სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.01.2024
ავტორი
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
ნომერი
#1-737/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
25 იანვარი 2024 REG 7 24 00089875 საქართველოს პარლამენტს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ ინფორმაციას. დანართი 1 ფურცელი პატივისცემით, სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე
ანგარიში
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის მუშაობის ანგარიში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით, მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოებს შუამდგომლობით მიმართა 433 შემთხვევაში (აქედან, დაკმაყოფილდა 430 შემთხვევა, განუხილველად დარჩა - 3 შემთხვევა (მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე)). 2023 წლის განმავლობაში, 130 შემთხვევაში დასრულდა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა, აქედან სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განხილულ იქნა 68 შემთხვევა და შედეგად დადგა 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.