საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.01.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1018/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-01-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 135

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2656?local=true საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 30 იანვარი 2024 14:00 2024 წლის 30 იანვარი, 14.00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 1 of 2 1/29/2024, 10:42 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 30 იანვარი 14.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N135 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, და სალომე ჯინჯოლავას უფლებამონაცვლე ქეთევან ჩარკვიანი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. 1. 2. დღის წესრიგი (პროექტი): კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს ვალდებულება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხებზე. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. კომიტეტი სწავლობს მიღებულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას და შესწავლის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ამჯერად, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილია ინფორმაცია შესწავლის შედეგების თაობაზე 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ, ხოლო პოლიკიტიკური ჯგუფების მიერ სავალდებულო წესით თანამდებობის 1 პირების დასწრება მოთხოვნილ იქნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. აღნიშნული უფლებით, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა სამჯერ ისარგებლეს საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მიმართა კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დასწრების მოთხოვნით:  2023 წლის 10 აგვისტოს (წინა საანგარიშო პერიოდი); მოწვევის შესახებ კომიტეტის წერილობითი მოთხოვნა მინისტრს გაეგზავნა 2023 წლის 6 სექტემბერს. მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა გაიმართა 2023 წლის 30 ოქტომბერს.  2023 წლის 31 ოქტომბერს; წერილობითი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში (2023 წლის 3 ნოემბერს) გაეგზავნა მოსაწვევ პირს. ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2023 წლის 11 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა მივლინებით საზღვარგარეთ, მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა გაიმართა 2023 წლის 18 დეკემბერს. საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა „რეფორმების ჯგუფი“ და „საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მიმართეს: კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით საქართველოს თავდაცვის მინისტრის დასწრების მოთხოვნით:  2023 წლის 22 ივნისს (წინა საანგარიშო პერიოდი). მოწვევის შესახებ კომიტეტის წერილობითი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს 2023 წლის 4 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე, კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ზოგადად თუ შევაფასებთ, აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა, მონიტორინგის შედეგები ცალსახად გვიჩვენებს, რომ ოპოზიციისა მიერ იშვითად ხდება საპარლამენტო კონტროლის არსებული შესაძლებლობების გამოყენება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია. რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეიმუშავა და სხდომაზე წარმოადგინა 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნა კომიტეტის ოპოზიციონერი წევრების ჩართულობა, კომიტეტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებში, თუმცა სურვილის გამოთქმის შემთხვევაში ოპოზიციონერ კომიტეტის წევრებს შეეძლოთ ჩართვა გარდა გეგმით უკვე გათვალისწინებული საკითხებისა სხვა საკითხებშიც. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აქტიურად მუშაობს თავისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისათვის, როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა სპეციფიკური მიმართულებებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ყველაზე უფრო დინამიური 2 - დოკუმენტის მუდმივი სრულყოფა, დახვეწა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, იმ მიზნით, რომ საპარლამენტო ცხოვრება, ნებისმიერი პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში, მთელი თავისი სისავსით იყოს სამართლიანი, მოქნილი და რელევანტური. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმას? კენჭისყრაში მონაწილეობდა 9 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): დამტკიცდეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3