შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.12.2023
ავტორი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4ded]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-26
შენიშვნა სხდომა გაიმართა, 2023 წლის 26 დეკემბერს, 17:00 საათზე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი შრომის კოლეჯ „აისი“-ს ლაგოდეხის ფილიალში

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 12/29/23, 8:08 AM განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 26 დეკემბერი 2023 17:00 2023 წლის 26 დეკემბერი, 17:00 საათი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა კოლეჯ „აისი“-ს ლაგოდეხის ფილიალი დღის წესრიგი 1. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით განხორციელებული თემატური მოკვლევის ანგარიში; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 2. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: თეიმურაზ დოჭვირი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. https://parliament.ge/print/announcement/2653?local=true 1/2
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი ოქმი N93 2023 წლის 26 დეკემბერი, 17:00 საათი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა კოლეჯ „აისი“-ს ლაგოდეხის ფილიალი სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, გენრიეტა წიწავა, როსტომ ჩხეიძე. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის წევრი; ჯონდო მდივნიშვილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი; კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ივანე ხაჩიძე -ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; თეიმურაზ დოჭვირი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით განხორციელებული თემატური მოკვლევის ანგარიში; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 2. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: თეიმურაზ დოჭვირი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით განხორციელებული თემატური მოკვლევის ანგარიში. მომხსენებელმა მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თემატური მოკვლევის მიზანია, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების არსებული მდგომარეობის შესწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. გივი მიქანაძის განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებები და წინადადებები რეგიონებში მდებარე ექვსმა საჯარო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა, კერძოდ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მოკვლევის პროცესში, სამუშაო ჯგუფის წევრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, მოისმინეს მოსაზრებები და არსებული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. მომხსენებელმა იმ მიგნებებზე, რომელიც მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა. სსიპ სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაჭიროება: პირველი სასწავლო კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 625.000 ლარი; 200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და აღჭურვა - 6.700.000 ლარი; ვეტერინალური კლინიკის შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა - 3.640.000 ლარი, რაც საერთო ჯამში 10.965.000 ლარს შეადგენს. სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაჭიროება: 50 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვა - 51. 000 ლარი; უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიური ბაზის განახლების მიზნით, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა - 205.000 ლარი; სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით -100.000 ლარი; უნივერსიტეტის ოთხ კორპუსში ლიფტების ადაპტაცია შშმ პირებისთვის - 699.000 ლარი; რეკრეაციული სივრცისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია - 327. 000 ლარი; ორი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სპორტული ინვენტარის შეძენა -102.000 ლარი, რაც საერთო ჯამში 1.484.000 ლარს შეადგენს. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაჭიროება: წიგნთსაცავის მშენებლობა - 194. 000 ლარი; საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა - 4. 008. 000 ლარი; 200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის დასრულება 740.000 ლარი; ფოთის ფილიალში გათბობის სისტემის მონტაჟი და ინსტალაცია - 116.000 ლარი; ქუთაისის კორპუსში გათბობის სისტემის მონტაჟი და ინსტალაცია - 211.000 ლარი; შედუღების ლაბორატორიის აღჭურვა - 190. 000 ლარი, რაც საერთო ჯამში 5.459.000 ლარს შეადგენს. სსიპ შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესაჭიროება: 100 სტუდენტზე გათვლილი მულტიფუნქციური სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა და აღჭურვა - 5.000.000 ლარი; 50 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის დასრულება სენაკში - 1.500.000 ლარი; ვეტერინარიის კლინიკის ორგანიზება - 300. 000 ლარი, რაც საერთო ჯამში 6.800.000 ლარს შეადგენს. სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაჭიროება: ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტისათვის დამოუკიდებელი კორპუსის მშენებლობა და აღჭურვა - 2.000.000 ლარი; საკვლევ-ექსპერიმენტული უბნის სრულყოფა/მოდერნიზება - 100.000 ლარი; სათბურის მშენებლობა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებისთვის - 120.000 ლარი, რაც საერთო ჯამში 2.220.000 ლარს შეადგენს. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაჭიროება: 130 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია და აღჭურვა - 4.000.000 ლარი; 20 პერსონაზე გათვლილი, მოწვეული პროფესორების განთავსებისთვის საცხოვრებლის რეაბილიტაცია - 500.000 ლარი; სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით - 777. 000 ლარი; ვეტერინარული კლინიკა - 400. 000 ლარი; სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (1. სპორტული დარბაზი; 2. საცურაო აუზი; 3. გარე სპორტული მოედნები) - 1.000.000 ლარი, რაც საერთო ჯამში 6.677.000 ლარს შეადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ექვსივე უნივერსიტეტისთვის პროექტების დასაფინანსებლად საჭიროა - სულ 33. 605. 000 ლარი, ხოლო განხორციელების სავარაუდო ვადად განისაზღვრა 2024-2026წწ. მან ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის გადამუშავებულ სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნა ცალკე საბიუჯეტო ქვეპროგრამა რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდასაჭერად, რომლის დაფინანსება 2024 წელს 2 მილიონ ლარს შეადგენს. კომიტეტმა გადაწყვიტა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით განხორციელებული თემატური მოკვლევის ანგარიში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 კომიტეტმა მოისმინა: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა კომიტეტის წევრებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, ფონდის ხედვაა საქმიანობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საქართველოს განვითარების სტრატეგიის „ხედვა 2030“ მიზნების მისაღწევად, ხოლო მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ სწრაფ განვითარებაში. ფონდის მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მეცნიერებასა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარება და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა. თეიმურაზ დოჭვირის განცხადებით, მიზნების მისაღწევად ფონდი ახორციელებს კონკურენციაზე დაფუძნებულ ინტერვენციას და უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას. 2023 წელს შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსდა სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა - 33 779 300 ლარით, ასევე „სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა - 1 500 000 ლარით და „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამა - 434 848.49 ლარით. 2023 წელს ფონდის მიერ დაფინანსდა: 21 საგრანტო კონკურსი; 485 სამეცნიერო კვლევითი პროექტი; 25 პრემია/სტიპენდია და 1593 მეცნიერი (მათ შორის 634 ახალგაზრდა მეცნიერი). 2023 წელს დაფინანსდა შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები - 64; ჰუმანიტარული მეცნიერებები - 32; სოციალური მეცნიერებები - 48; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 72; ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულება - 24; მედიცინა და ჯანმრთელობა - 32 და აგრარული მიმართულება - 36. თეიმურაზ დოჭვირმა ყურადღება ფონდის სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: კომიტეტის შემდეგმა წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და კითხვით მიმართეს მომხსენებელს - გივი მიქანაძე, ვლადიმერ კახაძე, როსტომ ჩხეიძე და გენრიეტა წიწავა. მომხსენებელმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო, შოთა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ანგარიში. რუსთაველის სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე