საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.12.2023
ავტორი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამდივნო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[4e4f]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 147

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2645?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 19 დეკემბერი 2023 15:00 2023 წლის 19 დეკემბერი, 15:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში“ (07-2/346; 08.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი; 2. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი. 2/15/2024, 10:10 AM
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N147 2023 წლის 19 დეკემბერი, 15:00 სთ ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში.“ (№07-2/346; 08.12.2023) მომხსენებელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი 2. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის მოსმენა. მომხსენებელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის 2023 წლის 19 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, სუმბატ კიურეღიანის უფლებამონაცვლე - გენრიეტა წიწავა, მერაბ ქვარაია, ტარიელ ნაკაიძე, ხატია დეკანოიძე. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში. მოხსენება ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა წარმოადგინა. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ 2022 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც საქართველოს სამინისტროებმა, ასევე, 59-მა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე სხვა საჯარო დაწესებულებამ. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობა მიემართებოდა - ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას, შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს, განათლების უფლების მისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. ანგარიშის განხილვის შემდგომ მსჯელობისას კომიტეტის წევრებმა გააკეთეს თავიანთი შეფასებები, გამოთქვეს მოსაზრებები და დასვეს შეკითხვები. კომიტეტმა, 2020 წელს მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საქმეში მეტი პროგრესის უზრუნველყოფისათვის გასცა რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში.“ კომიტეტმა, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, მოისმინა: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ნიკო თათულაშვილის მოხსენება, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის პროექტის დადებითად შეფასების პარალელურად, კომიტეტმა იმსჯელა სამოქმედო გეგმის პროექტის გაუმჯობესების პერსპექტივებზე. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია