დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
წერილი
2-1683/24
12-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის,
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ესტონეთის დედაქალაქ
ტალინში გამართულ ბალტიის საბჭოს შეხვედრასა და ასამბლეის სესიაში, აგრეთვე, ვირტუალურ
ფორმატში გამართულ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2023 წლის 23-25 ნოემბერი
ბალტიის ასამბლეის 42-ე სესია და ბალტიის საბჭოს 29-ე შეხვედრა
ტალინი, ესტონეთი
დელეგაციის შემადგენლობა: დავით მათიკაშვილი, ირაკლი ბროკიშვილი
2023 წლის 23-24 ნოემბერს, რიგაში გაიმართა ბალტიის ასამბლეის მე-41 სესია და ბალტიის საბჭოს 28ე შეხვედრა, სადაც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელის რანგში მონაწილეობა მიიღო დავით მათიკაშვილმა. ღონისძიებას ესტონეთის,
ლიეტუვასა და ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების გარდა, ესწრებოდნენ ბალტიის ქვეყნების
პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მოწვეული მაღალი
თანამდებობის პირები სხვადასხვა პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან და საერთაშორისო
ორგანიზაციებიდან.
დავით მათიკაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ბალტიის
ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, საქართველოს
ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. „მივესალმებით ევროკომისიის
მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებთ, რომ
დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიღებული იქნება დადებითი
გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის
იმედი გვაქვს,” - აღნიშნა მან საკუთარ გამოსვლაში. ასევე, ისაუბრა უკრაინაში მომდინარე რუსულ
აგრესიაზე და საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე.
დავით
მათიკაშვილმა
ბალტიის
საპარლამენტო
ასამბლეის
წევრებს
საქართველოში
განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ
მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით,
საქართველო ახერხებს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ხელშესახები წარმატება სხვა და სხვა
მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის არსებულ
ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს
სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, შედგა საუბარი ესტონეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელთან ლაური ლაატსთან, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო
თანამშროლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ჩვენ რეგიონში
არსებულ გამოწვევებს.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2024 წლის 11 იანვარი
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები, ბიურო და სესია
ვირტუალური ფორმატი
მონაწილეები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი ბროკიშვილი
11 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები,
ბიურო და სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა. შეხვედრებში უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას
ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები
მონაწილეობდნენ.
შეხვედრებზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის
საკითხები. დავით მათიკაშვილმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. „სამხედრო გაძლიერების პარალელურად, რუსეთმა
გააფართოვა მცდელობა, რომ ოკუპირებული რეგიონების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური,
სამხედრო, სასამართლო და სხვა სფეროები რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს. მუდმივად ირღვევა
ადამიანის უფლებები, იტაცებენ და უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ საქართველოს მოქალაქეებს
სხვადასხვა, მათ შორის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სკოლებიდან და საბავშვო
ბაღებიდან მთლიანად ამოღებულია ქართული ენის სწავლება და სხვა ფაქტები, რომლებიც
აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების აქტიურ რუსიფიკაციას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საკუთარ გამოსვლაში დავით მათიკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტის
უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
სესიაზე მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, კომუნიკე, სადაც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა კვლავ
ადასტურებს წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ
მთლიანობის, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ
მიმდინარე გამოწვევების ფონზე, საპარლამენტო ასამბლეა სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის
თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობა ანიჭებს, რადგან ისინი იზიარებენ საერთო
მისწრაფებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ.
დავით მათიკაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მინიჭებაზე და უკრაინასა და მოლდოვას გაწევრების მოლაპარაკების დაწყება მიულოცა.
2024 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას აზერბაიჯანი უხელმძღვანელებს.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი