„რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.01.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/410/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-05
ბიუროს ნომერი 321

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „1. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების საფასურის მაქსიმალური ოდენობაა რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო თვის განმავლობაში რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული (დარიცხული) შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 0,1 პროცენტი.“ 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) ბიუჯეტის შექმნის ისეთი წესის დადგენა, რაც შესაბამისობაში იქნება კომისიის რეალურ საჭიროებებთან. კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ ოდენობის შემცირება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის წყაროს. ამასთან, კანონპროექტის მიღებით მარეგულირებელი ორგანო ვალდებული იქნება წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხა გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. არსებული წესით 2014 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში ხარჯი შეადგენდა 7.8 მილიონ ლარს, ხოლო 2022 წლისთვის ეს თანხა 44,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომისიის ბიუჯეტის დაფინანსებისა და ხარჯების ამ დონის ზრდა განპირობებულია არა კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული ბიუჯეტის ფორმირების არაადეკვატური წესიდან გამომდინარე, რაც კომისიას აძლევს თავისუფლებას თავად დაადგინოს რეგულირების განაკვეთი, კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ ჭერის, 0.75%ის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სემეკი რეგულირების საფასურს კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობამდე (0.75%-მდე) აწევს, მისი ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 58 მილიონ ლარს მიაღწევს. ეფექტიანობასა და ბიუჯეტის ეკონომიურ მართვას მოკლებულია სემეკში შექმნილი ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის აპარატისგან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის დაფინანსების არსებული წესი, რაც არ ეფუძნება მის საჭიროებებსა თუ ფუნქციონირების სპეციფიკას და მიბმულია სემეკის ბიუჯეტის დაუსაბუთებელ ზრდასთან. ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხარჯები ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. სემეკთან არსებული საზოგადოებრივი დამცველის საშტატო ნუსხაში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დამცველის უფროსისათვის დაუსაბუთებლად ბევრი, 13 თანაშემწის საშტატო ერთეული. საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტისთვის ხარჯები 1.3 მილიონ ლარამდეა. როგორც ცხრილიდან ჩანს, სემეკის ხარჯები ყოველწლიურად მზარდია. სემეკის შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკა 50 44.5 43.2 45 39 39 40 მლნ. ლარი 35 30 25 27.8 27.8 26 22.8 21.7 20.3 20 16.7 17.8 15 10 7.8 9 2014 2015 5 0 2016 2020 შემოსავალი 2021 2022 2023 ხარჯი ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი. მაგალითად 2023 წლის სემეკის ბიუჯეტის მიხედვით, მხოლოდ სახელფასო ფონდი შეადგენდა 10 მილიონ ლარს, ხოლო საპრემიო ფონდი კი 6 მილიონს, მაშინ როდესაც ამ უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა არის 150 ადამიანი. სემეკის ბიუჯეტის შექმნასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ისეთი სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფს მის ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას. შესაბამისად, სტაბილური და ადეკვატური დაფინანსება გადამწყვეტია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსთვის, რათა ეფექტიანად შეასრულოს მისი როლი, ამის პარალელურად, ბიუჯეტის უსაფუძვლო გაზრდა და მისი ათვისების მიზნით, დამატებით სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა თუ ფუნქციის შექმნა დაუსაბუთებელია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია არსებული რეალობის გათვალისწინებით კომისიის სტაბილური და ადეკვატური დაფინანსების წესის შემუშავებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი: კანონპროექტით შემოთავაზებული ბიუჯეტის შევსების ახლებური მექანიზმი უზრუნველყოფს სემეკის ფუნქციებისა და საქმიანობის შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას. სემეკის ბიუჯეტის განსაზღვრა მოხდება მისი მანდატის, მიზნებისა და სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე. კანონპროექტის მიღებით არსებული პრაქტიკა შეიცვლება და მის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. რეგულირების საფასურის შემცირება აისახება სემეკის ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობაზე. 2023 წლისთვის არსებული რეგულირების საფასურიდან მიღებული 23 მილიონამდე ლარი არსებული წესის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 7,6 მილიონამდე შემცირდება, რაც ადეკვატური ციფრია დღეს არსებულ, დაუსაბუთებლად მაღალ შემოსავლებთან შედარებით. 2014 წელს სემეკის ხარჯები 7.8 მილიონ ლარამდე იყო. ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში ბიუჯეტი ამ რიცხვს დაუახლოვდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, მე-5 მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი ჩანაწერი: ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების საფასურის მაქსიმალური ოდენობაა რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო თვის განმავლობაში რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული (დარიცხული) შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 0,1 პროცენტი.“ რეგულირების ყოველწლიური საფასურის მაქსიმალური ოდენობის 0,75 პროცენტის სემეკისთვის 0,1 პროცენტამდე შემცირების შესახებ“. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებებით, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლითაც სემეკს გაუჩნდება ვალდებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში გამოუყენებელი სახსრები გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება 2025 წლის 1 იანვარიდან, ვინაიდან კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სემეკის ბიუჯეტის შემცირებას, მას გარკვეული დრო დასჭირდება საშტატო ნუსხა და პრიორიტეტები მოარგოს შემცირებულ ფინანსებს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სემეკი წლის განმავლობაში საკუთარ შემოსავლებს ვერ აითვისებს, მას გაუჩნდება ვალდებულება მორჩენილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ვინაიდან სემეკის შემოსავალი რეგულირებას დაქვემდებარებული დარგის შემოსავლების პროპორციულად იცვლება, რეგულირების საფასურის მაქსიმალური ოდენობის შემცირება 0.1 პროცენტამდე არ ნიშნავს იმას, რომ მისი შემოსავლები მომავლ წლებში არ გაიზრდება. რაც შეეხება იმას, თუ რა მოცულობით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, ეს დამოკიდებულია იმ სუბიექტების შემოსავლების ზრდაზე, ვინც რეგულირების საფასურს იხდიან და შესაბამისად სემეკის ხარჯებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი პირდაპირ გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებლის შემოსავლების შემცირება გამოიწვევს თანამშრომელთა ხელფასების შემცირებას ან სტრუქტურულ რეორგანიზაციას, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება მოცემული თანამშრომლებისათვის საპენსიო შენატანის კუთხით. ხარჯების შემცირების მოცულობა დამოკიდებული იქნება სემეკის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებით სემეკს შეუმცირდება შემოსავლები, რითაც, ერთის მხრივ, რეგულირების საფასურის გადამხდელებს შეუმცირდებათ განაკვეთი, მეორეს მხრივ, კომპანიებისთვის შეღავათის შემოღებამ შესაძლოა ხელი შეუწყობს ფიზიკური პირებისთვის კომუნალური გადასახადის საფასურის გაიაფებას. კომისიის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ხელფასებზე, შესაბამისად, წარმოდგენილმა ცვლილებებმა შესაძლოა გააჩინოს თანამშრომელთა ხელფასების შემცირების ან/და სტრუქტურული რეორგანიზაციის საჭიროება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორც დასაქმებულების, ისე მარეგულირებლის საპენსიო შენატანები შემცირდება სსიპ ,,საპენსიო სააგენტოში“. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: მრავალმხრივ უკავშირდება კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე