საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქეების: შალვა ხაჭაპურიძის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14441/23; 09.11.2023); ბ) საქართველოს მოქალაქეების: კახა წიქარიშვილის, მარიკა არევაძის, მორეტა ბობოხიძის, ნატა ანთელიძის, თამარ მჟავიას, ნია კალანდაძის და მარიამ ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14475/23; 10.11.2023).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1160/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1160/24 02-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14441/23; 09.11.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 თებერვალი); − კახა წიქარიშვილის, მარიკა არევაძის, მორეტა ბობოხიძის, ნატა ანთელიძის, თამარ მჟავიას, ნია კალანდაძის და მარიამ ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14475/23; 10.11.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 თებერვალი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge