საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადების (№07-2/179; 01.09.2022) გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.01.2024
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-469/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
*GOV02400001502* GOV 0 24 00001502 18/01/2024 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ („ორჰუსის კონვენცია“) თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება (საქართველოს პარლამენტში წარმოდგენის თარიღი: 01.09.2022; №28146). ვინაიდან, „ორჰუსის კონვენციის“ ტექსტში მოცემული ტერმინოლოგია შესაბამისობაშია მოსაყვანი სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან, საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ წარმოდგენილი კონვენციის თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადების საქართველოს პარლამენტში განხილვის/მიღების პროცედურები ამ ეტაპზე შეწყდეს და მისი ქართულენოვანი თარგმანის კორექტირების პროცესი განახლდეს შესაბამისი დარგობრივი ტერმინოლოგიის ოფიციალურად დაზუსტების შემდეგ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 იანვრის №101 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიდან გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას (საქართველოს პარლამენტში წარმოდგენის თარიღი: 01.09.2022; №28146). დანართი: 10 გვ. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი
დანართი
11 დეკემბერი 2023 N 9897/01 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ხათუნა თოთლაძეს ქალბატონო ხათუნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 4 აპრილის N 3314/01 წერილთან მიმართებით, რომელიც ეხებოდა „გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ (ორჰუსის კონვენცია) ქართულენოვანი თარგმანის კორექტირებას, გაცნობებთ, შემდეგს: 2023 წლის 8 დეკემბრის სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს № 03/41903 წერილის თანახმად, გვეცნობა, რომ თარგმნის ბიუროსთან შეიქმნა ტერმინოლოგთა ჯგუფი, რომელიც მოამზადებს სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული ტერმინოლოგიის (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური) ორენოვან ბაზას. ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ტერმინოლოგიის მართვის განყოფილებამ, სადაც შეიქმნა და იმართება დარგობრივი ონლაინლექსიკონი (IATE) და რომელიც ფუნქციონირებს 24 ენაზე, 2024 წელი გამოაცხადა გარემოს დაცვის წლად, ხოლო პროექტის „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“ მონაწილეებს, რომელშიც ჩართულია სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო, დაავალა გარემოს ტერმინოლოგიის მომზადება მშობლიურ ენაზე. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს 2000-მდე ინგლისურენოვანი ტერმინზე მუშაობა, რომელიც განეკუთვნება დარგს „ბუნებრივი გარემო / ველური ბუნება“ (Natural environment / wildlife) და მის სხვადასხვა ქვედარგს. აღნიშნულის მიზანია ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული ქართულენოვანი დარგობრივი ტერმინების ბაზის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება IATE-ს ტერმინოლოგიურ ბაზასთან და სტანდარტებთან. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორჰუსის კონვენციის ტექსტში მოცემული ტერმინოლოგია შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ არსებული პროცედურები შეწყვეტილ იქნას და ორჰუსის კონვენცია გამოთხოვილ იქნას საქართველოს პარლამენტიდან და კონვენციის ქართულენოვანი თარგმანის კორექტირების პროცესი განახლდეს გარემოსთან დაკავშირებული დარგობრივი ტერმინოლოგიის ოფიციალურად დაზუსტების შემდეგ. დანართი: 2 (ფურცელი). პატივისცემით, თენგიზ ნასარიძე მინისტრის მოადგილე 41903-03-2-202312081616 № 03/41903 08.12.2023 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო“ დაარსებიდან დღემდე ასრულებს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთებს - თარგმნის, არედაქტირებს და ოფიციალურად ამოწმებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის ოფიციალურ დოკუმენტებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ევრორეგულაციების თარგმნაზე. ბიუროს საქმიანობის ბოლო წლების სტატისტიკაც ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ საქმიანობა გაფართოვდა რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების განსახორციელებლად, თარგმნის ბიუროსთან შეიქმნა ტერმინოლოგთა ჯგუფი, რომელიც მოამზადებს სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული ტერმინოლოგიის (ინგლისურქართული და ქართულ-ინგლისური) ორენოვან ბაზას. ჯგუფი მუდმივ კავშირში იქნება როგორც დამკვეთ საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებიც მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ ჩვენს ბიუროსთან. რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, 2022 წლიდან სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო“ თანამშრომლობს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ტერმინოლოგიის მართვის განყოფილებასთან, სადაც შეიქმნა და იმართება უზარმაზარი დარგობრივი ონლაინლექსიკონი (IATE), რომელიც ფუნქციონირებს 24 ენაზე. ბოლო დროს ქართული ენა, როგორც ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ენა, ამ განყოფილების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურომ“ თანამშრომლობა დაიწყო ევროპარლამენტის ტერმინოლოგიის მართვის განყოფილებასთან (იხ. https://termcoord.eu/2022/06/new-platformfor-georgian-online-terminological-dictionaries-and-multilingual-dictionary-managementsystem/?fbclid=IwAR3hQw-576xshDMQx6xna-rAvKwAf3Tmb1rW8ytaNEjFkPyEbQ4Lnx8SAM), ახლადშექმნილი ქვეგანყოფილების სამუშაო ენებს კანდიდატ ენებთან ერთად დაემატა ქართული ენა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ენის სტატუსით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი ბიურო ჩაერთო პროექტში „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებში მომზადდა განათლების დარგის 60-მდე ინგლისურ-ქართული ტერმინი (იხ. https://yourterm.eu/yourterm-edu/). ტერმინები დამუშავდა FairTerm-ის პროგრამული აპლიკაციის დახმარებით, რომელიც გამოიყენება ევროპარლამენტის ტერმინოლოგიის მართვის განყოფილებაში მრავალენოვანი ტერმინოლოგიური ჩანაწერების შესადგენად. ჩვენი რეკომენდაციით, ამ პროექტში უკვე ჩართულია საქართველოს ორი უმაღლესი სასწავლებელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე მასში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ტერმინოლოგიის მართვის განყოფილებამ მომავალი წელი გამოაცხადა გარემოს დაცვის წლად, ხოლო პროექტის „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“ მონაწილეებს დაგვავალა გარემოს ტერმინოლოგიის მომზადება მშობლიურ ენაზე. პროექტში ჩართულ 5 მონაწილეს (1-ჩვენი ბიურო და 4 უმაღლესი სასწავლებელი) დასამუშავებლად უკვე გადმოგვეგზავნა დაახლოებით 2000 ინგლისურენოვანი ტერმინი, რომელიც განეკუთვნება დარგს „ბუნებრივი გარემო / ველური ბუნება“ (Natural environment / wildlife) და მის სხვადასხვა ქვედარგს. ასეთი თანამშრომლობა დაგვეხმარება ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული ქართულენოვანი დარგობრივი ტერმინების ბაზის შექმნაში, რომელიც შესაბამისობაში იქნება IATE-ს ტერმინოლოგიურ ბაზასთან და სტანდარტებთან. ტერმინოლოგიური მუშაობა აუცილებლად გულისხმობს დარგის სპეციალისტებისა და ლინგვისტი ტერმინოლოგების მჭიდრო თანამშრომლობას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თარგმნის ბიუროსთან შექმნილი ჯგუფის გაძლიერება გარემოს დარგობრივი სპეციალისტებით ლინგვისტების დასახმარებლად ტერმინების სწორ გაგებასა და დამკვიდრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოგმართოთ შემუშავებული ტერმინოლოგიის დაზუსტების/შეთანხმების მიზნით. პატივისცემით, ნიკოლოზ მემანიშვილი დირექტორი სსიპ საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო