„ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 97
შენიშვნა ერთობლივი სხდომა:
1. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისია;
2. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2684?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა
თარიღი
15 თებერვალი 2024 14:00
2024 წლის 15 თებერვალი, 14:00 საათი
პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -1 სართული)
დღის წესრიგი
„ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი საქართველოში და
წინადადებები გამოწვევების დასაძლევად;
მომხსენებელი: ივანე აბრამაშვილი - კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური
სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
2/15/2024, 5:41 PM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N97
2024 წელი, 15 თებერვალი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -I სართული)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ
ლაშხი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, გიორგი
სოსიაშვილი, დავით ზილფიმიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ
ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი- განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ლია გიგაური - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის პირველი მოადგილე;
რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ჯემალ გამახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე;
ნანა გაბელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
მინისტრი;
ვახტანგ ბააკაშვილი - სსიპ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი;
ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური საბჭოს იურიდიული და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე;
მაკა ბერიძე- სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
მერაბ ბერიძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრორექტორი;
არჩილ გეგეშიძე - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
ნინო კალანდარიშვილი - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი;
თეიმურაზ დოჭვირი - რუსთაველის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი;
ირაკლი ირემაძე -
გაეროს ეთნიკური უმცირესობების პროგრამების მკვლევარი,
კავკასიური სახლის დირექტორი;
ივანე აბრამიშვილი - კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი
სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
„კავკასიური
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციისა
და
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.
„ახალგაზრდები,
მშვიდობა
და
უსაფრთხოება“:
სიტუაციის
ანალიზი
საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად
მომხსენებელი: ივანე აბრამიშვილი - კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური
სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
კომიტეტმა მოისმინა:
ივანე აბრამიშვილმა სხდომაზე დამსწრე პირებს წარუდგინა კვლევა - „ახალგაზრდები,
მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი საქართველოში და წინადადებები
გამოწვევების დასაძლევად.
მომხსენებელმა
რომელიც
ისაუბრა
გაერთიანებული
წარმოადგენს
გლობალურ
ერების
ქოლგას
ორგანიზაციის
რეზოლუციაზე,
ახალგაზრდების
პოლიტიკური
გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის კუთხით.
რეზოლუცია შედგება 5 სვეტისგან. პირველი სვეტი ეხება ახალგაზრდების მონაწილეობას
გადაწყვეტილებების
მიღების
ყველა
დონეზე,
მათ
შორის
სამშვიდობო
ხელშეკრულებების შედგენასა და მონიტორინგის პროცესში. მეორე სვეტი გულისხმობს
ახალგაზრდების
მოქმედებების
დაცვასა
დროს.
და
მესამე
დამნაშავეთა
სვეტში
დასჯას,
განხილულია
განსაკუთრებით
საომარი
არაძალადობრივი
გზით
კონფლიქტების მოგვარებისა და ამ მხრივ პრევენციული ღონისძიებების გატარების
საკითხი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინკლუზიურ, სოციალურ, ეკონომიკურ,
კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს. მეოთხე სვეტი გულისხმობს
პარტნიორობას და ახალგაზრდების ფინანსურ და პოლიტიკურ გაძლიერებას. მეხუთე
სვეტი, კი, ეხება ძალადობისგან ახალგაზრდების ჩამოშორებასა და რეინტეგრაციას, რაც
მათი დასაქმების, არაფორმალურ და ფორმალურ
ჩართვისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს გულისხმობს.
საგანმანათლებლო
სისტემაში
ივანე აბრამაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა
საქართველოს პარლამენტის როლზე, როგორც ახალგაზრდებისათვის უმნიშვნელოვანეს
პლატფორმაზე სამშვიდობო პოლიტიკის განხილვებისთვის.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოში სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, 2021
წელს კავკასიურმა სახლმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხული
ახალგაზრდების 95% მხარს უჭერს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების
მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
მან,
ასევე,
ისაუბრა
ახალგაზრდების
სამშვიდობო
პროცესებში
ჩართულობის
ხელისშემშლელ ფაქტორებზე, როგორიცაა ისტორიის ცოდნის ნაკლებობა, გამყოფ ხაზებს
მიღმა
ახალგაზრდების
გაუცხოება
და
არასამთავრობო
სექტორის
შეზღუდული
შესაძლებლობები. ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ 10-დან 7
ახალგაზრდა არცერთ ადამიანს არ იცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
ტერიტორიაზე და არ აქვს მათთან არანაირი ურთიერთობა.
ივანე აბრამაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ის
წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდებს ეხება. ამ კუთხით
აღსანიშნავია ბოლო პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული სპეციალური, ყოველწლიური
ჯილდო,
რომელიც
მნიშვნელოვანი
სტიმულია
ახალგაზრდებისთვის,
მათი
დაინტერესებისა და მოტივაციის ზრდისთვის.
აგრეთვე, კვლევის წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა ეთნიკურად აფხაზი და ოსი
ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოების საკითხზე,
რაც
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
გარეშე
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლის გაგრძელებასა და აფხაზური/ოსური ენის ტესტის
საფუძველზე, ქართულ ენაში მომზადების 1 წლიან პროგრამაზე ჩარიცხვაში გამოიხატება.
მისი
თქმით,
ასევე,
დადებითად
ფასდება
უნივერსიტეტებში
ახალგაზრდული
სივრცეების შექმნის ტენდენცია.
მომხსენებლის განცხადებით, იკვეთება რამდენიმე მიმართულება, რომელიც საჭიროებს
რეაგირებას. მათ შორის, გამოწვევები უკავშირდება მასწავლებელთა კვალიფიკაციასა და
სასკოლო
სახელმძღვანელოებს.
მომხსენებლის
განცხადებით
არსებულ
სახელმძღვანელოებში გადმოცემული მასალა სამშვიდობო პროცესების შესახებ არ არის
თანმიმდევრული.
აგრეთვე,
პრობლემურია
ის
საკითხიც,
რომ
საზოგადოების,
პოლიტიკური და აკადემიური წრეების მხრიდან არ არის შეფასებული საქართველოში
1990-იანი
წლებში
განვითარებული
მოვლენები.
აღნიშნულის
საპასუხოდ
მნიშვნელოვანია მეცნიერული კვლევების ფინანსური მხარდაჭერა და მშვიდობის
კვლევების ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბება.
ივანე აბრამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ აფხაზეთისა და
ცხინვალის
რეგიონის
ტერიტორიაზე
მცხოვრებ
ახალგაზრდებთან
საერთო
საკომუნიკაციო ენა ფაქტობრივად არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათ
ჩართულობას კვლევებსა და გამოკითხვებში. თავის გამოსვლაში, მან ასევე, ხაზი გაუსვა
სოციალური მედიის მნიშვნელობას. არსებული პრაქტიკით, სოციალურ მედიაში
გავრცელებული ფრაზები დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების დამოკიდებულებებზე.
ივანე აბრამაშვილმა ისაუბრა რეკომენდაციების შესახებ, მათ შორის, ყურადღება
გამახვილდა
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
რეზოლუციაზე
მუშაობის
გააქტიურებაზე,
რომელიც
კარგ
ნიადაგს
შექმნის
სამშვიდობო
ინკლუზიურობისა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების
პროცესის
პროცესში
მონაწილეობისთვის. მომხსენებელმა დაასახელა ის ქმედებები, რომელიც განათლების
სხვადასხვა
საფეხურზე
უნდა
განხორციელდეს,
რაც
მოიცავს:
სასკოლო
სახელმძღვანელოების დახვეწას, ისტორიის მასწავლებელთა გადამზადებას, უახლესი
ისტორიის ინტერდისციპლინარულ სწავლებას და ახალგაზრდა მკვლევრების
წახალისებას, სამშვიდობო საკითხების, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან და
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებში
ჩაშენებას,
კონფლიქტ-სენსიტიური
და
სამშვიდობო
განათლების
სწავლებაზე
სატრენინგო პროგრამების შემუშავებას, სკოლაში სამშვიდობო განათლების, როგორც
არჩევითი საგნის დამატებას. მომხსენებლის განცხადებით, აგრეთვე, მნიშვნელოვანია
საერთო კულტურული, სპორტული და არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების
განხორციელების ხელშეწყობა, რაც
ომით გახლეჩილ საზოგადოებებს და მათ
ახალგაზრდა წევრებს დაეხმარებათ ნდობის აღდგენაში.
ივანე აბრამაშვილმა, თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად დაასახელა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა კონფერენციის ჩატარება,
ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რომელიც უფრო მეტ
სიცხადეს შესძენს სამშვიდობო განათლების დარგს.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტის
თვეში, დახურულ ფორმატში გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით
წარიმართება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მყისიერ გადაწყვეტას საჭიროებს.
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველმა
მოადგილემ,
გიორგი
ჩაკვეტაძემ
თავის
გამოსვლაში აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება სამშვიდობო განათლების კომპონენტის
ისტორიის სწავლების პროცესში ინტეგრირება და არა მისი ცალკე საგნად ჩამოყალიბება.
აგრეთვე,
მან,
როგორც
კომიტეტთან
არსებული
ახალგაზრდობის
საკონსულტაციო
საბჭოს
თავმჯდომარემ,
აღნიშნულ
თემებზე
თანამშრომლობისა და კონსულტაციების გამართვის მზაობა გამოთქვა.
საქმეთა
მომავალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ
გამახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სამშვიდობო განათლებას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს. ისტორია ერთ-ერთი მთავარი თემაა აფხაზური მხარისთვის,
რომლითაც ისინი იწყებენ დიალოგის პროცესს. ჯემალ გამახარიას განცხადებით
მნიშვნელოვანია დისტანციურ სწავლებაში ჩართული პირების რაოდენობის ზრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ
თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა,
პირველ ეტაპზე საჭიროა მშობლიურ ენაზე ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის
გამოწვევების
საპასუხო
ქმედითი
ნაბიჯების
გადადგმა.
მისი
განცხადებით,
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად ითანამშრომლონ
აფხაზეთის მთავრობის ქოლგის ქვეშ არსებულ სამინისტროებთან, მათ შორის
განათლების სამინისტროსთან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო
მინისტრის აპარატი კოორდინაციას უწევს შერიგებისა და სამშვიდობო პოლიტიკის
გატარებას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უკავშირდება, რაც
ერთიანი სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება
ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის მშენებლობასა და შერიგებას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა
თავის
გამოსვლაში
აღნიშნა,
რომ
ახალგაზრდობის
პოლიტიკის
მიმართულებით აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები. ისტორიის
სახელმძღვანელოებში მკაფიოდ არის დაფიქსირებული აფხაზეთთან და ცხინვალის
რეგიონთან მიმართებაში ექსპერტთა პოზიციები. გარდა ამისა სამოქალაქო განათლების
სახელმძღვანელო მოიცავს ზოგადად სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მთელ
რიგ საკითხებს.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად
მიიღეს
„ახალგაზრდები,
მშვიდობა
და
უსაფრთხოება“:
სიტუაციის
ანალიზი
საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე