ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
წერილი
2-2001/24
15-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 9 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (შემდგომში
ასამბლეა) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (შემდგომში დელეგაცია)
2023 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, მათ შორის ასამბლეის პლენალური სხდომების
მიმდინარეობას, საკომიტეტო მუშაობას, განხორციელებულ ვიზიტებსა და შეხვედრებს.
2023 წლის განმავლობაში ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა დელეგაციის წევრების 30
გასვლითი ვიზიტი.
2023 წელს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ძირითადი შემადგენლობა:
სათადარიგო შემადგენლობა:
1. ირაკლი ჩიქოვანი
1. არჩილ თალაკვაძე
2. ირაკლი კობახიძე
2. გივი მიქანაძე
3. ეკა სეფაშვილი
3. მარიამ ლაშხი / ხატია წილოსანი *
4. ხატია დეკანოიძე
4. აკაკი მინაშვილი *
5. ლევან იოსელიანი
თურაზაშვილი *
/
ქეთევან 5. ფრიდონ ინჯია
*2023 წლის განმავლობაში დელეგაციის შემადგენლობა დატოვა ლევან იოსელიანმა, მარიამ
ლაშხმა და აკაკი მინაშვილმა; ცვლილებების შედეგად დელეგაციას დაემატა ახალი წევრები:
ხატია წილოსანი, ქეთევან თურაზაშვილი. ხოლო დელეგაციაში ვაკანტური ადგილი დაიკავა ეკა
სეფაშვილმა.
წლის განმავლობაში, საქართველოს დელეგაციისთვის მნიშნველოვანი აქტივობები:
2023 წლის აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა
აღსრულების ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
საპარლამენტო ასამბლეის სესიების მიმოხილვა
საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი ნაწილი, ზამთრის სესია (24-28 იანვარი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
იანვრის სესიაზე საქართველოს დელეგაციაში მარიამ ლაშხი ჩაანაცვლა ხატია წილოსანმა, ხოლო
თამარ ტალიაშვილის გადადგომის შემდეგ დარჩენილი ვაკანტური პოზიცია დაიკავა ეკა
სეფაშვილმა.
ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩია
გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების (EUL) ხელმძღვანელი, ტინი კოქსი, 175 ხმით.
აღსანიშნავია, რომ იანვრის სესიამდე კანდიდატურა მოულოდნელად წამოაყენა უკრაინის
დელეგაციის წევრმა, ოლეკსანდრ მერეჟკომ, რომელმაც ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებზე 44
ხმა მიიღო.
1
სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა
ბიუროს პროგრესის ანგარიში, შეიარაღებული კონფლიქტი და სექსუალური ძალადობა,
რეიკიავიკის სამიტი, სტამბოლის კონვენცია, ოჯახში ტყვეობა, კონტაქტების მომძიებელი
აპლიკაციები, მოლდოვას მონიტორინგის ანგარიში და მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის
პროგრესის წლიური ანგარიში.
ასამბლეაზე სტუმრის სტატუსით წარდგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა
ბერბოკი. დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია
ბურიჩმა და ისლანდიის პრემიერ მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა.
ანალენა ბერბოკმა გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომი არ არის ომი მხოლოდ
უკრაინის წინააღმდეგ და რომ რუსეთი ასევე თავს ესხმის საერთო ევროპულ ღირებულებებზე
დაფუძნებულ მშვიდობას. მან აღნიშნა, რომ ევროპამ თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია
ადრეულ გაფრთხილებებს, რომ მისმა ქვეყანამაც (გერმანიამ) დაუშვა ანალოგიური შეცდომა და
არ დაუთმო სათანადო ყურადღება ბალტიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელების
გაფრთხილებას რუსეთის აგრესიული ხასიათის შესახებ. მარია ბურიჩმა ისაუბრა ევროპაში
მიმდინარე პრობლემებზე, რომელიც გამოიხატება პოპულიზმში, უმცირესობების უფლებების
დარღვევებში და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრაში. მან აღნიშნა, რომ
რუსეთის აგრესია უკრაინის წანააღმდეგ არის ამ ყველაფრის ყველაზე დიდი მაგალითი და ამ
პრობლემების შედეგი. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე ყურადღება გაამახვილა
რეიკიავიკში ჩანიშნულ სამიტზე, და გამოთქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაცია არა მხოლოდ
დაადასტურებს საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას,
არამედ გააღრმავებს კიდევაც.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა და უმრავლესობის ლიდერმა და
დელეგაციის
წევრმა
ირაკლი
კობახიძემ,
ევროსაბჭოში
საქართველოს
მუდმივ
წარმომადგენელთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად, შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს
გენერალურ მდივანთან მარია ბურიჩთან. ასევე, საქმიანი შეხვედრები გამართეს SOC
პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, ფრანკ შვაბესთან და ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი
კოქსთან.
დებატებზე გავიდა საკითხი “ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტი: განსაკუთრებული
გამოწვევების წინაშე ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება“. აღსანიშნავია, რომ ასამბლეამ
გაითვალისწინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს
დელეგაციის მიერ შეთავაზებული ორი ჩასწორება - რეკომენდაციის ტექსტში. ირაკლი ჩიქოვანმა,
დოკუმენტის ტექსტში ჩასწორების წარდგენისას აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის
აგრესიის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გაცილებით
ადრე დაიწყო და რომ საქართველოც არის ამ პოლიტიკის მსხვერპლი. “ევროპის საბჭოს
რეიკიავიკის სამიტის“ საკითზე სიტყვით გამოვიდა მონიტორინგის კომიტეტში საქართველოზე
ყოფილი მომხსენებელი, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი, SOC). მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის
პატივისცემის მნიშვნელობა და რუსეთის ჯარის საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიებიდან
გასვლის აუცილებლობა. საქართველოს მიმართ მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა საფრანგეთის
დელეგაციის წევრმა ბერნარდ ფურნიემ (EPP/CD). სხვადასხვა დებატებზე თავიანთ გამოსვლებში,
რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ გაიხსენა ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა
ერიკ კროსმა (ALDE) და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრმა ერკინ გადრილიმ (EC/DA), ხოლო
უკრაინის დელეგაციის წევრმა სერჰი სობოლიევმა (EPP/CD) ასამბლეას შეახსენა, რომ რუსეთის
აგრესია არ დაწყებულა უკრაინაში, არამედ დაიწყო საქართველოში 2008 წელს.
2
იანვრის სესიაზე დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კომიტეტების და პოლიტიკური
ჯგუფის შეხვედრებში. SOC პოლიტიკურმა ჯგუფმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ჩიქოვანი ჯგუფის ვიცე თავჯდომარედ დაამტკიცა.
ასამბლეამ, ასევე დაამტკიცა რეზოლუცია „ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის პროგრესის
შესახებ“, სადაც საქართველოც იყო მოხსენიებული, როგორც ამ პროცედურის ქვეშ მყოფი ქვეყანა.
ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი
და დელეგაციის წევრი არჩილ თალაკვაძე.
სესიის ბოლო დღეს, ბიურომ დაამტკიცა მონიტორინგის კომიტეტის ახალი წევრები, მათ შორის
EPP/CD-ის მიერ ნომინირებული, საქართველოს დელეგაციის წევრი ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (1-4 მარტი, ჰააგა, ნიდერლანდები)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ქალაქ ჰააგაში მონაწილეობა
მიიღო PACE-ს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში. მუდმივმოქმედი კომიტეტის ფარგლებში
ასევე გაიმართა სპეციალური ღონისძიება „ჰააგის კონგრესის 75-ე წლის თავის“ შესახებ და
ღონისძიება „მამაკაცებისა და ბიჭების როლი გენდერული ძალადობის შეჩერებაში“.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა გახსნეს ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის ზედა და
ქვედა პალატების თავჯდომარეებმა, იან ანტონი ბრაიბმა და ტომ ვან დერ ლეიმ. თავიან სიტყვაში
მათ აღნიშნეს ევროპის საბჭოს ისტორია, რომელიც დაიწყო ჰააგაში 75 წლის წინ და ხაზი გაუსვეს
რუსეთის აგრესიით გამოწვეულ გამოწვევებს.
კომიტეტმა, მიიღო გადაწყვეტილება დღის წესრიგში დაემატებინა ბიუროს მიერ
შემოთავაზებული საკითხი მიმდინარე საკითხების პროცედურის გათვალისწინებით: ”უკრაინის
მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი
წლის შემდეგ: ევროპის საბჭოს როლი”. პირველი მომხსენებელი იყო პოლიტიკური ჯგუფის,
ALDE-ს ხელმღვანელი და რუმინეთის დელეგაციის წევრი იულიან ბულაი. მან თავის სიტყვაში
ახსენა ევროპის საბჭოს როლის ცვლილება გასული 1 წლის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ 1
წლის წინ ორგანიზაცია არ იყო მზად ამ დონის აგრესიის გასამკლავებლად, მაგრამ დღეს
ორგანიზაცია ასრულებს თავის როლს, აქტიურად მოქმედებს და ამზადებს ანგარიშებს რათა
გააძლიეროს რუსეთზე ზეწოლა. სხვა გამომსვლელებმა ასევე დაგმეს რუსეთის ქმედებები და
ყურადღება გაამახვილეს უკრაინისადმი დახმარებისკენ. აღნიშნეს, რომ საჭიროა სპეციალური
ტრიბუნალის შექმნა, რომელიც განთავსდება ჰააგაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა
კომპენსაციის მექანიზმის შემუშავება. ასევე, მიესალმნენ ევროპის საბჭოს ტრანსფორმაციას 1
წლის განმავლობაში და აღნიშნეს, რომ ომის დაწყებამდე, ევროპის საბჭო თავს არიდებდა
უსაფრთხოების საკითხებში ჩარევას, რადგან ეს ორგანიზაცია არ იყო უსაფრთხოების თემებზე
მომართული. ხოლო, ბოლო 1 წლის განმავლობაში ევროპის საბჭო აღარ გაურბის საერთო
უსაფრთხოების საკითხების განხილვას.
მუდმივმოქმედმა კომიტეტმა განიხილა ანგარიშები და დაამტკიცა
რეზოლუციები და
რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე: „თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის კონტექსტში
ევროპული სოლიდარობა”, “კულტურული მარშრუტები: კულტურათაშორისი დიალოგის
პლატფორმა”, “ონლაინ განათლებისა და კვლევის ხელშეწყობა ეროვნულ საზღვრებს გარეთ” და
რეზოლუცია - „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების
ინოვაციური მიდგომები“. აღსანიშნავია, რომ „თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის
3
კონტექსტში ევროპული სოლიდარობის” რეკომენდაციის ნაწილში, აღნიშნულია, რომ ათასობით
ქართველი კვლავ რჩება იძულებით გადაადგილებული.
დღის ბოლოს გაიმართა ღონისძიება „მამაკაცებისა და ბიჭების როლი გენდერული ძალადობის
შეჩერებაში“.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეორე ნაწილი, საგაზაფხულო სესია (23-28 აპრილი,
სტრასბურგი, საფრანგეთი)
ასამბლეაზე სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდნენ და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა; ისლანდიის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა, ისლანდიის პრეზიდენტმა, გუთნი იოჰანსონმა
და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა. ასამბლეას ვიდეო
ჩართვით ასევე მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ.
მარია ბურიჩმა ისაუბრა ლაჩინის კორიდორის გახსნის მნიშვნელობაზე. ასევე, დაგმო რუსეთის
ქმედებები უკრაინაში და ხაზი გაუსვა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის და რეესტრის
შექნის მნიშვნელობას. დუნია მიატოვიჩმა სხვა საკითხებთან ერთად თავის სიტყვაში ყურადღება
გაამახვილა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე, დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ
უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანა და მათთვის რუსული მოქალაქეობის მინიჭება.
სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე და აღნიშნა, რომ წლების
განმავლობაში ევროპა გამბედაობისა და პასუხისგებლობის ნაცვლად ირჩევდა კომფორტსა და
თვითკმაყოფილებას და რომ მხოლოდ 2022 წელს უკრაინაში ომის დროს იმოქმედა ევროპამ
გაბედულად და გადაჭრით. მან აღნიშნა, რომ ევროპის პასუხი 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის
შემდეგ, 2008 წელს სამხერთ ოსეთის ანექსიის და საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის
შემდეგ იყო სუსტი, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგები. თავის სიტყვაში მან ასევე ისაუბრა
ისლანდიის მიერ დასახელებული პრიორიტეტების შესახებ და შეეხო კოსოვოს მიერ ევროპის
საბჭოში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. ევროპელი კონსერვატორების
სახელით, მინისტრს შეკითხვით მიმართა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატს აინტერესებდა რა მექანიზმები შეიძლება იყოს შემუშავებული ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.
ისლანდიის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტი ხშირად გამოთქვამს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ასევე აღნიშნა,
რომ მინისტრთა კომიტეტი ეყრდნობა გენერალური მდივნის ანგარიშებს, სადაც ზედმიწევნით
არის განხილული ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საგარეო
საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნის საგარეო მინისტრთა მოადგილეები,
რეგულარულ შეხვედრებზე, კვლავ აკეთებენ მხარდაჭერ განცხადებებს და აღნიშნავენ, რომ
საქართველო არის ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპის საბჭო
გააგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.
ისლანდიის პრეზიდენტმა გუთნი იოჰანსონმა თავის გამოსვლაში დაგმო რუსეთის აგრესია
უკრაინაზე და მხარი დაუჭირა სამიტის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინისადმი
მიყენებული ზიანის რეესტრის ჩამოყალიბების გადაწყვეტილებას.
სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა
ბიუროს პროგრესის ანგარიში და „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულება“. ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, დღის წესრიგში
4
მიმდინარე საკითხის პროცედურის გათვალისწინებით დაემატებინა ორის საკითხის, „გზა
რეიკიავიკისკენ“ და „რუსეთის როლი მოლდოვას რესპუბლიკაში დაძაბულობის ესკალაციაში“
და გადაუდებელი საკითხის პროცედურით „უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის
ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც იძულებით არიან გადაადგილებულნი ან გადაყვანილნი
რუსეთის ფედერაციაში ან დე ფაქტო რუსეთის კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე“
საკითხის განხილვა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა და უმრავლესობის ლიდერმა და
დელეგაციის წევრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს მონიტორინგის
კომიტეტის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნთან და ედიტ
ესტრელასთან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების
ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი
მიქანაძე ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ აპრილის სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება
და გადასცა კოსოვოს გაწევრიანების საკითხი იურიდიულ, პოლიტიკურ და თანასწორობის
კომიტეტებს ანგარიშის და მოსაზრების მოსამზადებლად.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მესამე ნაწილი, ზაფხულის სესია (20-24 ივნისი, სტრასბურგი,
საფრანგეთი)
სესიის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ
თემებზე, როგორიცაა ბიუროს პროგრესის ანგარიში; თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო და
საპრეზიდენტო არჩევნები; ბელორუსიდან იძულებით გადახვეწილთა საკითხი; საჯარო
ჯანდაცვის გამოწვევები; ევროპის საბჭოს ბიუჯეტი; მიგრაციის და მიგრანტთა გამოწვევები;
დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმა და შედეგები; რუსეთის აგრესიული
ომის პოლიტიკური შედეგები; რუსი და ბელორუსი ათლეტების მონაწილეობა 2024 წლის
ოლიმპიადაზე; ლაჩინის დერეფანი. ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართეს და დეპუტატის
შეკითხვებს უპასუხეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა; უნგრეთის
საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ სიიარტომ; ლატვიის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, (როგორც მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ) ედგარს რინკევიჩსმა (რომელიც,
ვიზიტამდე რამდენიმე დღის წინ ლატვიის სეიმმა ლატვიის პრეზიდენტად აირჩია); და
სლოვენიის პრეზიდენტმა, ნატაშა პირს მუსარმა.
ასამბლეამ მოისმინა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის პროგრესის ანგარიში.
აღნიშნულ საკითხზე დებატების შემდეგ დეპუტატებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვები
დაესვათ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის, მარია ბურიჩისთვის. საქართველოს
დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა შეკითხვით მიმართა გენერალურ მდივანს პოლიტიკური
ჯგუფის EC/DA-ს სახელით და შეკითხვაში ყურადღება გაუმახვილა რეიკიავიკის სამიტზე,
ევროპის საბჭოს ბიუჯეტზე და საბჭოს საქმიანობის ცნობადობის ამაღლების აუცილებლობაზე.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა სამიტის წარმატება და ასევე ისაუბრა სამიტის დეკლარაციის
მიზნებზე. მან აღნიშნა, რომ საბჭოს ბიუჯეტი შეესაბამება საბჭოს პრიორიტეტებს და ასევე
ყურადღება გაამახვილა საბჭოს ცნობადობის ამაღლების აუცილებლობაზე.
ასამბლეას ასევე მიმართა და დეპუტატის შეკითხვებს უპასუხა უნგრეთის საგარეო საქმეთა და
ვაჭრობის მინისტრმა, პეტერ სიიარტომ. მან თავიდანვე აღნიშნა, რომ მოსაზრება რომელსაც ის
გააჟღერებდა იქნებოდა არაპოპულარული ასამბლეის წევრებს შორის. მან აღნიშნა, რომ
5
უკრაინაში ომი არის რეგიონალური ომი, რომელსაც აქვს გლობალური გავლენა და ყველაფერი
უნდა იქნას გაკეთებული, რომ რეგიონალურმა ომმა გლობალური ომის სახე არ მიიღოს. მან
გააკრიტიკა ევროპელების გადაწყვეტილება, დაეწესებინათ სანქციები რუსეთის მიმართ და
აღნიშნა, რომ უკრაინისადმი იარაღის მიწოდებით, ომი გრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ
ევროპის მიღმა, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას სურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს.
ედგარს რინკევიჩსმა თავის სიტყვაში დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნა
რეიკიავიკის სამიტის მიღწევები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს უნდა დაეკისროს სრული
იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობა. მან ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს
თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები არა მხოლოდ უკრაინიდან,
არამედ საქართველოდან და მოლდოვადან.
სლოვენიის პრეზიდენტმა, ნატაშა პირს მუსარმა ყურადღება გაამახვილა მრავალმხრივი
მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და დაასახელა მისთვის 4 პრიორიტეტული მიმართულება.
პრეზიდენტმა აღნიშნა სლოვენიის არჩევა გაეროს უშიშროების საბჭოს დროებით წევრად,
ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საშიშროებაზე. თავის სიტყვაში, მან
დაგმო რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინაში, მათ შორის სექსუალური
დანაშაულები და მოუწოდა უკრაინას რომის სტატუსზე შეერთებისკენ. პრეზიდენტმა
ყურადღება ასევე გაამახვილა ევროპის საბჭოს, როგორც ევროპის სამართლებრივი საფუძველის
როლზე და შესაბამისად მოუწოდა დეპუტატებს უფრო მეტი ყურადღება მიექციათ ხელოვნური
ინტელექტის და თანამედროვე ტექნოლოგიების როლისთვის ადამიანის უფლებების
მიმართებით.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეოთხე ნაწილი, შემოდგომის სესია (27-30 სექტემბერი,
სტრასბურგი, საფრანგეთი)
შემოდგომის სესიაზე მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა „ბიუროს
საქმიანობის პროგრესის ანგარიში“; „პეგასუსი და მსგავსი ჯაშუშური პროგრამები და საიდუმლო
სახელმწიფო მეთვალყურეობა“; „ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტების თავიდან აცილებაში,
საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენაში და გლობალური მშვიდობის
ხელშეწყობაში“. ასევე, გაიმართა დებატები გადაუდებელ საკითხებზე, როგორიც არის
„ჰუმანიტარული მდგომარეობა მთიან ყარაბაღში“; „მოწოდება ოსმან კავალას დაუყონებლივ
გათავისუფლებისათვის“ და „უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისა და ევროპაში ხანგრძლივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. სესიაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს მიმდინარე
საკითხები, როგორიც არის „ძალადობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ისრაელზე ჰამასის
ბოლო თავდასხმის შემდეგ“ და "ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთში ბოლო თავდასხმის შემდეგ
და დეესკალაციის საჭიროება"
ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართეს და დეპუტატის შეკითხვებს უპასუხეს ევროპის საბჭოს
გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა; მართლმსაჯულების ევროპულმა კომისარმა, დიდიე
რეინდერსმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისიანის კარინსმა (როგორც ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ).
კრისიანის კარინსმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწვეტილებების აღსრულება და რომ რუსეთის გაძევებით
რუსეთის ვალდებულებები არ გაუქმებულა. შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა
შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
6
გაერთიანებული დებატების ფარგლებში გამოსვლისას, რუმინელმა მომხსენებელმა, იულიან
ბულაიმ (ALDE), აღნიშნა, რომ ასამბლეას საკმარისი არ გაუკეთებია რუსეთის დნესტრისპირეთში
აგრესიის შემდეგ, არც საქართველოს ნაწილების ოკუპაციის შემდეგ, და არც ყირიმის ოკუპაციის
და ანექსიის შემდეგ და რომ სწორად ამ ყველაფრის შედეგია დღევანდელი რუსეთის აგრესია
უკრაინაზე.
ნიდერლანდელმა დეპუტატმა, პიტერ ომციგმა წარადგინა ანგარიში „რუსეთის ფედერაციის
მოქმედი პრეზიდენტისთვის ad hominem ვადის ლიმიტის გაუქმების ლეგიტიმურობისა და
კანონიერების შესწავლა“. თავის სიტყვაში, მან აღნიშნა, რომ მიზეზი თუ რატომ განიხილავს
ასამბლეა ამ საკითხებს არის მარტივი, რომ ასამბლეამ არ გამოავლინა მყისიერი გადაწყევტილება
2014 და 2022 წლებში, რომ ასამბლეას არ ჰქონია ადეკვატური რეაქცია ჩეჩნეთში ორი ომის დროს,
რომ არ შეაჩერეს პუტინი როდესაც მან დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები და ანექსირება
გაუკეთა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და რომ არ შეაჩერეს პუტინი ყირიმში და დონბასში
შესვლის შემდეგაც.
საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა (27-29 ნოემბერი, ვადუცი,
ლიხტენშტაინი)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ქალაქ ვადუცში მონაწილეობა
მიიღო PACE-ს მუდმივმოქმედ კომიტეტის სხდომაში. მუდმივმოქმედი კომიტეტის ფარგლებში
ასევე გაიმართა სპეციალური ღონისძიება - “ვიგდისის ჯილდო ქალთა გაძლიერებისთვის“.
მუდმივმოქმედმა კომიტეტმა დაამტკიცა ისეთი რეზოლუციები როგორიც არის:
„მემკვიდრეობითი გენური მონაცემების რედაქტირება ადამიანებში“ და „სამართალდამცავი
ორგანოების ინსტიტუციური რასიზმი ბოშებისა და მოგზაურების მიმართ“. მუდმივმოქმედი
კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს თემები „სადამკვირვებლო მისიის ანგარიში პოლონეთის
საპარლამენტო არჩევნებზე“, „ესპანეთი და კანონის უზენაესობა: არსებული მდგომარეობა“,
„ევროპის საბჭოს ბიუჯეტი და პრიორიტეტები რეიკიავიკის სამიტის შემდგომ“ და „ძალადობა
და ჰუმანიტარული კრიზისი ახლო აღმოსავლეთში“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო
განხორციელებული ვიზიტები
ასამბლეის
წარმომადგენლების
მიერ
საქართველოში
2023 წლის 27-30 მარტს, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედით ესტრელა
(პორტუგალია) და კომიტეტის სამდივნოს წარმომადგენელი, ბას კლაინი ეწვივნენ.
მომხსენებლები ვიზიტის განმავლობაში შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი
ღარიბაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს; საქართველოს
იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს; საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს,
რაჟდენ კუპრაშვილს; სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, თამარ გვარამაძეს; იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს; ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს; ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს; და საპარლამენტო
უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
კომიტეტები, ქვეკომიტეტები და სხვა ღონისძიებები
7
2023 წლის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა განახორციელეს 24 გასვლითი
ვიზიტი კომიტეტების შეხვედრებზე დასასწრებად.
ცხრილი: ასამბლეის კომიტეტის სხდომები, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაციის
წევრებმა მიიღეს მონაწილეობა:
თარიღი
ღონისძიება
მონაწილე
20-23 თებერვალი
კულტურის,
კულტურული ეკა სეფაშვილი
მრავალფეროვნებისა
და
კულტურული
მემკვიდრეობის
ქვეკომიტეტი
16-18 მარტი
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ეკა სეფაშვილი
11 მარტი
პოლიტიკური კომიტეტის სხდომა
არჩილ თალაკვაძე
21 მარტი
მონიტორინგის კომიტეტის სხდომა
ირაკლი ჩიქოვანი
22 მარტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
23 მარტი
კულტურის კომიტეტის სხდომა
ეკა სეფაშვილი
24 მარტი
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
ხატია წილოსანი
4-5 აპრილი
OECD გლობალურ საპარლამენტო ეკა სეფაშვილი
კავშირში მონაწილეობის დროებითი
კომიტეტი
13-14 აპრილი
ევროპის
ადამიანის
უფლებათა გივი მიქანაძე
სასამართლოს
მოსამართლეთა
არჩევის კომიტეტის სხდომა
8 მაისი
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
20-23 მაისი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
22 მაისი
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ეკა სეფაშვილი
1 ივნისი
კულტურის კომიტეტის სხდომა
ეკა სეფაშვილი
8 სექტემბერი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
12-15 სექტემბერი
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ეკა სეფაშვილი
14-15 სექტემბერი
თანასწორობის კომიტეტის სხდომა
ხატია წილოსანი
25-26 სექტემბერი
ევროპის
ადამიანის
უფლებათა გივი მიქანაძე
სასამართლოს
მოსამართლეთა
არჩევის კომიტეტის სხდომა
28-29 სექტემბერი
პარლამენტების
თავმჯდომარეთა ირაკლი ჩიქოვანი
ევროპული კონფერენცია
13-16 ოქტომბერი
საპარლამენტო
სადამკვირვებლო მისია
ხატია წილოსანი
არჩევნების გივი მიქანაძე
8
13-14 ნოემბერი
ადამიანის უფლებათა ევროპული გივი მიქანაძე
სასამართლოს
გადაწყვეტილებათა
აღსრულების ქვეკომიტეტი
30 ნოემბერი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გივი მიქანაძე
სხდომა
5-7 დეკემბერი
სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ეკა სეფაშვილი
COP28
6-9 დეკემბერი
კონფერენცია თემაზე:
დემოკრატია
ურთიერთობები“
„ფული და ირაკლი ჩიქოვანი,
უხერხული წილოსანი
17 დეკემბერი
საპარლამენტო
სადამკვირვებლო მისია
არჩევნების გივი მიქანაძე
ხატია
9