საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 60 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში (№1-4590/23; 31.03.2023); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშები (№1-4597/23; 31.03.2023).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1183/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1183/24 02-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს №№ 239/1, 04.04.2023 და 238/13, 31.03.2023 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა:  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-4590/23; 31.03.2023);  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშები (№1- 4597/23; 31.03.2023). აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა, მათ შორის, იურიდიულ საკითთა კომიტეტს და განხილვის ვადა განესაზღვრა 2024 წლის 07 თებერვლამდე. მიმდინარე წლის 02 თებერვალს მოგვმართა აღნიშნულმა კომიტეტმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა დასახელებული ვადის გაგრძელება 60 დღით. ვითვალისწინებთ რა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge