საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 96
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2682?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 თებერვალი 2024 16:00
2024 წლის 14 თებერვალი, 16:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო
გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
2/14/2024, 11:01 AM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N96
2024 წელი, 14 თებერვალი, 16:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი 304)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ
ლაშხი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, გიორგი
სოსიაშვილი, დავით ზილფიმიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ
ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის
სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა.
გივი მიქანაძემ სხდომაზე დამსწრეებს გააცნო ის ძირითადი ოთხი მიმართულება,
რომელიც გაწერილია კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, ესენია: პოლიტიკის
დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საზედამხედველო
საქმიანობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ორგანიზაციული
განვითარება. ამას გარდა, სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის
პრიორიტეტად დარჩება სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი
ქვეყნების, პარლამენტების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
მიმართულებით დარგობრივ კომიტეტებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება. აგრეთვე,
ვინაიდან, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კომიტეტის საქმიანობის სფეროს დაემატა
ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში,
იგეგმება შესაბამისი სამინისტროების მოწვევა და სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონტექსტში, მათთვის მიკუთვნებული
ამოცანების შესრულებისა და აქტივობების მიმდინარეობის შესახებ, ანგარიშის მოსმენა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია რამდენიმე ახალი თემატური
მოკვლევის ჩატარება. მათ შორის არის მოკვლევა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო
სკოლების
საჭიროებების
შესწავლის
მიზნით,
რომლის
განხორციელებაშიც
მონაწილეობას ასევე მიიღებენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და კულტურის
კომიტეტებიც.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს დაგეგმილი აქვს კიდევ
ერთი თემატური მოკვლევის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში
STEM-ის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესწავლას. ასევე, სამოქმედო გეგმაში
შეტანილია პირველკლასელთა საცხოვრებელი ადგილების მიხედვით რეგისტრაციის
კუთხით რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საჭიროების
შესწავლა. ამ უკანასკნელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო იქნება აქტიურად ჩართული, შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად.
გარდა
ზემოთაღნიშნულისა,
გივი
მიქანაძემ
თავის
გამოსვლაში
აღნიშნა,
რომ
გაგრძელდება გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ერთგვარი სიახლეა ისიც, რომ წელს
კომიტეტი მოუსმენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და
სპორტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
მინისტრებს. ამასთანავე, მიმდინარე წლის ივნისამდე, დაგეგმილია სამი გასვლითი
სხდომის ჩატარება გურიაში, ქუთაისსა (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი) და
დმანისში.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრმა, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა,
მარიამ ლაშხმა გამოთქვა ინიციატივა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო
საბჭოების გაერთიანებული სხდომის ჩატარების შესახებ, რომელზეც განათლების
სხვადასხვა საფეხურებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განისაზღვრება.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაია კვიციანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანია საკონსულტაციო საბჭოს წევრების ჩართულობა თემატური მოკვლევის
შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის
სამოქმედო გეგმა.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 11;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 2.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე