საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-2035/24
16-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 6 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on
Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2023 წლის განმავლობაში მონაწილეობა
მიიღო:
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს,
კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა გაფართოებულ სხდომაში;
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის (I.A.O.) რიგით
30-ე საიუბილეო სხდომაში;
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ
ღონისძიებასა და ფინეთის
პარლამენტში (ედუსკუნტა) გამართულ ოფიციალურ
შეხვედრებში;
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა და
რეგლამენტის ცვლილებების კომიტეტის სხდომაში;
2023 წლის 16-19 მარტი, ქ. ლიმასოლი, კვიპროსის რესპუბლიკა
მივლინების მიზანი: საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და
მომხსენებელთა გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობა და პროგრამით გათვალისწინებული
ოფიციალური შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის პოლიტიკურ და რელიგიურ
ხელმძღვანელობასთან.
დელეგაციის შემადგენლობა:
ქადაგიშვილი.
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
ირაკლი
საერთაშორისო
სამდივნოს
სხდომა:
სხდომა
გახსნა
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა.
ის მიესალმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ქადაგიშვილს,
რომელიც პირველად დაესწრო I.A.O.-ს საწესდებო სხდომას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
სხდომას ესწრებოდნენ დელეგაციები საბერძნეთიდან, საქართველოდან, კვიპროსიდან,
ლიბანიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, ეგვიპტიდან,
იორდანიიდან, სერბეთიდან, სუდანიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან (ონლაინ) და
ბელორუსიდან (ონლაინ); ასევე მოწვეული ოფიციალური დამკვირვებლები (მაგ: პან-აფრიკულ
პარლამენტთან I.A.O.-ს მეკავშირე ზამბიის მიტროპოლიტი იოანისი და სხვები).
ასამბლეის გენერალურმა მდივანმა თავის მოხსენებაში ისაუბრა რა იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ორი
ასამბლეის წევრ სახელმწიფოს შორის ომია, აღნიშნა, რომ I.A.O.-ს საერთაშორისო სამდივნომ ომის
პირველივე დღეებში დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და მხარეებს მოუწოდა
მშვიდობიანი გადაწყვეტილებისაკენ − „უკრაინის ომს მივყავართ მართლმადიდებლური სამყაროს
ერთიანობის დასასრულამდე. სამწუხაროდ, ომი ისევ გრძელდება და ჩვენი მოწოდება არ იქნა
შესმენილი, შესაბამისად არსებული ურთულესი გარემოება აისახა ასამბლეის გამართულ
მუშაობაზეც, მაგრამ მიუხედავად ამ გარემოებებისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფუნქციონირება,
მით უმეტეს, წელს ასამბლეის დაარსებიდან 30 წლისთავია და საჭიროა საფუძვლიანი მომზადება
ამ საიუბილეო თარიღისათვის“- აღნიშნა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა.
მან ასევე ისაუბრა იმ არაერთ ინიციატივაზე, რაც საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების
მიზნით, მართლმადიდებლური ტრადიციისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის
1
პოპულარიზაციისათვის ხორციელდება საერთაშორისო სამდივნოს მიერ. მათ შორის აღსანიშნავია
ასამბლეის მიერ მოცულობითი კვლევის შედეგად გამოცემული მრავალენოვანი ალბომი „წმინდა
სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“.
სხდომაზე წარმოდგენილი და განხილული იყო საერთაშორისო სამდივნოს მიერ
განხორცილებული ღონისძიებების ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშგება, დამტკიცდა
მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, მსჯელობა გაიმართა ასამბლეის წინაშე მდგარ
გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, მოსმენილი იყო დელეგაციების წარმომადგენლების
გამოსვლები და განცხადებები, განხილული იყო 30-ე ასამბლეის ჩატარებასთან დაკავშირებული
ორგანიზაციული და სხვა რიგი საკითხები.
სხდომის დასასრულს გადაწყდა საიუბილეო გენერალური ასამბლეის ჩატარება მისი დაარსების
ადგილზე, ძირითადი თემით − „I.A.O.-ს 30 წელი: ახალი გამოწვევებისა და პერსპექტივების წინაშე“;
(შენიშვნა: 1993 წელს ორმილიაში, ქალკიდიკეში, საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით
მოწვეულ დამფუძნებელ კონფერენციაზე „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“,
საფუძველი ჩაეყარა IAO-ს დაფუძნებას, საქართველო იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა).
შეხვედრები: ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამდივნოს წევრები ეწვიენ კვიპროსის
დედაქალაქ ნიქოზიას, სადაც გაიმართა აუდიენცია ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის
არქიეპისკოპოსს, მის უწმინდესობა გეორგიოსთან. ასევე ეწვიენ:
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ხრისტოდულიდის, რომელმაც აღნიშნა მისი
ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
მიმართ, და განაცხადა, რომ ამის დასტურია კვიპროსის დელეგაციის აქტიური და
არსებითი მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში, რაც განსაკუთრებით საამაყოა მისთვის;
კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრს, კონსტანტინოს კომბოს;
კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ანიტა დემეტრიუს;
ნიქოზიის მერს, კონსტანტინოს გიორკაზის, რომელთანაც ერთად დელეგაციის წევრებმა
მოინახულეს ნიქოზიაში დემილიტარიზებული ნეიტრალური ზონის, ე.წ. „მწვანე ხაზის“
კარიბჭე, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკას ორ ნაწილად ჰყოფს - სამხრეთ და
ოკუპირებულ ჩრდილოეთ მხარეებად.
ალბომის პრეზენტაცია: ვიზიტის დასასრულს ლიმასოლის წმინდა მიტროპოლიაში კვიპროსის
რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატასთან თანამშრომლობით გაიმართა ალბომის „აია სოფია.
ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ პრეზენტაცია ბერძნულ ენაზე, რომელსაც ესწრებოდნენ
კვიპროსის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.
2023 წლის 29 ივნისი - 2 ივლისი, ქ. ქალკიდიკე, საბერძნეთის რესპუბლიკა
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის
საიუბილეო სხდომა, ასამბლეის მმართველი რგოლის არჩევნები და პროგრამით
გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
დელეგაციის შემადგენლობა:
ქადაგიშვილი
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
ირაკლი
ასამბლეის პლენარული სესიის სხდომა - ასამბლეის სხდომას დაესწრნენ დეპუტატები შემდეგი 19
ქვეყნიდან: ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო,
ეგვიპტე, სომხეთი, იორდანია, ირანი, კვიპროსი, პალესტინა, პოლონეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ
მაკედონია, სერბეთი, სუდანი, უგანდა და ეთიოპია; ასევე სამეცნიერო საზოგადოებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის
საპარლამენტო ასამბლეის (PAM), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის (PABSEC), საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), პან-აფრიკული პარლამენტის
2
წარმომადგენლები. ასამბლეის სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ ალექსანდრიისა და სრულიად
აფრიკის პატრიარქ თეოდოროსის, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსის, ათენისა და სრულიად
საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის და ათონის მთის წმ. მონასტრის წარმომადგენლები. ასევე
ზამბიის მიტროპოლიტი, არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორები და კულტურათაშორისი
ექსპერტები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები.
პლენარული სესია გახსნა საბერძნეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ ათანასიოს ბურასმა,
მან
მონაწილეებს გააცნო საბერძნეთის პარლამენტის სპიკერის კონსტანტინოს ტასულას
მისალმება, სადაც გამოთქმული იყო კმაყოფილება ამ ღონისძიების გამართვის გამო იმ ადგილზე,
სადაც საფუძველი ჩაეყარა ასამბლეის შექმნის თავდაპირველ იდეას: ,,ქალკიდიკეზე, წმ. ორმილიას
მონასტერში შეკრებილმა კონფერენციის მონაწილეებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ
საპარლამენტთაშორისო ორგანოს შექმნას, რომელიც შემდგომ ათენში გაფორმდა საბერძნეთის
პარლამენტის მიერ და დღეს უკვე 30 წლის იუბილეს ითვლის“, აღნიშნა საბერძნეთის პარლამენტის
სპიკერმა.
ასამბლეის სპეციალურ თემატურ სესია: წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე - „ქრისტიანული
ფასეულობების როლი ევროპასა და მსოფლიოში: კონვერგენციები და დივერგენციები”
(მსგავსებები და განსხვავებები), რომელიც გახსნა I.A.O.-ს მრჩეველმა და მიმოიხილა ისტორია, თუ
როგორ დაიწყო ქრისტიანული ფასეულობებისა და პერსპექტივების შეტანა ევროპის მომავალში,
ისაუბრა მიმდინარე „ევროპის მომავლის“ დიალოგისა და IPU-ს მარაქეშის კომუნიკეს შესახებ,
რომელიც მიეძღვნა რელიგიურ ღირებულებათა როლს თანამედროვე სამყაროში, რასაც ასამბლეა
მიესალმება. დასასრულს მან განაცხადა, რომ ასამბლეა აქტიურად გააძლიერებს საერთაშორისო
თანამშრომლობას იმისათვის, რომ გლობალურ დონეზე გააგრძელოს ქრისტიანული
ღირებულებების პოპულარიზაცია საერთო ევროპულ მომავალში.
მოსმენილი იყო მოხსენებები და ცალკეული გამოსვლები გენერალური ასამბლეის ძირითად
თემაზე - „I.A.O.-ს 30 წელი. ახალი გამოწვევებისა და ახალი პერსპექტივების წინაშე“, სადაც
სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი,
ირაკლი ქადაგიშვილი. მან თავდაპირველად გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და
ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ; მისი თქმით ,,..როცა საუბარია ახალ
გამოწვევებზე არ შეიძლება პირველ რიგში არ აღინიშნოს ის დიდი ტრაგედია მართლმადიდებელ
ქრისტიან ერებს შორის, რომელმაც მოიტანა გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი,
ეკონომიკური და ეკოლოგიური ზიანი. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე
ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს“
განაცხადა მან.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ასამბლეის
ძირითად თემაზე - ევროპის წინაშე მდგარ არაერთ გამოწვევაზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი
ძალზედ მნიშვნელოვანი ევროპის მომავლის არქიტექტურის ჩამოყალიბებაა. „ეს ორგანიზაცია
ემსახურება ევროპული იდეის, ევროპული დემოკრატიის და, ზოგადად, პარლამენტარიზმის
იდეის გაძლიერებას და, ამავდროულად ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა რომ ევროპულ
არქიტექტურაში, მომავალი ევროპის მუდმივ ფორმირებად პროცესში, ყოველთვის
გათვალისწინებული იყოს ის ფუძემდებლური ბაზისი, რომ ევროპული ერები და ცივილიზაცია
არის სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით შექმნილი“, განაცხადა ქადაგიშვილმა. გამოსვლის
დასასრულს ირაკლი ქადაგიშვილი შეეხო ორგანიზაციის წესდებას და განაცხადა, რომ
აუცილებელია
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის
არსებულ
რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. „ომმა რადიკალურად შეცვალა ვითარება და როცა ასამბლეის
წინაშე მდგარ მომავალ პერსპექტივებზე ვსაუბრობთ შექმნილი ახალი რეალობის
გათვალისწინებით, დროა ვიმსჯელოთ ისეთი რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც
ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შემდგომი მუშაობისა და სტრუქტურული მოწყობის
3
მიმართულებით რათა გახდეს უფრო რელევანტური და მოქნილი, დღევანდელ რეალობასთან
მისადაგებული“- თქვა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ასამბლეის სხდომაზე იმსჯელეს შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე, მოსმენილი იყო გასული
საქმიანობის და საფინანსო ანგარიშები, დაიგეგმა და დამტკიცდა მომავალი ექვსი თვის ბიუჯეტი
და ღონისძიებათა კალენდარი. ჩატარდა კომიტეტების შემადგენლობების, საერთაშორისო
სამდივნოს წევრების, ასევე გენერალური მდივნისა და პრეზიდენტის არჩევნები. შედეგად,
დოქტორი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, თავიდან იქნა არჩეული I.A.O.-ს გენერალური მდივნის
თანამდებობაზე, ხოლო მან ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასახელა პოლონეთის
სეიმის წევრი, რომელსაც ყველა დამსწრე წევრმა ქვეყანის დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ასამბლეის მუშაობაში განხორციელებული ერთმნიშვნელოვანი ცვლილება: უკრაინაში
წარმოებულმა ომმა შეცვალა საერთაშორისო ორგანიზაციის დამოკიდებულება რუსული როლის
მიმართ ასამბლეის შიგნით. კერძოდ, თუ აქამდე რუსეთის წარმომადგენელი იყო
„პერმანენტულად“ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, ამჯერად, „ჩვენ, ამ ასამბლეის მუშაობის დროს
მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსეთის წარმომადგენელი აღარ იყოს ასამბლეის პრეზიდენტი,
ვინაიდან ეს ხელს უშლის როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად და ორგანიზაციულად
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გამართულ მუშაობას. შესაბამისად, არჩეული იქნა ახალი
პრეზიდენტი, პოლონეთის სეიმის წევრი, ეუგენიუ ჩიკვინი, რომელიც არის პოლონეთის
მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი.“ ამავდროულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ
მოხდეს ორგანიზაციის წესდების ცვლილება, რაც უფრო რელევანტური იქნება ახალი
გამომწვევებიდან გამომდინარე“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა ასამბლეის საწესდებო ტექსტებში ცვლილებების
შეტანისათვის
და
გარკვეული
ინსტიტუციური
ფუნქციების
გათანამედროვეობაგანახლებისათვის კონსულტაციების დაწყება დაანონსა. გადაწყდა რეგლამენტში ცვლილებების
შემტანი ახალი კომიტეტის შექმნა, რომლის წევრად ერთხმად აირჩიეს საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ასამბლეის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა დეკლარაციის − „I.A.O.-ს 30 წელი. ახალი გამოწვევებისა
და ახალი პერსპექტივების წინაშე“ ტექსტის პუნქტობრივ განხილვასა და მასში შესწორებების
შეტანას. დეკლარაციის შინაარსი მოიცავდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას,
ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას, პარლამენტარიზმის, დემოკრატიული
ინსტიტუტებისა და მმართველობის უფლებების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და
ინსტიტუციური ურთიერთობების საკითხებს, სადაც დაგმობილია ომი და რუსული აგრესია
უკრაინაში და სადაც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ქადაგიშვილის
მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა
გმობს საქართველოში მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც
ერთსულოვნად იქნა მიღებული
ასამბლეაში მონაწილე დამსწრე წევრი ქვეყნების მიერ.
2023 წლის 24-27 სექტემბერი, ქ. ჰელსინკი, ფინეთი
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ
ორგანიზებულ ღონისძიებასა და ფინეთის პარლამენტში (ედუსკუნტა) გამართულ ოფიციალურ
შეხვედრებში მონაწილეობა
დელეგაციის შემადგენლობა: საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი
ქადაგიშვილი, I.A.O.-ს გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე, მრჩეველი,
ასამბლეის ხაზინადარი, ასევე დელეგაციები ჩრდილოეთ მაკედონიიდან და მონტენეგროდან.
ასამბლეის მიერ განხორციელებული პროექტის წარდგენა: ჰელსინკის კულტურის ცენტრ „სოფიაში“
გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ გამოცემული ალბომის
4
„აია სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა, რომელიც
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის შედეგად
შეიქმნა. შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, წარმოდგენილი იყო I.A.O.-ს
გენერალური მდივნის, ასევე ფინელი მეცნიერებისა და აკადემიკოსების საინტერესო მოხსენებები
თემის ირგვლივ.
ოფიციალური შეხვედრები: ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს
ფინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ტარია ფილატოვასთან და ფინეთის პარლამენტის
წევრებთან.
შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ფინელ
კოლეგებთან ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის
მინიჭების საკითხზე და აღნიშნა ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოსათვის ამ
მეტად მნიშვნელოვან საკითხში.
ინფორმაციული შეხვედრა შედგა კაროლინა პარტანენთან, ჩრდილოეთის საბჭოში (NORDIC
Council) ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან. მან დელეგაციის წევრებს
დეტალურად გააცნო საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა, საბჭოს სტრუქტურა და ისაუბრა იმ
დიდი მიზნებზე, რომლის მიღწევას ერთობლივად აპირებენ წევრი ნორდიკული ქვეყნები და
დასასრულს აღნიშნა, რომ დღეს, წევრი ქვეყნების დეპუტატთა საერთო მიზანია ჩრდილოეთის
რეგიონი გახდეს ყველაზე მდგრადი და ინტეგრირებული რეგიონი მსოფლიოში.
ჩრდილოეთის საბჭოს ფორმატის გაცნობის დროს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა,
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ პერსპექტივაში, თანამშრომლობის ეს მაგალითი შეიძლება
გამოსადეგი იყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვისაც.
2023 წლის 23-26 ნოემბერი, ქ. სოფია, ბულგარეთის რესპუბლიკა
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო
სამდივნოსა და რეგლამენტის ცვლილებებზე მომუშავე კომიტეტის სხდომაში, პროგრამით
გათვალისწინებულ ოფიციალურ შეხვედრებსა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;
დელეგაციის შემადგენლობა:
ქადაგიშვილი.
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
ირაკლი
ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში
გაიმართა მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) საერთაშორისო სამდივნოს და რეგლამენტის
ცვლილებების კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატები შემდეგი
ქვეყნებიდან:
ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, იორდანია, კვიპროსი, პოლონეთი,
უნგრეთი, და რუმინეთი.
გენერალურმა მდივანმა დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა, სხდომა გახსნა სასიხარულო
ინფორმაციით, მისი თქმით, ათენის აკადემიამ, რომელიც საბერძნეთის სიმბოლური „ცოდნის
ტაძარია“ ერთხმად გადაწყვიტა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ
გამოცემული ალბომის „წმინდა სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ დაჯილდოება
−„ეს არის შექება, რომელიც განსაკუთრებულ პატივს სძენს ჩვენს ორგანიზაციას და დასტურია
იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა და ბრძოლა აღიარებულია ინტელექტუალების მიერ“- თქვა მან.
შემდეგ ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ურთულესს ვითარებაზე „ომი ერთი თვეა
მძვინვარებს, რაც რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი გახდა. ეს არის ახალი
შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დაემატა უკვე არსებულ ღია და თითქოს
გაფერმკრთალებულ ჭრილობას ევროპის კონტინენტზე − სასტიკ ომს ორ მართლმადიდებელ
5
ხალხს შორის, რომელიც დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“- განაცხადა გენერალურმა
მდივანმა.
I.A.O.-ს საერთაშორისო სამდივნოს ურთიერთობა რუსეთთან გამწვავდა მას შედეგ რაც რუსეთუკრაინის ომის პირველივე დღეებში მათ დაგმეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ამ ყოველივეს
საპასუხოდ რუსეთის პარლამენტის რეაქციამ არ დააყოვნა, ბოლოს კი, რუსეთის პარლამენტმა
ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა ასამბლეის ყოველწლიური საწევროს გადახდა.
სხდომაზე მოისმინეს გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშები, დაგეგმეს მომავალი
ექვსი თვის ღონისძიებების კალენდარი, სადაც ათენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით
საიუბილეო წლის ფარგლებში დაიგეგმა კონფერენციებისა და ალბომის პრეზენტაციათა ციკლის
ჩატარება. ბოლოს მსჯელობა წარიმართა ორგანიზაციულ საკითხებზე და შექმნილი სიტუაციის
გათვალისწინებით წევრი ქვეყნების მიერ საწევროს შენატანების გაზრდის აუცილებლობაზე.
კვიპროსის პარლამენტის წევრისა და რეგლამენტის ცვლილებებზე მომუშავე კომიტეტის
ხელმძღვანელის პანიკოს ლეონიდუს მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ ყველა ცვლილება,
რომელიც რეგლამენტში შევა უნდა იყო მიმდინარე რეალობასთან მისადაგებული. ამ და სხვა
დეტალურ საკითხებს განიხილავენ დეპუტატები გაზაფხულზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე
კვიპროსში. აღნიშნული კომიტეტის წევრია, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი.
დასასრულს,
სხდომის
მონაწილეებმა
ერთხმად
მიიღეს
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტის ეუგენიუ ჩიკვინის (პოლონეთი)
წინადადება მომავალი გენერალური ასამბლეა ჩატარდეს მის სამშობლოში - პოლონეთში.
სამწუხაროდ, ის აღარ გახდა პარლამენტის წევრი, მაგრამ დარჩება ასამბლეის პრეზიდენტად
მომავალ ასამბლეის სხდომამდე, მანამ სანამ არ აირჩევა მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი სხდომაზე.
ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამდივნოს წევრები შეხვდნენ ბულგარეთის პარლამენტის
თავმჯდომარეს და ბულგარეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრებს, მონაწილეობა მიიღეს
ბულგარეთის წმ. სოფიის ტაძარში გამართულ ასამბლეის მიერ ბულგარულ ენაზე გამოცემული
ალბომის „წმინდა სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ პრეზენტაციაში.
6