საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 71
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2677?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
12 თებერვალი 2024 12:00
2024 წლის 12 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
(C კორპუსი II სართული)
დღის წესრიგი
სპორტის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე- ირაკლი მეძმარიაშვილი.
2/14/2024, 11:11 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N71
2024 წლის 12 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, N224)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
დავით კაჭარავა, მანუჩარ კვირკელია, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, გიორგი
ჩაკვეტაძე (გივი მიქანაძის ნაცვლად), მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია,
იაგო ხვიჩია, როსტომ ჩხაიძე
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ: ლევან კობიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და კახაბერ
ოქრიაშვილი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 11 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი:
სპორტის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა
/მომხსენებელი: ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე მოისმინეს: საქართველოს
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის
მოხსენება, რომელმაც კომიტეტის წევრებს კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის გეგმის
პროექტი გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, დარგობრივი
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
•
•
•
•
•
•
პოლიტიკის
სფეროში
კომიტეტის
დარგობრივი პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი
განვითარება, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური
ვალდებულებების შესაბამისად, ახალი რეგულაციების შემოღება ან/და მოქმედის
დახვეწა;
დარგობრივი პოლიტიკის სფეროში რეფორმების ინიცირება და მათ
განხორციელება;
საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებთან ეფექტიან კომუნიკაციას და
თანამშრომლობა;
ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და
პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
სფეროში
მოქმედი
საერთაშორისო
ვალდებულებებისა
და
შესაბამისი
ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
ანგარიშვალდებული
ორგანოების საქმიანობის კონტროლი, დარგობრივი
პოლიტიკის სფეროში განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების
შესაბამისად;
•
•
•
•
•
კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და
დასკვნების შესრულების მონიტორინგი;
დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ჩართულ სუბიექტებთან, მათ შორის,
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა;
სპორტში და სპორტის მეშვეობით საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარებას ხელშეწყობა;
სპორტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
სპორტის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის: დოპინგის, სპორტული
შეჯიბრების მანიპულაციის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის ხელშეწყობა;
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა 2024 წელს კომიტეტის თემატურ
პრიორიტეტებზე. ესენია:
მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების
ხელშეწყობა;
სპორტის მთლიანობის დაცვა;
ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის გაზრდა;
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ გეგმის პროექტში
განისაზღვრა კომიტეტის თემატური პრიორიტეტების შესაბამისად.
აქტივობები
კომიტეტმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებთან მიმართებით
განსაზღვრა თემატური მომხსენებლები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან გეგმით
გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე.
გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა
მხარი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმას.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე