მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის გამოსვლა.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებების შესახებ მოხსენება
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებების შესახებ მოხსენება მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის გამოსვლა. (ეს პროექტი) მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (252 KB)
📄 მოხსენება (142 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (242 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.2 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2024-02-21
📜 ტექსტი
წერილი
16 თებერვალი 2024
N 08-03/12448
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
დანართის სახით წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებების
შესახებ მოხსენებას, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტს
წარედგინება მინისტრის საათის ფორმატში.
დანართი: 23 ფურცელი.
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი
https://edoc.mof.ge/public/#/12448-08-03-2-202402161800
მოხსენება
2023
წლის ძირითადი პარამეტრების შესრულება................................................................................2
ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები .............................................................................................2
ეკონომიკური ზრდა ..........................................................................................................................................2
ინფლაცია.............................................................................................................................................................3
საგარეო სექტორი...............................................................................................................................................3
ეკონომიკური პოლიტიკა .................................................................................................................................3
ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები .........................................................................................................4
ბიუჯეტის შემოსულობები ..............................................................................................................................4
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.........................................................................................................................4
ფისკალური სტაბილურობა.............................................................................................................................5
სუვერენული რეიტინგები ...............................................................................................................................5
2024
წლის ფისკალური პარამეტრები .....................................................................................................6
სახელმწიფო ფინანსების მართვა....................................................................................................................7
მიღწეული შედეგები .........................................................................................................................................7
სახელმწიფო ინვესტიციების მართვა.............................................................................................................9
ვალის მართვა ...................................................................................................................................................10
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ............................................................................................................11
საგადასახადო დანახარჯები..........................................................................................................................12
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა ...........................................................................................................12
საგადასახადო დავები.....................................................................................................................................15
შიდა აუდიტი ...................................................................................................................................................16
ფინანსური მართვა და კონტროლი ..............................................................................................................16
სათამაშო ბიზნესი............................................................................................................................................17
ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება .................................................................................................18
საგანმანათლებლო საქმიანობა......................................................................................................................19
ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა....................................................20
სანქციების აღსრულება ..................................................................................................................................21
საერთაშორისო ღონისძიებები ......................................................................................................................23
2023 წლის ძირითადი პარამეტრების შესრულება
ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები
ეკონომიკური ზრდა
2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, 2023 წელი დაიგეგმა 5
პროცენტიანი ზრდის პროგნოზით, თუმცა წლის პირველ ნახევარში, დაგეგმილთან
შედარებით მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, რეალური ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი გაიზარდა 6,5 პროცენტამდე.
გასულ კვირას, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,
წინასწარი შეფასებით 2023 რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 80,2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო
ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებულმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 8 170 დოლარი
შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად
აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს,
რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. ეს მიღწევა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური
ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების
უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს
ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი
ქვეყნების ეკონომიკის დონის თანაფარდობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ
მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს
ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. 2000-იანი წლებიდან
ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის,
ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი
კიდევ უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით
გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და
კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო
მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის
ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური
და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.
2
ინფლაცია
საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო
ბოლო 8 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე
ფიქსირდება.
საქართველომ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური
მოლოდინების მოთოკვა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი
გამოსვლის დაწყება, რაც განაპირობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის
კოორდინირებულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.
გასული წლის მეორე ნახევრიდან სახეზეა ინფლაციის მკვეთრი დასტაბილურება, რასაც
ხელი შეუწყო, როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა
კონსოლიდაციამ, ასევე საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ.
არსებული პროგნოზებით ინფლაცია მომავალშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში
შენარჩუნდება.
საგარეო სექტორი
2023 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12,5 პროცენტით გაიზარდა და 21
მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის ექსპორტის მაჩვენებელმა 6
მილიარდ 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა (ზრდა 9,1 პროცენტი), ხოლო იმპორტის
მოცულობამ 15 მილიარდ 438 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა14 პროცენტი).
საგარეო სექტორის ზრდაში კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმიდან
მიღებულ შემოსავლებს, რომლის მოცულობაც 2023 წელს 17,3 პროცენტით გაიზარდა და
4 მილიარდ 125 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 26,2 პროცენტით აღემატება
პანდემიამდელ - 2019 წლის მაჩვენებელს.
წმინდა ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა 6,5
პროცენტით და 3 მილიარდ 767 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკური პოლიტიკა
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, სწრაფი და ინკლუზიური ზრდის მიღწევა,
რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის წამყვანი როლითაა შესაძლებელი.
სახელმწიფოს როლი კი არის კერძო სექტორისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა,
რომელიც გულისხმობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ისეთი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც გზას გაუხსნის კერძო
ინვესტიციებს.
მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი და
ბიზნესგარემოსათვის მისი როლი შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროგრამა,
თუ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ ჩარჩოშია მოქცეული.
3
მაკროეკონომიკური სტაბილურობისადმი ჩვენი დამოკიდებულების დემონსტრირებაა ის
ფაქტიც, რომ პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური
პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე
ქვემოთ დაბრუნება. განსაკუთრებით, ხაზგასასმელია საგარეო მოწყვლადობა, რომელიც
ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევაა. ბოლო წლებში,
ჩვენ გვაქვს საგარეო მოწყვლადობის თანმიმდევრული შემცირების დინამიკა, რომელიც
ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია, როგორც მიმდინარე ანგარიშის
ბალანსის გაუმჯობესების, აგრეთვე, დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით.
საგარეო მოწყვლადობების შემდგომი შემცირება კვლავ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის
პრიორიტეტი იქნება.
ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი კაპიტალური დანახარჯები, თუმცა ჩვენი
ორიენტირი
ყოველთვის
ისეთი
პროექტებია,
რომელსაც
კერძო
სექტორი
დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, თუმცა ეს ინვესტიცია გზას უხსნის კერძო ინვესტიციებს.
ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები
ბიუჯეტის შემოსულობები
2023 წელს, პირველად პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა
შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან
შედარებით 520 მილიონი ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 19 მილიარდ 410
მილიონ ლარს შეადგენდა.
საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 19 მილიარდ 732 მილიონ ლარს
გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმიური მაჩვენებლის 101.7 პროცენტს შეადგენს.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების
დაბრუნების მაჩვენებელმა 2 მილიარდ 330 მილიონ ლარს გადააჭარბა.
გადასახადის
2023 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საკასო შესრულებამ 22 მილიარდ 124 მილიონ
ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 102,2 პროცენტი შეადგინა.
ასევე, გადაჭარბებით შესრულდა პრივატიზაციის გეგმიური მაჩვენებელი და მისმა
მოცულობამ 433 მილიონ ლარს გადააჭარბა (შესრულება 123,9 პროცენტი);
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 26 მილიარდ 255 მილიონ ლარი შეადგინა, რაც
დაგეგმილი მაჩვენებლის 102,2 პროცენტია.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
4
გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილიც, რომლის მოცულობამ, ჯამში 25
მილიარდ 878 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 100,3
პროცენტია.
მიმდინარე ხარჯების ნაწილში, საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 918 მილიონ ლარს
გადააჭარბა, (პროგნოზის 100,4%), ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდ 853
მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 101,2 პროცენტია.
ფისკალური სტაბილურობა
ჯანსაღი ფისკალური სექტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი
გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. 2020-2023
წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 9.3-დან მშპ-ის 2.5, ხოლო მთავრობის ვალი 60,4-დან 39,3
პროცენტამდე შემცირდა. ფისკალური კონსოლიდაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება
და ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს
მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი
გარემოს უზრუნველყოფას.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მთავრობის ვალი უკვე უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა.
ვალის მართვის მხრივ ჩვენი პრიორიტეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ის
ფარგლებში შენარჩუნება და პორტფელის დივერსიფიცირება. მოგეხსენებათ,
ისტორიულად მთავრობის ვალის 80% საგარეო წყაროებიდან იყო მოზიდული უცხოურ
ვალუტაში. ბოლო წლებში, ჩვენ ეს მაჩვენებელი 72 პროცენტამდე შევამცირეთ. ეს
პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ შიდა ვალის წილის ზრდას.
გაგრძელდება შიდა ბაზარზე ე.წ. ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების განვითარება, რაც
კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საშუალოვადიან
პერიოდში, ჩვენი მიზანია საერთაშორისო ინდექსებში ჩართვა, რაც აამაღლებს ჩვენი
ბაზრის საერთაშორისო ცნობადობას და ხელს შეუწყობს არარეზიდენტი ინვესტორების
მოზიდვას.
სუვერენული რეიტინგები
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასება. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი,
სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა. სტატისტიკა
აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი
სჭირდება და დროის ეს შუალედი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში განცდილ
პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე.
5
ეკონომიკური
მდგრადობის
ზრდის,
საგარეო
მოწყვლადობის
შემცირების,
მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, ჩვენი
მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც
საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელს გახდის საინვესტიციო რეიტინგის (BBB-/Baa3)
მიღწევას.
საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ერთდროულად მრავალი მიმართულებით
წინსვლა ჭირდება. ესენია:
-
მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, რაც ბოლო
წლებია ჩვენი ძლიერი მხარეებია;
ქვეყნის მმართველობის ხარისხი, რითაც აგრეთვე ლიდერი პოზიცია გვიჭირავს
მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის;
-
საგარეო მოწყვლადობები, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია - ისტორიულად იყო ჩვენი რეიტინგის მთავარი
შემზღუდავი ფაქტორი, თუმცა ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი
განიცადა შემცირების მიმართულებით;
-
გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც მუდმივად ტვირთად აწევს ჩვენს
საკრედიტო რეიტინგს და ბოლო 2 წელიწადში კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში
რუსეთის შეჭრის გამო;
-
და ბოლოს - ქვეყნის შემოსავლების დონე, რაც არის გრძელვადიანი გამოწვევა,
სადაც ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი როლი. ეკონომიკური ზრდისთვის,
ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემო, ხოლო მეორე მხრივ,
ეკონომიკური ზრდა, მმართველობის მაღალი ხარისხი, სტაბილური ეკონომიკური
პოლიტიკა და საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, ხელს უწყობს
ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
სწორედ ამიტომაა საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და
საინვესტიციო გარემოს კომპლექსური მაჩვენებელი და შესაბამისად, საინვესტიციო
რეიტინგის მიღწევა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა.
2024 წლის ფისკალური პარამეტრები
როგორც გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას აღინიშნა,
პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების ფონზე, მკაცრი ფისკალური კონსოლიდაციის
შედეგად, მთავრობის ვალის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებისა და დეფიციტის 2.5%-მდე
შემცირების პარალელურად, შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსების მობილიზება,
როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მაღალი
მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარების ისეთი
ღონისძიებების დაფინანსების გასაზრდელად, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სოციალური
დაცვა და განათლება.
6
მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020
წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11
მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო. მათ შორის გასათვალისწინებელია,
დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ფარგლებში, ბიზნესს ჯამურად დაუბრუნდა
7.5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო 2024 წელს დამატებით 2.5 მილიარდ ლარზე მეტი
დაბრუნდება.
2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის რეალური ზრდის 5,2 პროცენტის და
ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 2,5 პროცენტის ფარგლებში. აღნიშნული პარამეტრების
გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები დაგეგმილია 28.7 მილიარდი
ლარის ოდენობით.
2024 წლის ბიუჯეტის გეგმით მშპ-ის 8 პროცენტი მიიმართება კაპიტალურ ხარჯებზე,
ხოლო
მიმდინარე
ხარჯები
(პროცენტის
გარეშე)
21.5%-ის
ფარგლებშია
პროგნოზირებული.
2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების რესურსის:
30 პროცენტზე მეტი (8,6 მილიარდ ლარზე მეტი) მიიმართება სოციალური და
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ
სოციალური დაცვის მიმართულებით ბოლო 4 წელიწადში (პანდემიის ხარჯების
გამოკლებით) დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით.
13 პროცენტამდე (3,6 მილიარდი ლარი) მიიმართება განათლებისა და მეცნიერების
პროგრამების დაფინანსებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 4 წელიწადში ამ
მიმართულების დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია.
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად მიიმართება
ბიუჯეტის რესურსის 10 პროცენტამდე (2,9 მილიარდი ლარი).
ხოლო
ინფრასტრუქტურული
პროექტების
დაფინანსებაზე,
ჯამურად,
გათვალისწინებულია 7 მილიარდი ლარი.
სახელმწიფო ფინანსების მართვა
მიღწეული შედეგები
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზს
და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას.
გასულ წელს დამტკიცდა 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია,
რომელიც ეფუძნება „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების
(PEFA)” 2022 წლის შეფასებას. შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში
გვაქვს უმაღლესი შეფასება. გასათვალისწინებელია, რომ შეფასებაში არცერთ
ინდიკატორში აღარ გვაქვს ყველაზე დაბალი D+ ან/და D შეფასება. ამასთან, საქართველოს
საუკეთესო შეფასება აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის.
7
გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს, პირველად მომზადდა საჯარო ფინანსების
მართვის გენდერული ასპექტების ანალიზი, PEFA სამდივნოს მიერ შემუშავებული
მეთოდოლოგიის მიხედვით და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით
გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებები საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის
სტრატეგიაში.
მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ორიენტირებულია არამხოლოდ ცენტრალურ არამედ
მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე. ამ
მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან (USAID, GIZ)
თანამშრომლობით ხორციელდება თითოეული მუნიციპალიტეტის „სახელმწიფო
დანახარჯების
და
ფინანსური
ანგარიშვალდებულების
(PEFA)”
შეფასება
(მუნიციპალიტეტებისთვის
განსაზღვრული
მეთოდოლოგიით),
რაც
დაედება
საფუძვლად საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი
მემორანდუმების გაფორმებას და მათ დახმარებას.
სტრატეგიის ახალი მიმართულებაა საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასების
დაწყება. 2024 წელს სამინისტროს მიერ პირველად, ნიდერლანდების ფინანსთა და
ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) ექსპერტების მხარდაჭერით, განხორციელდება შერჩეული ერთი
პროგრამის ეფექტიანობის შეფასება და დაიწყება შეფასების სისტემის დანერგვა.
ბოლო წლების განმავლობაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბიუჯეტს შორის კავშირების
გაძლიერების მიმართულებით განხორციელდა ღონისძიებები, რაც ბოლო პერიოდში
აქტუალურია მსოფლიოში. კერძოდ, ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო და 2022 წლიდან
ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულია ბიუჯეტში
გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების დაკავშირების მექანიზმი სხვადასხვა
პოლიტიკის კლასიფიკატორთან, კერძოდ: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები
(SDG), გენდერული თანასწორობა, კლიმატის ცვლილება, მწვანე ბიუჯეტირება,
ადამიანური კაპიტალის მიზნები და სხვა. აღნიშნული ინფორმაცია აისახება ბიუჯეტზე
თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის
ფარგლებში, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ეტაპობრივად დაგეგმილია
პოლიტიკის კლასიფიკატორების ფისკალური გავლენის შეფასება, რაც გახდება
საბიუჯეტო დოკუმენტაციის ნაწილი. ასევე, დაგეგმილია, სამთავრობო სტრატეგიების
ბიუჯეტთან დაკავშირება და მათი ფისკალური გავლენის შეფასება.
ბიუჯეტის პროგრამების პოლიტიკის მიმართულებებთან კავშირების და მათი
ფისკალური გავლენის ანალიზი დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებთან მიმართებით
მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ბიუჯეტის გამჭვირვალობის (OBS) განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველომ,
მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, არა მხოლოდ შეინარჩუნა
ადგილი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების რიგში (წინა ორი შეფასებით (2019 და 2017
8
წლებში) გლობალურ რეიტინგში მე-5 ადგილს ვიკავებდით), არამედ პროგრესიც
დაადასტურა და გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 120 ქვეყანას შორის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების ფარგლებში 2023 წელს
ხელმეორედ განხორციელდა ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება (FTE). 2017 წლის
შეფასებასთან შედარებით ფისკალური გამჭვირვალობის კოდექსის სამივე ძირითადი
მიმართულებით მიღწეულ იქნა პროგრესი და რეიტინგები გაუმჯობესდა 36
ინდიკატორიდან 15 ინდიკატორთან მიმართებით. ფისკალური გამჭვირვალობის
შეფასების (FTE) შეფასების მიხედვით, საქართველოს აქვს საუკეთესო და კარგი პრაქტიკა
36 ინდიკატორიდან 27 ინდიკატორთან მიმართებაში.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო
პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის
შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი
პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს)
ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისათვის.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის
ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა 2024
წელსაც გაძლიერდება და საჭირო პროცესების სრული ინტეგრირება მოხდება საბიუჯეტო
ციკლის არსებულ კალენდარში.
სახელმწიფო ინვესტიციების მართვა
2023 წლიდან, საინვესტიციო პროექტების შეფასების ვალდებულება, უკვე
საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში
შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2023 წლიდან შესაბამის ბიუჯეტში ასახვამდე ყველა
ახალი
საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტი
უნდა
მომზადდეს
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად და
გაიაროს წინასწარი შეფასების და საბოლოო შერჩევის ეტაპები.
2023
წელს
მომზადდა
და
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცდა
საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტების
მართვის
მეთოდოლოგია,
რომელიც
ვრცელდება ყველა ახალ საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტზე და პროექტის
ღირებულების და სპეციფიკის მიხედვით, მეთოდოლოგიაში დაკონკრეტებულია თუ რა
სახის ინფორმაციის მომზადებაა საჭირო, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი
გაკეთებულია 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებზე.
პროექტების საბოლოო შერჩევის ეტაპზე, საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების
შესახებ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, პროექტის
განხორციელება/არ განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
მთავრობის ეკონომიკური საბჭო. (2023 წელს ახალი მეთოდოლოგიით შეფასდა 20 მლნ
ლარზე მეტი ღირებულების 10-მდე ახალი პროექტი).
9
ზოგადად, საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის გამოყენება, ახალი
საინვესტიციო
პროექტების
განხორციელებაზე
გადაწყვეტილების
მიღებამდე
მნიშვნელოვანი ეტაპია, საჯარო ფინანსების მართვისთვის, რათა მოხდეს რესურსების
მაქსიმალურად ეფექტური და ეფექტიანი განაწილება. ამასთან, მისი გამოყენება
უმნიშვნელოვანესი ეტაპია სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის მიზნებისათვისაც,
საერთაშორისო
თუ
ორმხრივი
დონორი
ორგანიზაციებიდან
საინვესტიციო
პროექტებისთვის დაფინანსების მოთხოვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო
პროექტების ელექტრონული მოდულის (ePIM) შექმნაზე, რომლითაც შესაძლებელი
გახდება საინვესტიციო პროექტების სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვა და მისი მონიტორინგი.
ვალის მართვა
რამდენიმე კვირის წინ, განვაახლეთ ვალის მართვის სტრატეგია 2024-2027 წლებისათვის,
რომელიც მოსაწონებლად წარედგინება საქართველოს მთავრობს.
მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების შედეგად, 2020 წელს მთავრობის ვალმა
მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 59,6 პროცენტამდე დაიკლო, თუმცა
თავისუფლების აქტით განსაზღვრული მაჩვენებელი საჯარო-კერძო პარტნიორობის
შეთანხმებებიდან მომდინარე ვალდებულებების ჩათვლით კვლავ ლიმიტს მიღმა 60,4
პროცენტის დონეზე დარჩა.
2020 წლის შემდეგ, ჩვენ რეკორდულად მცირე, 2 წელიწადში ვალის დონე დაახლოებით
20 პროცენტული პუნქტით შევამცირეთ და უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა, რომელიც
ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, 40 პროცენტის დონეზეა. ჩვენ არაერთხელ
აღგვინიშნავს, რომ 40 პროცენტიანი დონე შეესაბამება ფისკალური სტაბილურობის
მიზნებს, ჩვენ აღარ გვჭირდება მტკივნეული ცვლილებები ვალის სტაბილიზაციისთვის.
მიუხედავად რაოდენობრივად ვალის კომფორტული დონისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ვალის სავალუტო კომპოზიცია. პანდემიის პერიოდში ვალის, დაახლოებით, 20
პროცენტულ პუნქტიან ზრდაში ერთი მესამედი ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია.
რომ არა დოლარიზაციის ისტორიულად ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ვალი არ
გაცდებოდა ფისკალური წესით განსაზღვრულ ლიმიტს. სწორედ ამიტომ, როგორც წინა,
ისე განახლებული სტრატეგიის მთავარს ამოცანას წარმოადგენს სავალუტო რისკების
შემცირება. ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი პორტფელის
დივერსიფიკაცია და შიდა ვალის წილის ზრდაა, რომელსაც ჩვენ წლიდან წლამდე
თანმიმდევრულად მივყვებით.
გასულ წელს, სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენ შევინარჩუნეთ ვალი 40 პროცენტის ქვემოთ
და 2023 წლის ბოლოსათვის ვალმა მშპ-ს 39,3 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად,
დოლარიზაციის მაჩვენებელი 72,7 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როცა წლის დასაწყისში
75 პროცენტს შეადგენდა, ხოლო ისტორიულად 80 პროცენტს აღემატებოდა.
10
დოლარიზაციის შემცირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ამ პოლიტიკაში ვართ
თანმიმდევრული და საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის
პორტფელის მოწყვლადობას საგარეო შოკებისადმი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოლიტიკას არამხოლოდ რისკების შემცირების მოტივი აქვს,
არამედ მნიშვნელოვანია, ვალის ხარჯიანობის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ
უცხოური ვალის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორებისგან აღებული
შეღავათიანი პირობების სესხებია, დღეს მსოფლიოში არსებული მაღალი საპროცენტო
განაკვეთების ფონზე, სავალუტო კურსის რისკების გათვალისწინებით, ჯამში, შესაძლოა
ითქვას, რომ ეს სესხები არ არის უფრო ნაკლებხარჯიანი, ვიდრე ლარში საბაზრო
პირობებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები.
აღნიშნული პოლიტიკა, გარდა ვალის პორტფელის დივერსიფიკაციისა და გაჯანსაღებისა,
მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის.
საშუალოვადიან პერიოდში, ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, ადგილობრივი
ობლიგაციების საერთაშორისო ინდექსებში მოხვედრა, რაც საინვესტიციო რეიტინგთან
ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის არარეზიდენტი ინვესტორებისათვის ადგილობრივი
ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას. ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის
განვითარებაში ასევე ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფო საწარმოებს
და ჩვენ ველით პოზიტიურ ძვრებს ამ მიმართულებით.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა
ეს სექტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, თუმცა
ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, მათი პოტენციალის რეალიზება უფრო
ეფექტურად არის განსახორციელებელი.
რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ეს საწარმოები გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი
და ბიუჯეტსა და ეკონომიკაში დადებითი წვლილის შემტანი. ბოლო ორი წელია
საწარმოების ფინანსური შედეგები დადებითი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს
საწარმოების წმინდა მოგებამ, ჯამურად, 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2023 წლის ზუსტი
შედეგები აუდირებული ანგარიშგებების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი,
თუმცა 2023 წელიც დადებითი ტენდენციით ხასიათდებოდა. დადებითმა ტენდენციამ
შესაძლებლობა მოგვცა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წმინდა მოგებიდან
დივიდენდის სახით 2024 წლის ბიუჯეტში მიგვემართა 50 მილიონი ლარი.
მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საწარმოები კვლავ მოწყვლადნი რჩებიან
ეკონომიკური შოკების მიმართ. ახლა უმთავრესი ამოცანაა ეს პოზიტიური ტენდენცია
გავხადოთ შენარჩუნებადი. შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე და მომდევნო წლებშიც,
როგორც
სახელმწიფო
საწარმოების
ფინანსური
ზედამხედველი
უწყება,
ორიენტირებული ვიქნებით საწარმოების ფინანსური რისკების შემცირებაზე და ჩვენს
ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორედ ამ მიმართულებით გამოვიყენებთ.
11
ამავდროულად ჩვენ ხელს შევუწყობთ სახელმწიფო საწარმოებს ფასიანი ქაღალდების
ბაზარზე გასვლასა და ფინანსური რესურსის დამოუკიდებლად მოზიდვაში, რაც
რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
ბუნებრივია, გაგრძელდება მუშაობა საწარმოების კორპორაციული მართვის პრაქტიკის
ჩამოყალიბებისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით.
საგადასახადო დანახარჯები
2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო
საგადასახადო დანახარჯების, ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების
ანალიზზე.
2022 წლიდან ყოველწლიურად ბიუჯეტს თან ერთვის დამატებული ღირებულების,
მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დანახარჯები, რომლებმაც 2022 წელს
დაახლოებით 3.8 მლრდ ლარი შეადგინა. საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით,
აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი
განახლებული ვერსია დაერთვება საბიუჯეტო დოკუმენტაციას.
გასულ წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით დავიწყეთ სოფლის
მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის
ანალიზი. კვლევა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და სულ მალე შესაძლებელი
გახდება ამ კვლევის გასაჯაროება.
დაგეგმილია მსგავსი ხასიათის კვლევების განხორციელება სხვა სექტორებსა და
შეღავათებზე, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ეტაპობრივ
ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება.
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა
რეფორმები და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს როგორც
საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით.
აღსანიშნავია,
რომ
ასოცირების
ხელშეკრულებიდან
გამომდინარე,
განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში,
რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი
წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.
გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის
მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საგადასახადო მიმართულებით
საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
საგადასახადო გამჭვირვალობისა და კანონშესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მიუერთდა „ფინანსური ანგარიშების შესახებ
12
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ
შეთანხმებას“. შედეგად, საქართველო 2024 წლიდან ავტომატურ რეჟიმში გაცვლის
ფინანსურ ინფორმაციას შეთანხმების მონაწილე იურისდიქციების კომპეტენტურ
უწყებებთან. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გაცვლა იგეგმება ევროკავშირის ყველა
წევრ ქვეყანასთან;
გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებების
გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 58
ქვეყანასთან, 2023 წელს ძალაში შევიდა შეთანხმება პოლონეთთან და ყირგიზეთთან
გაიმართა მოლაპარაკებები მონტენეგროსთან და მალაიზიასთან შეთანხმების დადების
მიზნით და განახლდა მოლაპარაკებები ომანთან 2012 წელს პარაფირებულ
შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2023 წელს გაგრძელდა დღგ-ის ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური
დაბრუნების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროგრამული
მოდულების, პროცესების, სათანადო რისკის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების
დახვეწა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და ცვლილებების
უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები;
დეკლარაციების აუდიტის პროგრამის დანერგვა - გადასახადის გადამხდელთა მიერ
მოგების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური
დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედებს სპეციალური
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დეკლარაციების წარმოდგენისთანავე ფასდება
საგადასახადო რისკის დონე, ხორციელდება გადამხდელთან კომუნიკაცია და ტარდება
შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები;
საგადასახადო დავალიანების მართვის პროცესის მოდერნიზაციის ფარგლებში, 2023
წლიდან რეალურ რეჟიმში ამოქმედდა საგადასახადო დავალიანების მართვის ახალი
სისტემა. რეფორმა გულისხმობს გადახდევინებისაგან თავის არიდების პრევენციული
მექანიზმების გაძლიერებასა და დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა
გადახდისუნარიანობის
გათვალისწინებით
აღიარებული
დავალიანების
გადახდევინების უზრუნველყოფის შესაბამისი ღონისძიებების შერჩევა/გატარებას.
ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვა და
ევროკავშირის ერთიანი ტრანზიტისა (CTC) და საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების
გამარტივების შესახებ (SAD) კონვენციებთან მიერთება
- ასოცირების შესახებ
შეთანხმების ტექნიკური ნაწილით – „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებიდან (DCFTA) გამომდინარე საქართველოს
აღებული აქვს ვალდებულება მიუერთდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
„ასოცირების დღის წესრიგის“ ფარგლებით განსაზღვრული, „ტრანზიტის საერთო
პროცედურების შესახებ“ (Common Transit Convention / CTC) და „საქონლით ვაჭრობაში
ფორმალობების გამარტივების შესახებ“ (Single Administrative Document / SAD)
კონვენციებს და დანერგოს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. (NCTS)
13
აღნიშნულ კონვენციებთან მიერთება და NCTS სისტემის დანერგვა, საერთაშორისო
გადაზიდვების
განმახორციელებელ
კომპანიებს
შესაძლებლობას
აძლევს,
საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი ელექტრონული სატრანზიტო
დეკლარაციითა და ერთი გარანტიით შეუფერხებლად, ყოველგვარი შუალედური
დამატებითი ფორმალობების გარეშე, განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა,
როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ ქვეყნებშიც
(ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე ევროპის თავისუფალი გაერთიანების წევრი ქვეყნები
(ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია) თურქეთი, უკრაინა, სერბეთი,
მაკედონია და დიდი ბრიტანეთი).
2023 წლის 6 აპრილიდან სისტემა ფუნქციონირებს ეროვნულ დონეზე. 2024 წლის
ბოლომდე იგეგმება საერთაშორისო სატრანზიტო ოპერაციების დაწყება სისტემის
გამოყენებით. ამჟამად, მიმდინარეობს NCTS სისტემის შესაბამისობის ტესტირებები და
კონვენციებთან მიერთების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.
ამოქმედდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამა (AEO), რომელიც
შემუშავებულია USAID-ს საქართველოს მხარდაჭერით და ევროკავშირის საბაჟო
რეგულაციებზე
და
ავტორიზებული
ეკონომიკური
პროგრამის
(AEO)
სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. პროგრამის შემუშავებაში და შემდგომი
ინსტიტუციონალური
განვითარების
ფარგლებში,
ასევე
მიმდინარეობდა
თანამშრომლობა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა, ევროკომისიის TAIEX პროექტთან
(პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ტრენინგები და
სამუშაო შეხვედრები) და ასევე, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო
კორპორაციასთან (AEO პროგრამის სახელმძღვანელოს შემუშავება).
პროგრამა მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს სთავაზობს რიგ გამარტივებებს საბაჟო
პროცედურებთან დაკავშირებით. პროგრამის წევრი ორგანიზაციები აკმაყოფილებენ
მკაცრ მოთხოვნებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ სპეციალური სტატუსი ან
საბაჟო ფორმალობების გამარტივების მიმართულებით - AEO-C ან დაცვასთან და
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამარტივებები - AEO-S. შესაძლებელია ერთი
ეკონომიკური ოპერატორი ერთად ფლობდეს ორივე ზემოთ მოყვანილ სტატუსს.
ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობს 11 ეკონომიკური ოპერატორი. ამათგან, 9
კომპანია სარგებლობს, როგორც AEO-C ასევე AEO-S სტატუსით. პროგრამაში
წარმოდგენილია როგორც ლოგისტიკური კომპანიები, ასევე სხვადასხვა სახის
პროდუქციის იმპორტიორი/ექსპორტიორი პირები, მათ შორის ღვინის, ალკოჰოლური
სასმელების და იზოლირებული ელექტრო კაბელების.
2023 წელს საქართველომ დააკმაყოფილა კონსულტაციების დაწყებისთვის
აუცილებელი ძირითადი მოთხოვნები. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და 2023 წლის 13 დეკემბერს
გამართული ასოცირების კომიტეტის (სავაჭრო საკითხების კონფიგურაციაში)
განხილვების შემდგომ, ევროკომისიამ დაიწყო შიდა პროცედურების საქართველოსთან
14
ურთიერთ-აღიარების შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელი გზამკვლევის
მოსამზადებლად.
საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია - გაგრძელდა საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია,
საბაჟო ფორმალობების გაციფრულება, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა
ტექნოლოგიის გამოყენებით. ელექტრონული საბაჟო სერვისების წახალისებისა და
დისტანციური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ფუნქციონირება დაიწყო
„ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-მა.
ქონების გადასახადის რეფორმა - მიმდინარეობს მუშაობა ქონების გადასახადის
რეფორმაზე, რომლის მიზანია ქონების გადასახადის საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკასთან დაახლოება, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს ინვესტიციების
სტიმულირებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
საგადასახადო დავები
როგორც მოგეხსენებათ, დავების განხილვის საბჭო არის საგადასახადო დავების
განმხილველი ორგანო, რომლის მუშაობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად
მონაწილეობენ
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
და
ა(ა)იპ
საქართველოს
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები.
2023 წელს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, განახლდა
ელექტრონული მიმოწერის მოდული, რითაც გამარტივდა ინფორმაციის/დოკუმენტაციის
გაცვლის პროცესი.
განახლდა საბჭოს ვებგვერდი (taxdisputes.gov.ge), რისი საშუალებითაც დაინტერესებულ
პირებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ მათთვის საჭირო ინფორმაციას საგადასახადო
დავის წარმოების შესახებ.
გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების და პრაქტიკის განზოგადების მიზნით,
საგადასახადო საიდუმლოების დაცვით, საჯაროვდება საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის (infohub.rs.ge)
მეშვეობით.
2023 წელს საბჭოში წარმოდგენილია 2872 საჩივარი, ჩატარებულია 73 სხდომა,
განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან
ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საჩივრების განხილვა ხორციელდება დავის განხილვისთვის
დადგენილი ვადების დაცვით და წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის
შემცირებული საჩივრის წარმოდგენიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე დროის
ხანგრძლივობა.
15
შიდა აუდიტი
შიდა აუდიტის სისტემის დანერგვა უკვე 10 წელზე მეტია მიმდინარეობს და საკმაოდ
კარგი შედეგები გვაქვს, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური
ანგარიშვალდებულების (PEFA) ბოლო ანგარიშიც, სადაც შიდა აუდიტის შეფასების
ინდიკატორში უმაღლესი შეფასება გვაქვს.
გასულ წელს, დასრულდა მეთოდოლოგიური ბაზის განახლება/სრულყოფა, აღსანიშნავია
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
აუდიტის
და
ეფექტიანობის
აუდიტის
სახელმძღვანელოების შემუშავება.
გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შიდა აუდიტორთა ეროვნული
სერტიფიცირების დაწყება. 2 პილოტური ჯგუფი კვლავ მიმდინარეობს. დამტკიცდა
სერტიფიცირების მარეგულირებელი ბრძანება.
2023 წელს, საქართველოს კანონში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის“ შესახებ,
შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც სერტიფიცირების პროგრამის
მხარდასაჭერად, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებების საერთაშორისო სტანდარტთან
კიდევ უფრო დაახლოებისთვის.
შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის გასაძლიერებლად,
მიმდინარებს შიდა შეფასებების დასანერგად პროექტები სხვადასხვა პარტნიორ/დონორ
ორგანიზაციებთან ერთად. ასევე გარე შეფასებები ხორციელდება და ჰარმონიზაციის
ცენტრი უწევს მონიტორინგს გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
ეფექტიანობის აუდიტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მასშტაბების
გაზრდის მიზნით, როგორც ცენტრალურ სამინისტროებში, ასევე მუნიციპალიტეტში
ხორციელდება პილოტური პროექტი.
ფინანსური მართვა და კონტროლი
შიდა აუდიტთან შედარებით, ახალი მიმართულებაა ფინანსური კონტროლის სისტემის
დანერგვა, რომლის კოორდინირების ფუნქცია, ასევე, ფინანსთა სამინისტროს აქვს.
ამ ეტაპზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მეორე ეტაპის დანერგვა
მიმდინარეობს 8 ცენტრალურ სამინისტროში, წლის ბოლომდე დაემატება 3 სამინისტრო,
რითაც მოხდება ყველა ცენტრალური სამინისტროს ჩართვა.
მენეჯერული კონტროლისა და ფინანსური მართვის დანერგვის ფარგლებში, დაგეგმილია
რისკის მართვისა სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც ჰარმონიზაციის ცენტრის
მიერ არა მხოლოდ ცენტრალურ სამინისტროებში, არამედ ავტონომიური რესპუბლიკების
სამინისტროებში და მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია შიდა კონტროლის სისტემის შეფასების სახელმძღვანელოს და კითხვარის
შემუშავება, რომელიც წელს პილოტურ რეჟიმში გამოიცდება 2 მუნიციპალიტეტის
მაგალითზე. სახელმძღვანელოს მიხედვით წლების განმავლობაში, მოხდება ყველა
დაწესებულების შიდა კონტროლის სისტემის შეფასება და გასაუმჯობესებლად
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
16
სათამაშო ბიზნესი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12
პირობის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით დარეგულირდა სისტემურელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების საქმიანობა.
კერძოდ: დაწესდა ახალი სანებართვო საქმიანობის სახეები სისტემურ-ელექტრონული
ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე. ასევე,
დადგინდა სანებართვო პირობები, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები და
პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის და წლიური სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო
ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა
იქონია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან
სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ. ლარი, მათ შორის, სანებართვო
მოსაკრებლიდან - 63 მლნ. ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 141 მლნ. ლარი,
ხოლო გადასახადებიდან (დღგ, მოგება-GGR, საშემოსავლო, ქონება, იმპორტი) – 686 მლნ.
ლარი.
როგორც მოგეხსენებათ, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები დამატებით
გაიზარდა 2023 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებითაც, რაც დამატებით 400
მილიონ ლარამდე შემოსავალს მოიტანს 2024 წელს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის სფეროში განხორციელებული
ცვლილებებით აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ
- 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, დამოკიდებულ პირთა სიაში
რეგისტრირებულ პირებს და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილ პირებს. ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა
რაოდენობა მზარდია და აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 487
861 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 12 864 ფიზიკური პირი,
აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 45 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის
საფუძველზე 12 819 განაცხადი დარეგისტრირდა.
ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
2016 წლიდან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეყანაში
ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში შექმნილია
საჯარო პორტალი, სადაც ყოველწლიურად საწარმოთა ფინანსური და არაფინანსური
ანგარიშები საჯაროვდება.
17
გამჭვირვალე, ხარისხიანი, დროული და სანდო კორპორაციული ინფორმაციის,
ცენტრალურ სივრცეში ხელმისაწვდომობა, ზრდის ინვესტორთა, კრედიტორთა და სხვა
დაინტერესებულ მხარეთა ნდობას და დაცულობას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს
კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის
ზრდას.
სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე ანგარიშგებების წარდგენის მაჩვენებელი იზრდება
და მაღალ კატეგორიებში საშუალოდ 95%-ს შეადგენს. როგორც აღინიშნა, ეს ინფორმაცია
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, როგორც ანგარიშგების
პორტალზე, ასევე აგრეგირებულად, ციფრულ ფორმატში.
შეგახსენებთ, რომ დიდი ზომისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირი სტატუსის
მქონე
კომპანიებისთვის,
მათი
ანგარიშგებების
ხარისხისა
და
სანდოობის
უზრუნველყოფის მიზნით, კანონით განსაზღვრულია ანგარიშგებების სავალდებულო
აუდიტი. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში შექმნილია
აუდიტორთა ერთიანი რეესტრი და სამსახურის მიერ ხორციელდება ამ რეესტრში
რეგისტრირებული აუდიტორული ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოს
მონიტორინგი და მათთვის შესაბამისი ხარისხის კატეგორიის მინიჭება. 2024 წლისთვის
განხორციელდა 195 აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, შედეგად აუდიტის ბაზრის
89%-მდე უკვე დაფარულია, ხოლო 2026 წლისთვის იგეგმება ამ მაჩვენებლის 95%-ის
ნიშნულამდე ზრდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სამსახურში შეიქმნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ
ბრძოლის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული
მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო
რეესტრების შექმნასა და მართვას, სამსახურის მიმართ ანგარიშვალდებულ პირთა
ზედამხედველობას და სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას. აღნიშნული აგრეთვე
წარმოადგენდა ევროკავშირის კანდიდატობისათვის 12 რეკომენდაციის ნაწილს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული რეესტრები უკვე შექმნილია და მასში
რეგისტრაცია ყველა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და
საბუღალტრო ფირმებისთვის სავალდებულოა.
ევროკომისიის წარმომადგენლების შეფასებით, აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის
მიმართულებით განხორციელებული რეფორმა
წარმატებულად ჩაითვალა, ხოლო
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ყველა ძირითად ასპექტში
შესრულებულად.
სამსახური აქტიურად განაგრძობს ევროკავშირისა და Moneyval-ის მიერ შემუშავებული
რეკომენდაციების შესრულებას. მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში
უკვე განიხილება ახალი საკანონმდებლო პაკეტის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს
აღნიშნულ რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის
ევროკანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.
18
საგანმანათლებლო საქმიანობა
სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს
როგორც არსებული კადრების გადამზადება, ასევე ახალი კადრების მომზადება
სამინისტროს სისტემისათვის.
ახალი კადრების მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაჟო ორგანოებისთვის,
ვინაიდან არცერთ უმაღლეს სასწავლებელში, არ არის შესაძლებელი საბაჟო საქმიანობის
სპეციფიკის სრულყოფილი შესწავლა. ამავდროულად, საბაჟო საქმის მცოდნე
სპეციალისტებზე კერძო სექტორის მხრიდან მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით,
კრიტიკულად აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდეს ახალგაზრდების
მომზადება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სწორედ ფინანსთა სამინისტროს
აკადემიას, რომელიც არამხოლოდ სამინისტროს სისტემას, არამედ მთელ საჯარო
სექტორს და ფინანსური მიმართულებებით კერძო სექტორსაც ემსახურება. მხოლოდ 2023
წელს, აკადემიაში გადამზადდა 9 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 3 500-ზე მეტი კერძო
სექტორში დასაქმებული პირი და 500-მდე საერთაშორისო სასწავლო კურსების მონაწილე.
მიმდინარე წელს აკადემიას დაგეგმილი აქვს:
საჯარო სექტორში დასაქმებული აუდიტორების სერტიფიცირების პროგრამის დაწყება
ჰარმონიზაციის
ცენტრისა
და
საერთაშორისო/დონორი
ორგანიზაციების
მხარდაჭერით;
საჯარო სკოლების ხაზინის ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით, ყველა სკოლისა და
რესურსცენტრების წარმომადგენელთა ტრენინგები;
მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით
საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსის შენარჩუნება და საერთაშორისო
სასწავლო კურსების ჩატარება;
კერძო საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სატრენინგო
კურსების განხორციელება; (მაგ: Colvir inc.)
ფინანსური და საგადასახადო კუთხით რეფორმების მხარდაჭერა და რეფორმების
ბენეფიციარებამდე მიტანა სატრენინგო კურსების მეშვეობით;
კერძო სექტორის უფრო მეტი დაინტერესება სატრენინგო და სასწავლო კურსებში
ჩართვის მხრივ - (მიზანი 5 000 მონაწილე);
საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან (CAREC Institute; Joint Vienna
Institute) თანამშრომლობის გაგრძელება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ქალთა გაძლიერება და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელება და ერთობლივი პროექტების
განხორციელება.
სტუდენტებისთვის
განხორციელება;
აქტუალურ
თემებზე
უსასყიდლო
სასწავლო
კურსების
19
დაგეგმილი აქტივობები ნათლად აჩვენებს აკადემიის როლს არამხოლოდ ფინანსთა
სამინისტროსთვის, არამედ მთლიანად საჯარო სექტორისთვის.
ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა
ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
მოკლედ წარმოგიდგენთ საგამოძიებო სამსახურის მუშაობის ამსახველ სტატისტიკას:
2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო
2 502 სისხლის სამართლის საქმეზე;
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო 1 603 პირის მიმართ;
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს
გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე
მეტი;
დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 ლარს აჭარბებს, მათ
შორის, მიწის ნაკვეთების ღირებულებაა 71 მილიონი ლარი, ხოლო სხვა უძრავი
ქონების ღირებულება (ბინა, ავტოსადგომი, დამხმარე ფართი, კომერციული ფართი,
საოფისე ფართი და ა.შ.) - 76 მილიონ ლარს აჭარბებს;
დაყადაღებული მოძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია,
ხოლო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხების რაოდენობა 7 მილიონ ლარამდეა;
2023 წელს ჩამორთმეულ იქნა:
2 მილიონზე მეტი ღირებულების 66 კილოგრამზე მეტი ოქროსა და ვერცხლის
ნაკეთობები;
4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 138 047 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
3 მილიონზე მეტი ღირებულების 655 868 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი
(სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, საღეჭი თამბაქო);
3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება;
საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისა და ამავდროულად
ანალიტიკური შესაძლებლობების სრულყოფისა და რისკების შეფასების ეფექტიანი
სისტემის ოპერატიულად დანერგვის მიზნით, განხორციელდა სამსახურის საჭიროებაზე
მორგებული წამყვანი მულტინაციონალური ანალიტიკური კომპანია SAS-ის სპეციალური
ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით:
20
საგამოძიებო სამსახური გაწევრიანდა (დამკვირვებელი წევრის სტატუსით)
ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორის ქსელში (the Balkan Asset Management
Interagency Network - BAMIN)1.
სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტთან (SRC) გაფორმდა
„ურთიერთგაგების მემორანდუმი“.
ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოსთან (AFM) გაფორმდა
ურთიერთგაგების მემორანდუმი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.
დამყარდა პროფესიული ურთიერთობები შემდეგ უწყებებთან:
ავსტრიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თაღლითობის წინააღმდეგ
ბრძოლის სამსახური (Anti-Fraud Office (ABB)),
მოლდოვას ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული აქტივების მოძიების სააგენტო (Criminal Asset Recovery Agency
(National Anti-corruption Center),
ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულის საგამოძიებო სამსახური (Economic
Crime Investigation Unit of Finnish Customs).
სანქციების აღსრულება
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ,
ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში
უწევს მუშაობა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების
მიმართულებით.
საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში 2023 წელს
ხორციელდებოდა და 2024 წელს კვლავაც აქტიურად გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების
მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი
მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის
გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის მოდულების
მეშვეობით. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუდმივი კოორდინაცია პარტნიორ
ქვეყნებთან და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლა.
1 ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორისი ქსელი (BAMIN) წარმოადგენს კონტაქტებისა და თანამშრომლობის
ჯგუფის არაფორმალურ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების მართვის
ყველა ასპექტის გათვალისწინებით. BAMIN-ის მიზანია, უწყებათაშორის საფუძველზე გააძლიეროს წევრების
ძალისხმევა კრიმინალების მიერ უკანონოდ მიღებული შემოსავლების ჩამორთმევისა და კონფისკაციას
დაქვემდებარებული მათი კუთვნილი აქტივების ეფექტიანი მართვის გზით.
21
სწორედ საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ პერიოდის
განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევები.
უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ამერიკის
შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და ეკონომიკური
სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა
და ბელარუსთან მიმართებით, განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების
დაწესების გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქტი, რომელიც მოხვედრილია სანქციების
მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია
(მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია
განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება
განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურში
შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს
სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს
კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.
სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და
საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795
შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის
განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 1050-ზე
მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.
დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში
ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.
ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი
ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის
განხორციელებისთვის
საჭირო
შესაბამისი
აღჭურვილობა,
მათ
შორის,
რენტგენოსკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები
შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.
სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო
ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ
პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია.
აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული
სასაზღვრო
უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის
გაცვლის ინსტრუმენტის
(TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე
დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი
ორგანოების, საბანკო სექტორისა და რა თქმა უნდა, საბაჟო დეპარტამენტის
ჩართულობით.
22
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საშუალება მოგვეცა მიგვეღო
საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება.
სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან
მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ
უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის
გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან.
პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი
კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია
პრევენციის კუთხით.
საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის
წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა
სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ
განცხადებებს.
საერთაშორისო ღონისძიებები
გასათვალისწინებელია, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას
საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან.
2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA
(საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, მსოფლიო ბანკთან
თანამშრომლობის 30 წლისთავზე, ხოლო მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება შევუერთდეთ
აზიის განვითარების ბანკის ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას, როგორც
დონორი ორგანიზაცია.
2023 წელს საქართველო თავმჯდომარეობდა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური
აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და წლის
მანძილზე საქართველოში წარმატებით ჩატარდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების
ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის, რაც იქნება ამ მიმართულებით
საქართველოში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას
მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი.
23