საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 12-14 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალ აბუ დაბიში და ქალაქ დუბაიში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-2087/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-2087/24 19-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ 2024 წლის 12-14 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალ აბუ დაბიში და ქალაქ დუბაიში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშს. დანართი: „2“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 11-15 თებერვალი მონაწილეობა მსოფლიო მმართველობის სამიტში (WGS) ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბროკიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი 12-14 თებერვალს, დუბაიში გაიმართა მსოფლიო მმართველობის სამიტი 2024, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის მინისტრის ომარ სულთან ალ ომანას სპეციალური მიწვევით, საპატიო სპიკერის რანგში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის კულტურის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე. ღონისძიებაში 120-მდე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, 200-ზე მეტმა მოწვეულმა სპიკერმა, 30-მდე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ჯამში, 4000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძემ, ნაიკის გლობალურ კრეატიულ დირექტორთან სერიფჩან ოზჩანთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა თემას, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორმა სამთავრობო სერვისებში შემოქმედებითობისა და ინოვაციების ეფექტიანობის გაზრდას. აუდიტორიის წინაშე დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს თემის გარშემო არსებულ აქტუალურ საკითხებზე და განიხილეს წარმატებული მაგალითები. “ინოვაცია წარმოადგენს უკეთესი პროდუქტების, სერვისებისა და ტექნოლოგიების შექმნის პროცესს, რაც გულისხმობს არსებული იდეების კომპლექსურ გამოყენებას და ის აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების, ბაზრებისა და ხელისუფლების მიერ“. - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. მისივე თქმით, კონკურენტული გარემოსა და ნაკლები ბიუროკრატიის პირობებში, კერძო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა - „თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთი კომპანიების გავლენას, როგორიცაა YouTube, Google, Amazon, Apple და სხვა, რომლებმაც თავიანთი ინოვაციური მიდგომებით შეცვალეს რეალობა და დამკვიდრებული თამაშის წესები. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ განვითარებაში“ აღნიშნა მან. სამიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ადნან ჰამად ალ ჰამადისთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ნოურა ბინ მოჰამედ ალ ქააბთან. შეხვედრებზე ისაუბრეს ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე კულტურის მიმართულებით, კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. ელისო ბოლქვაძემ კოლეგებს კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნო - ამ მხრივ ხაზი გაესვა სახელოვნებო განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და გამოცდილებების გაზიარებას. 2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი 13 თებერვალს, ელისო ბოლქვაძე აბუ დაბიში გამართულ UNESCO-ს კულტურისა და ხელოვნების განათლების მსოფლიო კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის პარალელურად, მან ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ჟანა ანდრეასიანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხთა შორის არსებულ მეგობრულ კავშირებზე და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯებზე კონკრეტული პროექტების ფარგლებში. სამიტის ბოლო დღეს, ელისო ბოლქვაძემ დუბაისა და აბუ დაბის ტელევიზიებთან პირდაპირ ეთერებში ისაუბრა სამიტის მაღალ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატები ხელს უწყობს სახელმწიფოთა შორის ხედვების გაცვლას და თანამშრომლობას ინოვაციების სფეროში. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებს საქართველოს პარლამენტის მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ ის მაღალი დონის დისკუსიები და შეხვედრები, რომელიც სამიტის ფარგლებში გაიმართა, მნიშვნელოვანია სამომავლო ურთიერთობებისთვის. 2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი