
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე.