საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს (ეკა გიგაური) მიერ წარმოდგენილ „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ“ (№1-16708/23; 13.12.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 68
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
2/19/24, 2:17 PM
საქართველოს პარლამენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 თებერვალი 2024 12:00
2024 წლის 19 თებერვალი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
https://parliament.ge/print/announcement/2698?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
ოქმი N68
2024 წლის 19 თებერვალი,
12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის ოქმი
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ბერაია (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი
მეშველიანი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი
ჭანკოტაძე, გუბაზ სანიკიძე, ტარიელ ნაკაიძე (თეონა აქუბარდიას უფლებამონაცვლე),
ალექსანდრე ელისაშვილი, არმაზ ახვლედიანი;
სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა.
ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი:
1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის
წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველ
საკითხთა დღის წესრიგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ
წარმოდგენილი - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების
შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება დაემატა. მომხსენებელი თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
1. მომხსენებელმა განმარტა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2024 წლის
სამოქმედო გეგმაში ასახულია როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში
შემავალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე, კომიტეტის საზედამხედველო
ფუნქციები და პარტნიორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის
მიმართულებები. ”აქტივობები რომელიც გვქონდა შარშანდელი სამოქმედო გეგმით და
ვერ მოვასწარით მათი განხორციელება, ავტომატურად არის გადმოსული 2024 წლის
1
სამოქმედო გეგმაში და ასევე დამატებულია ცალკეული საკითხები“ - აღნიშნა ირაკლი
ბერაიამ.
კომიტეტის სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი რედაქციით დამტკიცებულ იქნა
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. კომიტეტის
თავმჯდომარის
განცხადებით,
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაში საუბარია უსაფრთხოების სექტორის კონტროლის მიზნით პარლამენტის
სპეციალიზებული სტრუქტურის შექმნაზე, მის შემადგენლობასა და მანდატზე. ასევე
სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების საკითხებზე და მუდმივმოქმედ ექსპერტთა
საბჭოს მანდატზე.
„საკანონმდებლო წინადადებაში არის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს
შეიცავს და არის საკითხები, რომლებსაც არ ვიზიარებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ
ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა
უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერება და ჩვენი ევროპელი
პარტნიორები იმ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინეს საკმაოდ კარგად ახდენენ ამ
მექანიზმების შეფასებას. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თავდაცვის და
უსაფრთხოების სექტორზე, საკანონმდებლო დონეზე, ზედამხედველობის მექანიზმები
კარგად მოწესრიგებულია და ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის პრაქტიკულ
ნაწილზე და ნდობის ჯგუფის ფორმატში ოპოზიციის ჩართულობაზეა საუბარი. მინდა
კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არის ნდობის ჯგუფის
შემადგენლობაში, დაბრუნდეს ჯგუფში და დაესწროს მის შეხვედრებს და იმ ერთი
ვაკანტური ადგილისთვის, რაც დღემდეა დარჩენილი, ოპოზიციის პოლიტიკურმა
ჯგუფებმა, რეგლამენტის მიხედვით, წარმოადგინონ კანდიდატურები“, - განაცხადა
ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა ბევრს საუბრობს სხვისი მანდატის
გაზრდაზე და გაფართოებაზე, სხვის ხარვეზებზე, თუმცა მაშინ, როდესაც აღნიშნული
ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე იყო საუბარი, ორგანიზაცია კატეგორიული
წინააღმდეგი იყო იმ საკანონმდებლო ინიციატივის, რაც ჩვენმა კოლეგებმა შეიმუშავეს და
იგი
რუსულ
კანონად
მონათლეს.
კომიტეტის
თავმჯდომარის
შეფასებით,
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის უმრავლესობის წევრებისთვის საინტერესო არ
არის და შესაბამისად, მისი გაზიარება არ მოხდება.
სხდომაზე კომიტეტის ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო წინადადების
დაჩქარებული წესით შემოტანის საკითხი გააპროტესტეს და მისი შესწავლის მიზნით
განხილვის
გადატანა
ითხოვეს.
ოპოზიციონერი
დეპუტატების
მოთხოვნაზე
განმარტებები გაკეთდა და აღინიშნა, რომ აღნიშნული წინადადება პარლამენტს გასული
წლის დეკემბერში წარედგინა და შესაბამისად, პარლამენტის წევრებს მისი გაცნობის
შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ.
კომიტეტმა არ გაიზიარა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, ვინაიდან მიიჩნია,
რომ საქართველოში უსაფრთხოების სექტორზე
საპარლამენტო კონტროლის
საკანონმდებლო ბაზა სათანადოდ მოწესრიგებულია და ამ კუთხით მიზანშეწონილია
მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესება ნდობის ჯგუფის საქმიანობაში
ოპოზიციის ჩართულობის თვალსაზრისით.
2
ზემოაღნიშნულის გათვალიწიენებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას და კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო
წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი.
(კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად
იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
სხდომის მდივანი
მაია კომლაძე
3