საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/299; 14.06.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-974/24
30-01-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N269/5; 19.06.2023 გადაწყვეტილებით,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
შესახებ“ და თანმდევი კანონების პროეტები (№07-2/299; 14.06.2023). ინიციატივის განხილვის
ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 8 თებერვლამდე.
ამ ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვას, ობიექტური მიზეზებიდან
გამომდინარე, დათქმულ ვადაში ვერ ახერხებს წამყვანი კომიტეტი.
მოგმართავთ, საკომიტეტო განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებასთან
დაკავშირებით.
გთხოვთ თქვენს თანხმობას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge