საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „ირაკლი ჩიქოვანისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 137
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2685?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
16 თებერვალი 2024 14:00
2024 წლის 16 თებერვალი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
ირაკლი
კობახიძისათვის
საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2.
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
ირაკლი
ჩიქოვანისათვის
საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2/14/2024, 11:03 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 16 თებერვალი, 14.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N137
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, თამარ
კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა და ირაკლი ქადაგიშვილის
უფლებამონაცვლე ირაკლი მეზურნიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კობახიძისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კობახიძისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მოისმინეს:
ირაკლი
შატაკიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
წევრის ირაკლი კობახიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის
გამო.
დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 8 თებერვლის N08/02/01
განკარგულებით,
ირაკლი
კობახიძე
დაინიშნა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტის წევრს ირაკლი კობახიძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
1
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კობახიძისათვის
პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის
ირაკლი კობახიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს:
ირაკლი
შატაკიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის
გამო.
დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 9 თებერვლის N21 ბრძანებით,
ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი
ჩიქოვანს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის
ირაკლი ჩიქოვანისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
ირაკლი შატაკიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივან
2