საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 163
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:16 PM
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 თებერვალი 2024 11:00
2024 წლის 19 თებერვალი, 11:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გივი
მიქანაძის, თენგიზ შარმანაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/351; 06.09.2023) III მოსმენა;
2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
https://parliament.ge/print/announcement/2700?local=true
1/2
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
სხდომის ოქმი
ოქმი N163
19.02.2024
სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომის მდივანი: მარიამ რიჟამაძე - კომიტეტის აპარატის თანამშრომელი;
სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: დავით მათიკაშვილი,
რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე,
ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ
ინჯია, მიხეილ დაუშვილი.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის
უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის
დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს.
განხილული საკითხები
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გივი
მიქანაძის, თენგიზ შარმანაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/351; 06.09.2023) III მოსმენა;
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
კომიტეტმა მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცებას.
1
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
ანრი ოხანაშვილი
მარიამ რიჟამაძე
(იხ. კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი)
2