საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 2
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2675?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
07 თებერვალი 2024 14:00
2024 წლის 7 თებერვალი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის
განხილვა;
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა
ოდიშარია.
2/7/2024, 6:37 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N2
2024 წლის 7 თებერვალი, 14.00 სთ;
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა
ოდიშარია.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ნოდარ
ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით ხაჯიშვილი
(ლევან ხაბეიშვილის უფლებამონაცვლე), აბდულა ისმაილოვი, აკაკი მინაშვილი (კობა
ნაყოფიას უფლებამონაცვლე), თამარ ჩარკვიანი.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის
განხილვა.
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა
ოდიშარია.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მოკლედ წარუდგინა კომიტეტის 2024 წლის მუშაობის
სამოქმედო გეგმა და 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
2024 წლის სამოქმედო გეგმა დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის კუთხით კომიტეტის
საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მოიცავს.
მომხსენებლის განმარტებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი მეათე მოწვევის
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, საკანონმდებლო აქტებზე მუშაობას,
საკომიტეტო მოსმენებისა და თემატური მოკვლევის ჩატარებას გეგმავს.
აღნიშნული მოკლე მოხსენების შემდეგ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა
სხდომაზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ასევე, სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
2023 წლის საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა 2024 წლის მუშაობის სამოქმედო
გეგმა და ცნობად მიიღო 2023 წლის საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე:
ბექა ოდიშარია
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი