საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 78
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:17 PM
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 თებერვალი 2024 12:00
2024 წლის 19 თებერვალი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო, ოთახი N418
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და
დამტკიცება;
მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
„გარემოსდაცვითი
პროექტები:
შეფასების
„ბიოლოგიური
კოდექსში
ცვლილების
მრავალფეროვნების
შესახებ“,
შეტანის
თანმდევ
შესახებ“
კანონპროექტებთან ერთად (07-2/359; 29.12.2023);
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-2/349; 13.12.2023);
მომხსენებელი:
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
მოადგილე გურამ გურამიშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
https://parliament.ge/print/announcement/2694?local=true
1/2
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:17 PM
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/342; 29.11.2023);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი;
5.
საქართველოს
განათლებასთან
მთავრობის
მიერ
დაკავშირებული
რატიფიცირებისთვის
კვალიფიკაციების
წარმოდგენილი
აღიარების
შესახებ“
„უმაღლეს
გლობალური
კონვენცია (07-2/361; 29.12.2023);
მომხსენებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი;
6. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/2694?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N78
2024 წლის 19 თებერვალი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
დავით ბაქრაძე
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
ანა ნაცვლიშვილი
ჰერმან საბო
ვიქტორ სანიკიძე
დავით სონღულაშვილი
სალომე ქურასბედიანი
ნინო წილოსანი
დავით ხაჯიშვილი
დღის წესრიგი:
1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და
დამტკიცება
მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“,
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ
კანონპროექტებთან ერთად (№07-2/359; 29.12.2023)
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/349; 13.12.2023)
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე გურამ გურამიშვილი
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/342; 29.11.2023)
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „უმაღლეს
განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური
კონვენცია (№07-2/361; 29.12.2023)
მომხსენებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი
6. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. ქალბატონმა მაკამ სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა
წარმოადგინა განსახილველად. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს სამოქმედო
გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესში მონაწილეობისთვის, რასაც გასული წლის
დეკემბერში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა.
სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განვლილი წლების მსგავსად, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტი, საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიზნით
კონტროლს გაუწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას.
ქალბატონი მაკას განცხადებით, კომიტეტის განაგრძობს წარმატებულ საპარლამენტო
დიპლომატიას ორი საპარლამენტო დელეგაციის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
საპარლამენტო კომიტეტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მისივე
განცხადებით, წლის განმავლობაში კომიტეტის წევრებს სამოქმედო გეგმის გადახედვის და
მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ექნებათ.
კომიტეტის წევრი ანა ნაცვლიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივების კვლევის საკითხით დაინტერესდა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, გასულ წელს კომიტეტმა ჩაატარა თემატური
მოკვლევა
„ევროკავშირის შრომით ბაზარზე - შესაძლებლობების და გამოწვევების
შესახებ“ რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შრომის ბაზრის კვლევის
ფარგლებში, ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების კომპონენტებსაც მოიცავს.
სხდომის მეორე საკითხი, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო
თანდილაშვილმა წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის
ჰარმონიზება საქართველოს მიერ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში
რატიფიცირებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. საკანონმდებლო ინიციატივით
შეიქმნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები,
რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად
სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების
შენარჩუნება და გაუმჯობესება.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სახეობებისა და ჰაბიტატების მრავალფეროვნების,
ენდემიზმის მაღალი დონისა და გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემების გავრცელების
გამო საქართველოს ტერიტორია შეტანილია ბუნების დაცვის პრიორიტეტული ადგილების
ნუსხაში თუმცა ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების გამო,
საქართველო ამასთანავე, წარმოადგენს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი
წერტილების ნაწილს. მისივე თქმით, უკანასკნელი კვლევების თანახმად, საფრთხის წინაშეა
საქართველოს ენდემური მცენარეების დიდი ნაწილი, ასევე, სურსათისა და სოფლის
მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსები - კულტურულ მცენარეთა
ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციები. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ
ფლორისა და ფაუნის ცალკეულ წარმომადგენლებს, არამედ მთლიანად ეკოსისტემებსა და
ჰაბიტატებს, მათ შორის ტყის, შიდა წყლებისა და სემიარიდულ ეკოსისტემებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დოკუმენტით განსაზღვრულია 21 ეროვნული მიზანი
ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და
არსებული საფრთხეების შემცირებისათვის. კანონის პროექტი „ბიომრავალფეროვნების
შესახებ“ ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების
მიღწევისათვის მთელი რიგი ქმედებების განხორციელებისათვის.
სხდომის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტის
კანონმდებლობასთან დაახლოება.
დაინტერესდა თუ რამდენად ხდება
მიღების
შედეგად
ევროკავშირის
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, პაკეტის ფარგლებში სრულად არის ასახული
ევროკავშირის ორი დირექტივის მოთხოვნები, რაც ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის
საკითებს მოიცავს.
სხდომის მესამე საკითხი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა
წარმოადგინა.
მომხსენებლის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია
„საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის და
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს
საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო „ერთი ფანჯრით“ მომსახურების სისტემის
დანერგვას.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება საქართველოს ნავსადგურებში
გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობების გამარტივება და გაციფროვნება.
გაციფროვნებული სისტემა კი საშუალებას მისცემს ნავსადგურებს, გაზარდონ მიღებული
გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას.
სხდომის მეოთხე საკითხი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა წარმოადგინა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილებები ხორციელდება ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოების
დინამიკური
აპროქსიმაციის პრინციპის საფუძველზე, რათა ევროკავშირის კანონმდებლობაში
განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა-აუდიტის სფერო
სრულ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან. კანონპროექტის თანახმად,
სავალდებულო ხდება აუდიტორული ფირმებისთვის გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენა,
იზრდება აუდიტების დამოუკიდებლობა და ობიექტურობის ხარისხი, მკაცრდება
აუდიტების მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები.
მისივე გაცხადებით, რეფორმა არის ახალი, შესაბამისად, მიმდინარე მონიტორინგები,
დაჩქარებულ ვადებში, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე ხორციელდება.
ხდება იმ ფირმების კონტროლი, რომელიც სახელმწიფოს გადმოსახედიდან წარმოადგენს
მომეტებულ საფრთხეს. იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს მონიტორინგები, შესაძლებელია
არაგეგმურად, აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის კონტროლის სისტემის
მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადება იქნეს წარმოდგენილი
სამსახურში, რაც მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს, აჩქარებს მიმდინარე მონიტორინგის
გეგმით გაწერილ ვადებს და რისკის ქვეშ აყენებს საბოლოო გადაწყვეტილების ხარისხს.
შესაბამისად, მომხსენებლის თქმით, მიზანშეწონილია ცვლილება განხორციელდეს
კანონში და მონიტორინგის დაწყებისათვის განსაზღვრული ვადები გაორმაგდეს.
მისივე გაცხადებით, სასურველია იმ აუდიტორულმა ფირმამ, რომელიც აუდიტორულ
მომსახურებას განახორციელებს, ყოველწლიურად ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და რეესტრში
ასახვის მიზნით სამსახურს წარუდგინოს გამჭვირვალობის ანგარიში. ასევე, ვინაიდან
გამჭვირვალობის ანგარიში პირველად უნდა შედგეს საქართველოში, მიზანშეწონილია
მისთვის ნორმები გაწერილი იყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რათა
წარმოქმნილი ხარვეზის, ან აუდიტორულ ფირმათა ან სამსახურის საბჭოს მოთხოვნის
შემთხვევაში შედარებით სწრაფად განხორციელდეს მასში ცვლილებები.
კომიტეტის წევრი დავით ბაქრაძე, სამსახურის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ჩაბარების
საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დოკუმენტები გასაჯაროებამდე
გადიოდეს სუბიექტამდე მიწოდების ყველა შესაძლებლობას და გათვალისწინებული იყოს
სუბიექტის მისამართზე არ ყოფნის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.
სხდომის მეხუთე საკითხი, „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების
აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენციის რატიფიცირების თაობაზე, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
წარმოადგინა. მომხსენებლის
განმარტებით, კონვენცია ხელს უწყობს უმაღლესი
განათლების სფეროში თანამშრომლობასა და ფარავს მთელ მსოფლიოს, განსხვავებით
„ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის
კონვენციისგან“, რომელიც საქართველოს უკვე რატიფიცირებული აქვს. გლობალური
კონვენციის რატიფიცირება არამარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ იმ
სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომლებიც საქართველოში უმაღლესი განათლების
მისაღებად ჩამოდიან.
კონვენცია ხაზს უსვამს უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის
ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე საერთაშორისო მობილობისთვის თანმიმდევრული
კვალიფიკაციების აღიარების გარემოს შექმნას და ეროვნულ დონეზე არსებული სისტემის
ევროპულ პრიორიტეტებთან ჰარმონიზებას.
კომიტეტმა სხდომაზე განხილული საკანონმდებლო ინიციატივების პლენარულ სხდომაზე
განხილვის საკითხს, კენჭის ყრის შედეგად მხარი დამსწრეთა უმრავლესობით დაუჭირა.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე