ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-2024/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-2024/24 16-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს გიგზავნით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის მუშაობის ანგარიშს. დანართი: 5 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის 2023 წლის ანგარიში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი ძირითადი ღონისძიება: • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა (23-24 თებერვალი, ქ. ვენა, ავსტრია) უმეტესწილად შეეხებოდა უკრაინასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. თითოეულმა ოფიციალურმა პირმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. ღონისძიების ფარგლებში გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა . 23 თებერვალს გაიმართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა და 2022 წლის 6 თვის საქმიანობა მიმოიხილა. ამასთან ერთად, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა. ამავე დღეს ჩატარდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის შეხვედრა, სადაც განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: უსაფრთხოების გარემო, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ეუთო-ს როლი, ფუნქციები და კონტრიბუცია. აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც მიმოიხილა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა. 24 თებერვალს გაიმართა სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომლის ფარგლებშიც ნიკოლოზ სამხარაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კვირის დასაწყისში გამართული შეხვედრა დაგმო და მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 1 საკუთარ გამოსვლაში ნიკოლოზ სამხარაძემ აგრეთვე მიმოიხილა რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და საერთაშორისო საზოგადოებას ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა. • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია (30 ივნისი-4 ივლისი, ქ. ვანკუვერი, კანადა) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტს თავმჯდომარეობდა, რომლის სხდომებიც 1-3 ივლისს გაიმართა. კომიტეტმა განიხილა ყოველწლიური ანგარიში და მხარი დაუჭირა რეზოლუციას - „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“. სხდომის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა ინიციატივა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაწერილიყო შემდეგი პუნქტი: „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც განპირობებულია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციით, ქართული კვალის წაშლით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი სახეცვლილებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც, თავის მხრივ, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის უშუალო შედეგს წარმოადგენს“. კომიტეტის წევრებმა ამ პუნქტის რეზოლუციაში დამატებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით ასევე ცვლილება შევიდა პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუციაში. ერთ-ერთი შეეხებოდა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებას უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებლებს და რუსეთის ვალდებულებას უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2008 წლის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად 2 აღსრულებას. მეორე ცვლილებით კი რეზოლუციაში შევიდა პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს რუსული სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობას, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები საბოლოოდ აისახა ვანკუვერის დეკლარაციაში. • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო სესია (18-20 ნოემბერი, ქ. ერევანი, სომხეთი). სესიაში მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა. სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას და საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე საქართველოში და ქვეყნის რეგიონულ როლზე. მის კომენტარს პია კაუმა გამოეხმაურა: „ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა. ახლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად, რამდენიმე კვირაში, დეკემბერში გამოცხადდება“. პია კაუმამ ასევე აღნიშნა, რომ ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის კუთხით. „ჩვენ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას. ვნახეთ როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები. ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ 3 მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთსა მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით“. და აზერბაიჯანს შორის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ცოტა ხნის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და რუსული ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამდებობის პირთა ორი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში: 2023 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამდებობის პირთა ორი მაღალი დონის ვიზიტი: 1. 11-12 იანვარს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების (მესამე) კომიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომისთვის მესამე კომიტეტის ანგარიშის მომზადება იყო. შეხვედრებს უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. 2. 15-16 ნოემბერს საქართველოს ეწვია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზდენტი, პია კაუმა და სამხრეთ კავკასიაში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კარი ჰენრიკსენი. ორივე ვიზიტის განმავლობაში ასამბლეის წარმომადგენლები გაეცნენ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას და შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობა: ნიკოლოზ სამხარაძემ და მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით განხორციელებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში: • • 16-20 მარტი, სადამკვირვებლო მისია ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებზე (ნიკოლოზ სამხარაძე); 13-14 მაისი, სადამკვირვებლო მისია თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე (ნიკოლოზ სამხარაძე); 4 • 14-16 ოქტომბერი, სადამკვირვებლო მისია პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებზე (ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი). ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის სამი ძირითადი მიმართულების (პოლიტიკურ-უსაფრთხოების, ეკონომიკურ-ეკოლოგიური და ჰუმანიტარულ დემოკრატიის საკითხთა) გარდა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა მონაწილეობდა ისეთ ღონისძიებებშიც, რომლებიც ფარავდა ახალგაზრდობის ჩართულობის და გენდერული თანასწორობის თემებს (2023 წლის დასაწყისში აღნიშნული მიმართულებით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ნინო იობაშვილი, ხოლო, წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, მარიამ ლაშხი). ამასთან ერთად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში ჩატარებულ კონფერენციაში: „ეროვნული პარლამენტების როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მწვანე ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების მეშვეობით.“ კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. 5