საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 89
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:14 PM
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 თებერვალი 2024 13:00
2024 წლის 19 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება
და 2023 წლის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
სამართალდარღვევათა
პროექტები:
კოდექსში
ცვლილების
„საქართველოს
შეტანის
შესახებ“,
ადმინისტრაციულ
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/355; 27.12.2023) სავალდებულო
დასკვნა, I მოსმენა;
https://parliament.ge/print/announcement/2695?local=true
1/2
საქართველოს პარლამენტი
2/19/24, 2:14 PM
მომხსენებელი:
ნინო
თანდილაშვილი
-
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე.
https://parliament.ge/print/announcement/2695?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის სხდომის
ოქმი N89
ქ. თბილისი
2024 წლის 19 თებერვალი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე მაია ბითაძე;
კომიტეტის წევრები: ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, ნოდარ
ტურძელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, გოდერძი
ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი ხახუბია, დავით კირკიტაძის
უფლებამონაცვლე თემურ ჯანაშია.
მოწვეული სტუმრები: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი დენის სალუქვაძე,
კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნათია შამათავა - სხდომის მდივანი
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო
გეგმის დამტკიცება და 2023 წლის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/355; 27.12.2023) სავალდებულო დასკვნა, I მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე.
I საკითხი
მოისმინეს მაია ბითაძის მოხსენება: მოგეხსენებათ, რომ მზარდი ეკონომიკური
განვითარების პირობებში, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით
რაციონალური
სარგებლობა
მნიშვნელოვანი
გამოწვევაა.
საქართველოს
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ქვეყანაში ჯანსაღი საარსებო
გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, კომიტეტი აქტიურად მუშაობს ასოცირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული
მოთხოვნების,
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების, მდგრადი განვითარებისა და
მწვანე ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
ახალა კი ვთხოვ ჩვენი კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტებს, ნათია
შამათავას და ელისო შანავას წარმოადგინონ კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის
ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა.
მოისმინეს აპარატის წამყვანი სპეციალისტის ნათია შამათავას მოხსენება:
მოგახსენებთ, რომ 2023 წლის სამოქმედო გეგმის ძირითად სექტორულ
მიმართულებებს წარმოადგენდა: გარემოს დაცვა და კონსერვაცია, მწვანე
ეკონომიკა და ცირკულარული ეკონომიკა, დაბალემისიანი და კლიმატ მედეგი
ურბანული და სოფლის განვითარება. ამასთან, სამოქმედო გეგმაში
გათვალისწინებულ იქნა ორი თანმდევი მიმართულება: გარემოსდაცვითი
მართვის მექანიზმები და გარემოსდაცვითი დემოკრატია.
2023 წლის ფარგლებში ჩატარდა 28 კომიტეტის სხდომა, მათ შორის 2 გასვლითი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
გახლდათ
60 კანონის პროექტზე. კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის
მოსამზადებლად განიხილა 21 კანონის პროექტი და 10 საერთაშორისო
ხელშეკრულება, ამასთან კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა 12 კანონის
პროექტი და კომიტეტმა განიხილა 5 საკანონმდებლო წინადადება.
2022-2023 წლებში შეიქმნა შემდეგი ახალი დაცული ტერიტორიები: ტანისა და
თეძამის დაცული ლანდშაფტი და ტანის აღკვეთილი, მაჭახელას დაცული
ლანდშაფტი, კვერეთის აღკვეთილი, რაჭის ეროვნული პარკი და მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორია, ერუშეთის ეროვნული პარკი და მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორია, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (პირველი სახელობითი დაცული
ტერიტორია საქართველოში). ასევე, „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ
საქართველოს კანონში“ შევიდა ცვლილებები, კერძოდ სადემარკაციო
სამუშაოების ჩატარების შედეგად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან
გამოიყო დაცული ტერიტორიებისათვის არატიპიური ინფრასტრუქტურა და
ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.
დღესდღეობით საქართველოში დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობი 912
ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს
ასოცირების
შეთანხმებიდან
გამომდინარე
კომიტეტის
აქტიური
კანონშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად მიღებულ იქნა კომპლექსური
საკანონმდებლო პაკეტები: ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის რესურსების
მართვის შესახებ’’ და ასევე რატიფიცირებულ იქნა „ვერცხლისწყლის შესახებ
მინამატას კონვენცია“.
ამასთან, კომიტეტის სხვა მნიშვნელოვან კანონშემოქმედებით საქმიანობას
განეკუთვნება: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის
პროექტი რომლის საფუძველზეც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების,
აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში,
გამწვანების პროექტის, არსებობა სავალდებულო გახდა.
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შევიდა ცვლილებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ა(ა)იპ „მწვანე პოლუსის“ (25 000
ამომრჩევლის) ავტორობით,
ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის
გზებზე კონტროლის მიზნით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის საფუძველზე გაიზარდა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
კანონის
პროექტის
საფუძველზე
ავტომობილების
ტექინსპექტირების
გაუვლელობის
განმეორების
შემთხვევებზე
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა.
მიღებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ და მისგან
გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები. კომიტეტის თავმჯდომარის
ინიციატივით,
კომიტეტმა
აქტიურად
ითანამშრომლა
საქართველოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსთან და პირველად საკანონმდებლო სივრცეში „ტურიზმის
შესახებ“
საქართველოს კანონში გაჩნდა ეკოტურიზმის სამართლებრივი
განმარტება.
ცვლილებები შევიდა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონში, კომიტეტმა აქტიურად იმუშავა საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან და
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან იმისათვის, რომ
პირველად საკანონმდებლო სივრცეში გაჩენილიყო მდგრადი სატრანსპორტო
მობილობის დეფინიცია და სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, მოგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონის შემუშავებაზე
ბრიტანეთის მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD)
მხარდაჭერით. საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების
პროცესი კომიტეტმა წარამარა თვისებრივად ახალი მიდგომის საფუძველზეკანონპროექტის მომზადებამდე შემუშავდა საკონსულტაციო დოკუმენტები,
მწვანე და თეთრი წიგნები.
2023 წლის დასაწყისში კომიტეტმა საჯაროდ გამოაქვეყნა მწვანე წიგნის
დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ საკონსულტაციო დოკუმენტს და
განმარტავდა, თუ რატომ სჭირდება საქართველოს კლიმატი კანონი, რა გავლენა
აქვს კლიმატის ცვლილებას ქვეყანაზე და საზოგადოების ფართო ჯგუფებს
სთხოვდა შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარებას, თუ რა უნდა
ასახულიყო კლიმატის კანონში.
ამის შემდგომ მწვანე წიგნის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა თეთრი წიგნი,
რომელშიც მოცემული იყო თუ რა უპასუხეს უწყებებმა, მუნიციპალიტეტებმა,
დაინტერესებულმა პირებმა მწვანე წიგნში დასმულ საკონსულტაციო კითხვებს,
რის შემდეგაც თეთრ წიგნზე მომუშავე ექსპერტების ჯგუფმა ეს პასუხები
გარდაქმნეს კლიმატის კანონისთვის მყარ წინადადებებად.
თეთრი წიგნის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს კლიმატის კანონპროექტს
საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და თუ ყველაფერი შეუფერხებლად
წარიმართება, საქართველოს 2024 წლისთვის ექნება კლიმატის კანონი.
ამასთან, 2023 წლის 27 დეკემბერს, კომიტეტის აქტიური მუშაობის შედეგად
საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ’’
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დაარეგულირებს ისეთს საკითხებს,
როგორიცაა: შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია,
ვაქცინაცია, შინაურ ბინადარ ცხოველთა კასტრაცია-სტერილიზაცია, როგორც
პატრონიან, ასევე უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების პოპულაციების
მართვა.
საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის ფარგლებში გაიმართა 60 შეხვედრა და
შემუშავდა 200 გვერდიანი შენიშვნების ცხრილი, ასევე მიმდინარეობს მუშაობა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO)
და
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ შინაურ
ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის პროგრამამ გამართულად იმუშაოს და ყველა
შინაური ბინადარი ცხოველი გახდეს მიკვლევადი, რაც საკანონმდებლო პაკეტის
ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
აქვე მოგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში
ფუნქციონირებს 4 სამუშაო ჯგუფი შესაბამისი სამინისტროების, არასამთავრობო
ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით, ეს ჯგუფებია:
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის
დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი’’, „გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან
მომუშავე სამუშაო ჯგუფი“, „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების
შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ და „სატყეო რეფორმის შემსწავლელი სამუშაო
ჯგუფი“.
სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა ელისო შანავას
მოისმინეს აპარატის წამყვანის სპეციალისტის ელისო შანავას მოხსენება:
წარმოგიდგენთ 2024 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითად
პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია: ქვეყანაში არსებულ ძირითად
გარემოსდაცვით და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების
საკანონმდებლო
ჩარჩოში
მოქცევა,
ეფექტიანი
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობა, ეფექტიანი მონიტორინგი ეროვნული კანონმდებლობის
აღსრულებაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა
შესრულებასა და ქვეყნის ძირითად, სტრატეგიულ დოკუმენტებში განსაზღვრულ
აქტივობათა განხორციელებაზე.
რაც შეეხება 2024 წლისათვის დაგეგმილ საკანონმდებლო საქმიანობას, კომიტეტი
განიხილავს და პირველი მოსმენით მიიღებს: „ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, „ნადირობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს,
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონის პროექტს, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს, „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში „ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის
პროექტს.
ასევე, იგეგმება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, კერძოდ კომიტეტი
განიხილავს შემდეგ კანონის პროექტებს; ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტს, ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს,
„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტს.
კომიტეტი 2024 წელს მოისმენს სახელმწიფო უწყებების შემდეგ ანგარიშებს:
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ანგარიშს, გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ანგარიშს, გარემოს ეროვნული სააგენტოს
საქმიანობის ანგარიშს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების
შესახებ, სსიპ ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’
საქმიანობის ანგარიშს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების
აღსრულების
შესახებ
სსიპ
„ნავთობისა
და
გაზის
სახელმწიფო
სააგენტოს“ ანგარიშს, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშს,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ განახლებადი ენერგიების გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულების
შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირების
უფლებების
შესახებ“ საქართველოს სამინისტროების სამოქმედო გეგმების შესრულების
წლიური ანგარიშს.
რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობას, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად მიიღო
გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის -„საქართველოში დეკარბონიზაციის
შესაძლებლობები და გამოწვევები“ დაწყების შესახებ.
საქართველოში დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით საკითხის წამოწევა
პირველად განხორციელდა სწორედ აღნიშნული თემატური მოკვლევის
ფარგლებში და გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრისთვის
აუცილებელია, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ასევე ეფექტიანი
აღსრულების მექანიზმების შემუშავება. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა
თემატური მოკვლევის ანგარიშისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად.
კომიტეტი ასევე აქტიურად მუშაობს თემატურ მოკვლევაზე - დაბალემისიიანი
მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში, რომლის მიზანია
დაბალემისიიანი, მდგრადი მობილობის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის
საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებული გამოწვევების
გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით კლიმატის
ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება.
მოკვლევის ჯგუფში წარმოდგენილები არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები.
ამჟამად კომიტეტი აქტიურად მუშაობს თემატური მოკვლევის საბოლოო
ანგარიშზე.
II საკითხი
მოისმინეს ნინო თანდილაშვილის მოხსენება. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი
მიზნად ისახავს “M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ საზოგადოების
საკანონმდებლო წინადადების ნაწილის მიღებას, რომელიც ეხება ბრაკონიერული
ფაქტების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის გზების
იდენტიფიცირებას და მათ აღმოფხვრას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი - 1816 მუხლის დამატება და ამ
უკანასკნელიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები 208-ე მუხლში, 222-ე
მუხლის პირველი ნაწილსა და 239-ე მუხლის მე-4 და მე-13 ნაწილებში.
აღნიშნული
ცვლილება
მომზადებულია
საკანონმდებლო
წინადადების
საფუძველზე,
რომლის
თანახმადაც,
მოთხოვნილია
კუსტარული
ელექტროშოკური აპარატების დამზადების/ფლობის/ რეალიზაციის აკრძალვა.
თვითნაკეთი
(კუსტარულად
დამზადებული)
ელექტროშოკის
აპარატი
გამოიყენება უკანონო თევზჭერისთვის (ბრაკონიერობისთვის) და წარმოადგენს
საფრთხეს როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე
წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის,
მათ შორის, ფიქსირდება აღნიშნული
თვითნაკეთი
მოწყობილობის
გამოყენება
სსდ
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტის
სწრაფი
რეაგირების
სამსახურის
თანამშრომლების მიმართ, რასაც ახლავს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. გარდა
აღნიშნულისა,
აგრეთვე
ფიქსირდება
თვითნაკეთი
ელექტროშოკური
მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის
დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება კოდექსში არსებული ხარვეზებისა და
ნაკლოვანებების
გამოსწორება,
პრევენციის/შემცირების
მიმართულებით
კოდექსის სრულყოფა, რაც მდგომარეობს კანონმდებლობის გამკაცრებაში.
აგრეთვე, კანონპროექტის მიღების შედეგად, დარეგულირდება თევზჭერისთვის
გამოყენებული იარაღების სამოქალაქო ბრუნვა და განისაზღვრება შესაბამისი
სახდელები აღნიშნული წესების დარღვევისთვის.
კითხვა დასვა: ნოდარ ტურძელაძემ - მაინტერესებს თვითნაკეთი ან ქარხნულად
დამზადებული ხელსაწყო გადატანის შემთხვევაშიც გამოიწვევს დაჯარიმებას?
ხომ არ შედის ამაში შედუღების აპარატი ან გამათბობელი, რომელიც წყალში
ჩადების შემთხვევაში იწვევს თევზების განადგურებას?
კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - მან ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნის გემების
მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე,
რაც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ნაწილია. მისი თქმით,
მიმდინარე წელს, ჩვენს აკვატორიაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა,
როდესაც გემებიდან ატმოსფერულ ჰაერში ვიზუალურად შავი გამონაბოლქვის
პერმანენტული გაფრქვევა მიმდინარეობდა. შესაბამისად, განაცხადა რომ
სასწრაფოდ გვაქვს მოსაფიქრებელი რეაგირების ნაწილში უფრო მოქნილები
მექანიზმები, იმიტომ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გვაძლევს რეაგირების
საშუალებას.
უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - თევზჭერის ელექტრო იარაღი განმარტებულია
და შესაძლებელია ვიმუშაოთ მეტ კონკრეტიზაციაზე, იმისათვის, რომ
გამოვრიცხოთ რაიმე ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც თუნდაც, იგივე აპარატებს
მოიაზრებდეს. რაც შეეხება გემებიდან ზღვის დაბინძურებას, დღეს მოქმედი
კანონმდებლობა მცურავი საშუალებების მხრიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების
გაფრქვევებისთვის რაიმე ზღვრულად დასაშვები მაჩვენებლების სტანდარტებს არ
ითვალისწინებს და არ ადგენს. ვფიქრობ, რომ ამისათვის დაგვჭირდება შესაბამისი
ზღვრული მნიშვნელობების დადგენა კანონმდებლობით, როგორც გვაქვს
მსუბუქი მანქანებისათვის და სატვირთოებისათვის, შესაძლებელია მცურავ
საშუალებებს განსხვავებული ნორმები ჰქონდეთ. ევროკავშირში არსებობს ცალკე
ნორმირება სანაოსნო პროცესში ჩართული მცურავი საშუალებებისთვის
გაფრქვევების ნაწილში, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და წარმოგიდგენთ
კონკრეტულ წინადადებებს.
აზრი გამოთქვა: ხატია წილოსანმა - სარეალიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით
ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მეორე მოსმენის დროს დაზუსტება გაკეთდეს,
რადგან ქარხნულად დამზადებულს ვახსენებთ, სადღაც ხომ უნდა იყიდებოდეს ეს
ყველაფერი ანუ მიკვლევადობა რომ იყოს შესაძლებელი სარეალიზაციო ობიექტის
- სად შეიძინეს ან რა მიზნით. თუ ბაზარზე არის დაშვებული, იმას აუცილებლად
ექნება აღწერილობითი ნაწილი სად უნდა იქნას გამოყენებული. კუსტარული
გასაგებია, მაგრამ როცა ქარხნულზეა საუბარი, ქარხნულს ყოველთვის რაღაც
მიზანი ექნება და დასაზუსტებელი იქნება მიკვლევადობის ნაწილიც.
აზრი გამოთქვა: გიორგი ხახუბიამ - აღნიშნა, რომ ის გამონაბოლქვი, რომელიც
იყო გამოწვეული შავ ზღვის აკვატორიაში, კონკრეტულად თევზსაჭერი გემების
მხრიდან შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან და საკმაოდ კომპლექსური
საკითხია. პირველი რაც უნდა აღნიშნოს არის, რომ ქართული ფლოტი სრულად
განახლებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მხარდაჭერით. ეს არის სრულიად ახალი თევზსაჭერი გემები, რომლითაც
ხორციელდება რეწვა. ამას ემატება ის თურქული გემები, რომელიც იჯარით
შემოდის რეწვის სეზონის გამავლობაში. ასევე, როგორც იცით, ბოლო პერიოდში
საკმაოდ ინტენსიურად კონტროლდება დიზელის ხარისხი და 28 შემთხვევაში
გამოვლინდა შეუსაბამობა დიზელის ხარისხში. ამიტომ ეს არის ის პირველი
კომპონენტი, რის გამოც მოხდა შავი ზღვის დაბინძურება.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ’’, „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ’’,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
მაია ბითაძე
ნათია შამათავა