საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 2
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:15 PM
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 თებერვალი 2024 11:00
2024 წლის 19 თებერვალი, 11:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ინტელექტუალურ
საკუთრებასთან
დაკავშირებულ
სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/306; 05.07.2023)
(კომიტეტი წამყვანია, III მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი
ცაგარეიშვილის,
ხატია
წილოსანის,
მერაბ
ქვარაია,
რამინა(რიმა)
ბერაძის,
ირაკლი
მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ
ობოლაშვილის,
ზაალ
დუგლაძის,
ვლადიმერ
კახაძის,
შალვა
კერესელიძის,
ირმა
ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ
მანუკიანის,
სუმბატ
კიურეღიანის,
მიქელაძის,
ვიქტორ
ჯაფარიძის,
ალექსანდრე
სოზარ
ტაბატაძის,
სუბარის,
ლევან
ნიკოლოზ
ქარუმიძის,
სამხარაძის,
ზაალ
გოდერძი
ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის,
ირაკლი(დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა
https://parliament.ge/print/announcement/2697?local=true
1/3
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:15 PM
და
სოფლის
განვითარების
შესახებ“
(07-3/401;
06.12.2023)
დასკვნა
(კომიტეტის
სავალდებულოა);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ნინო წილოსანი;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
(07-2/344;
ეკონომიკისა
და
06.12.2023)
(კომიტეტის
დასკვნა
სავალდებულოა);
მომხსენებელი:
საქართველოს
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ს. გავარდაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
(07-2/345;
ეკონომიკისა
და
06.12.2023)
(კომიტეტის
დასკვნა
სავალდებულოა);
მომხსენებელი:
საქართველოს
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი;
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ს. გავარდაშვილი;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საქართველოს
კომუნიკაციების
საზოგადოებრივი
ეროვნულ
დამცველის
კომისიასთან
მიერ
წარმოდგენილი
დამოუკიდებლად
არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022
წლის ანგარიში (1-4334/23; 27.03.2023) (კომიტეტი წამყვანია);
მომხსენებელი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი - გვანცა ჩხეიძე;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
6.
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელ
ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების
სექტორში
მომხმარებელთა
უფლებრივი
მდგომარეობის
შესახებ
საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიში (1-4872/23; 07.04.2023) (კომიტეტი
წამყვანია);
მომხსენებელი:
საქართველოს
ეროვნულ
კომისიასთან
https://parliament.ge/print/announcement/2697?local=true
ენერგეტიკისა
და
დამოუკიდებლად
წყალმომარაგების
მარეგულირებელ
არსებული
მომხმარებელთა
2/3
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:15 PM
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი - სალომე ვარდიაშვილი;
პასუხისმგებელი: გ. სირაძე, ი. ცუხიშვილი;
7. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება;
მომხსენებელი:
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის
თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/2697?local=true
3/3
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N2
ქ. თბილისი
19 თებერვალი, 2024 წელი
სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი:
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო
დასენი, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კირცხალია, ლევან მგალობლიშვილი, გელა
სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი (ვასილ ჩიგოგიძის
უფლებამონაცვლე), ნინო წილოსანი (ბეჟან წაქაძის უფლებამონაცვლე). (სულ 12
წევრი).
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ
ბაჩიაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ნინო წილოსანი; საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ
გურამიშვილი;
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველი - გვანცა ჩხეიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელ
ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველი
სალომე
ვარდიაშვილი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები,
სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
ხმათა
1
სხდომის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი მიესალმა და წარმატება უსურვა
კომიტეტის სხდომაზე დამსწრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის (ეკი)
სტუდენტებს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინტელექტუალურ
საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/306; 05.07.2023). (კომიტეტი წამყვანია, III
მოსმენისთვის)
მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის,
გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაია, რამინა(რიმა) ბერაძის,
ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა
ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა
კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი
სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის,
ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ
სამხარაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშვილის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძისა და ლევან
მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
შესახებ“ (№07-3/401; 06.12.2023). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა)
მომხსენებელი: ნინო წილოსანი
3. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/344;
06.12.2023). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა)
მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი
4. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის
2
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/345; 06.12.2023). (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა)
მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად
არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (№1-4334/23; 27.03.2023).
(კომიტეტი წამყვანია)
მომხსენებელი: გვანცა ჩხეიძე
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის
ანგარიში (№1-4872/23; 07.04.2023). (კომიტეტი წამყვანია)
მომხსენებელი: სალომე ვარდიაშვილი
7. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება.
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი
მოისმინეს:
1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის - ვახტანგ ბაჩიაშვილის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინტელექტუალურ
საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა
აღნიშნა,
რომ
მესამე
მოსმენისთვის
განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კერძოდ,
კანონპროექტებში
3
მეორე მოსმენით განხილვის დროს
კანონპროექტის მე-5 მუხლი
ითვალისწინებდა ორ პუნქტად წარმოდგენას. აღნიშნული რედაქციის
მიღების შემთხვევაში იფარება ა.წ. 21 სექტემბერს მიღებული კანონი,
რომელიც უნდა ამოქმედდეს პირველ ნოემბერს და ამ მუხლს მოიაზრებს
პუნქტების გარეშე. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული ჩანაწერები
თანხვედრაში მოვიდეს ერთმანეთთან.
მე-5 მუხლში, რომელიც ეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის
თქმის შედარებით საფუძვლებს, ტერმინის - „სამრეწველო ნიმუშის“ ნაცვლად
გამოიყენება ტერმინი „დიზაინი“.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით - „ სიმბოლო ან
სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სიტყვა (სიტყვები), სახელი
(სახელები), ასო (ასოები), ციფრი (ციფრები), ბგერა (ბგერები), გამოსახულება,
ფერი (ფერები), საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა“.
იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, მუხლს, რომელიც ითვალისწინებს
საქპატენტთან არსებული
სააპელაციო პალატის უფლებამოსილების
გაფართოებას, ძალაში შესვლის ვადად მიეთითება 2024 წლის პირველი
სექტემბერი, ნაცვლად „კანონის ამოქმედებიდან 6 თვისა“.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის.
მოისმინეს:
2. საქართველოს პარლამენტის წევრის - ნინო წილოსანის მოხსენება საქართველოს
პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი
ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაია, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი
მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ
ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა
ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის,
სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის,
ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის,
4
გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშვილის, ედიშერ თოლორაიას,
ირაკლი ჩიქოვანის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძისა და ლევან
მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტზე „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
შესახებ“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხება ქვეყნის მოსახლეობის
41 %-ზე მეტს, ვინაიდან, სწორედ ამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფლად და ისინიც კი,
ვინც უშუალოდ არ არიან დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, იმსახურებენ
სოფლად ხარისხიანი ცხოვრების პირობებს.
სწორედ ამ ორი პრინციპის - სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების
დაკავშირებას ახდენს წარმოდგენილი კანონპროექტი, განსაზღვრავს აქცენტებს
პოლიტიკის განხორციელებისთვის და ქმნის ჩარჩო დოკუმენტს.
საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი რომელიც
დაარეგულირებს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, წარმოაჩენს
ხედვასა და მიზნებს დარგში პოლიტიკის შემდგომ ეტაპზე განსახორციელებლად.
ქართული კანონმდებლობა ასევე
მეურნეობის სტატუსს/განმარტებას.
არ
იცნობს
ფერმერის
ან/და
ფერმერული
სოფლის განვითარების პოლიტიკა მეტად ტერიტორიულია და სპეციფიური
რეგიონის/სივრცის საჭიროებებზეა მორგებული, აგრარული პოლიტიკა კი,
სექტორულია. თუმცა სოფლის განვითარება და აგრარული სექტორი მრავალ
გადაკვეთის წერტილში ხვდება ერთმანეთს და ურთიერთსარგებლიანია მოცემულ
საკითხებში:
სოფლის ინფრასტრუქტურა, გზები, ციფრული კავშირი, სახელმწიფო
სერვისები და სხვა;
ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში, ექსტენციის
სერვისი, საწარმოო ტექნოლოგიები, მიწისა და წყლის მართვის სისტემები;
ცირკულარული ეკონომიკა სოფლად; გარემოსდაცვითი სერვისები;
სოფლის განვითარება და ძლიერი აგრარული სექტორი, ამცირებს სიღარიბეს და
ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. ასევე, სოფლის
განვითარება ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების ხარისხის ზრდას და ახდენს
მოსახლეობისაგან სოფლების დაცლის პრევენციას.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის თანმიმდევრული და
ურთიერთშეთანხმებული განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი
სურსათის სისტემების განვითარებაში.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების დარგში, ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული დაახლოების
5
მიზნით, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის
2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-10 თავი გულისხმობს
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას. ამასთან, საქართველოსთან
დაკავშირებით ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის
თანახმად, საქართველო სრულად უნდა დაუახლოვდეს სოფლის მეურნეობის და
სოფლის განვითარების სფეროში ევროკავშირში არსებულ სისტემის სტანდარტებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი
მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის
განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების
რეესტრი და სხვა. განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ
ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნება
სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი
ღონისძიებების განხორციელებისთვის. სოფლის მეურნეობის სწორი ანალიზისა და
დაგეგმვის პირობებში, გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, გაუმჯობესდება
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა
სოფლად მაცხოვრებლებისთვის.
ფერმერული მეურნეობების რეესტრი ფუნქციონალურად დატვირთული იქნება და
ფერმერთა უმრავლესობა რეგისტრირებული, ხოლო რეესტრის სტატისტიკური
მონაცემები გამოიყენება პოლიტიკის დაგეგმისთვისა და მართვისთვის.
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგების კუთხით, ის პირები რომელიც
ფერმერული მეურნეობის რეესტრში დარეგისტრირდებიან, შეძლებენ მხარდამჭერი
ღონისძიებების ერთიან სქემაში მონაწილეობას, რაც მათ დამატებით წვდომას გაუჩენს
ფინანსურ რესურსებზე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახით
დამატებითი ფინანსური ტვირთის გაჩენას გადამხდელი სააგენტოს მიერ ერთიან
სქემაში ჩართვის სანაცვლოდ. ფერმერების მიერ ვალდებულების ნაწილში
გათვალისწინებულია მხოლოდ ინფორმაციის წარდგენისა და მხარდამჭერი
ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსების მიზნობრივი
განკარგვა.
ქალები სოფლად სამუშაო ძალის დიდ და ანგარიშგასაწევ ნაწილს წარმოადგენენ,
მათზე მოდის არაანაზღაურებადი სამუშაოების დიდი ტვირთი, რომელიც
დაკავშირებულია, როგორც შინამეურნეობებში მათ საქმიანობასთან, ასევე სოფლის
მეურნეობის სხვადასხვა აქტივობებთან (მოსავლის აღება, დაბინავება და სხვა).
ქალებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ სურსათის უვნებლობისა და საკვების
წარმოების პროცესში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-4 მუხლი ადგენს სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებს, რომელთაგან ერთ-ერთია სოციალური
ინკლუზია, რომელიც ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკურ აქტივობებში ქალთა
ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულებას.
6
მომხსენებელმა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის
შეფასებასთან
დაკავშირებით
აღნიშნა,
რომ
სიღარიბის
გლობალური
მრავალგანზომილებიანი ინდექსის (MPI) მიხედვით, 2020-2021 წელს, 111 ქვეყანაში
1,2 მილიარდი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 19,1%, მწვავე სიღარიბეში ცხოვრობდა. ამ
ადამიანების ნახევარი (593 მილიონი) 18 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო, ღარიბი
მოსახლეობის თითქმის 83% (964 მილიონი) ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად მწვავე
სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა სწორედ სოფლად ცხოვრობს და
მათზე პირდაპირი გავლენის მომხდენია საცხოვრებელ გარემოზე სხვადასხვა
ზემოქმედების ფაქტორები.
კანონპროექტის თანახმად ხდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენა.
კერძოდ,
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის
ძირითადი პრინციპების დადგენა და უფლებამოსილი უწყებების
კომპეტენციების განსაზღვრა;
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული
სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება;
სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და
მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელების
ხელშეწყობა;
ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და გარემოზე მავნე ზემოქმედების
შემცირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის უზრუნველყოფა.
კანონპროექტის თანახმად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
პოლიტიკის
ფარგლებში, კანონით დადგენილი
წყაროებიდან
მიღებული
დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების სქემების
აღსრულებისა და კონტროლის ფუნქციას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში
ასრულებს გადამხდელი სააგენტო.
მომხსენებელმა
აღნიშნა,
რომ
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, გარდა
კანონპროექტის მე-10, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლებისა, რომლებიც, შესაბამისად,
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე შესასრულებელ ვალდებულებებს
უკავშირდება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
7
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე განხილვისთვის.
მოისმინეს:
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების მიზანია, საზღვაო
სფეროში,
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
სანქციების
გამკაცრება,
ასევე,
იმ
სამართალდარღვევების კოდექსში ასახვა, რომლებიც ამ დრომდე განსაზღვრული არ
არის.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს ნავსადგურებისთვის,
სანავსადგურე ობიექტებისთვის, გემთფლობელებისთვის, მცურავი საშუალების
მფლობელისთვის, გემის აგენტებისთვის, აღიარებული ორგანიზაციებისთვის,
სალოცმანო
სამსახურებუსთვის,
ლოცმანებისთვის
და
იახტკლუბისთვის
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი
და მომზადებულად
მიიჩნია საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
განხილვისთვის.
8
მოისმინეს:
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ საქართველოში
სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს
განსაზღვრავს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
ინსპექტირების
პერიოდულობისა
და
საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3
იანვრის N37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი,
რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისათვის ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურის
განსაზღვრა;
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N510 დადგენილებით
დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი
(შემდგომში - „N510 ტექნიკური რეგლამენტი“), რომლის მიზანია
სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N511 დადგენილებით
დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების
ცენტრების
შენობა-ნაგებობების,
აღჭურვილობისა
და
პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ ტექნიკური
რეგლამენტის (შემდგომში - „N511 ტექნიკური რეგლამენტი“), რომლის მიზანია
ინსპექტირების
ცენტრების
შენობა-ნაგებობების,
აღჭურვილობისა,
ინფრასტრუქტურული
მოთხოვნებისა
და
პერსონალის
ტექნიკური
კვალიფიკაციის დადგენა.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი
უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის მონიტორინგი, მათ
შორის, ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებული
სამეწარმეო კონტროლი შემოიფარგლება მხოლოდ N511-ე ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისობის დადგენით და რეგულირების მიღმაა დარჩენილი უშუალოდ
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების
პროცესის
მონიტორინგი,
რაც
გათვალისწინებულია N510 ტექნიკური რეგლამენტით.
ინსპექტირების პროცესის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად
განხორციელების
მიზნით,
მნიშვნელოვანია,
ინსპექტირების
პროცესზე
9
მაკონტროლებელი
ქმედებები
განხორციელდეს
სათანადოდ,
რისთვისაც
მიზანშეწონილია,
ნათლად
განისაზღვროს
აკრედიტაციის
ცენტრისა
და
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მოვალეობები აკრედიტაციის, მისი პირობების
შესრულების და ინსპექტირების პროცესის მიმდინარე კონტროლის ფუნქციებთან
დაკავშირებით.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვისთვის.
მოისმინეს:
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად
არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის - გვანცა
ჩხეიძის მოხსენება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშზე.
მომხსენებელმა წარმოადგინა 2022 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას,
სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი დაცვის კუთხით
არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეული
საქმიანობის შეჯამების შესახებ.
ანგარიშში წარმოდგენილია ის როლი და
მნიშვნელობა, რომელიც სამსახურს აკისრია სატელეკომუნიკაციო სფეროში
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეალიზების კუთხით.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკური
მაჩვენებლები, ყოველწლიურად ინარჩუნებს მზარდ დინამიკას და შედეგობრივად
უმჯობესდება, რაც წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის სწორი მიმართულებით
წარმართვის ერთგვარ მდგენელს. თუმცა, ეს არ წარმოადგენს თვითკმაყოფილების
10
საფუძველს, არამედ, არის მოტივაცია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის
უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ შემდგომ საქმიანობაში.
მომხსენებელა ასევე აღნიშნა, რომ სამსახურს არ აქვს მასშტაბური ადამიანური
რესურსის
ფუფუნება.
დღეის
მდგომარეობით
დამცველის
სამსახური
წარმოდგენილია დამცველით და 4 თანაშემწით. დამცველის საქმიანობის ფარგლებში,
მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავის
გადაწყვეტის პრიორიტეტულ საშუალებად, მიჩნეულია დავის გადაწყვეტა
მედიაციის წარმოების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც
მომხმარებლის
მოთხოვნიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად,
მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს ეძლევა რეკომენდაცია მომხმარებლის
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რაც წარმოადგენს დავის მორიგების
საფუძველს და არის საკითხის გადაწყვეტის ქმედითი, მარტივი და მოქნილი
საშუალება.
მომხსენებელმა
ხაზგასმით
აღნიშნა,
რომ
სამსახური
ორიენტირებულია
მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით დადებითი შედეგი მიღწეულ იქნეს
სამსახურში დაწყებული წარმოების ფარგლებში, რაც ამცირებს დავის
მარეგულირებელ კომისიაში ან სასამართლოში გაგრძელების საჭიროებას.
უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ზედმეტი ადმინისტრაციული
პროცედურებისგან თავის არიდებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
მომხმარებელთა
მომართვიანობის
საშუალებებსა
და
სტატისტიკასთან
დაკავშირებით აღინიშნა, რომ სამსახურისადმი მომართვიანობის პროცესი
მაქსიმალურად გათავისუფლებულია ბიუროკრატიული პროცედურებისგან. კერძოდ,
მომხმარებლისთვის
სამსახური
ხელმისაწვდომია
ისეთი
საკომუნიკაციო
საშუალებებით, როგორიცაა სამსახურის ელ-ფოსტა, სამსახურის ვებ-გვერდი და
სოციალური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მარტივად
გამოგზავნოს განცხადება/საჩივარი.
ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ,
რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია დეტალური სტატისტიკური მაჩვენებლები.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში
სამსახურში შენარჩუნდა მომართვიანობის მზარდი დინამიკა, რაზეც ნათლად
მიუთითებს 2014 დან - 2022 წლის ჩათვლით სტატისტიკური მაჩვენებლების
თანაფარდობა. 2022 წელს სულ შემოვიდა 1227 განცხადება/საჩივარი.
ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურში შემოსული საჩივრების სტატისტიკა სახეების
მიხედვით, სადაც ლიდერობს ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით
შემოსული საჩივრები. მომხმარებელი ყველაზე მეტად მგრძნობიარე იყო
ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებისა და მომსახურების
შეზღუდვა/შეწყვეტის ფაქტთან მიმართებაში . შემოსული საჩივრების რაოდენობის
მიხედვით, შემდგომ თემატიკას წარმოადგენს უხარისხო სატელეკომუნიკაციო
მომსახურება.
11
მომხსენებელმა სამსახურის მნიშვნელოვან აქტივობებთან დაკავშირებით აღნიშნა,
რომ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზანი საკმაოდ ფართო და მრავლის
მომცველია და ამ მიზნების მისაღწევად სამსახური არ შემოიფარგლება მხოლოდ
მომხმარებელთა დარღვეული უფლების აღდგენის კუთხით მიმართული
საქმისწარმოებით.
ზემოაღნიშნული სტრატეგიული პროექტების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში
სამსახურის მიერ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
კამპანია „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
სამონიტორინგო საქმიანობა წარმართვა
სარეკომენდაციო მიმართვების გავრცელება
სატელეკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსახურის
უწყებათაშორისი და საზოგადოებრივი აქტივობები
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, სამსახურის მიერ
განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალში, მომხმარებელთა
ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ
მიმართულებით სამსახური ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით - ხარისხიანი
მომსახურების წინაპირობა ინფორმირებული მომხმარებელია.
დამცველის
სამსახურმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2022 წელს სულ ჩაატარა 105
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საწავლო
დაწესებულებებსა და საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, რომლის ფარგლებში
კომუნიკაცია შედგა დაახლოებით 7000 მომხმარებელთან. აღნიშნული შეხვედრების
ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებს მიეწოდებოდათ დეტალური ინფორმაცია
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
სამსახურის
ფუნქციების და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების
შესახებ, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებების და
მომხმარებელთა უფლების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების
განხილვის წესებისა და ვადების თაობაზე.
მომხმარებელთა
ცნობიერების
ამაღლებისა,
სამსახურის
საქმიანობის
გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის
მიერ მუდმივად ხორციელდება სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ აქტუალურ
საკითხებთან დაკავშირებით,
მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხებზე,
ინფორმაციის/სტატიების, საინფორმაციო ვიდეო რგოლების, ყოველკვარტალური
სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნება.
როგორც უკვე აღინიშნა, სამსახურის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას
წარმოადგენს სამონიტორინგო საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად
იგეგმება და ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის
მონიტორინგი სხვადასხვა მიმართულებით. მოცემული მონიტორინგი მოიცავდა
მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიების მიერ
ინტერნეტში ვებ-გვერდების შექმნის, ფუნქციონირების და მასზე
შესაბამისი
12
ინფორმაციის განთავსების შემოწმებას. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, პირველ
ეტაპზე განხორციელდა კომპანიების მიერ ვებ-გვერდის შექმნის (არსებობის)
ვალდებულების შესრულების გადამოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 304
ავტორიზებული პირიდან, ვებ-გვერდი ჰქონდა 178 კომპანიას, თუმცა მათგან 65
კომპანიის ვებ-გვერდი არ ფუნქციონირებდა, ხოლო 126 კომპანიას კი ვებ-გვერდი
საერთოდ შექმნილი არ ჰქონდა. შესაბამისად, ვინაიდან ამ უკანასკნელთა მიერ არ
ხორციელდებოდა რეგლამენტის დანაწესის შესრულება, საანგარიშო პერიოდში,
სამსახურის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სწორედ აღნიშნულ 191 კომპანიასთან
დამატებითი/უშუალო კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში
მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის დაკისრებული ვალდებულების
შესრულების თაობაზე, მონიტორინგის ფარგლებში სულ გაცემულ იქნა 438
სარეკომენდაციო მიმართვა.
სამსახური მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად წარმართულ
საქმიანობაში სარეკომენდაციო მიმართვებს იყენებს როგორც ეფექტურ და მოქნილ
სამართლებრივ მექანიზმს. მიმართვები გაიცემა როგორც მომხმარებლის საჩივრის
ფარგლებში ჩატარებული წარმოების, ისე სამსახურის მიერ ამა თუ იმ საკითხის
შესწავლის შედეგად გამოვლენილ აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში. სულ ამ
მიმართულებით სამსახურის მიერ 2022 წელს გაცემულია 854 სარეკომენდაციო
მითითება. აქედან მომხმარებლის ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით
სამსახურის მიერ გაცემულმა მიმართვებმა 405-მდე რეკომენდაცია შეადგინა, ხოლო
ზოგადი ხასიათის რეკომენდაციის გამოყენების საჭიროება 2022 წლის მანძილზე 11
ჯერ გამოვლინდა, ხოლო დანარჩენი 438 შემთხვევაში როგორც უკვე აღინიშნა,
სამონიტორინგო საქმიანობის ფარგლებში იქნა გაცემული.
მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია სამსახურის უწყებათაშორისი და
საზოგადოებრივი
აქტივობების
შესახებ.
კერძოდ,
გაფორმდა
ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და სსიპ „ადვოკატთა ასოციაციას შორის“.
ასევე, გაფორმდა მემორანდუმი სამსახურსა და ენერგოომბუდსმენს შორის.
წარმოდგენილ
ანგარიშში
ხაზგასმულია
მომხმარებლის
სათანადო
ინფორმირებულობის მნიშვნელობა სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული
უფლება-ვალდებულებების შესახებ, ვინაიდან ინფორმირებული მომხმარებელი
წარმოადგენს ისეთი სისტემის ჩამოყალიბების საფუძველს, რომელშიც ადამიანებს
შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება.
2023 წელს სამსახური აგრძელებს „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების
სფეროში“ პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სამიზნე
ჯგუფების გაფართოება და საინფორმაციო თემატიკის მოდიფიცირება. პროექტი
მოიცავს ქვეყნის
მასშტაბით ყველა
მუნიციპალურ ერთეულში, სხვადასხვა
სამინისტროებსა და მის სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებსა
თუ
დაწესებულებებში,
ასევე
საგანმანათლებლო
სასწავლო
დაწესებულებებში შეხვედრის ჩატარებას.
13
გასული წლის საქმიანობამ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა
უფლებების დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების
შესრულების პერმანენტული მონიტორინგი, როგორც ეფექტური პრევენციული
ღონისძიება.
ანგარიშში არაერთხელ არის მოხსენიებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის
რეგლამენტი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელო
სამართლებრივ დოკუმენტს და ამ მიმართულებით სამსახურს განხორციელებული
აქვს არაერთი აქტივობა.
აზრი გამოთქვეს: ხატია დეკანოიძემ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მოისმინა და დადებითად შეაფასა
წარმოდგენილი ანგარიში.
მოისმინეს:
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის - სალომე ვარდიაშვილის მოხსენება საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის
შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიშზე.
მომხსენებელი მიესალმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სტუდენტებს, წარმოადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიში და აღნიშნა, რომ
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა,
რომელიც სახელმწიფო დონეზე, სრულიად უსასყიდლოდ, იცავს მომხმარებლის
ინტერესებს.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის ყოველწლიური ანგარიში მოიცავს ინფორმაციას მომხმარებელთა
მომართვიანობის სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რომლის თანახმად,
2022
წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად
14
სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა 12 ათასამდე
დაინტერესებულმა პირმა, თუმცა ყველა მომართვა არ გახდა ადმინისტრაციულ
წარმოებაში
გადასაზრდელი
საქმე.
ენერგოომბუდსმენის
სამსახურის
კონსულტაციებისა და სამართლებრივი რჩევების შემდეგ, მომხმარებლებს აღარ
დასჭირდათ კომპანიებთან დავა, რაც არის ცნობიერების ამაღლების მიზნით დიდი
შრომისა და ჩატარებული აქტივობების შედეგი.
მომხსენებელმა სისტემაში, კონკრეტულად დარგების მიხედვით არსებულ
დარღვევებთან
დაკავშირებით
აღნიშნა,
რომ
ყველაზე
მეტი
დარღვევა
ელექტროენერგეტიკის
სფეროში
გამოიკვეთა
(948),
მეორე
ადგილზეა
წყალმომარაგება (399), ხოლო , ბოლო ადგილზე - ბუნებრივი გაზი (159).
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორი ყოველთვის იყო
„ლიდერი“ პრობლემების თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც დედაქალაქში, ისე
რეგიონებში არის პრობლემები ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით და
აღრიცხვიანობის დარღვევასთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საანგარიშო
წლის განმავლობაში აწარმოებდა მედია საშუალებებისა და სოციალური ქსელის
მონიტორინგს ქ. რუსთავში არსებული წყალმომარაგების პრობლემებთან
დაკავშირებით. აგრეთვე, შეისწავლა სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია
და მომხმარებლების განცხადებები.
მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოხატავდა პრეტენზიებს შპს „რუსთავის
წყალის“ მიმართ მომსახურების დაბალი ხარისხის გამო. აღნიშნული უკმაყოფილება
ძირითადად გამოწვეული იყო წყლის ხშირ წყვეტასთან, აღდგენის დროის
დაგვიანებასა და გადაწევასთან
დაკავშირებით.
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
სამსახური
ყოველდღიურად ჩადიოდა რუსთავში იმ სამუშაოების მონიტორინგისთვის,
რომელიც კომპანიას დაევალა სემეკ-ის საჯარო სხდომაზე. მონიტორინგი
ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტთან ერთად.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მუნიციპალური წყლები არის ასევე პრობლემური
საკითხი. ბევრ რეგიონში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიებს არა აქვთ
ლიცენზია და ამიტომ
მუნიციპალიტეტები თვითონ არიან პასუხისმგებელნი
წყალმომარაგებაზე. ასეთ რეგიონებში მომხმარებლების უფლებების დაცვა ვერ
ხერხდება,
ვინაიდან
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) წარმოადგენს წყალმომარაგებისა და
წყალარინების მომსახურებების ლიცენზირებული მიმწოდებლების მარეგულირებელ
ორგანოს. ამიტომ ენერგოომბუცმენის იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ იმ
რეგიონებზე, სადაც ოპერირებს ლიცენზირებული კომპანიები.
15
მომხსენებელმა ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2019
წელი შეფასებულ იქნა როგორც კატასტროფების წელი, ვინაიდან
დაფიქსირდა
ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (მხუთავი არით CO-თი
ინტოქსიკაციის) და სხვა უბედური შემთხვევების რამდენიმე ათეული ფაქტი. ეს იყო
სერიოზული პრობლემა, რაზეც
სამსახურმა, კომპანიის - „გაუფრთხილდი
სიცოცხლეს“ ფარგლებში, ჩაატარა აქტივობები, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას
განემარტა იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბინაში
დამონტაჟებულმა გაზზე მომუშავე დანადგარებმა. ყოველივე ამან ძალიან დიდი
შედეგი გამოიღო და 2022 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა ბუნებრივი აირით
გამოწვეული უბედური შემთხვევები.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ენერგოომბუდსმენის სამსახური აქტიურად
თანამშრომლობს
მუნიციპალიტეტებთან,
მარეგულირებელ
კომისიასთან.
მემორანდუმი აქვს გაფორმებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად
არსებულ
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან.
ენერგოომბუდსმენის სამსახურს ასევე აქვს საერთაშორისო ურთიერთობების კარგი
გამოცდილება. დამცველის სამსახური არის „ეროვნული ენერგოომბუდსმენების
ქსელის“ (NEON - National Energy Ombudsmen Network) სრულუფლებიანი წევრი. ეს
ორგანიზაცია აერთიანებს ენერგოსექტორში მოქმედ ომბუდსმენებს, მედიატორებსა
და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელ
პირებს
(ორგანიზაციის
ოფიციალური
ვებ-გვერდი:
neon-ombudsman.org.).
ენერგოომბუდსმენის სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეყრდნობა
საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, NEON-ის მეშვეობით სამსახურს ევროპელ პარტნიორებთან ერთად
უდაოდ შეუძლია ქვეყანაში მომხმარებელთა არსებული უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესება.
ენერგოომბუდსმენის სამსახური გააგრძელებს აქტივობებს 2024 წელსაც.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა და დადებითად შეაფასა
წარმოდგენილი ანგარიში.
16
მოისმინეს:
7. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცების
შესახებ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტს
ჰქონდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა და აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო
გეგმის შემუშავებაში.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
კომიტეტმა
დაამტკიცა
სამოქმედო გეგმა.
წარმოდგენილი
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
17