„უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ“

რეზოლუციის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.01.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია
ნომერი
#07-3/409/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ: ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია: რეზოლუციის მიღება მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან გრძელდება უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების ძალადობრივი გადასახლება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 2022 წლის 24 თებერვლიდან მიიღო. რეზოლუციის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეაგირება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების მყისიერ, სრულფასოვან და ეფექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ყველა შესაძლო ინსტანციაში. რეზოლუციის მიღება ასევე მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 26 იანვრის რეზოლუცია № 07-3/161/10 - ს შეხსენებას, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტმა გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და დაგმო ყოველგვარი განზრახვა, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. იქვე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. რეზოლუციის მიღება ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფაქტების გამოძიების, შესაბამისი დამნაშავეების გამოვლენის და მათ მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა: რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას და უკრაინელი ბავშვების გატაცებას აქვს განგრძობითი ხასიათი. მიუხედავად საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 26 იანვრის რეზოლუციით განსაზღვრული პოლიტიკისა, აუცილებელია პარლამენტმა დააფიქსიროს მტკიცე და კონკრეტული პოზიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უკრაინის მოსახლეობის უკანონო დეპორტაციის, როგორც უმძიმესი ომის დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას. ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა და ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აამოქმედოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რათა მოხდეს რომის წესდებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების, ქმედებათა შეფასების და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების, ისევე როგორც ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების აღდგენის ეფექტიანი და დროული უზრუნველყოფა. ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგი: რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი დაადასტურებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მნიშვნელობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი დაგმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდისა და ომის დანაშაულების ფაქტებს, დაგმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. რეზოლუციის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი მოახდენს რუსეთუკრაინას შორის განვითარებული პროცესების შეფასებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად და უშუალოდ იმოქმედონ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების მშობლებთან და კანონიერ მეურვეებთან დაბრუნების საკითხებზე. ა.გ) რეზოლუციის ძირითად არსი: რეზოლუციის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების, კერძოდ უკრაინელი ბავშვების უკანონო გადასახლების შეფასება და ეფექტური რეაგირების მექანიზმების განსაზღვრა. რეზოლუციის თანახმად საქართველოს პარლამენტი აღიარებს საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების უდიდეს მნიშვნელობას და ხაზს უსვამს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღონ უკრაინიდან უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების მხარდამჭერი ანალოგიური რეზოლუციები. საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებას, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის რწმუნებულს, ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვაბელოვას, ომის დანაშაულის - უკრაინის მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და უკანონო გადაადგილებაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში, მტკიცედ გმობს აღნიშნულ დანაშაულებს რუსეთის მხრიდან, როგორც უკრაინის მოქალაქეთა მიმართ, ისე მთლიანად ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედებების ჩათვლით. საქართველოს პარლამენტი უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, გაიყვანოს სამხედრო ძალები და შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაწყებულ გამოძიებას, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით. ა.დ) რეზოლუციის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციასთან მიმართებით. ა.ე) რეზოლუციის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რეზოლუცია ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. რეზოლუცია არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განიხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება. ასეთი არ არსებობს. ბ) რეზოლუციის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : პერიოდში ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეზოლუციის მიღება დაფინანსებასთან. არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეზოლუცია გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს განსაზღვრული პირებისთვის. ფინანსურ შედეგებს ამ პუნქტით ბ.ვ) რეზოლუციის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეზოლუცია არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება; რეზოლუცია მიმართულია ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვის უზრუნველყოფისკენ. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; რეზოლუციის პროექტის რეზოლუცია გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ)რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეზოლუციის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის შემუშავებაში. რეზოლუციის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ. დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ. ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი რეზოლუციების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის მომზადებისას. ანალოგიური რეზოლუცია იმპლემენტირებულ იქნა ლატვიის პარლამენტის მიერ. ამავდროულად, აღნიშნულ საკითხებზე რეზოლუცია წარმოდგენილ იქნა აშშ-ის სენატში. ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ხატია დეკანოიძე. ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ საქართველოს პარლამენტი: ითვალისწინებს რა რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების მხარდაჭერით უკრაინელი ბავშვების მიზანმიმართულ, უკანონო და სისტემატიურ გადასახლებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთსა და ბელარუსში, რაც 2014 წლიდან ხორციელდება, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს მიიღო. ეყრდნობა რა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს მეოთხე კონვენციას - ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ; გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2022 წლის 2 მარტის რეზოლუციას - უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის თაობაზე და გაეროს 2023 წლის 24 თებერვლის რეზოლუციას - უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების შესახებ; ეხმიანება რა 2023 წლის 17 მაისის რეიკიავიკის სამიტზე ევროპის საბჭოში შემავალ სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ დეკლარაციას - უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ და 2023 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2495-ს, სახელწოდებით: ,,უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების დეპორტაცია და ძალადობრივი გადაყვანა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე’’, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები მათი უსაფრთხო დაბრუნებისათვის, ამ დანაშაულების შეჩერებისა და დამნაშავეთა დასჯისათვის. ეყრდნობა რა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებას, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის რწმუნებულს ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვას, ომის დანაშაულის - უკრაინის მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და უკანონო გადაადგილებაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში, რის საფუძველზეც გაცემულია შესაბამისი დაკავების ორდერები. ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 26 იანვრის რეზოლუცია № 073/161/10 - ს, ,,უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ’’, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტმა გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და დაგმო ყოველგვარი განზრახვა, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. გმობს, რუსეთის აგრესიასა და ომს უკრაინის წინააღმდეგ, უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, გაიყვანოს სამხედრო ძალები და შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. აღნიშნავს რა რუსეთისა და ბელარუსის მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო და ძალადობრივი გადაადგილება რუსეთსა და ბელარუსში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული იდენტობის განადგურებას, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და წარმოადგენს ომის დანაშაულსა და გენოციდს. ხაზს უსვამს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დებულებებსა და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციას, კერძოდ, განათლების მიღების უფლებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, უფლებას დასვენებისა და გართობის შესახებ, უფლებას, საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების შესახებ, უფლებას, სინდისისა და რწმენის თავისუფლების შესახებ, უფლებას ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების შესახებ. გმობს რუსეთისა და ბელარუსის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით და უკანონოდ გადაადგილებას რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე. მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაწყებულ გამოძიებას, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით. მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს, კერძოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ბავშვებზე ძალადობის საკითხებში, აქტიური როლი შეასრულონ მოტაცებული უკრაინელი ბავშვების თავიანთ ოჯახებსა და კანონიერი მეურვეებთან უსაფრთხო და სწრაფი დაბრუნების უზრუნველსაყოფად. აღნიშნავს უკრაინელი ბავშვების დაბრუნების პროცესში მონაწილე ქვეყნების უკვე განხორციელებულ წვლილს. უკრაინიდან უკანონოდ დეპორტირებული და მხარდაჭერას უცხადებს ძალადობრივად გადასახლებულ ბავშვთა დაბრუნების საკითხებში საერთაშორისო კოალიციას. მოუწოდებს უკრაინის გეგმების გათვალისწინებით, შეიქმნას მესამე ქვეყანაში საერთაშორისო ცენტრი რომელიც იმუშავებს იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების მშობლებთან და კანონიერ მეურვეებთან დაბრუნების საკითხებზე.