საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 23-26 ნოემბერს ქალაქ სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა), საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა და რეგლამენტის ცვლილებების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-709/24
24-01-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
(I.A.O.)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიშს მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის
საერთაშორისო
სამდივნოსა
და
რეგლამენტის
ცვლილებების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის შესახებ (2023 წლის 23-26 ნოემბერი, ქ.
სოფია, ბულგარეთის რესპუბლიკა).
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. სოფია, ბულგარეთის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი: 2023 წლის 23-26 ნოემბერი
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Interparliamentary
Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საერთაშორისო სამდივნოსა და რეგლამენტის ცვლილებების
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მიღება
დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი ქადაგიშვილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; ლიკა
ფერაძე, მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი
აქტივობები: საერთაშორისო სამდივნოსა და კომიტეტის სხდომა, პროგრამით გათვალისწინებული
ოფიციალური შეხვედრები და ღონისძიება. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამდივნოს წევრები
შეხვდნენ ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და ბულგარეთის საპატრიარქოს წმინდა
სინოდის წევრებს, მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის წმ. სოფიის ტაძარში გამართულ ასამბლეის
მიერ ბულგარულ ენაზე გამოცემული ალბომის „წმინდა სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები
მსოფლიოში“ პრეზენტაციაში
2023 წლის 24 -25 ნოემბერს ქ. სოფიაში, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) საერთაშორისო სამდივნოს და
რეგლამენტის ცვლილებების კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატები
შემდეგი ქვეყნებიდან: ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, იორდანია, კვიპროსი, პოლონეთი,
უნგრეთი, და რუმინეთი.
ბულგარეთის
პარლამენტის
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რადომირ ჩოლაკოვმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ
რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და მისი
შეთავაზების საფუძველზე გადაწყდა ეგვიპტეში დაგეგმილი ღონისძიების ბულგარეთში ჩატარება.
1
მან ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, როსენ ჟელიაზკოვის მისასალმებელი
სიტყვა გააცნო სტუმრებს, რომელმაც წარმატებული მუშაობა უსურვა მათ.
სხდომა
გახსნილად გამოაცხადა
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის
გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა
მასპინძლებს მოწვევისათვის და მიმოიხილა საერთაშორისო სამდივნოს მიერ გაწეული მუშაობა,
ასევე სამომავლო საქმიანობა და ასამბლეის წინაშე
მდგარი გამოწვევები. თავისი მოხსენება
სასიხარულო ამბის ცნობით დაიწყო, კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ათენის აკადემიამ, რომელიც
საბერძნეთის სიმბოლური „ცოდნის ტაძარია“ ერთხმად გადაწყვიტა მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ გამოცემული ალბომის „წმინდა სოფია. ღვთის სიბრძნის
ეკლესიები მსოფლიოში“ დაჯილდოება − ეს არის შექება, რომელიც განსაკუთრებულ პატივს სძენს
ჩვენს ორგანიზაციას და დასტურია იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა და ბრძოლა აღიარებულია
ინტელექტუალების მიერ“- თქვა მან.
გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ურთულესს ვითარებაზე „ომი ერთი
თვეა მძვინვარებს, რაც გახდა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი. ეს არის ახალი
შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დაემატა უკვე არსებულ ღია და თითქოს გაფერმკრთალებულ
ჭრილობას ევროპის კონტინენტზე − სასტიკ ომს ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის, რომელიც
დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“- განაცხადა მან.
I.A.O.-ს საერთაშორისო სამდივნოს ურთიერთობა რუსეთთან გამწვავდა მას შედეგ რაც რუსეთუკრაინის ომის პირველივე დღეებში მათ დაგმეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ამ ყოველივეს
საპასუხოდ რუსეთის პარლამენტის
რეაქციამაც არ დააყოვნა, ბოლოს, რუსეთის პარლამენტმა
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა ასამბლეის ყოველწლიური საწევროს გადახდა. ამ
თემაზე საუბრისას მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა, განაცხადა „თუ რატომ მოიქცნენ ასე რადიკალურად, 30
წლის შემდეგ, ნათელია და ჩვენ ყველანი კარგად ვხვდებით თუ რა იყო ამის მიზეზი“.
გენერალურმა მდივანმა, მომავალი 6 თვის აქტივობებზე საუბრისას აღნიშნა რომ „იგეგმება
საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება - ვფიქრობთ გავაერთიანოთ ისინი აია სოფიას ალბომის
პრეზენტაციასთან - ბელგიაში, გერმანიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში, ალბანეთსა და
ავსტრალიაში.
საიუბილეო
აქტივობები
დასრულდება
ათენის
უნივერსიტეტთან
ერთად
2
ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებით თემებზე: „პოლიტიკა, როგორც
ქრისტიანული
ფასეულობების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსახატი სივრცე“ და „მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეა
(1993-2023):
მართლმადიდებელთა
ერთობა
I.A.O.-ს
გამოცდილებით“, და ეს ორივე კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენი მუშაობის 30
წლისთავის აღნიშვნის კონტექსტში“- განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
კვიპროსის პარლამენტის წევრისა და რეგლამენტის ცვლილებების კომიტეტის ხელმძღვანელის
პანიკოს ლეონიდუს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ „ყველა ცვლილება, რომელიც შევა რეგლამენტში
უნდა ესადაგებოდეს მიმდინარე რეალობას“. ამ და სხვა დეტალურ საკითხებს განიხილავენ
დეპუტატები გაზაფხულზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე კვიპროსში. აღნიშნული კომიტეტის
წევრია, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი,
ირაკლი
ქადაგიშვილი.
25 ნოემბერს სხდომა დაიწყო ხაზინადარისა და საფინანსო კომიტეტის წევრის ანასტასიოს დავაკისის
მოხსენებით, რომელმაც წარადგინა ასამბლეის ფინანსური ანგარიშგება და ისაუბრა მომავალი 6 თვის
ფინანსურ დაგეგმარებაზე. სხდომაზე მოსმენილი იყო გაწეული საქმიანობისა და სამდივნოს
წევრების მიერ განხორციელებული აქტივობების შეახებ ანგარიში, ბოლოს მსჯელობა წარიმართა
ორგანიზაციულ საკითხებზე და შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით წევრი ქვეყნების მიერ
საწევროს შენატანების გაზრდის აუცილებლობაზე.
ღონისძიებებსა
და საქმიანობაზე
აზრთა
გაიმართა მსჯელობა მომავალში დაგეგმილ
შეჯერების
რეჟიმში,
სხვადასხვა
ქვეყნის
წევრი
დეპუტატების გამოსვლებითა და განცხადებებით.
დასასრულს, ასამბლეის მოქმედმა პრეზიდენტმა ეუგენიუ ჩიკვინმა (პოლონეთი), განაცხადა რომ
„სამწუხაროდ დეპუტატად აღარ ამირჩიეს, მაგრამ მომავალი ასამბლეის ჩატარების ადგილად მინდა
შემოგთავაზოთ პოლონეთი“, რაც ერთხმად იქნა მიღებული. ის განახორციელებს პრეზიდენტის
მოვალეობას მომავალი წლის გენერალური ასამბლეის სხდომამდე − მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე.
ანგარიში მოამზადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ.
3