სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში 2023 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.01.2024
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#1-588/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
*000293/10* № 000293/10 23/01/2024 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ზოგადად, მისი პოლიტიკა მიზნად ისახავს აუდიტის ობიექტისათვის სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშების მომზადებას, რათა მისი საქმიანობა გახდეს გაცილებით პროდუქტიული, ეფექტიანი და საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვა − რაციონალური. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სხვადასხვა სახეობის აუდიტის ჩატარების დროს დგება იმ აუცილებლობის წინაშე, როდესაც საჭირო ხდება კონკრეტული ორგანიზაციის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვა სასამართლოს მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს 2023 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ (თან ერთვის). დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, ცოტნე ყავლაშვილი გენერალური აუდიტორი
ანგარიში
დანართი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ანგარიში სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხჯერ მიმართა შუამდგომლობით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების (გადასახადის გადამხდელების) საგადასახადო საიდუმლოების გამოთხოვასთან დაკავშირებით, კერძოდ: 1. 2023 წლის 23 ივნისის №3858/18 შუამდგომლობა − ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული „გამწვანების ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი 03 01) შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელების: შპს „როიალ სთონის“ (ს/კ 406297001) 2019-2021 წლების და შპს „დაგის“ (ს/კ 205022134) 2020-2021 წლების საბაჟო დეკლარაციები (შპს „როიალ სთონი“ – მარმარილოს კენჭი/ქვა; შპს „დაგი“ – საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო მოწყობილობები) თანდართული დოკუმენტაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის ბრძანების საფუძველზე დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. 2. 2023 წლის 07 ივლისის №4236/16 შუამდგომლობა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული ანგარიშგების ფინანსურ საანგარიშგებო აუდიტთან პერიოდის დაკავშირებით, კონსოლიდირებული საქართველოს ფინანსთა ფინანსური სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია:  მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში − ინფორმაცია სხვადასხვა პირის დამსაქმებელი ორგანიზაციების შესახებ;  სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში პროგრამის ფარგლებში − ინფორმაცია სხვადასხვა პირის დამსაქმებელი ორგანიზაციების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. 3. 2023 წლის 11 ოქტომბრის №6427/14 შუამდგომლობა − სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით, სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის გადაეცა სააგენტოს ზედამხედველობას დაქვემდებარებულ განაცხადებთან დაკავშირებული იმპორტის წინასწარი შეტყობინებები და თანდართული სრული დოკუმენტაცია, გადასახადის გადამხდელთა შესახებ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ჩათვლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა, სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. 4. 2023 წლის 17 ოქტომბრის №6535/13 შუამდგომლობა − მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიეცა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საქმისწარმოების სრული დოკუმენტაციის, გადასახადის გადამხდელთა შესახებ იდენტიფიცირებული მონაცემების ჩათვლით, ადგილზე გაცნობის საშუალება, ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოების/მეწარმე ფიზიკური პირების ბრუნვის და დასაქმებულთა რაოდენობის (2018-2022 წლების და ცალკეული საწარმოს მიხედვით) შესახებ ინფორმაციის მოწოდების უზრუნველყოფა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. 2