საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, დავით ხაჯიშვილის, ნიკა მაჭუტაძის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს, სალომე სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძის, თინათინ ბოკუჩავას, ხათუნა სამნიძის, თეონა აქუბარდიას, ტარიელ ნაკაიძის, დავით ბაქრაძის, ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, გუბაზ სანიკიძის, ქეთევან თურაზაშვილის, დავით კირკიტაძის, პაატა მანჯგალაძის, თამარ ჩარკვიანის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის, ალექსანდე მოწერელიას და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“ (№07-3/379; 03.11.2023) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-21356/23
21-12-2023
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს
ქალბატონ ეკატერინე სანაშვილს
ქალბატონო ეკატერინე,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგში შესატანად გიგზავნით
საქართველოს პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, დავით
ხაჯიშვილის, ნიკა მაჭუტაძის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს,
სალომე
სამადაშვილის,
არმაზ
ახვლედიანის,
შალვა
შავგულიძის,
თინათინ
ბოკუჩავას, ხათუნა სამნიძის, თეონა აქუბარდიას, ტარიელ ნაკაიძის, დავით ბაქრაძის,
ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, გუბაზ სანიკიძის, ქეთევან თურაზაშვილის, დავით
კირკიტაძის, პაატა მანჯგალაძის, თამარ ჩარკვიანის, ბექა ლილუაშვილის, შალვა
კერესელიძის,
ალექსანდრე
მოწერელიას
და
მიხეილ
დაუშვილის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის
რეზოლუციის
პროექტს
„საქართველოს
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პარლამენტში
ინიციატივების
ოპოზიციის
განხილვის
მიერ
დაუსაბუთებელი
გაჭიანურების შესახებ“ (N 07-3/379; 03.11.2023), რომელიც საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა 2023 წლის 21 დეკემბერს.
დანართი „ 12 “ ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-21355/23
21-12-2023
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2023
წლის
21
დეკემბერს
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
საქართველოს
პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, დავით ხაჯიშვილის,
ნიკა მაჭუტაძის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს, სალომე
სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძის, თინათინ ბოკუჩავას,
ხათუნა სამნიძის, თეონა აქუბარდიას, ტარიელ ნაკაიძის, დავით ბაქრაძის, ნატო
ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, გუბაზ სანიკიძის, ქეთევან თურაზაშვილის, დავით
კირკიტაძის, პაატა მანჯგალაძის, თამარ ჩარკვიანის, ბექა ლილუაშვილის, შალვა
კერესელიძის,
ალექსანდრე
მოწერელიას
და
მიხეილ
დაუშვილის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეზოლუციის
პროექტი
„საქართველოს
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პარლამენტში
ინიციატივების
ოპოზიციის
განხილვის
მიერ
დაუსაბუთებელი
გაჭიანურების შესახებ“ (N 07-3/379; 03.11.2023).
წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეზოლუციის
პროექტი
„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“ ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებასა და
იმგვარი
საპარლამენტო
პრაქტიკის
დანერგვას,
რომელთა
მეშვეობით
უზრუნველყოფილი იქნება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების
დროული
განხილვა,
კანონპროექტების
რაც
ასევე
პარლამენტის
მოიცავს
კომიტეტების
ოპოზიციის
მიერ
სხდომებზე
წარდგენილი
განხილვის
ვადის
გაგრძელების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების
დასაბუთების მაღალი სტანდარტით მიღებას, აგრეთვე ოპოზიციის მიერ წარდგენილი
კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შეტანას. ამასთანავე, წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტით გათვალისწინებულია
საპარლამენტო
ოპოზიციის
მიერ
წარდგენილი
კანონპროექტების
განხილვის
საკითხის პერიოდული შესწავლის უზრუნველყოფა.
საქართველოს
პარლამენტის
რეზოლუციის
პროექტი
ითვალისწინებს
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი პროექტების დროული საკომიტეტო
განხილვისა და საკომიტეტო განხილვის ახალი ვადების საქართველოს პარლამენტის
ბიუროს მიერ დასაბუთების მაღალი სტანდარტით მიღების უზრუნველყოფას. უნდა
აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დეტალურად არის
დადგენილი საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტების მიერ
წარდგენილი კანონპროექტის განხილვის წესი და პროცედურა. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს, აგრეთვე, კანონპროექტის განხილვის
ვადებს თითოეული მოსმენისათვის და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში,
აღნიშნული ვადების გაგრძელების წესს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის
ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კანონპროექტის
განხილვის ვადების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
102-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგენს კანონპროექტის
კომიტეტებისა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო
თარიღს.
ამავე
მუხლის
მე-10
პუნქტის
შესაბამისად,
თუ
კანონპროექტის
საპარლამენტო განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, მისი
განხილვისათვის
დადგენილ
ვადას
საჭიროების
შემთხვევაში
გააგრძელებს
პარლამენტის ბიურო. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომიტეტის
თავმჯდომარის
მოტივირებული
წინადადების
საფუძველზე.
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 112-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, თუ წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის
განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის
წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის
მოტივირებული წინადადების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო
განხილვის ახალი ვადა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე
მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, თუ წამყვანი კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამართავს სხდომას და არ
გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის
ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის
მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის
გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის
საკითხი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის ბიურო ვალდებულია
კანონპროექტი შეიტანოს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის
წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი
საქმიანობა
იგეგმება
და
წარიმართება
დასარეგულირებელი
საკითხების
მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით. საკანონმდებლო საქმიანობის
განხორციელებისას საქართველოს პარლამენტი ხელმძღვანელობს, მათ შორის,
განსახილველი საკითხების პრიორიტეტულობის, რიგი პრობლემების დროული
გადაწყვეტის
აუცილებლობის,
ვალდებულებების
სხვადასხვა
შესრულების,
მნიშვნელოვანი
საკითხების
საერთაშორისო
განსახილველად
მზაობის
გათვალისწინებით. შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე
სუბიექტების მიერ წარდგენილი პროექტების განხილვა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილი
ვადების
შესაბამისად
მიმდინარეობს
საკითხების
პრიორიტეტულობისა და აქტუალობის, აგრეთვე იმ საკითხის გათვალისწინებით
რამდენად მომზადებულია პროექტი განსახილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ზედმეტად
ხისტი
რეგულაციების
განსაზღვრამ,
რომლებიც
არ
მისცემს
საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს
კანონპროექტის განხილვის ახალი ვადა, ასევე საკანონმდებლო ინიციატივის
წარმდგენი სუბიექტების მიხედვით განხილვის განსხვავებული პროცედურისა და
ვადების დადგენამ, შესაძლოა გამოიწვიოს საკანონმდებლო პროცესის შეფერხება.
ამასთანავე, კანონპროექტის წარმდგენი სუბიექტების მიხედვით განსხვავებული
რეგულაციების განსაზღვრის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს
პარლამენტის
საკანონმდებლო
საქმიანობის
პრაქტიკაში
მთელი
რიგი
კანონპროექტების ინიციირება ხდება საპარლამენტო ოპოზიციასა და საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალი შესაბამისი სუბიექტების ერთობლივი ინიციატივით.
შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის
განსაზღვრა,
რომლებიც
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარდგენილია
ერთობლივად საპარლამეტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობაში
შემავალი შესაბამისი სუბიექტების მიერ.
რაც შეეხება, რეზოლუციის პროექტით გათვალისწინებულ საპარლამენტო
ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის
ბიუროს მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროული შეტანის
უზრუნველყოფას, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
101-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წამყვანი კომიტეტის
მიერ
შესაბამისი
მოსმენით
განხილვის
შემდეგ
კანონპროექტი
გადაეცემა
პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შესატანად. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ბიუროსათვის
წარდგენილი
კანონპროექტი
დაყოვნების
გარეშე
შეიტანება
საქართველოს
პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რაც ასევე
წარმოადგენს ერთიან რეგულაციას კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის
წარმდგენი სუბიექტის მიუხედავად. ამასთანავე, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული
კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესისა, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი
შესაბამისი სუბიექტები, აგრეთვე, დამატებით სარგებლობენ შესაძლებლობით,
მოითხოვონ მათ მიერ ინიციირებული პროექტების პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შეტანა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
89-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას,
უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების
ბოლო კვირის პარასკევს დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით
მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან პარლამენტის დადგენილების
პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის
გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი
წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი ახორციელებს
მუდმივ მონიტორინგს საკანონმდებლო პროცედურებსა და რეგულაციებზე, მათ
იმპლემენტაციასა და საკანონმდებლო საქმიანობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე,
ახდენს პრობლემათა დროულად იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში
ახორციელებს ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მოქმედი
რედაქციით
დეტალურად
არის
განსაზღვრული
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესი და პროცედურა,
შესაბამისად,
რეზოლუციის
პროექტით
გათვალისწინებული
საკითხების
დამატებითი რეგულირების საჭიროება არ არსებობს.
ყოველივე
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კომიტეტს
წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს პარლამენტში
ოპოზიციის
მიერ
წარდგენილი
საკანონმდებლო
ინიციატივების
განხილვის
დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განხილვისათვის მიუღებლად მიაჩნია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
დანართი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით
საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, რაც
უზრუნველყოფს ყველას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმეთა
მართვაში. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებლია
პარლამენტი განიხილავდეს ოპოზიციის ინიციატივებს და ხელს უწყობდეს
პარლამენტის წევრებს შორის დისკუსიას. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს,
საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ შეხედულებები და გააჩნდეთ
უფლებამოსილება ხალხის ნება აღასრულონ კანონშემოქმედებისა და კონტროლის
გზით. საპარლამენტო ტრიბუნიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე
საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამომრჩევლებამდე
მიიტანოს საკუთარი შეხედულებები. კანონპროექტების განხილვის პროცესში
პარლამენტის წევრებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები და აჩვენონ
ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება.
ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები სისტემატიურად მიმართავენ
პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო
სისტემატიურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც შეგნებულად
აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს.
საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ
მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა იშვიათად ხდება.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას
შეუფერხებლად გამოიყენოს კონსტიტუციითა და პარლმენტის რეგლამენტით
მინიჭებული
საკონტროლო
უფლებამოსილებები,
მათ
შორის,
ბლოკავს
საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის განმავლობაში ოპოზიციის მიერ
წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა. კანონპროექტების
განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში,
11-ჯერ და 12-ჯერაც კი
მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ
წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა.
განუხილველად
დატოვებულ
კანონპროექტებს
შორისაა
სოციალური,
სამართლებრივი, საგადასახადო საკითხები და საზოგადობისთვის სხვა აქტუალური
ინიციატივები.
ყოველივე
აცხადებს:
ზემოთხსენებულის
გათვალისწინებით,
საქართველოს
პარლამენტი
1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უზრუნველყონ საპარლამენტო
ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულად განხილვა;
2. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მაღალი დასაბუთების სტანდარდით
მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების
პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ;
3. საქართველოს პარლამენტის ბიურომ უზრუნველყოს ოპოზიციის მიერ
წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში დროულად შეტანა;
4. საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდელო მექანიზმები
საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად;
5. საქართველოს პარლამენტმა
შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილებები, რითაც აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი
კანონპროექტების განუხილვევლად დატოვების პრაქტიკა;
6. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ყოველი
სესიის განმავლობაში ერთხელ შეისწავლოს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ
წარდგენილი კანონპროექტების განხილვის საკითხი. ამ მიზნით პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაციის
შესწავლის შედეგები წარუდგენოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.
დანართი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის
დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ
ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი:
რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში
ოპოზიციის
საკანონმდებლო
ინიციატივების
ხელოვნური
გაჭიანურების
აღმოფხვრა,
რაც
ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას შეუზღუდავად გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა
პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებები. მიუხედავად ოპოზიციის მიერ
მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა პარლამენტში იშვიათად
ხდება. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა მიზანმიმართულად ბლოკავს ოპოზიციის მიერ
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, საპარლამენტო დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას. საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის
განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა.
კანონპროექტების
განხილვის
გადავადება
კომიტეტებმა
რამდენჯერმე
მოითხოვეს.
რიგ
შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია,
რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა;
ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხდება ოპოზიციისთვის საქართველოს
კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების
მიზანმიმართული ხელშეშლა, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა აღიაროს და დააფიქსიროს
პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
ა.ბ) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგები;
რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი დააფიქსირებს
პოზიციას
საპარლამენტო
ოპოზიციის
საკანონმდებლო
ინიციატივების
განხილვის
მიზანმიმართული შეფერხების შესახებ.
ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი;
რეზოლუციის
თანახმად
საქართველოს
პარლამენტი
აღიარებს,
რომ
პარლამენტის
კომიტეტები სისტემატიურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის
ბიურო სისტემატიურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების
განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურული ხრიკებით
ხელს უშლის ოპოზიციას განახორციელოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი. ამგვარი
მიდგომებით საპარლამენტო უმრავლესობა შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესში
ოპოზიციის მონაწილეობას.
რეზოლუციის მიღებით საქართველოს პარლამენტი აიღებს ვალდებულებას შეიტანოს რეგლამენტში
ცვლილებები,
რითაც
განუხილვევლად
აღიკვეთება
დატოვების
ოპოზიციის
პრაქტიკა;
მიერ
კომიტეტები
წარდგენილი
უზრუნველყოფენ
კანონპროექტების
ოპოზიციის
მიერ
წარდგენილი კანონპროექტების დროულ განხილვას; პარლამენტის ბიურო მხოლოდ დასაბუთებულ
შემთხვევაში მიიღებს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების
სხდომებზე
განხილვის
გადავადების
შესახებ
გადაწყვეტილებას;
ბიურო
უზრუნველყობს
ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში დროულად შეტანას; შემუშავდება ეფექტიანი საკანონმდელო მექანიზმები საპარლამენტო
კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად; საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი წარმოადგინოს რეზოლუციის შესრულების ანგარიშს სესიის განმავლობაში ერთხელ
მაინც
ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან მიმართებით;
ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
რეზოლუციის პროექტის შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე იგი ძალაში შევა
მიღებისთანავე. ამასთან, რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის ან მისი ნაწილისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
რეზოლუციის
პროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა
არ
არის
მოთხოვნილი
რეზოლუციის პროექტის ინიციატორების მიერ.
ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა)
რეზოლუციის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციის
პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევეს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეზოლუციის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
რეზოლუციის პროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
4
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი
ან/და ნაწილი:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი რეზოლუციების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი:
5
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე
ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, დავით
ხაჯიშვილი, ნიკა მაჭუტაძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო, სალომე
სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თეონა
აქუბრადია, ტარიელ ნაკაიძე, დავით ბაქრაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, გუბაზ სანიკიძე,
ქეთევან
თურაზაშვილი,
დავით
კირკიტაძე,
პაატა
მანჯგალაძე,
თამარ
ჩარკვიანი,
ბექა
ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი
6