საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 8-9 იანვარს ქ. პარიზში (საფრანგეთი), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტის სხდომაზე მივლინებისა და 10 იანვარს, იუნესკოს სათაო ოფისში, ამ ორგანიზაციის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსთან სურია საად-ზოისთან შეხვედრის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-252/24
11-01-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს
ბატონ ირაკლი ჩიქოვანს
მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 8-10 იანვარს, სამსახურეობრივი მივლინებით, ვიმყოფებოდი
ქ. პარიზში (საფრანგეთი). 8-9 იანვარს მონაწილოება მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის
კომიტეტის სხდომაში, ხოლო 10 იანვარს, იუნესკოს სათაო ოფისში, ამ ორგანიზაციის
ახალგაზრდობის განყოფილების უფროსს სურია საად-ზოის შევხდი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ვიზიტის ანგარიშს.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების
შერჩევის კომიტეტის წევრის,
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,
გივი მიქანაძის
მივლინების ანგარიში
მ/წ 8-10 იანვარს სამუშაო მივლინებით ვიმყოფებოდი ქ.პარიზში (საფრანგეთის
რესპუბლიკაში). 8-9 იანვარს მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის
კომიტეტის სხდომაში, რომლის მიზანიც იყო სერბეთის, ლუქსემბურგის, ბულგარეთისა
და ლიეტუვის მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა.
8 იანვარს გაიმართა სერბეთისა და ლუქსემბურგის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების
დადგენილი შესაბამისობის განხილვა გასაუბრების ჩასატარებლად. განხილვის შედეგად
სერბეთის წარმოდგენილ სიას ეთქვა უარი, რადგან წინა გასაუბრების შემდეგ, როდესაც
სიას კენჭი არ ეყარა, სერბეთმა წარმოადგინა სია, სადაც 2 ის კანდიდატი იყო, ვინც წინა
სიაშიც იყო შეყვანილი. კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინოს რეკომენდაცია სიის განუხილველობისა და
სერბეთისთვის ახალი სიის წარმოდგენის შეთავაზების თაობაზე. დღის მეორე ნახევარში
ჩატარდა გასაუბრება ლუქსემბურგის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან (იორგ
გერკრატი, მარი-ჟან კაპვეილერი და სტეფან პისანი), რის საფუძველზეც ჩატარდა ფარული
კენჭისყრა და შედეგები გადაეგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
9 იანვარი დაეთმო ბულგარეთისა და ლიეტუვის წარდგენილი კანდიდატების
განხილვასა და მათთან გასაუბრებას. დღის პირველ ნახევარში კომიტეტმა მისაღებად
მიიჩნია ბულგარეთის წარმოდგენილი კანდიდატთა სია (გალია გორანოვა ვალკოვა, დიანა
პეტროვა კოვატჩევა და დრაგომირ ნიკოლოვ იორდანოვი) და ჩაატარა სამივე
კანდიდატთან გასაუბრება. დღის მეორე ნახევარში ანალოგიური პროცედურით
კრიტერიუმებთან შესაბამისად მიჩნეულ იქნა ლიეტუვის მიერ წარმოდგენილი
კანდიდატები (ლირა იაკულევიჩიენე, გედიმინას საგატისი და ედიტა ზიობიენე) და
მათთან განხორციელდა გასაუბრება. ორივე გასაუბრების შემდეგ ჩატარდა ფარული
კენჭისყრა. სამივე კენჭისყრის შედეგების ამ ეტაპზე გაზიარება ანგარიშში ვერ ხდება,
რადგან კონფიდენციალური ხასიათისაა სანამ არ წარედგინება საპარლამენტო ასამბლეის
ბიუროს და არ გასაჯაროვდება, ამიტომ არ არის ამ ანგარიშში კონკრეტული შედეგები
ასახული.
10 იანვარს იუნესკოს სათავო ოფისში შევხვდი იუნესკოს ახალგაზრდობის
განყოფილების უფროსს სურია საად-ზოის. შეხვედრაზე სურია საად-ზოის ინფორმაცია
მივაწოდე საქართველოში ახალგაზრდობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე,
მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასა და 2024 წლიდან ახალგაზრდობის
სააგენტოს გადასვლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პარლამენტში
ანალოგიური ცვლილებების თაობაზე საკომიტეტო დონეზე. დამატებით, იუნესკოს
წარმომადგენელს გავუზიარე ინფორმაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში
მმართველი გუნდის ინიციატივით შეტანილი იმ ცვლილებების თაობაზე, რომლითაც ჯერ
2022 წელს სტაჟირება საჯარო სექტორში გახდა ოფიციალური და ჩაითვალა სამუშაო
სტაჟში, ხოლოს 2024 წლიდან გახდა ანაზღაურებადი. სურია საად-ზოიმ მაღალი შეფასება
მისცა ახალგაზრდობის სექტორში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და
განსაკუთრებული მნიშვნელობით აღნიშნა სტაჟირების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა ორმხრივი
თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლის
აუცილებლობაზე. შემოთავაზებულ იქნა ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს
პილოტირების სქემაში საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტის ჩართვა, აგრეთვე,
სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა. შეხვედრის დასასრულს მხარეები
აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შევთანხმდით. შეხვედრას საფრანგეთსა და
მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულეფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და
საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდნენ.
გივი მიქანაძე
11.01.2024წ.