„არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.02.2022
ავტორი
ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI)
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#[4dfe]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-01-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 3

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 28 თებერვალი, 12:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/124; 16.02.2022) (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სურსათ პროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ (1-14077/21; 25.10.2021); მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - მარიამ ჭყონია; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) ერთობლივი საპარლამენტო კვლევის - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ - პირველი ეტაპის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელი: NDI საქართველო პროგრამის ოფიცერი - გვანცა ნადირაძე; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N3 ქ. თბილისი 28 თებერვალი, 2022 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 13 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; საქართველოს მოქალაქე - მარიამ ჭყონია; NDI საქართველო პროგრამის ოფიცერი გვანცა ნადირაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1 განსახილველი საკითხები 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/124; 16.02.2022). (დაჩქარებული წესით) მომხსენებელი: თამარ გაბუნია 2. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ (№114077/21; 25.10.2021). მომხსენებელი: მარიამ ჭყონია 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) ერთობლივი საპარლამენტო კვლევის - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ - ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: გვანცა ნადირაძე მოისმინეს: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 2 მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აღიარებული რეჟიმით, ასევე განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით რეგისტრაციის პერიოდის შემოკლბას. 15 სამუშაო დღიდან 7 სამუშაო დღის ვადამდე, როდესაც საქმე ეხება აღიარებული რეჟიმით რეგისტრაციას და 10 სამუშაო დღიდან 5 სამუშაო დღემდე - განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისთვის ნებართვის გაცემას. გასულ წელს შევიდა ცვლილება კანონში, გამომდინარე ეპიდემიური სიტუაციიდან, რადგან რეგულირების სააგენტოს ტექნიკური რესურსი არ იყო საკმარისი, დადგენილ ვადებში - 7 და 5 დღის ვადებში განაცხადების განხილვისთვის. ამიტომ ეს ვადა გასულ წელს გახანგრძლივდა 15 და 10 სამუშაო დღემდე. ამჟამად, ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ეს საკითხი ამოწურულია და რეგულირების სააგენტოს რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს განაცხადების განხილვა. ასევე ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებისა და იმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ვადა იყოს ბაზარზე დაშვებისთვის განსაზღვრული ოპტიმალური და მათ არ მოუხდეთ დამატებითი ხარჯების გაწევა საბაჟო ტერმინალზე პროდუქტების შენახვისთვის. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს მოქალაქე - მარიამ ჭყონიას მოხსენება საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ“. მომხსენებელმა წარმოადგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირებას, რაც დღეისათვის მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, ვინაიდან ბაზარზე არ არსებობს ერთიანი, რეგულირებული ფასები. აღნიშნული კი უარყოფითად აისახება როგორც მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. 3 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება ფასები სურსათზე, რესტორნებში და კაფეებში ხშირად ხდება დანაშაულებრივი ქმედებები ტურისტების მიმართ. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის ასოცირების ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა, რაც გულისხმობს DCFTA-ის ერთიანი საერთო ბაზრის პრინციპების გათვალისწინებას. აზრი გამოთქვეს: სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა წარმოადგინა პოზიცია, რომლის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დაცულია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. ამასთან, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი დანაშაულებრივი ქმედება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სხდომის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ეცნობა საქართველოს მთავრობისა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უარყოფითი პოზიციის თაობაზე. ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება ცნოს უარყოფილად. გადაწყვიტეს: კომიტეტმა უარყოფილად ცნო საკანონმდებლო წინადადება. წარმოდგენილი მოისმინეს: 4 3. ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) საქართველოს პროგრამის ოფიცერის - გვანცა ნადირაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) ერთობლივი საპარლამენტო კვლევის - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ - პირველი ეტაპის ანგარიშის თაობაზე. მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია, და აღნიშნა, რომ კვლევის თემებს წარმოადგენდა: • • • არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება; გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა; ახალი რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გამოვლენა; კვლევა განხორციელდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები იყო 2021 წლის 31 აგვისტო - 13 სექტემბერი. დარგის ექსპერტებთან 10 სიღრმისეული ინტერვიუ ჩაატარა CRRC საქართველომ NDI-სთვის; შედეგები არ არის სტატისტიკურად წარმომადგენლობითი; მომხსენებლის ინფორმაციით, ინტერვიუები ჩატარდა 10 რესპონდენტთან. კერძოდ; • • • • • • • • 2 პრაქტიკოსი არქიტექტორი 2 ქალაქმშენებელი/არქიტექტორი 1 დიდი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი 1 მცირე ზომის სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი 1 იურისტი 1 ინჟინერექსპერტი/ინჟინერ-ტექნოლოგი 1 სეისმოლოგი, გეოლოგი, ჰიდროგეოლოგი 1 საგზაო ინფრასტრუქტურის სპეციალისტი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც არსებულ სამშენებლო სტანდარტებზე საუბრისას გამოიკვეთა, არის უსაფრთხოების უგულებელყოფა, ზედამხედველობის ნაკლებობა, სხვადასხვა კოდების, წესებისა და სტანდარტების შეუთავსებლობა, საკანონმდებლო კუთხით გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში პროფესიონალების ნაკლებობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ექსპერტების აზრით, ქვეყანაში განსხვავებული სამშენებლო სტანდარტები მოქმედებს, რომლებიც არ არის ერთმანეთთან თავსებადი.მშენებელი თავად ირჩევს მისთვის სასურველ სტანდარტს და ამის 5 მიხედვით მუშაობს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, ახალი სტანდარტის დარეგისტრირებაც შეუძლიათ. ყველაზე ხშირად საბჭოთა სნიპების მიხედვით მუშაობენ, რომლებიც მოძველებულია და არსებულ რეალობას აღარ შეესაბამება. ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო სტანდარტებსა და კოდებზე ინფორმირებულობის სიმცირეა. არ არსებობს ჩამოყალიბებული და კონკრეტული მოსაზრებები ევროკოდების შესახებ. ექსპერტები არსებული დადებითად აფასებენ; სტანდარტების გაუმჯობესების პერსპექტივას ექსპერტების აზრით, ხშირად, ბიზნესის წახალისების მიზნით სამშენებლო სფეროს დერეგულაცია, უარყოფითად აისახება პროცესში უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. არ არსებობს ქალაქდაგეგმარების ერთიანი, სახელმწიფო გეგმა და ხედვა, რაც პრობლემას წარმოადგენს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მშენებლობის სფეროში ძირითადი გამოწვევები შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. კერძოდ, არსებულ რეგულაციების და სტანდარტების გამოწვევები: • • • • ახალი წესებისა და არსებული სნიპების თავსებადობის პრობლემა; სახანძრო უსაფრთხოების წესების თავსებადობის პრობლემა; თბილისის განაშენიანებასთან დაკავშირებული პრობლემები; ქალაქის გენგეგმა არ განიხილავს ქალაქგეგმარებას, როგორც საზოგადოებრივ ინტერესს. ბიზნესის გამოწვევები: • • • • ფასების ხშირი ცვლილება; ტენდერებში თანხის დაზოგვის მიზნითა არასწორი ეკონომია; ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვის სირთულე; კოდები, წესები და სტანდარტები არ არის კარგად ახსნილი, დამაბნეველია და მიწოდების დროს არ ხდება საკმარისი კომუნიკაცია. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ საინტერესო იყო გამოკითხული ექსპერტების მოსაზრებები 41-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. რესპონდენტები კარგად იცნობდნენ და მეტწილად დადებითად და/ან ნეიტრალურად აფასებენ ამ დადგენილებას; ასევე გამოყოფენ ამ დადგენილების რამდენიმე პრობლემას: • • • • აქვს პრობლემები მართვის ნაწილში; დადგენილების ზოგიერთი ნორმა წინააღმდეგობაში კანონებთან; არ არეგულირებს სამშენებლო პროცესის სტანდარტს; მხოლოდ ახალ სამშენებლო ნებართვებზე ვრცელდება. მოდის სხვა 6 რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ გამოწვევას, ექსპერტები საუბრობენ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საჭიროებაზე. უსაფრთხოების ზომების დაცვა დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. ექსპერტების აზრით, აუცილებელია, რომ მშენებლობის პროექტის შემუშავებისას, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების ხარჯები (შესაბამისი აღჭურვილობა, ჩაფხუტები და სხვა); რესპონდენტთა თქმით, ხშირად თანხების დაზოგვისა და ტენდერში გამარჯვების მიზნით, ხდება უსაფრთხოების სხვადასხვა წესის უგულებელყოფა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საინტერესო იყო მოსაზრებების გაგება, ეს არის ქართულ ენაზე მასალების (სტანდარტები, ნორმები, კოდები) ხელმისაწვდომობა. თუმცა, ექსპერტები ამას დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ. მასალებს ისინი ინგლისურ ან რუსულ ენებზე ეცნობიან. აღნიშნავენ იმასაც, რომ ხშირად სხვადახვა ტერმინების ქართული თარგმანი გაუგებრობას იწვევს; ევროკოდებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ექსპერტებში აშკარად შეინიშნებოდა, რომ არ ჰქონდათ ევროკოდებთან მუშაობის გამოცდილება და პრაქტიკა. თუმცა ზოგადად, ევროკოდების შემოღების ინიციატივას მხარ უჭერდნენ. ექსპერტების აზრით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო რეგულაციები ლიბერალურია და ევროკოდების დანერგვამ, შესაძლოა, ბიზნესზე ბიუროკრატიული წნეხი გაზარდოს. ასევე, ევროკოდების დანერგვამ, შესაძლოა, მშენებლობის ხარჯების გაძვირება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ გაყიდვების პრობლემას შექმნის. ექსპერტების აზრით, ევროკოდები გააუმჯობესებს ევროპულ სტანდარტებზე მორგებული მასალების ექსპორტსა და პროფესიონალების ევროპულ ბაზარზე დასაქმების პერსპექტივას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროპულ ბაზარზე ორიენტირებას ცდილობს, ევროკოდებზე გადასვლა ლოგიკური ნაბიჯია. ექსპერტებს ევროკოდებთან და მათი დანერგვის პროცესთან დაკავშირებით გააჩნიათ შემდეგი კითხვები: • • • • როგორ მოხდება არსებული ლიბერალური მიდგომებიდან ევროკოდების უფრო მკაცრ და ბიუროკრატიულ პროცესებზე გადასვლა? მშენებლობის წარმოების სტანდარტებს თუ ითვალისწინებს ევროკოდები? როგორი იქნება მუნიციპალური ინსპექციის როლი? როგორი იქნება შემოწმების/ზედამხედველობის ნაწილი? გამოკითხული ექსპერტები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს: 7 • • • ახალი კოდებისა და სტანდარტების შემოღება - ხშირად დახურულ სივრცეში, სფეროს წარმომადგენლების ინფორმირების გარეშე მიმდინარეობს, რაც გაუგებრობას იწვევს; სიღრმისეული და დროული კომუნიკაცია - რესპონდენტთა თქმით, აუცილებელია, რომ კოდების და მათი აღსრულების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიეწოდოს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და კომპანიებს; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა - ექსპერტები მონიტორინგის ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესს დააკვირდება. ჯგუფი შეისწავლის კოდებისა და რეგულაციების პრაქტიკაში გადმოტანის პროცესს, მოინიშნავს აღმოჩენილ პრობლემებს, ხარვეზებს და შემდეგ აღმოსაფხვრელად შესაბამის ორგანოებს გადასცემს. ექსპერტები მიესალმებიან ახალი კოდების შემუშავებისა და მიღების პროცესში დარგის წარმომადგენლების ჩართვას და გამოთქვამენ მზაობას თავადაც ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. შემოღებული სტანდარტები უნდა იყოს ერთმანეთთან თავსებადი და უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების ცხოვრების სტილსა და სტანდარტს. ევროკოდები უნდა იყოს ქართულ რეალობასა და კანონმდებლობაზე მორგებული, რაც კოდების ქართულად კარგად თარგმნას და ეროვნული დანართებს გულისხმობს. ევროკოდების დანერგვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, მნიშვნელოვანია “საპილოტე პერიოდი“ - ახალი კოდების შემოღების პირველ წლებში, დარღვევაზე პირველადი რეაგირება უნდა იყოს მითითება და გაფრთხილება და არა ჯარიმა. ახალი სტანდარტების დანერგვა უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ, დროთა განმავლობაში. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, ეკა სეფაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 8