საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-2158/24
19-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში
2023 წლის იანვარი-2024 წლის იანვარი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაცია 2023 წლის განმავლობაში მონაწილეობდა ასამბლეის ხუთ ღონისძიებაში:
•
საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა ქ. ბრიუსელში,
ბელგიის სამეფო, 23-24 თებერვალი 2023;
•
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, 19-22 მაისი, 2023;
•
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე წლიური სესია ქ. კოპენჰაგენში, დანიის
სამეფო, 6-9 ოქტომბერი 2023;
•
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის 104-ე
სემინარი ქ. სტოკჰოლმი, შვედეთის სამეფო, 23-24 ოქტომბერი, 2023;
•
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის 105-ე
სემინარი ქ. სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, 14-16 ნოემბერი 2023.
სესია
ქ.
ლუქსემბურგში,
საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე, როგორც კომიტეტების, ასევე პლენალურ სხდომებზე,
ქართული დელეგაციის წევრების მიერ წარდგენილი იყო არაერთი ცვლილება ასამბლეის
ანგარიშებსა და რეზოლუციებში/დეკლარაციებში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა
გაზიარებული იქნა. აგრეთვე, სესიების ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებმა, 10
ორმხრივი შეხვედრა გამართეს ნატო-ს მოკავშირე სახელმწიფოების საპარლამენტო
დელეგაციებთან.
საქართველო ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა ქ. ბრიუსელში,
ბელგიის სამეფო, 22-23 თებერვალი 2023
1. 2023
წლის
22-23
თებერვალს,
ქ.
ბრიუსელში,
საქართველო-ნატო-ს
საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ქართულ დელეგაციას,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია
ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვლადიმერ
ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ნინო იობაშვილი, დავით ბაქრაძე და თეონა
აქუბარდია.
2. ასამბლეის მხრიდან, შეხვედრაში პრეზიდენტი - ჟოელ გარიო-მაილამი და ორი ვიცეპრეზიდენტი, ბიუროს სხვა წევრები მონაწილებდნენ. შეხვედრები ასევე შედგა ნატოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და ნატო-ში
მოკავშირე სახელმწიფოების მისიების (შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი,
თურქეთი და საფრანგეთი) ხელმძღვანელებთან/ხელმძღვანელის მოადგილეებთან.
3. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ნატო-ს
ბუქარესტის 9 ჯგუფის (ე.წ. B9 - ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, ჩეხეთი,
ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) მისიების ხელმძღვანელებთან
და მოადგილეებთან.
4. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და
კომიტეტის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი ხელაშვილი, ნატო-ს შტაბ ბინაში
შეხვდნენ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს,
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს ოპერაციების საკითხებში, ტომას გოფუსს,
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს და
ბელგიის ფედერალური პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პირეტ
ბიუსროგეს.
5. ყველა
ზემოთ
აღნიშნულ
შეხვედრებზე
განიხილებოდა
რეგიონალური
უსაფრთხოების გარემო, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და ოკუპირებულ
რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული
ომის გავლენა საქართველოზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,
საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სხა
მნიშვნელოვანი საკითხები. ქართველი კანონმდებლების მხრიდან, ხაზი გაესვა
საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციაზე
საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, საქართველოს ნატო-ში
გაწევრების მნიშვნელობას და აღნიშნული პროცესის დაჩქარების საჭიროებას, ასევე
ნატო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და წევრი სახელმწიფოების უმაღლეს
პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის
პრიორიტეტულობის მნიშვნელობას. დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და მედეგობის გაძლიერებაში საერთაშირისო
მხარდაჭერის გაძლიერების და რეგიონში ნატო-ს/მოკავშირეების გაზრდილი
ყოფნისა და ხილვადობის აუცილებლობაზე.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. ლუქსემბურგში,
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, 19-22 მაისი 2023
1. 2023 წლის 19-22 მაისს, ლუქსემბურგში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო საამებლის
საგაზაფხულო სესია, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაცია მონაწილეობდა შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ბერაია (დელეგაციის
ხელმძღვანელი), გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე და დავით
ბაქრაძე.
2. სესიის დღის წესრიგი დაეთმო ისეთ საკითხებს როგორიცაა: ბალტიის და შავი ზღვის
რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, ალიანსის მედეგობის გამყარება, ახალი
უსაფრთხოების გამოწვევებთან ადაპტაცია და ალიანსის ღია კარის პოლიტიკის
გაგრძელება.
3. ირაკლი ბერაიას მხრიდან ასამბლეის დეკლარაციასა და ანგარიშებში წარდგენილი
იქნა შენიშვნები/შესწორებები რომლებიც ეხებოდა ქვეყნის ევროატლანტიკურ
ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათში საქართველოს
მხარდამჭერი ჩანაწერებს. დოკუმენტების ავტორთა/საკითხებზე მომხსენებელთა
მხრიდან,
შენიშვნების/შესწორებების
გათვალისწინებული.
აბსოლუტური
უმრავლესობა
იქნა
4. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შედგა ქართული დელეგაციის ორმხრივი
შეხვედრები იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ლუქსემბურგისა და გერმანიის
საპარლამენტო დელეგაციებთან.
5. სესიის სხვადასხვა ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე, განიხილებოდა
რეგიონალური უსაფრთხოების გარემო, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები
და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის მიერ უკრაინის
წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენა საქართველოზე. საქართველოს ევროპული
და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში
მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ქართული დელეგაციის მხრიდან
ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციაზე
საერთაშირისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, საქართველოს ნატო-ში
გაწევრების მნიშვნელობას და აღნიშნული პროცესის დაჩქარების საჭიროებას, ასევე
ნატო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და წევრი სახელმწიფოების უმაღლეს
პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის
პრიორიტეტულობის მნიშვნელობას. დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს
საქართველოს
თავდაცვისუნარიანობისა
და
მედეგობის
გაძლიერებაში
საერთაშირისო მხარდაჭერის გაძლიერების და რეგიონში ნატო-ს/მოკავშირეების
გაზრდილი ყოფნისა და ხილვადობის აუცილებლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და
მოკავშირე ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შრის თანამშრომლობის
შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
6. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის გარდა,
ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები ლუქსემბურგის
საკანომდებლო
ორგანოს
თავდაცვისა
და
უსაფრთხოების
კომიტეტის,
საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის და განათლების კომიტეტის
თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე წლიური სესია ქ. კოპენჰაგენში, დანიის
სამეფო, 6-9 ოქტომბერი 2023
1. 2023 წლის 6-9 ოქტომბერს, დანიის სამეფოს ქ. კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის 69-ე წლიური სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობდა შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი
ბერაია (დელეგაციის ხელმძღვანელი), ხარია წილოსანი, გივი მიქანაძე და თინათინ
ბოკუჩავა.
2. სესიის დღის წესრიგი დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ალიანსის ღია კარის
პოლიტიკა, ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ნატო-ს ადაპტაცია
უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს საპასუხოდ, ალიანსის შეკავებისა და
თავდაცვის პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური
სივრცის უსაფრთხოებაზე და სხვა.
3. ქართული დელეგაციის წევრების, ირაკლი ბერაიას და თინათინ ბოკუჩავას მხრიდან
ასამბლეის
ანგარიშებსა
და
რეზოლუციებში
წარდგენილ
იქნა
შენიშვნები/შესწორებები,
რომელთა
აბსოლუტური
უმრავლესობა
იქნა
დოკუმენტების ავტორთა/საკითხებზე მომხსენებელთა მხრიდან. ასამბლეის
პლენალურ სესიაზე ინტერვენციისას ირაკლი ბერაიამ ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრების და ქვეყნის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის გაძლიერების
საჭიროებაზე.
4. სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები
გამართეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, რუმინეთის, უნგრეთის და დანიის სამეფოს
საპარლამენტო დელეგაციებთან.
5. შეხვედრებზე განიხილებოდა რეგიონალური უსაფრთხოების გარემო, საქართველოს
უსაფრთხოების გამოწვევები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება,
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენა საქართველოზე,
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული
პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების და
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ქართული
დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის მიზნით
რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას,
საქართველოს ნატო-ში გაწევრების მნიშვნელობას და აღნიშნული პროცესების
დაჩქარების საჭიროებას, ასევე ნატო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და წევრ
სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში
საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობის მნიშვნელობას. დელეგაციის წევრებმა
ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის
გაძლიერებაში საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების და რეგიონში ნატოსს/მოკავშირეების გაზრდილი ყოფნისა და ხილვადობის აუცილებლობაზე. აღინიშნა,
საქართველოსა და მოკავშირე ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის 104-ე
სემინარი ქ. სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფო. 23-24 ოქტომბერი 2023
1. 2023 წლის 23-24 ოქტომბერს, შვედეთის სამეფოს ქ. სტოკჰოლმში, ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 104-ე
სემინარში - „რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა: სტაბილურობის
პროეცირება, უსაფრთხოების განმტკიცება და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში
დაწინაურება“ - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით
მინაწილებდა: ირაკლი ბერაია (დელეგაციის ხელმძღვანელი), ხატია წილოსანი,
გიორგი ჩაკვეტაძე და თეონა აქუბარდია.
2. სემინარზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: შვედეთის კონტრიბუცია
ნოტო-ში და პარტნიორების მხარდაჭერა, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და
უსაფრთხოებისათვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზა, ჰიბრიდულ
საფრთხეებთან ბრძოლაში შვედეთის მედეგობის შესახებ გამოცდილების გაზიარება.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს და ხაზი გაესვა ნატო-ში
წევრობის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
3. ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრთა ინტერვენციები ეხებოდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, დეოკუპაციის
მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, ალიანსის და მოკავშირეების დღის წესრიგში
საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობის შენარჩუნებას, ქვეყნის ნატო-ში
გაწევრების დაჩქარებას და ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას.
4. სემინარზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც ისაუბრა საქართველოს
ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე.
5. ქ. სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები შვედეთის
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პიტერ ჰულქვისტს შეხვდნენ.
საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ნატო-ში
ინტეგრაციას, ორ ქვეყანას შრის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და
მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის 105-ე
სემინარი ქ. სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინა, 14-16 ნოემბერი 2023
1. 2023 წლის 14-16 ნოემბერს, ქ სარაევოში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ორგანიზებით ჩატარდა ასამბლეის „როუზ-როთ“-ის 105-ე სემინარი თემაზე „ბოსნია
და ჰერცეგოვინა და დასავლეთ ბალკანეთი არასტაბილურ საერთაშირისო
უსაფრთხოების გარემოში“. სემინარში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში
სქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თეონა აქუბარდია
მონაწილეობდა.
2. სემინარზე განიხილებოდა ისეთი საკითხები როგორიცაა: ბოსნია და ჰერცეგოვინაში
მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდეციები, დასავლეთ ბალკანეთში
არსებული
უსაფრთხოების
გამოწვევები
და
ქვეყნის
ევროატლანტიკურ
ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი.