ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებებისა და ენერგეტიკის დარგში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა;
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-12-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 52
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1948?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
22 დეკემბერი 2022 10:30
2022 წლის 22 დეკემბერი, 10:30 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით
აღებული ვალდებულებებისა და ენერგეტიკის დარგში საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - რომეო მიქაუტაძე.
1/9/2023, 4:16 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/1948?local=true
1/9/2023, 4:16 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N52
2022 წლის 22 დეკემბერი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
ნინო იობაშვილი
თეონა აქუბარდია
გრეტა წიწავა - არჩილ თალაკვაძის ადგილმონაცვლე
მაია მენაღარიშვილი
ჰერმან საბო
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
აკაკი მინაშვილი
ხატია წილოსანი
დღის წესრიგი:
1. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით
აღებული ვალდებულებებისა და ენერგეტიკის დარგში საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა.
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე რომეო მიქაუტაძე
1
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებებისა და ენერგეტიკის დარგში
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ
ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო
მიქაუტაძემ წარმოადგინა.
მინისტრის
მოადგილის
განცხადებით,
ასოცირების
შეთანხმებით
აღებული
ვალდებულებების შესრულება უმეტესად, კარგად, სწორად და დროულად მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ელექტროენერგეტიკის,
ნავთობის და გაზის სექტორის, ასევე ენერგოეფექტურობის მიმართულებით და
საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების კუთხით.
მან დეტალურად ისაუბრა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან
შეერთებით,
ენერგეტიკის
მიმართულებით
აღებული
ვალდებულებების შესრულების თაობაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
2020-2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების
შესრულების შესახებ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში დასრულდა ელექტრო და
ელექტრონული საყოფაცხოვრებო და საოფისე მოწყობილობების მიერ მოლოდინის და
გამორთულ რეჟიმში ელექტროენერგიის მოხმარების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან
მიმართებით ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო ვერსიის შემუშავება. მისი თქმით,
დაინტერესებულ მხარეებთან განხილვები დაიწყება 2023 წლის პირველი ნახევრიდან.
ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება 2023
წლის ბოლომდე.
მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით დამუშავდა ბუნებრივი გაზის საბითუმო
ბაზრის წესების პროექტის პირველადი ვერსია. დოკუმენტის დამტკიცების წინაპირობაა
ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის ლიცენზირება, რომელიც, თავის მხრივ, ბაზრის
წესებს წარუდგენს კომისიას დამტკიცების მიზნით.
ანგარიშის თანახმად, წყალტუბოს ქვესადგურის მშენებლობის ხელშეკრულებას, ხელი
მოეწერა 2020 წლის 25 სექტემბერს. ხელშეკრულება ეფექტური გახდა 2020 წლის 17 ნოემბერს,
პროექტის მოცემული კომპონენტის დასრულების სავარაუდო თარიღი არის 2023 წლის 17
აგვისტო. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2022 წლის მაისში. 2022 წლის დასასრულისათვის
კონტრაქტორმა დაასრულა ძირითადი მოწყობილობების ფუნდამენტების მოწყობა და თავად
მოწყობილობების მოწოდება.
კომიტეტის წევრმა თეონა აქუბარდიამ მიწისქვეშა თხევადი გაზსაცავის საკითხის
მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მისი თქმით, პანდემიამ შეაფერხა და
შესაბამისი სახსრები კოვიდ ფონდს მოხმარდა. დეპუტატი დაინტერესდა თუ როდის
იგეგმება გაზსაცავის მშენებლობა და რა ხანგრძლივობის მარაგებს ითვალისწინებს ის.
2
მისივე განცხადებით, აღნიშნული გაზსაცავის მშობლობა ქვეყნისთვის არსებითად
მნიშვნელოვანია, არა მარტო ენერგო რესურსების მათვის არამედ, ენერგო უსაფრთხოების
მიმართულებითაც.
კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი იმ თანხების განკარგვითა და ხარჯით დაინტერესდა,
რასაც გაზსაცავის მშენებლობისთვის სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი ითვალისწინებდა.
კომიტეტის წევრი ნინო იობაშვილი განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენების
საკითხით დაინტერესდა, ვინაიდან მისი განცხადებით ელექტრო ენერგიის მოთხოვნა
სტაბილურად მზარდია. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო
სტრუქტურის აქტიური ჩართულობა.
მომხსენებლის განმარტებით, თხევადი გაზსაცავის მნიშვნელობის საკითხი საკამათო არ
არის. მისი განმარტებით, მშენებლობის დაგეგმვის პროცესი მსოფლიოში გავრცელებულმა
პანდემიამ შეფერხა და მომავალი წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ხელისუფლება
გეგმავს უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებს, რის შემდეგაც სამინისტრო წარმოადგენს
გაზსაცავის მშენებლობის ახალ გეგმებს. მარაგთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ
განმარტა, რომ პირველადი პროექტი, ქვეყანის 2/3-ს მოსახლეობის 90 დღით, ხოლო მთელი
ქვეყნის 60 დღით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.
სახელმწიფო სესხთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პროექტის შეჩერების
შედეგად, სესხის ფარგლებში გამოყოფილი 30 მილიონი ლარი არსად არ დახარჯულა და
აღნიშნული სესხი კვლავ ძალაშია.
განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ
აღნიშნა, რომ მისი მაჩვენებელი ელექტროენერგიის მოხმარების კალათაში 2030 წლისთვის
27.4% იქნება, დღეს დღეობით კი ეს მაჩვენებელი 20-21% შეადგენს.
კომიტეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ
წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე
3