საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან ბეჟაშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილის, კახაბერ ოქრიაშვილის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/390; 21.11.2023) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1156/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1156/24 02-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/390; 21.11.2023). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60 დღით. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-921/24 29-01-2024 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, თქვენთვის როგორც ცნობილია, ლევან ბეჟაშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილის, კახაბერ ოქრიაშვილის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/390; 21.11.2023). აღნიშნული კანონპროექტის განმხილველ კომიტეტად განსაზღვრულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად − იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ მისი საკომიტეტო განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge