საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-2041/24
16-02-2024
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 58 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ა ნგ ა რ ი შ ი
2023
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2023
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის
ანგარიში
2023
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
1
სარჩევი
შესავალი ………………………………………........................................................................................................................................................................................................……………………. 6
1. სექტორის ზოგადი მიმოხილვა და ტენდეციები ......................................................................…...…...…...…....……………………. 7
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ......................................................................................................................,...............................…………………. 10
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................................,............................……………………. 13
4. 2023 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები .........,....................................................……………………. 15
5. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ...............................................................................................................,.............................……………………. 20
5.1 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები ...……………………………………………. 20
5.2 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები ...………....……………. 24
5.3 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები/შეთანხმებები ...………....…………………………………. 27
6. საზედამხედველო საქმიანობა .............................................................................................................................,...............................……………………. 28
6.1 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი ...………....…………………………………………………..………………………. 29
6.2 მოსმენილი ანგარიშები ...………....……………...……………...………....…………………………………………………..………………………………………..………………………. 30
6.3 თემატური მოკვლევა ...………....………………………………...………....…………………………………………………..………………………...…………………..………………………. 30
7. წარმომადგენლობითი საქმიანობა .....................................…………………….........…………………….........…………………….............……………………. 32
7.1 შეხვედრები მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის
წარმომადგენლებთან ...………....………………………………...…...………....……………………….……....…………………………………………………..……………………….……………. 32
7.2 გასვლითი შეხვედრები ...………....………………………………...…...………....……………………….……....…………………………………………………..…………………………. 43
7.3 საერთაშორისო თანამშრომლობა ...…...………....……………………….…….…........…………………………………………………..…………………………. 46
7.4 შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ……………..……...….…………………. 48
7.5 კორესპონდენცია ...………....………………………………...…...………....……………………….……....…………………………………………………………...……..…………………………. 51
7.6 განხილული საკანონმდებლო წინადადებები, პეტიციები ……………………...……..….….…...………………………. 51
8. ინსტიტუციური გაძლიერება …………………….……....…………....…………………....……………,………………………………………………...……..…………………………. 53
9. საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა ………....…………………....……………,………………………………………………...……..…….....………. 54
10. თანამშრომლობა სხვა ინსტიტუტებთან ……....…………………....…………….....,………………………………………………...……..…….....………. 56
11. კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა ...…………….....,………………………………………………..………….........……..…….....………. 57
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
3
გასული 2023 წელი ჯანმრთელობის და სოციალურ
სფეროში განხორციელებული რეფორმების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო.
საქართველოს
პარლამენტის
ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
საქართველოს მთავრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, სამთავრობო პროგრამის
შესაბამისად, განახორციელა ის საკანონმდებლო
ცვლილებები, რომლებიც პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად როგორც ხელმისაწვდომი,
ხარისხიანი
ჯანდაცვის,
ასევე
სოციალური
დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში არსებული დირექტივების შესრულების
მიზნით ჩვენი კომიტეტის მიერ გადაიდგა ქმედითი
ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება ჩვენი სფეროების
შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.
აღსანიშნავია რომ ძალზედ ეფექტურად იყო
გამოყენებული ის ინსტრუმენტები რაც ქვეყნის
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გააჩნია საზედამხედველო მიმართულებით.
აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თითოეული
მოქალაქის კეთილდღეობას.
მიუხედავად კომიტეტის მიერ განხორციელებული
ღირებული საქმიანობისა, გასაკეთებელი კიდევ
ბევრია, კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების
განვითარების კუთხით და ვიმედოვნებ ერთიანი,
როგორც სახელისუფლებო, ასევე სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობით კომიტეტი გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას.
ზაზა ლომინაძე
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
5
შესავალი
აღნიშნული ანგარიში შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
(შემდგომში - კომიტეტი) სამოქმედო გეგმის ვალდებულებათა შესრულების შედეგების
ანალიზის საფუძველზე. მასში ასევე ასახულია ისეთი აქტივობებიც, რომლებიც არ იყო
გათვალისწინებული სამოქმედო გეგმით. წინამდებარე ანგარიშის მთავარი მიზანია ნათლად
და მკაფიოდ მიეწოდოს დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა სარგებელი
მოუტანა მას კომიტეტის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ. ანგარიში მოიცავს 2023
წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კომიტეტის საქმიანობის პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად
ახორციელებდა საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებს, კონტროლს უწევდა
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს საქმიანობას. ასევე, კომიტეტი თანამშრომლობდა დიპლომატიური
კორპუსის, დონორი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
2023 წლის დასაწყისში კომიტეტმა დაგეგმილი და კოორდინირებული საქმიანობისათვის,
პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო
გეგმა.
ანგარიშის პირველ თავში წარმოდგენილია სექტორის ზოგადი მიმოხილვა და არსებული
ტენდენციები. დოკუმენტში ასახულია მოკლე ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობასთან
დაკავშირებით (მე-2 თავი). მესამე თავში მიმოხილულია დარგში არსებული გამოწვევები,
მათ საპასუხოდ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი მიღწევები, იმავე
თავში ასახულია აღნიშნული ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის ჭრილში. ინფორმაცია
სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და აქტივობების შესრულების და შედეგების შესახებ
შეჯამებულია მეოთხე თავში და აქვე ასახულია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რისი
განხორციელება ვერ მოხერხდა წლის განმავლობაში. შემდეგ სამ თავში წარმოდგენილია
დეტალური ინფორმაცია კომიტეტის სამი ძირითადი ფუნქციის - კანონშემოქმედებითი,
საზედამხედველო და წარმომადგენლობითი მიმართულებებით. მერვე თავში ასახულია
ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობა. ცალკე თავად
არის შეჯამებული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა, მათ მიერ განხორციელებული
ძირითადი ღონისძიებები. მეათე თავში მიმოხილულია კომიტეტის მიერ სხვა სახელმწიფო
ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები, ხოლო ბოლო თავში საუბარია კომიტეტის
სპეციფიკურ საქმიანობაზე.
6
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
1. სექტორის ზოგადი მიმოხილვა
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი და
ეფექტიანი ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
სფეროში ჩატარებულმა ძირითადმა რეფორმებმა კონკრეტული შედეგები მოიტანა მოქალაქეებისთვის.
2023 წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, ხოლო 2024 წელს გახდება 86
მილიარდი ლარი. ყოველწლიურად ხდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს
ბიუჯეტის ზრდა. 2024 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება და შეადგენს 7 786 650
ათას ლარს. ასევე ყოველწლიურად იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი
და არც 2023 წელი ყოფილა გამონაკლისი. პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში
დაფინანსებულია 3 მილიონი მოქალაქე, რომელთაც დაუფინანსდათ 11 მილიონზე მეტი
სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდი ლარი გადახდილია ბიუჯეტიდან.
ქვეყანაში წარმატებით დაინერგა სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული
ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების
თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო
მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად,
რეფორმა აქტიურად გაგრძელდება. DRG რეფორმის დაწყებიდან 400 000-მდე მოქალაქეს,
550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა სახელმწიფომ დაახლოებით 840 მილიონი ლარით
დაუფინანსა. 2023 წლის ნოემბრიდან, ამ მოდელს საკეისრო კვეთისა და მშობიარობის
მომსახურებები დაემატა. ამ ორი სერვისის ტარიფი გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა.
მშობიარობა ფინანსდება სრულად, პაციენტის მიერ თანაგადახდის გარეშე.
DRG რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაზღვრულ სამართლიან ტარიფებთან ერთად, ეფექტური მონიტორინგის სისტემაა. სამართლიანი ტარიფების
დაწესების მიზნით, ფასები გადაიხედა და ტარიფები განახლდა 88 DRG კოდზე. აღსანიშნავია,
რომ ტარიფების ცვლილება სექტორის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. სამედიცინო
დაწესებულებების დაფინანსების აღნიშნული მოდელი, ეტაპობრივად, ყველა მომსახურებაზე
გავრცელდება.
მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ფარმაცევტულ სექტორში, რომელიც გულისხმობდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მოსახლეობის ჯიბიდან
დანახარჯების შემცირებას. ახალი რეგულაციების შემოღებამ მედიკამენტების 45%-ით
ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა მოქალაქეებს. რეფერენტული ფასი 5 000-ზე მეტ
მედიკამენტზეა განსაზღვრული. წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი
მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, მიმოქცევაში არსებულ
მედიკამენტებს სრულად მოიცავს. წამლის ხარისხის შემოწმება, რომელიც თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის საშუალებით
ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ
დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ერთ-ერთი საუკეთესო
მაგალითი ევროპის რეგიონში.
დაახლოებით ნახევარ მილიონამდე მოქალაქე - პენსიონერები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, მთელი წლის
განმავლობაში მედიკამენტების საჭირო რაოდენობას მიიღებენ.
განხორციელებული რეფორმის ნაწილია ასევე ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი
შესყიდვა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს ძვირადღირებული მედიკამენტები
დაბალ ფასად შეიძინოს. უშუალოდ მწარმოებლისგან, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი,
მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და
იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, მკურნალობისთვის საჭირო
რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
7
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და
ესპანეთის წამყვან კლინიკებში აქვს. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი
ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით
აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე.
მნიშვნელოვანი იყო დიაბეტის მართვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. გრძელდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთა 95% განკურნებულია.
2023 წელს აქონდროპლაზია შეტანილია იშვიათი დაავადებების სიაში, პაციენტებს შშმ პირის
სტატუსი განესაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის
ეროვნული პროტოკოლი შემუშავდა და მართვის ერთ-ერთ საშუალებად მედიკამენტი
„ვოსორიტიდი“ გაიწერა. მკურნალობა ოთხმა ბავშვმა დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე უკვე
ყველა ბავშვი იქნება ჩართული მკურნალობაში.
პრიორიტეტად რჩება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება, რომელიც 2024 წლიდან
დაიწყება.
მნიშვნელოვან საკითხად რჩება სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდა. 2023 წლიდან
გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით. პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით; 2023
წლიდან ცენტრის ყველა თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტით. 2024 წლიდან მინიმალური ხელფასები განესაზღვრებათ: უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს.
მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მხრივ ბავშვების, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
ქვეყანაში უწყვეტად ხორციელდება სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური პაკეტით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების
ხელშეწყობის ბენეფიტებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახების (ოთხი და მეტი 18 წლამდე
ბავშვი) ელექტროენერგიის ყოველთვიური შეღავათით, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით უზრუნველყოფა. ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის გრძელდება სოციალური სერვისებით
უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები.
2023 წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა
365 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრა
295 ლარის ოდენობით.
2024 წლიდან გათვალისწინებულია 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 415 ლარამდე,
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარამდე. 70 წლამდე პირთა
პენსია გახდება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 378 ლარი.
მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზრდება 390
ლარამდე, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი იქნება 155 ლარი.
200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამის გაგრძელება გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას იღებს 200 000-ზე
მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი, ბიუჯეტი შეადგენს 500 მილიონ ლარს.
გრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წლის
პერიოდში 549 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები ახალაშენებულ კორპუსებში.
დაიწყო მასშტაბური პროექტი - თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდსა და რუსთავში
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იწყება და 2025 წლამდე 13 000 ოჯახს გადაეცემა
ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები.
8
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
2024 წლიდან, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1 000-მდე მრავალშვილიან
სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი
პირობების შექმნა.
კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს დემოგრაფიული საკითხები. ამ მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად 2023 წლის
1 იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარების მაქსიმალური ოდენობა
გაორმაგდა და გახდა 2000 ლარი, აღნიშნული თანხის ზრდა გათვალისწინებულია მომავალ
წელსაც.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
9
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის
რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად. კომიტეტი ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის
ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს.
კომიტეტი უძღვება ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროებს, რომელთა
პრიორიტეტულობა დეკლარირებულია საქართველოს სამთავრობო სტრატეგიებისა და პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაში.
კომიტეტის მიზნები
კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის, შრომითი, დასაქმების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ხანდაზმულთა, დევნილთა, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების ხელშეწყობა.
კომიტეტის ამოცანები
კომიტეტის ამოცანებია:
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
კანონმდებლობის შემუშავება დარგობრივი მიმართულებით;
საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტებით, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ
ვალდებულებითა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი;
10
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა;
სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა;
საბიუჯეტო ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანი განხორციელება;
კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
კომიტეტის აპარატში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
კომიტეტის შემადგენლობა
საანგარიშო პერიოდის დასასრულს, კომიტეტი წარმოდგენილია თორმეტი პარლამენტის
წევრით:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 6 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ - 2 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 წევრი;
უფრაქციო - 1 წევრი.
2023 წლის 27 მარტამდე კომიტეტის შემადგენლობიდან გავიდა საქართველოს პარლამენტის
წევრი დავით სერგეენკო, 15 ივნისს კი, კომიტეტს შემოუერთდა პარლამენტის წევრი - ანა
წითლიძე.
კომიტეტის შემადგენლობა 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით:
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე,
ფრაქცია - „ქართული ოცნება“
ვლადიმერ კახაძე
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
ფრაქცია - „ქართული ოცნება“
ზაალ მიქელაძე
თავმჯდომარის მოადგილე,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
11
დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“
რამინა ბერაძე
ფრაქცია - „ქართული ოცნება“
გიორგი გოდაბრელიძე
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ირმა ზავრადაშვილი
ფრაქცია - „ქართული ოცნება“
ვახტანგ მეგრელიშვილი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“
ანტონ ობოლაშვილი
ფრაქცია - „ქართული ოცნება“
შალვა შავგულიძე
უფრაქციო
ანა წითლიძე
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
სალომე ჯინჯოლავა
ფრაქცია - „ქართული ოცნება“
12
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით
მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, რომლებიც გამოწვევების საპასუხოდ მიღებული ზომების
შედეგია:
გამოწვევა: საქართველოში ტრანსპლანტაციის დაბალი მაჩვენებელი ნაწილობრივ დონორების ნაკლებობით, ხოლო ნაწილობრივ ტრანსპლანტაციის საკანონმდებლო ჩარჩოს
არასრულფასოვნებით და ამასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების მიწოდების
ნაკლოვანებებით შეიძლება აიხსნას. ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში ტრანსპლანტაციის
ოპერაციების დიდი ნაწილი გარდაცვალების შემდგომ დონაციაზე მოდის, საქართველოში ეს
მეთოდი პრაქტიკაში დანერგილი არ არის. სათანადო ეთიკური, სამართლებრივი და კლინიკური
ასპექტების დაცვის პირობებში, გარდაცვალების შემდგომი დონაციით გაცილებით მეტი
სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.
საპასუხო ზომა/მიღწევა: მიღებულ იქნა ახალი კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის
შესახებ“ და მისგან გამომდინარე 13 კანონი
ახალი კანონმდებლობა შექმნის ადამიანის ორგანოების გადანერგვის სისტემის ძირითად
საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული.
კანონის მიღების შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება
ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან
ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული
სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები.
კანონით მოწესრიგდება გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან,
ლიცენზირებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხები. კანონის მიღებით
საქართველომ შეასრულა ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში ასოცირების
შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები.
გამოწვევა: მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით
გადაიდგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, მედიკამენტების ფასები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ჯიბიდან მაღალი გადახდები კვლავ კრიტიკულ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის
სექტორისთვის. მედიკამენტის მაღალი ფასი ძირითადი მიზეზია, რის გამოც მსოფლიოს
მოსახლეობის მესამედს, ძირითადად დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებიდან,
არ აქვთ სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ პოტენციურად სასიცოცხლო მნიშვნელობის ინოვაციურ
მედიკამენტებზე, ბაზარზე მათი გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგაც.
საპასუხო ზომა/მიღწევა: ინოვაციურ (ახალ ორიგინალურ) ფარმაცევტულ პროდუქტზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცვლილება შევიდა „წამლისა და ფარმაცევტული
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში, რაც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური
(ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.
კანონის მოსალოდნელი შედეგია, ინოვაციურ (ახალ ორიგინალურ) ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მისი სპეციალური პირობებით შესყიდვის გზით. საბოლოოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე პაციენტებს რიგ დიაგნოზებში
მკურნალობის კურსით გათვალისწინებულ მედიკამენტებს უკეთ ან სრულად დაუფინანსებს
პროგრამით გათვალისწინებული 25,000 ლარიანი წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.
გამოწვევა: საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3 500-ს. მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული
მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს
ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრა. გამოიკვეთა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვის საჭიროება.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
13
საპასუხო ზომა/მიღწევა: ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის კუთხით, მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, პარამედიკოსის
სპეციალობით სამომავლო პერსპექტივაში შესაძლებლობა მიეცეს ქვეყანას ჰყავდეს
კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
ამ მიზნით შემუშავდა და მიღებულ იქნა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
შედეგად, მოხდება პარამედიკოსის სპეციალობის განვითარება, რაც, თავის მხრივ, დაუკავშირდება პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ოპტიმალურ დროში
მიწოდებას, მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი და ოპერატიული
მომსახურება.
გამოწვევა: ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს შრომითი ემიგრაციის სფეროში მოქმედი
შუამავალი ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი ქმედითი
მექანიზმების არარსებობა. საკმაოდ ბევრია ისეთი საშუამავლო ფიზიკური და იურიდიული
პირების რაოდენობა, რომლებიც ხშირად უკანონო საშუამავლო მომსახურებას ეწევიან.
ასეთი სუბიექტები საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ პირებს, საკმაოდ მაღალი საფასურის
გადახდის სანაცვლოდ, სთავაზობენ უხარისხო სერვისს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას,
ხელს უწყობენ საზღვარგარეთ არალეგალურ დასაქმებას. აუცილებელია ასეთი შუამავალი
პირების საქმიანობის რეგულირების და მონიტორინგის ეფექტური სისტემის დანერგვა, რაც
ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, შრომითი ემიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი,
წაახალისებს ამ სფეროში კეთილსინდისიერად მომუშავე, კომპეტენტურ და სანდო დასაქმების სააგენტოებს. ადგილობრივი დამსაქმებლები არ ასრულებდნენ შრომითი იმიგრანტის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის ვალდებულებას.
საპასუხო ზომა/მიღწევა: აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით მიღებულ იქნა კანონი
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე. დაწესდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული
პირების სავალდებულო სერტიფიცირება. ცვლილებების შემდეგ, შეიქმნა კანონმდებლობის
შესაბამისი აღსრულების მექანიზმი: დაწესდა ჯარიმა შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის
ვალდებულების შეუსრულებლობაზე; აღნიშნული ცვლილების, ისევე როგორც მთლიანად
შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველი იქნება სსიპ შრომის
ინსპექციის სამსახური.
14
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები
კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა
2023 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრა კომიტეტის 4 სტრატეგიული ამოცანა და 40-მდე
ქმედება/აქტივობა:
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე
დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება;
დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა;
კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.
თითოეული ამოცანის თემატურ მომხსენებლად განისაზღვრნენ კომიტეტის წევრები.
კომიტეტი წლის განმავლობაში მუდმივად უწევდა მონიტორინგს სამოქმედო გეგმის შესრულებას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გეგმით გაწერილი ამოცანების და შესაბამისი
აქტივობების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მიღწეულია შესაბამისი შედეგი:
კომიტეტის მიერ სფეროს პოლიტიკის განსაზღვრა და კანონშემოქმედებითი საქმიანობა
გაუმჯობესებულია და ეფუძნება მონაწილეობით და საკონსულტაციო პროცესის პრინციპს;
კომიტეტის მიერ მთავრობის საქმიანობაზე და მიღებული კანონების აღსრულებაზე კონტროლი, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში განსაკუთრებულად
აქტუალური მიმართულებების კოორდინირება და ზედამხედველობა გაზრდილია;
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილია;
კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა სტრუქტურირებულია და გამართულია.
მიღწეული შედეგების მიუხედავად, გამოწვევებად რჩება:
კანონშემოქმედებით პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტიზის გამოყენების ნაკლებობა;
ზედამხედველობის პროცესში კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების არასრულფასოვანი მონიტორინგი და დოკუმენტირება;
სამოქალაქო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის მექანიზმების კიდევ
უფრო დახვეწის აუცილებლობა;
საჭიროებას წარმოადგენს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე
პროცესებში აპარატის თანამშრომლების მეტი ინტენსივობით ჩართულობა, ასევე გამოწვევად რჩება გარე ტექნიკური ექსპერტიზის მოძიება და მოზიდვა.
კომიტეტის აქტიური საქმიანობის მიუხედავად, ობიექტური მიზეზების გამო, შეუსრულებელი
დარჩა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მცირე ნაწილი, როგორც
კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით. აღნიშნული
აქტივობები გათვალისწინებული იქნება 2024 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმაში.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კანონშემოქმედებითი მიმართულებით, აქტივობებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი
კანონმდებლობა.
საზედამხედველო მიმართულებით აღსანიშნავია, კომიტეტის მიერ ორი თემატური მოკვლევის ჩატარება:
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
15
მოკვლევა დაიწყო 2023 წლის ივნისში და დასრულდა დეკემბერში. ჯგუფს ხელმძღვანელობდა
კომიტეტის წევრი ანა წითლიძე, შემადგენლობაში შედიოდნენ ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე,
ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, გიორგი გოდაბრელიძე. მოკვლევის ფარგლებში
მონაცემთა შეგროვება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოკვლევის
კითხვარი გაეგზავნათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პროვაიდერებს, ფსიქიატრებს,
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯანდაცვის სამინისტროს.
შემდეგი ეტაპი მოიცავდა შეხვედრების ჩატარებას ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში ქ. ხონში, ქ. ბათუმში, ქ. რუსთავში. ქ. ხონში შეხვედრა გაიმართა აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის
სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციასთან და
სპეციალისტებთან; ქ. ბათუმში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის, ქ. ბათუმის მერიისა და
საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივ დონეზე მოქმედი ფსიქიატრიული სერვისების
პროვაიდერების წარმომადგენლები. ქ. რუსთავში მოკვლევის ჯგუფი შ.პ.ს. „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სპეციალისტებს შეხვდა, ხოლო ქ. თბილისში - შ.პ.ს. „ფსიქიკური
ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სპეციალისტებს, დარგის ექსპერტებს
და სადაზღვევო ასოციაციისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს. თემატური
მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა ზეპირი მოსმენები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პროცესის ფარგლებში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო,
თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით
(CRRC) საქართველომ ჩაატარა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა თემაზე „მენტალური
ჯანმრთელობა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმღებთა
გამოცდილებები და დამოკიდებულებები.“
16
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
თემატური მოკვლევის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს და მოკვლევის საკითხზე დასაბუთებული პოზიციები წარმოადგინეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პროვაიდერებმა,
სფეროს ექსპერტებმა, საკითხით დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა, საქართველოს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა ორგანოებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებლებმა. მოკვლევის
ფარგლებში მომზადდა და დამტკიცდა ანგარიში და მოკვლევის ჯგუფის მიერ გაიცა
რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის.
მოკვლევა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის ფარგლებში,
„ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა
საქართველოში“, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს
მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული
გამოწვევები
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
17
2023 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თემატური მოკვლევის დაწყების
თაობაზე და დაამტკიცა თემატური მოკვლევის ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: ჯგუფის
ხელმძღვანელი - ირმა ზავრადაშვილი, ჯგუფის წევრები - ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე,
ზაალ მიქელაძე, სალომე ჯინჯოლავა, რამინა ბერაძე და ანა წითლიძე. პროცესის ფარგლებში
შემუშავდა შესაბამისი კითხვები, რომელიც დაეგზავნა დარგის ექპერტებს, კლინიკების
წარმომადგენლებს, ასოციაციებს და ა.შ. კლინიკების და ასოციაციების წარმომადგენლებთან
ჩატარდა ზეპირი მოსმენები, სადაც განხილულ იქნა მიღებული პასუხები და შედგა დისკუსია
ზემოაღნიშნულ საკითხებზე. მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა ანგარიშის პროექტი და შესაბამისი რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. აღნიშნული დოკუმენტის
პროექტი განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ გასვლითი შეხვედრის ფორმატში 2023
წლის 27-28 დეკემბერს. თემატური მოკვლევა „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე
ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
2023 წელს ჩატარებული სხდომები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 25 კომიტეტის სხდომა, რომლებზეც განიხილეს
კომიტეტის სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო და საზედამხედველო საკითხები. აქედან
25 მაისს ჩატარდა გასვლითი კომიტეტის სხდომა.
18
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
(კომიტეტის მიერ ჩატარებული სხდომების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე - www.parliament.ge)
აღსანიშნავია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც განხილულ იქნა დასაქმების, სოციალური
პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა
და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიში.
სხდომაზე ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ წარადგინა და ძირითადი
ყურადღება იმ ვალდებულებების შესრულების პროგრესზე გაამახვილა, რომელიც ასოცირების
დღის წესრიგით სამინისტროს მანდატით არის გათვალისწინებული.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
19
5. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
5.1 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 65 კანონპროექტი,
აქედან მნიშვნელოვანი კანონპროექტებია:
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 13 კანონპროექტი
ქვეყანაში ადამიანის ორგანოების გადანერგვის სისტემის, აგრეთვე გადანერგვისთვის განკუთვნილი ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების და ეთიკური
პრინციპების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველი გამართული საკანონმდებლო ბაზის
არსებობაა. ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში არსებული სამართლებრივი ურთიერთობები უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა. შესაბამისად, აუცილებელი
გახდა აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე ახლებურად
მოწესრიგებაც. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი
მიღებულ იქნა 2000 წელს და იგი უკვე აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას და ვეღარ
ემსახურება ადამიანის ორგანოების გადანერგვის სისტემის ფუნქციონირების მიზანს.
კანონის შედეგად შეიქმნება ადამიანის ორგანოების გადანერგვის სისტემის ძირითადი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები
20 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულიყო ,,პარამედიკოსის“ სპეციალობის განმარტება და მისი სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო, რამდენადაც,
დღესდღეობით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი არცერთ საკანონმდებლო აქტში
საკანონმდებლო დონეზე არ იყო განსაზღვრული პარამედიკოსის სპეციალობა და მისი
დაუფლების მექანიზმები.
ცვლილების შედეგად, მოხდება პარამედიკოსის სპეციალობის განვითარება, რაც, თავის
მხრივ, პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უფრო სწრაფად მიწოდებას
ემსახეურება, რეაგირების დრო შემცირდება, ვინაიდან პარამედიკოსით დაკომპლექტებული
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დროის მოკლე მონაკვეთში უზრუნველყოფს
პირველად გადაუდებელ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ტრანსპორტირებას.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე‘‘ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების
პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად, მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტური
აღმოჩნდა არსებული გამოწვევების ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად
იქნა მიჩნეული გარკვეული ცვლილებების განხორციელება.
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების უფრო
მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და მათი
პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონისპროექტი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
21
დაწესდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული
საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო
სერტიფიცირება. ადგილობრივი დამსაქმებლები არ ასრულებდნენ შრომითი იმიგრანტის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის ვალდებულებას.
ცვლილებების შემდეგ, შეიქმნა კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი: დაწესდა ჯარიმა
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზე; აღნიშნული ცვლილების, ისევე როგორც
მთლიანად შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველი იქნება სსიპ
შრომის ინსპექციის სამსახური.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტი
სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების
შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული საკითხები რომლებიც საჭიროებდა განსხვავებულად ან/
და დამატებით დარეგულირებას. განხორციელებული ცვლილებები უფრო ეფექტურს გახდის დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებასა და მართვას, ამასთან, საპენსიო
სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებისა და ვალდებულებების
განხორციელებას. მოცულობითი ცვლილებებიდან გამოსარჩევია ნორმები, რომლებიც
ითვალისწინებენ საინვესტიციო პორტფელების მეტ დივერსიფიცირებას და შესაბამისად
მეტ დაზღვევას საინვესტიციო რისკებისგან; აგრეთვე, ცვლილების თანახმად, ნებისმიერ
მონაწილეს 2025 წლიდან უფლება ექნება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული
საპენსიო აქტივების სამართავად აირჩიოს კერძო აქტივების მმართველი კომპანია. მანამდე, ამის უფლება ჰქონდათ იმ მონაწილეებს, რომლებმაც აირჩიეს სისტემაში დარჩენა
(კანონის ამოქმედების მომენტისთვის 40-60 წლის კაცები და 40-55 წლის ქალები), აგრეთვე
მონაწილეებს, მათი აქტივების იმ ნაწილის სამართავად რომლებიც დაგროვდა ხელფასის
იმ ნაწილიდან, რომელიც აღემატება 60 000 ლარს წლიურად; 2028 წლის 1 იანვრამდე, სქემის
მონაწილეთა უდიდესი ნაწილის დაგროვებული თანხების (საპენსიო აქტივები) ინვესტირება
განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტები
ამ კანონის მიღებით, საქართველო დაუახლოვდა პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის
ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ 2016 წლის 14 დეკემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016/2341 (IORPs II) დირექტივას. ეს ვალდებულება აღებულია
ასოცირების შეთანხებით.
კანონი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეს შექმნას დამატებითი დანაზოგი,
ხელფასიდან განხორციელებული საპენსიო შენატანის პერიოდული გადახდის გზით. ამ კანონის
შესაბამისად, საპენსიო სქემების ჩამოყალიბება და რეგისტრაცია შეუძლია საქართველოში
დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების, ან დასაქმებულთა გაერთიანების დაფუძნებულ
ლიცენზირებულ საპენსიო კომპანიას, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას და
მზღვეველს.
22
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
საგადასახადო კოდექსით დგინდება საგადასახადო შეღავათები: შენატანები საშემოსავლო
გადასახადისაგან გათავისუფლდება წლიურად 6000 ლარის ფარგლებში, ხოლო საინვესტიციო მოგება და პენსია გათავისუფლებულია გადასახადისგან. ამ წესიდან გარკვეული
გამონაკლისებია: მაგალითად, პენსიის ერთიანი გატანის შემთხვევაში, გარდა მემკვიდრის
მიერ პენსიის გატანისა, დაბეგვრას ექვემდებარება საპენსიო შენატანი.
საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია კანონმდებლობის დარღვევის გამო გამოიყენოს სანქცია (ფულადი ჯარიმა); აგრეთვე, უფლება აქვს საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის
შესაბამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს შეუჩეროს
ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან დროებით გადაყენება
ან თანამდებობიდან გათავისუფლება. განსაზღვრულია საპენსიო სქემებთან დაკავშირებული
დავების (მონაწილისა და ბენეფიციარის მიერ წარდგენილი საჩივრების) გადაწყვეტის წესები.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტები
მედიკამენტების ფასები, ფარმაცევტული დანახარჯი და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა,
საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვისაც კრიტიკული გამოწვევაა, რომლის საპასუხოდ,
ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების რეგულირება სახელმწიფომ 2022 წელს „წამლისა და
ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით დაიწყო, როდესაც განისაზღვრა სახელმწიფოს მხრიდან ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული
ფასის დადგენის შესაძლებლობა. ვინაიდან პატენტით დაცული ძვირადღირებული ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისთვის რეფერენტული ფასწარმოქმნა
არარელევანტურია, ქვეყნები, ასეთი შესყიდვის დროს, მართული შესვლის შეთანხმების
(Managed Entry Agreement, MEA) მექანიზმს იყენებენ. მართული შესვლის შეთანხმებების
გაფორმება აძლევს შესაძლებლობას ქვეყნებს, მოლაპარაკება აწარმოონ მწარმოებლებთან
ხელშეკრულების სპეციალურ პირობებზე და ამით მეტად ხელმისაწვდომი გახადონ
ინოვაციური მედიკამენტები პაციენტებისათვის.
კანონის მიღების შედეგად ინოვაციურ (ახალ ორიგინალურ) ფარმაცევტულ პროდუქტზე
ხელმისაწვდომობა გაიზრდება, მისი სპეციალური პირობებით შესყიდვის გზით.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
23
5.2 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები/დადგენილების
პროექტები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა 16
კანონის/დადგენილების პროექტი, აქედან მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტებია:
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში
თანასწორობის უფლების განმტკიცებისაკენ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის
კეთილდღეობისა და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია:
1. ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა;
2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება;
3. საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის
ფორმალიზების წახალისება;
7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“
კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
24 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი
სახელმწიფო პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განმსაზღვრელი „ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წელს იქნა მიღებული.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც მარეგულირებელ პრაქტიკაში
გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გადაჭრას, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან
შეუსაბამობების აღმოფხვრას. კანონპროექტის მოსალოდნელი ზოგადი შედეგი მარეგულირებელი რეჟიმის გაუმჯობესებაა მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფის გზით, რაც
აუცილებელია ადამიანისა და გარემოს დასაცავად მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. კანონპროექტის შედეგს წარმოადგენს, ასევე, მარეგულირებელი ორგანოს
საქმიანობის გაზრდილი ეფექტიანობა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად.
„პენიტენციური კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
კანონმდებლობის კოდიფიცირება მიზნად ისახავს კანონმდებლობის სისტემატიზაციის
ხარისხის გაუმჯობესებას საკანონმდებლო აქტების დაჯგუფების, შინაარსობრივად მსგავსი
აქტების კოდიფიცირებისა თუ ახალი აქტების შემუშავების გზით. მოცემულ შემთხვევაში
კოდიფიკაცია არა მხოლოდ ფორმალური გაგებით, არამედ, ასევე, არსებულ რეგულაციებში
საკმაოდ მასშტაბური შინაარსობრივი ცვლილებებით განხორციელდა, რომლებიც მიზნად
ისახავს, ერთი მხრივ, არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ხოლო, მეორე მხრივ, პატიმრობისა
და თავისუფლების აღკვეთის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის კიდევ
უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზღვევით ისარგებლოს არა მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ნაწილმა (დღეს − სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეები), არამედ, ყველა
მოსახურემ, რითაც ამ და ზემოაღნიშნული სოციალური დაცვის გარანტიების მიღებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოსამსახურეები უფლებრივად გაუთანაბდრდნენ
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამცველ სხვა ორგანოთა თანამშრომლებს.
პენიტენციური კოდექსის მიღებით ერთ საკანონმდებლო აქტში მოექცევა დღეისათვის მოქმედი პატიმრობის კოდექსითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები, დაზუსტდება პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია, ასევე, გაუმჯობესდება ბრალდებულთა
და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
25
2024 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგენს 7 786 650 ათას ლარს.
2024 წლიდან ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები:
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 415 ლარამდე, მაღალმთიან დასახლებებში
მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარამდე. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 315 ლარი,
ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 378 ლარი;
პენსიონერები და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტების საჭირო
რაოდენობას მიიღებენ;
მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზრდება
390 ლარამდე, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი იქნება 155 ლარი;
200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამის გაგრძელდება;
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის,
ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში აქვს;
კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება;
მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესება უმცროსი ექიმის, ექთნის თანაშემწის,
ბებიაქალისა და სანიტარის პოზიციებზე მყოფ პირებისთვის;
მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახების განსახლების პროგრამის ამოქმედება, გათვალისწინებულია 1000 უსახლკარო ოჯახზე ბინების შესყიდვა;
2025 წლამდე 13 000 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა;
2023 წელს აქონდროპლაზია შეტანილია იშვიათი დაავადებების სიაში, ხოლო პაციენტებს
შშმ პირის სტატუსი განესაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი შეიმუშავა და მართვის ერთ-ერთ საშუალებად
მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ გაწერა. მკურნალობა ოთხმა ბავშვმა დაიწყო და 2024 წლის
ბოლომდე უკვე ყველა ბავშვი იქნება ჩართული მკურნალობაში.
26 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
5.3 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები/შეთანხმებები/კონვენციები
„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“
პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სფეროებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. პროგრამა მოიაზრებს ისეთი შედეგების მიღწევას,
როგორიცაა განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებში
ადა-მიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა,
ინკლუზიურობის გაზრდა ჩამოთვლილ სექტორებში.
„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას“ კონვენცია და მისგან გამომდინარე
კანონპროექტები
„კონვენცია“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია
ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ანთროპოგენული ემისიების, ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების გარემოში გაჟონვისგან, რამაც შესაძლოა ადამიანის ვერცხლისწყლით მოწამვლა გამოიწვიოს. საქართველომ „კონვენციას“ (100-მდე ქვეყნის
მთავრობებთან ერთად) ხელი მოაწერა 2013 წლის ოქტომბერში, რითაც დაადასტურა
ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების
გატარების სურვილი და მზაობა („კონვენცია“ ძალაში შევიდა 2017 წლის 16 აგვისტოს)
„საზღვაო შრომის კონვენციასა“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
საქართველოს მიერ ამ კონვენციის რატიფიკაცია და მისი დებულებების კანონმდებლობაში ასახვა უმნიშვნელოვანესია, რადგან პირველ რიგში ეს გააუმჯობესებს ქართველი
მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს. საზღვაო შრომის კონვენციასთან დაკავშირებით რიგით მე-3 სპეციალური სამმხრივი კომიტეტის სხდომაზე (STC MLC) მხარეებმა
(სახელმწიფოთა ჯგუფი, მეზღვაურები და გემთმფლობელები) ერთხმად განაცხადეს, რომ
MLC უკვე წარმოადგენს მეზღვაურთა შრომით უნივერსალურ სტანდარტს. ვინაიდან და
რადგანაც MLC-ის უკვე 100-ზე მეტი წევრი სახელმწიფო ჰყავს, იმ ქვეყნების დროშის ქვეშ
მცურავ გემებმა, რომლებიც არ არიან ჯერ კონვენციის წევრი სახელმწიფოები, MLC-ის
წევრ სახელმწიფოს ნავსადგურში შესვლისას ვალდებულნი არიან აკმაყოფილებდნენ
კონვენციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება გემის დაკავება MLC-ისთან
შეუსაბამობების გამო. აქედან გამომდინარე, ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ
საქართველო გახდეს კონვენციის წევრი სახელმწიფო და მისი დებულებები იყოს ასახული
საქართველოს კანონმდებლობაში.
კონვენციის რატიფიცირებით, ასევე კანონპროექტების მიღების შედეგად, მოხდება მეზღვაურთა შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული დებულებების
ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების
სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელმწიფო დროშის
ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
27
6. საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად ზედამხედველობას
უწევდა საქართველოს მთავრობას და ასევე საანგარიშო პერიოდში ეფექტიანად გამოიყენა
კონტროლის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა თემატური მოკვლევა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წელს
განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული
სხდომა ჩატარდა 2023 წლის 17 თებერვალს.
ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 4 ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება: ჯანდაცვა, სოციალური დაცვა,
დევნილები და შრომის მიმართულება და აღნიშნა, რომ ყველა სფეროს მიხედვით დაწყებულია
მნიშვნელოვანი რეფორმები.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, 2023 წლის 30 ოქტომბერს ინფორმაცია მოისმინა იმ რეფორმების
მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, რომლებსაც მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო
მომსახურების მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
სხდომაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: წამლებზე რეფერენტული ფასების
დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობა; სამედიცინო დაწესებულებებში,
მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის
დანერგვის პროცესი; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობა და სამომავლო გეგმები; სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების პირობები და გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია,
მოსახლეობისთვის ინოვაციურ და ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების მიზნით. რეფერენტული ფასების ამოქმედების შედეგად, 3 ათასზე მეტ ძვირად
ღირებულ მედიკამენტზე მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები და ეს ტენდენცია კვლავაც
გრძელდება.
სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG)
დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. შედეგად,
სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს
და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში,
თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
28 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
ამ დროისათვის სასწრაფო და რეფერალური დახმარების 342 ბრიგადა და 5 მოტომედიკოსი
მუშაობს. გარდა ამისა, საქართველოს კურორტებზე სეზონური პერიოდის გათვალისწინებით,
დამატებითი ბრიგადების განთავსება ხდება.
2022-2023 წლებში განახლდა ავტოპარკი, გაიზარდა რეანიმობილების რაოდენობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლდა ცენტრის ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ცენტრის ახალი
ადმინისტრაციული შენობა, საზღვარგარეთ გადამზადდა ცენტრის პერსონალის ნაწილი,
დაინერგა პარამედიკოსის ინსტიტუტი და მოტომედიკოსის სისტემა, გაიზარდა პერსონალის
ანაზღაურება. 2024 წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზრდება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მედიკამენტების ხარისხი წარმოადგენს. გასულ წელს,
მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP
სტანდარტები დაინერგა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფარმაცევტულ საქმიანობაზე
ზედამხედველობას.
სხდომაზე კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ
თამარ გაბუნიამ, მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა
6.1 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფორმატში, რომელიც ჩატარდა
2023 წლის 2 ოქტომბერს, განიხილა 2 კანონის - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „ადამიანის
სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონების აღსრულების მდგომარეობა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
29
6.2 კომიტეტის მიერ მოსმენილი ანგარიშები:
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (2023
წლის 11 მაისი)
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების ანგარიში“ (2023 წლის 24 მაისის სხდომა)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში „დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა
და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების
შესახებ (2023 წლის 29 მაისის სხდომა)
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022 წლის ანგარიში
(2023 წლის 21 ივნისის სხდომა)
სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის
ანგარიში (2023 წლის 4 სექტემბრის სხდომა)
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (2023
წლის 25 სექტემბრის სხდომა)
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (2023
წლის 6 ნოემბრის სხდომა)
სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 6
თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (2023 წლის 27 ნოემბრის
სხდომა)
6.3 თემატური მოკვლევა
2023 წელს კომიტეტმა ჩაატარა 2 თემატური მოკვლევა:
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და
არსებული გამოწვევები
მოკვლევა დაიწყო 2023 წლის ივნისის თვეში და დასრულდა დეკემბრის თვეში. ჯგუფს
ხელმძღვანელობდა კომიტეტის წევრი ანა წითლიძე, შემადგენლობაში შედიოდნენ - ზაზა
ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, გიორგი გოდაბრელიძე.
მოკვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოკვლევის კითხვარი გაეგზავნათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების
პროვაიდერებს/მათთან აფილირებულ ფსიქიატრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯანდაცვის სამინისტროს.
შემდეგ ჩატარდა შეხვედრები ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში - ქ. ხონში, ქ. ბათუმში, ქ.
რუსთავში. ქ. ხონში შეხვედრა გაიმართა აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციასთან და სპეციალისტებთან; ქ. ბათუმში
გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის
ა/რ მთავრობის, ქ. ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივ
დონეზე მოქმედი ფსიქიატრიული სერვისების პროვაიდერების წარმომადგენლები. ქ.
რუსთავში მოკვლევის ჯგუფი შ.პ.ს. „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სპეციალისტებს შეხვდა, ხოლო თბილისში - შ.პ.ს. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრის“ სპეციალისტებს, დარგის ექსპერტებს და სადაზღვევო ასოციაციისა
და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში
ჩატარდა ზეპირი მოსმენები ჯანდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან.
30 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
პროცესის ფარგლებში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო,
თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით
(CRRC) საქართველომ ჩაატარა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა თემაზე „მენტალური
ჯანმრთელობა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმღებთა
გამოცდილებები და დამოკიდებულებები.“
თემატური მოკვლევის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს და მოკვლევის საკითხზე
დასაბუთებული პოზიციები წარმოადგინეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების
პროვაიდერებმა, სფეროს ექსპერტებმა, საკითხით დაინტერესებულმა არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა,
საქართველოს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა ორგანოებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებლებმა. მოკვლევის ფარგლებში მომზადდა და დამტკიცდა ანგარიში და მოკვლევის ჯგუფის მიერ
გაიცა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის.
მოკვლევა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის ფარგლებში,
„ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა
საქართველოში“, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს
მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული
გამოწვევები
2023 წლის სექტემბერის თვეში საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თემატური მოკვლევის დაწყების
თაობაზე და დაამტკიცა თემატური მოკვლევის ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: ჯგუფის
ხელმძღვანელი - ირმა ზავრადაშვილი, ჯგუფის წევრები - ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ
კახაძე, ზაალ მიქელაძე, სალომე ჯინჯოლავა, რამინა ბერაძე და ანა წითლიძე. პროცესის
ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი კითხვები, რომელიც დაეგზავნა დარგის ექპერტებს,
კლინიკების წარმომადგენლებს, ასოციაციებს და ა.შ. 2023 წლის 7 და 20 ნოემბერს ჩატარდა
ორი ზეპირი მოსმენა კლინიკების და ასოციაციების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ
იქნა მიღებული პასუხები და შედგა დისკუსია ზემოაღნიშნულ საკითხებზე. მოკვლევის
ფარგლებში შემუშავდა ანგარიშის პროექტი და შესაბამისი რეკომენდაციები აღმასრულებელი
ხელისუფლებისთვის. აღნიშნული დოკუმენტის პროექტი განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფის
მიერ გასვლითი შეხვედრის ფორმატში 2023 წლის 27-28 დეკემბერს. თემატური მოკვლევა
„საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
31
7. წარმომადგენლობითი საქმიანობა
7.1 შეხვედრები მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის
წარმომადგენლებთან
2023 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
60-მდე შეხვედრა გამართა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები.
2023 წლის 23 ოქტომბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თემატური მოკვლევის „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან გაიმართა ზეპირი მოსმენა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის
ჯგუფმა თემატური მოკვლევის - „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - ფარგლებში 2023 წლის 7 ნოემბერს ონკოლოგიის სფეროში მოქმედ
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გამართა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით,
თემატური მოკვლევა გამიზნულია იმისათვის, რომ პრობლემების იდენტიფიცირების
შედეგად მოხდეს კიბოს მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შევსება, რაც ონკოლოგიურ
პაციენტებს როგორც ნაადრევი დიაგნოსტიკის ჩატარების, ასევე მკურნალობის ბოლომდე
მიყვანის შესაძლებლობას მისცემს.
32 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო
იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც თემატური მოკვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით
განახორციელეს და რომელშიც კლინიკების და სხვადასხვა ონკოლოგიური ასოციაციების,
აღმასრულებელი სტრუქტურების, მათ შორის თბილისის მერიის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე უშუალოდ
პაციენტები მონაწილეობდნენ.
ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების
გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა დიაგნოსტიკის პროცედურებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, ასევე ქვეყნის შიდა მკურნალობის სტანდარტების და პროტოკოლების უქონლობა და სხვა.
თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოოდ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. თემატური
მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
2023 წლის 20 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
- „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - თემატური
მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მეორე ზეპირი მოსმენა გამართა.
თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის
განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის
მონაწილეებს იმ კითხვართან დაკავშირებით, რომლებიც მიზნობრივ აუდიტორიას - კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სამინისტროსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს,
ასევე ონკოპაციენტებს დაეგზავნათ ინფორმაცია მიაწოდა და მათგან მიღებულ პასუხებსა
და მოსაზრებებზე ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სამედიცინო
სფეროს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე, პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე, ნაადრევი დიაგნოსტიკის საკითხებზე, თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვასა და ამ პროცესში სახელმწიფოს
მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ჯგუფის მიზანია იმ მიგნებების და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც პაციენტებს
ონკოდაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება და კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფოს
ჩართულობას პირველადი დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესში. მისივე თქმით,
საკითხზე მსჯელობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შეხვედრები დარგობრივი
მიმართულებებით გაიმართება.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრები:
27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებას, რომლის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება და ტოლერანტობის
მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრება იყო, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საქართველოს პარლამენტის
წევრები, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს, სახალხო
დამცველის ოფისის და საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე წმინდა
საყდრის ნუნციო და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
33
28 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით და გაეროს ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE) და ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე, „დაბერების მეინსტრიმინგი საჯარო
სექტორს“. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შემუშავებული საჯარო მოხელეთა ტრენინგ მოდული იქნა გამოყენებული, რომლის
მიზანი დაბერების პოლიტიკის მეინსტრიმინგის გაუმჯობესებაა.
27 მარტს 10 წელი გახდა, რაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ესწრებოდა, სადაც ამ
პროგრამის სარგებლიანობაზე ისაუბრა.
34 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც საყოველთაო
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები
განიხილეს.
ისრაელის სახელმწიფოს 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე 12 აპრილს სტუდენტური პარლამენტის წევრებს
შეხვდა.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ პარლამენტის სტრუქტურითა და საქმიანობით, მათ შორის,
როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით, ასევე ქვეყანაში არსებული
მდგომარეობით და პოლიტიკური ვითარებით, ჯანმრთელობის სფეროში გატარებული
რეფორმებით და სხვა. შეხვედრაში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა,
70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა;
საპარლამენტო ქსელის გლობალური ჯანმრთელობისათვის (UNITE) ინიციატივით
გამართულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საპარლამენტო ქსელის
წევრების რეგიონალურ შეხვედრაში (EECA) მიიღეს მონაწილოება კომიტეტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ, ვლადიმერ კახაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირმა ზავრადაშვილმა
და რამინა ბერაძემ. ღონისძიება, რომელიც ჩატარდა 2023 წლის 15 მაისს მიზნად
ისახავდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საპარლამენტო
თანამშრომლობის გაღრმავებას ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად. შეხვედრაში
მონაწილეობენ მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის
და ყირგიზეთის წარმომადგენლები. სამდღიანი შეხვედრა განიხილავს 2023-2024 წლებში
რეგიონისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს: ადამიანის უფლებები და ჯანმრთელობაზე
თანაბარი ხელმისაწვდომობა; ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება; გლობალური ჯანდაცვის არქიტექტურა და უსაფრთხოება, ასევე ტექნიკურ ექსპერტებთან, აკადემიურ
წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
35
და პარლამენტარებთან იმსჯელებენ არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე, რომლებიც
უნდა გადაიჭრას რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, დასასრულს კი მიიღებენ დეკლარაციას
გლობალური ჯანდაცვის მდგრადი დაფინანსების გასაუმჯობესებლად.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში 2023 წლის
29 მაისს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო
საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი
ზედამხედველობის სისტემის შექმნაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ
გაბუნია, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე
ემი კლენსმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის
ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტე.
საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა
ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის
დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო
UNICEF-საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ნინო ძოწენიძემ საზოგადოებას გააცნო
ინფორმაცია დონორების მიერ გაწეული ტექნიკური დახმარების, სისტემის დანერგვის
პროცესში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მოლოდინის თაობაზე.
აღნიშნული საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2023
წლის საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განიხილეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე საქართველოს პარლამენტში, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო
სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. მათ პარლამენტის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო მიმართულებით.
ისაუბრა, ჯანმრთელობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და ამ პროცესში
პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე. სკოლის მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის
სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.
36 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
2023 წლის 31 მაისს თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს
პარლამენტში გაიმართა ღონისძიება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო საკმაოდ წარმატებული მაგალითია, არა მხოლოდ რეგულაციების ცვლილების,
შეზღუდვის და მოწესრიგების კუთხით, არამედ, კულტურის და დამოკიდებულების ცვლილების თვალსაზრისით, თამბაქოს პროდუქტის მიმართ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო
საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოში შეიზღუდა თამბაქოს მოხმარება
და დაწესდა სრულიად ახალი წესები, რასაც ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი,
საზოგადოების ნაწილი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა სრულად მოხდა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ქცევის ტრანსფორმირება.
ღონისძიების მონაწილეებს, სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა,
სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული
ოფისის წარმომადგენელმა გაუდენ გალეამ და ჯანმრთელობის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ.
მიღებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4 ოქტომბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა
კვიჟინაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო
პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
37
შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ რუსო, საბჭოს
წევრები: ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი, ტიმო ვიჰერკენტა, ასევე საპენსიო
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე და უფროსი
საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა,
ამასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს კონფერენცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან
ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრში (NCDC) გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა - მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლება და სკრინინგის მნიშვნელობაა. ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა
ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია!
31 ოქტომბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სისხლის უანგარო,
რეგულარული დონორობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს
ჯანმრთელობის ფედერაციასთან თანამშრომლობით.
38 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მოპოვების და სისხლის უანგარო,
რეგულარული დონორობის მხარდაჭერის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას
ითვალისწინებდა, „უსაფრთხო სისხლის“ და „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო
პროგრამების მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოს პარლამენტმა „ადამიანის
სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2022
წლის 15 დეკემბერს მიიღო.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ
გაბუნიამ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ, ასევე ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგმა მაია
ბეროძემ, რომლებმაც სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის და ქვეყნის უსაფრთხო
სისხლით მომარაგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უანგარო დონაციის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიდან წლამდე
იზრდება და მოკლე დროში 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.
ღონისძიების პარალელურად, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის დროსაც სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებმა (21-მა ადამიანმა) პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
39
15 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით და საერთაშორისო
ექსპერტების ჩართულობით გაიმართა სპეციალური სემინარი „არაჯანსაღი საკვების მარკეტინგი ბავშვებში, საკვების ეტიკეტირება, მცირე ინტერვენციები პირველად ჯანდაცვაში
და მარილის მოხმარების შემცირების სტრატეგია“.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე 2023 წლის 15 ნოემბერს სტუდენტური პარლამენტის
წევრებს შეხვდა.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში, რის შესახებაც
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევ
საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამოკვეთილია პარლამენტის როლი.
40 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა
ლომინაძის 21 ნოემბრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში დიპლომირებულ
მედიკოსებთან.
1 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს
ორგანიზებით და პარტნიორების მონაწილეობით პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე, დიალოგი შედგა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო გზების
და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება.
პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება 2022-2030 წლების ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტია. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია რიგი აქტივობები, რომელთა
განხორციელებამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი.
1 დეკემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
41
12 დეკემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე საქართველოს პარლამენტში სსიპ ქალაქ ქუთაისის №37 საჯარო სკოლის
მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. მათ პარლამენტის სტრუქტურა და საქმიანობა
გააცნო, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო მიმართულებით.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ვლადიმერ კახაძე 2023 წლის
21 დეკემბერს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა
ახალგაზრდების მოთხოვნით.
42 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
ვლადიმერ კახაძე ახალგაზრდებს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში უკვე განხორციელებულ და სამომავლო რეფორმებთან დაკავშირებით ესაუბრა.
სტუდენტური პარლამენტის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე
პოლიტიკური პროცესებით და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებით.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ
სივრცეში ინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ
ნაბიჯებზე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
7 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არაგადამდებ დაავადებათა გლობალური პლატფორმის დელეგაციის წევრებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ,
რათა ადგილზე ენახათ და შეესწავლათ თუ როგორია მდგომარეობა არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტსა და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რა ღონისძიებები აქვს გატარებული. ვიზიტის ფარგლებში ისინი რეგიონებსაც ესტუმრნენ, შეაფასეს განხორციელებული საქმიანობა და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს
ოფისის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე.
7.2 გასვლითი შეხვედრები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა 5 გასვლითი შეხვედრა:
2023 წლის 28 იანვარს სკოლებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის და გარემოს ტყვიით
დაბინძურების შედეგების შესახებ წინანდალში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა შედგა,
რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის
და სოციალურ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების,
UNICEF საქართველოს წარმომადგენლებისა და სახელწიფო უწყებების თანაორგანიზებით
ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინფორმაცია სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის შესახებ, ასევე სტატისტიკის
ეროვნული სამსახურისა და UNICEF-ის ერთობლივი კვლევის შედეგები - „საქართველოს
მოსახლეობის მზაობა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართ“, და დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია
ბავშვთა სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივის შედეგები.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
43
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიმდინარე წლის 24-26 მაისს ბათუმში კომიტეტის სხდომა და სამუშაო შეხვედრები
გამართა. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მოუსმინეს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აჭარის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამების მიმდინარეობისა
და გამოწვევების შესახებ. ზაზა ლომინაძემ ნინო ნიჟარაძეს და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს საქართველოს პარლამენტის და კომიტეტის
სახელით მადლობის სიგელები გადასცა.
სამი დღის განმავლობაში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეობდნენ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ასევე სამედიცინო დაწესებულებების
წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)
დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის თაობაზე.
2023 წლის 18-19 ნოემბრის გასვლითი შეხვედრის ფორმატში თემატური მოკვლევის
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა“ სამუშაო ჯგუფმა განიხილა
მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის პროექტი.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა,
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგის მეორე ანგარიშის მომზადებასთან
დაკავშირებით, 9-11 დეკემბერს, ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ხელმძღვანელობდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
44 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
საზედამხედველო ანგარიში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს გააანალიზებს
და წარმოადგენს რეკომენდაციებს პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად. როგორც
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა,
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებიდან ყველაზე კომპლექსურია.
ამდენად, მისი სისტემური მონიტორინგი, შეფასება და არსებულ პრობლემებზე ადრეული
რეაგირება პროგრამის ხარჯთეფექტურობისა და შედეგიანობისთვის უმნიშვნელოვანესია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე საზედამხედველო ანგარიში მომავალი წლის
დასაწყისში გამოქვეყნდება, კომიტეტის რეკომენდაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას
წარედგინება. ანგარიში მზადდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
2023 წლის 27 დეკემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა თემატური მოკვლევის - „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის
მონაწილეებს მოკვლევასთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტი და კვლევის ფარგლებში
აღმოჩენილი მიგნებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ექსპერტმა ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ონკოპაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. შეხვედრას ესწრებოდნენ
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ირმა ზავრადაშვილი.
თემატური მოკვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
45
7.3 საერთაშორისო თანამშრომლობა
2023 წლის 7 აპრილს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სომხეთის ეროვნული ასამბლეის
ჯანდაცვისა და სოციალური რეფორმების კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში გატარებული რეფორმებს, C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამას, ტუბერკულოზის და შიდსის მკურნალობას, თამბაქოს კანონის
ამოქმედებას. ასევე, ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში პარლამენტის
როლსა და ადგილზე. ვიზიტი განხორციელდა ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა
დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის, - „სომხეთი-საქართველოს
პოლიტიკის დიალოგი“ ფარგლებში.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა 2023 წლის 19
აპრილს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს საქართველოში გაეროს ბავშვთა
ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან. ზაზა ლომინაძემ ღასან ხალილს ბავშვების განვითარებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის
მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ღასან ხალილმა პარლამენტის
წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რასაც
მისი საქართველოში თითქმის ხუთწლიანი საქმიანობის განმავლობაში იღებდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, კომიტეტის წევრები რამინა ბერაძე და ირმა
ზავრადაშვილი.
46 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ 2023 წლის 11 სექტემბერს დიაბეტის
მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციასთან გამართა შეხვედრა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფონდის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი
და სხვა ძირითადი სამსახურების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო
საქართველოში ცალკეული სტრუქტურებისა და უწყებების, მათ შორის, საქართველოს
პარლამენტის როლს დიაბეტის პრევენციაში, მის მართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის
შესახებ ცოდნის გავრცელებაში. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა არაგადამდებ დაავადებათა
პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე სიმონ გაბრიჭიძე. ადგილობრივ პარტნიორებთან შეხვედრებისას, განიხილებოდა დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განხორციელებული საქმიანობები და მიღებული შედეგები, დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემები და გამოწვევები, მომავალი თანამშრომლობის
პერსპექტივები.
დიაბეტის მსოფლიო ფონდი არის დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის პროექტების
ძირითადი დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
2002-2022 წლებში ფონდმა 197.7 მილიონი ევრო დახარჯა 595 პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიოს 119 ქვეყანაში.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა
ლომინაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა
კვიჟინაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ 4 ოქტომბერს.
სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო
პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო
საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ რუსსო, საბჭოს წევრები: ჟან-ფრედერიკ პოლსენი,
მაიკლ რიდლი, ტიმო ვიჰერკენტა, ასევე, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
47
2023 წლის აგვისტოს თვეში ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი,
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის სპიკერს, ამირ ოჰანას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას საუკუნეების მანძილზე აკავშირებს.
ისრაელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე,
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
ვიზიტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის
მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.
7.4 შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული თანამშრომლობა
პარტნიორებთან.
2023 წლის 26 იანვარს ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
გივი მიქანაძე და ჯგუფის წევრი ზაზა ლომინაძე შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ
ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ისრაელი - საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს, დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ისრაელის საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰადას მეიცადი.
48 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
2023 წლის 27 იანვარს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები იყო ორ
ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები.
ასევე საუბარი შეეხო სოციალურ სფეროში არსებულ გამოწვევებს, სოციალურად აქტუალური საკითხის გადაწყვეტის მიმართულებებს. მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და
საქართველოს შორის მედიცინის სფეროში სამომავლო ურთიერთობები. შეხვედრაში
მონაწილებდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში
ჰადას მეიცადი.
2023 წლის 6 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრა
გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვის სფეროში ევროკავშირის
ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს დაეთმო. ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი
რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
49
პარლამენტის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
საქართველოში ედიტე მედნესთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ურთიერთობების
აქტუალური საკითხები განიხილეს. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის
სფეროში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროექტებს დაეთმო, რომლებიც ლატვიის
სახელმწიფოს მონაწილეობით ხორციელდება საქართველოში.
20 ივნისს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას
მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ასევე ყურადღება ახალ საკანონმდებლო
ინიციატივას „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტს დაეთმო,
რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილველად უკვე შემოიტანა.
კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შეხვედრებზე განხილული თემები, ძირითადად,
შეეხებოდა საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დარგის გაძლიერების საკითხებს, ასევე, საელჩოების მიმდინარე პროექტებს და მომავალ თანამშრომლობას.
50 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
7.5 კორესპონდენცია
ჯანდაცვის და სოციალური სფეროებიდან გამომდინარე, კომიტეტში მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 500-მდე განცხადება/
წერილი. განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:
ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნას;
მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის დაფინანსებას;
საცხოვრებელი ფართით და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას;
და სხვა
23%
30%
სოციალური
3%
3%
სხვა სამართლებრივი საკითხები
ჯანდაცვა
18%
23%
დევნილები
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
სხვადასხვა
7.6 საკანონმდებლო წინადადებები/პეტიციები
ხალხის ინტერესების უზენაესობიდან გამომდინარე კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობა, მათი მონაწილეობა კანონშემოქმედებით
საქმიანობაში.
კომიტეტმა განიხილა მოქალაქეთა ინიციატივით შემოსული და დარეგისტრირებული 11 საკანონმდებლო წინადადება და 3 პეტიცია:
საქართველოს მოქალაქის დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება - 25 მაისის გმირების ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ (1-14810/22; 14.11.2022)
(2023 წლის 6 თებერვლის სხდომა)
საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (1-15221/22; 21.11.2022) ფენიბუტის (Phenibut) ახალ
ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეტანის შესახებ
(2023 წლის 20 თებერვლის სხდომა)
საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მარტოხელა დედების შრომის ანაზღაურების საგადასახადო შეღავათებთან
დაკავშირებით (1-12347/22; 28.09.2022) 2023 წლის 20 თებერვლის სხდომა)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
51
საქართველოს მოქალაქეების ქეთევან ნიშნიანიძისა და ნინო მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-15742/22; 30.11.2022) (2023 წლის 6
მარტის სხდომა)
საკანონმდებლო წინადადების „დასაქმების სფეროში ინკლუზიის ხელშეწყობა/კვოტირებასთან დაკავშირებით“ (№1-15409/22; 24.11.2022) (2023 წლის 25 აპრილის სხდომა)
საქართველოს მოქალაქეების მარიამ ხურცილავას და ქრისტინე გაბისონიას მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-1551/23; 30.01.2023) (2023 წლის 11 მაისის
სხდომა)
საქართველოს მოქალაქე რიუზან სოხაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-5474/23; 19.04.2023) (2023
წლის 12 ივნისის სხდომა)
საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-7799/23; 05.06.2023) (2023
წლის 12 ივნისის სხდომა)
უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ქეთევან ყაჭეიშვილი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (111220/23; 15.08.2023); (2023 წლის 27 ნოემბრის სხდომა)
ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-11318/23; 18.08.2023) (2023 წლის 27 ნოემბრის სხდომა)
საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(1-14400/23; 08.11.2023) (2023 წლის 5 დეკემბრის სხდომა)
საქართველოს 6000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის - „მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს
ყველა მოქალაქეს“ (1-2477/23; 16.02.2023) (2023 წლის 3 აპრილის სხდომა)
ა (ა)ი. პ „პატარა ადამიანები საქართველოდან“ (ლია შავლაშვილის) მიერ წარმოდგენილი
საქართველოს 758 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის „აქონდროპლაზიის დიაგნოზის
მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფოსგან მედიკამენტ ვოზოროტიდის (VOXZOGO) დაფინანსების შესახებ“ (1-4828/23; 06.04.2023) (2023 წლის 11 მაისის სხდომა)
საზოგადოებრივი მოძრაობის „ფუხარას ხმა“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს 368
მოქალაქის ხელმოწერილი „უსახლკაროთა პეტიცია“ („სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“) (1-12113/23; 13.09.2023) (2023 წლის 27
ნოემბრის სხდომა)
ერთ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხოლო სამი
პეტიცია გადაეგზავნა დარგობრივ სამინისტროს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდელო წინადადებების და პეტიციების განხილვის შედეგად მომზადებული ყველა დასკვნა ხელმისაწვდომია
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე https://parliament.ge/legislation
52 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
8. ინსტიტუციური გაძლიერება
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა მნიშვნელოვან ტრენინგებსა და სემინარებში:
ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს
ხელისუფლების ძალისხმევას უზრუნველყოს სოციალური უფლებების რეალიზება ევროპული სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია, სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები ევროპის
სოციალური ქარტიის ჯერ არ მიღებული დებულებების შესახებ. შეხვედრების მიზანი იყო იმ
ნაბიჯების განხილვა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის სოციალური ქარტიის აღნიშნული
დებულებების მიღებას.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის მონიტორინგის პროექტი, რომლის ფარგლებშიც არაერთ ტრენინგს დაესწრნენ
აპარატის თანამშრომლები.
აპარატის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტში ,,საჯარო ფინანსებზე
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, შეხვედრები.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა
საჯარო-კერძო დიალოგის მიმართულებით ჩატარებულ ტრენინგებში.
გენდერული ანალიზის (GIA) ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობდნენ კომიტეტის აპარატის თანამშრომლები
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
53
9. საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტთან კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, შექმნილია 2 საკონსულტაციო
საბჭო.
„ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის“ საბჭო“ (კომიტეტის 2020
წლის 29 დეკემბრის სხდომის (ოქმი №3) გადაწყვეტილებით.)
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საბჭოს 3 სხდომა:
29 მაისი, 2023 წელი
დღის წესრიგი: „ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის
სისტემის შექმნა“.
20 ივლისი, 2023 წელი
დღის წესრიგი: „ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის აღსრულების
თაობაზე ინფორმაციის წარდგენა - პრობლემები და სამომავლო გეგმები“
2 ოქტომბერი, 2023 წელი
დღის წესრიგი: 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების
დანერგვის მიმდინარეობა - არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები“;
2. „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის
შესახებ ინფორმაცია
29 მაისს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის
ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს რიგით მე-11 სხდომა
გამართა. ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის
დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პრეზენტაცია წარმოადგინა.
UNICEF-საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, ისაუბრა დონორების მიერ გაწეული
ტექნიკური დახმარების, სისტემის დანერგვის პროცესში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მოლოდინების თაობაზე.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის აღსრულების შესახებ იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, 2023
წლის 20 ივლისს სადაც ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის
საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს წევრებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამის აღსრულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან არსებულ
გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს და
დღეისათვის მისი ბიუჯეტი უკვე 2 მილიონ ლარზე მეტია. ამ სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს:
ცნობიერების ამაღლება ქცევით რისკებზე, პრევენციულ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მხარ-დაჭერა, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და საზოგადოებრივი ქმედებების
გაძლიერება. საბჭოს წევრების მხრიდან სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები მას შემდეგ, რაც კომიტეტში გააანალიზებენ, რეაგირებისთვის მთავრობას და
სამინისტროს გადაეგზავნება.
ღონისძიებას პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის, UNICEF საქართველოს ოფისის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის,
პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები.
54 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭომ
მე-13 სხდომა გამართა 2023 წლის 2 ოქტომბერს, სადაც განიხილა საკითხი - „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების დანერგვის მიმდინარეობა
- არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ და მოისმინა ინფორმაცია „ადამიანის
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობით და ძალისხმევით
ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული. წინა წლებთან შედარებით, დღეისათვის ვითარება
საკამოდ გაუმჯობესებულია.
უახლოესი პერიოდის პრიორიტეტებზე საუბრისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საჭიროა თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის შესახებ
ნორმატიული აქტის დამტკიცება და მისი სტანდარტად დანერგვის ხელშეწყობა, მედიაკამპანიის
გააქტიურება თამბაქოს ახალი პროდუქტების მავნებლობასთან დაკავშირებით.
სხდომაზე „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონი, რომელიც ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ
ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს და პარლამენტმა შარშან მიიღო, სრულად ძალაში
2025 წლის 1 იანვარს შევა. იქამდე კი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტებია მისაღები.
შედეგად, ქვეყანა 2025 წლიდან სისხლის უანგარო დონორობაზე გადავა, რაც სისხლის უწყვეტი
მიწოდების წინაპირობა იქნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, სამინისტროების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები.
ანტინარკოტიკული პოლიტიკის საკონსულტაციო საბჭო
(კომიტეტის 2021 წლის 14 ივნისის სხდომის (ოქმი №22)გადაწყვეტილებით)
საბჭოს მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად ნარკოპოლიტიკის
სფეროში (ნარკოტიკები, ალკოჰოლი) საკანონმდებლო ბაზის ეტაპობრივი განახლება/
განვითარება, ევროკავშირის ქვეყნების საკანონმდებლო სისტემის და საქართველოს
რეალური სოციო-ეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინალური მახასიათებლების
გათვალისწინებით.
საანგარიშო პერიოდში საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა.
საკონსულტაციო საბჭოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (დებულება, შემადგენლობა,
სხდომები) ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე
https://parliament.ge/commiittees/documents
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
55
10. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
2023 წლის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო
სტრუქტურებთან, განსაკუთრებით დარგობრივ სამინისტროსთან. ფორმატი იყო განსხვავებული, ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე
დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.
შეხვედრებზე განხილული საკითხები შეეხებოდა დარგში დაგეგმილ სიახლეებს, როგორიცაა:
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) მიმდინარეობა, უსაფრთხო სისხლის რეფორმა, წამლის რეფორმა. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაეთმო
რამდენიმე შეხვედრა.
2023 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტმა შექმნა ორი
სამუშაო ჯგუფი
შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხთა შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნა ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ზაზა ლომინაძის (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე) ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ
კომიტეტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და
ფინანსთა სამინისტროების, ასევე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი აგრძელებს
მუშაობას.
სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან/შეწყვეტასთან დაკავშირებული, რეგულაციების საჭიროების შეფასების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის
შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა
სამუშაო ჯგუფი. საპენსიო საკითხებზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო პენსიის
ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიმართ
შეიმუშავა რეკომენდაციები.
დიმიტრი ხუნდაძის (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი)
ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ კომიტეტის
წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
56 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
11. კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა
კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში
შექმნილ არაერთ საბჭოს მუშაობაში.
ზაზა ლომინაძე (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე):
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG
(დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო;
ბავშვთა ადრეული განვითარების და შესაბამისი სოციალური და საგანმანათლებლო
მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში შექმნილი
სამეთვალყურეო კომიტეტი;
დაბერების პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო;
მარილის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაზე შესამუშავებლად შექმნილი სამუშაო
ჯგუფი;
პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო;
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის
განსახლების საკითხების შემსწავლელი კომისია;
მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ანალიზისა და შინამეურნეობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის
საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია;
საქართველოს მთავრობის დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭო;
პროფესიული განვითარების საბჭო;
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო.
ვლადიმერ კახაძე (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე):
ბავშვთა ადრეული განვითარების და შესაბამისი სოციალური და საგანმანათლებლო
მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში შექმნილი
სამეთვალყურეო კომიტეტი;
დაბერების პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო;
მარილის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაზე შესამუშავებლად შექმნილი სამუშაო
ჯგუფი;
პროფესიული განვითარების საბჭო.
ზაალ მიქელაძე (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე):
მარილის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაზე შესამუშავებლად შექმნილი სამუშაო
ჯგუფი
მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ანალიზისა და შინამეურნეობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის
საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია;
პროფესიული განვითარების საბჭო.
დიმიტრი ხუნდაძე (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი) :
• დაბერების პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო;
• პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო;
• საქართველოს მთავრობის დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭო.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
57
რამინა ბერაძე (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი):
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის
განსახლების საკითხების შემსწავლელი კომისია;
ირმა ზავრადაშვილი (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის წევრი):
მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ანალიზისა და შინამეურნეობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის
საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის ქ. თბილისის
ხანდაზმულთა პანსიონატის დახურვისა და დაწესებულებებიდან ალტერნატიული
ზრუნვის მომსახურებაში გადაყვანის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია.
სალომე ჯინჯოლავა (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის წევრი):
ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი;
58 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
60 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში