საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალექსანდრე რაქვიაშვილის, გივი მიქანაძის და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/238; 19.09.2022) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-1109/24
01-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების მიხეილ სარჯველაძის,
ალექსანდრე რაქვიაშვილის, გივი მიქანაძისა და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/238; 19.09.2022).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 26 სექტემბრის N182/1
გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე წამყვანი კომიტეტია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც რეგლამენტის პროექტის
განხილვის მაქსიმალურ ვადად საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 18
სექტემბრის N281/15 გადაწყვეტილებით განესაზღვრა 2024 წლის 9 თებერვალი.
ვინაიდან აღნიშნულ ვადაში რეგლამენტის პროექტის განხილვა ვერ ხერხდება,
გთხოვთ, აღნიშნულ პროექტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 2024 წლის 9
თებერვლიდან 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge