ა(ა)იპ „საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის“ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 72
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2683?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
15 თებერვალი 2024 15:00
2024 წლის 15 თებერვალი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი მეძმარიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე;
2. ა(ა)იპ „საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის“ მიერ დაგეგმილი და
განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - ალექსანდრე მეტრეველი.
2/14/2024, 11:02 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N72
2024 წლის 15 თებერვალი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
დავით კაჭარავა, მანუჩარ კვირკელია, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, გივი მიქანაძე,
ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, იაგო ხვიჩია,
როსტომ ჩხაიძე
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ: ცეზარ ჩოჩელი და კახაბერ ოქრიაშვილი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 12 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი:
1.
სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხის
განხილვა
/მომხსენებელი - ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე/
2.
ა(ა)იპ. ,,საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის“ მიერ
დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ
ინფორმაციის მოსმენა
/მომხსენებელი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - ალექსანდრე
მეტრეველი/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის თაობაზე მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი
მეძმარიაშვილის მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს კომიტეტის დებულებაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი წარუდგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კომიტეტის დებულებაში ცვლილება გამოწვეულია 2023
წელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით და
ემსახურება კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
კომიტეტის წევრების მიერ პირველ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები და
წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებმა,
ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის
დებულების წარმოდგენილ პროექტს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე მოისმინეს:
ა(ა)იპ.
,,საქართველოს
ჩოგბურთის
ეროვნული
ფედერაციის“
ვიცე-
პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის ინფორმაცია ფედერაციის
მიღწეული შედეგების და დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე.
მიერ
მომხსენებლის ინფორმაციით, ფედერაციის წარმატებული საქმიანობის
შედეგად, საქართველო C ჯგუფიდან B ჯგუფში დაწინაურდა და ამჟამად იგივე
სტატუსი აქვს, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებს.
ა. მეტრეველმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს
ჩოგბურთის კორტების მშენებლობა-განახლება და არაერთი მნიშვნელოვანი
პროექტი
განხორციელდა.
მისი
თქმით,
დასულდა
ქ.
თელავის
მუნიციპალიტეტში
კორტების
მშენებლობა,
ასევე
მიმდინარე
წელს
დაგეგმილია გეგმება ქუთაისის და გორის კორტების რეაბილიტაცია, რაც
ჩოგბურთის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
მომხსენებელმა
2024
წლის
განმავლობაში
დაგეგმილ
საერთაშორისო
ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით იგეგმება 28
საერთაშორისო
ტურნირის
ჩატარება.
სექტემბერში
კი
„დევისის
თასის“ ფარგლებში, საქართველოს ნაკრები მექსიკის ნაკრებს უმასპინძლებს.
მომხსენებელი შეეხო ფედერაციის წინაშე არსებულ რამდენიმე პრობლემას.
მისი
თქმით,
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია
ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტში ,,მზიური“-ს კორტების რეაბილიტაციის საკითხი და
კომუნალური შეღავათების შემოღება ფედერაციებისთვის, რადგან ისინი
იბეგრებიან სამეწარმეო სუბიექტების მსგავსად, რაც არასამართლიანად
მიაჩნიათ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე მომხსენებელს
შეკითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ლ.
კობიაშვილი, დ. კაჭარავა, ვ. სანიკიძე, მ. ყაველაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა ითანამშრომლოს ჩოგბურთის
ფედერაციასთან არსებული გამოწვევებების გადაჭრის მიმართულებით და
მომავალ საქმიანობაში ქართველ ჩოგბურთელებს წარმატებები უსურვა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
ცნობად
მიიღო
და
დადებითად
შეაფასა
ა(ა)იპ. ,,საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის“ მიერ განხორციელებული
და დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაცია.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე