საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
წერილი
2-2166/24
19-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირში, მონაწილეობა მიიღო 2 ასამბლეის და
ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------2023 წლის 11-16 მარტი
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 146-ე ასამბლეა
ბაჰრეინი, მანამა
მონაწილეები: გიორგი ვოლსკი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ბროკიშვილი
2023 წლის 11-15 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გაიმართა საერთაშორისო
საპარლამენტო კავშირის რიგით 146-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა
მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 700-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 40-მდე
პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
„მშვიდობიანი თანაარსებობისა და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა:
შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ამ თემის გარშემო გაიმართა მთავარი
პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის
გარშემო.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა არგენტინის,
ჩილეს, გერმანიის, ნიდერლანდებისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების მიერ
ინიციირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოუწოდებს წევრ პარლამენტებს და
საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთში, სირიაში, უკრაინაში, იემენში და სხვა ქვეყნებში
არსებული სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ინფორმაციის მეტად
გავრცელებისკენ და შესაბამისი მოქმედებებისკენ. რეზოლუციის პროექტი ეხებოდა
განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს - ქალებს და ბავშვებს.
ორმხრივი შეხვედრები
ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ
ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა პარლამენტების წარმომადგენლებთან. მათ
შორის შვედეთისა და ტაილანდის პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან, ასევე, კანადის,
ლაოსის, ფილიპინების, ინდონეზიისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
შვედეთის, ბრიტანეთის და კანადის საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებზე
საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას, ჩვენი
ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მიღწევებს ამ მიმართულებით.
მიმოიხილეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და ზოგადად, რეგიონში შექმნილი
რთული ვითარება, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიით.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ლაოსის, ფილიპინების, ინდონეზიისა და ტაილანდის საპარლამენტო დელეგაციებთან
შეხვედრებზე საუბარო შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
არაღიარების პოლიტიკას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ
ვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის
შესაძლებლობებს ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული
მიმართულებებით.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------2023 წლის 14-16 სექტემბერი
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეცხრე მსოფლიო
კონფერენცია
ვიეტნამი, ჰანოი
მონაწილეები: მარიამ ლაშხი, ირაკლი ბროკიშვილი
14-16 სექტემბერს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო
კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია, რომლის
მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის დაჩქარებაში
ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მეშვეობით - ღონისძიების მთავარი
სადებატო თემას ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციებისა და სტარტაპების
ხელშეწყობა წარმოადგენდა. მარიამ ლაშხმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრა ამ
მიმართულებებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და სახელმწიფო
ხელშეწყობის პროგრამებზე. ასევე, ხაზი გაუსვა თანასწორობის მნიშვნელობას და ისაუბრა,
ქალების გაძლიერებასა და ახალგაზრდების გადაწვეტილების მიღების პროცესში
ჩართულობის აუცილებლობაზე. საკუთარ მიმართვებში მან საქართველოს სტრატეგიულ
მდებარეობასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა, რაც
მნიშვნელოვნად
აფერხებს
ოკუპირებული
ტერიტორიების
მოსახლეობისთვის
საქართველოს სახელმწიფო სერვისების მიწოდების შესაძლებლობას.
კონფერენციაზე დელეგატებმა განიხილეს ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობის
გზები. ყურადღება გაამახვილეს განათლების, თანასწორობის, ღირსეული სამუშაოს,
ეკონომიკური ზრდის, სამართლიანობისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების
ჩამოყალიბების
მნიშვნელობაზე,
რაც
ახალგაზრდებისთვის
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. პარლამენტების წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკები
გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.
ორმხრივი შეხვედრები
ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ლაშხმა გამართა ორმხრივი შეხვედრები მალავის
პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიეტნამის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილესთან და დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან.
შეხვედრებზე ისაუბრეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში
მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების
არაღიარებასა და ადგილზე არსებულ რთულ ვითარებაზე. მარიამ ლაშხმა კოლეგებს
მოუწოდა ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.
შეხვედრებზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესი, საპარლამენტო ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივები.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------2023 წლის 23-27 ოქტომბერი
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 147-ე ასამბლეა
ანგოლა, ლუანდა
მონაწილეები: შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქურასბედიანი, ლევან
მახაშვილი, თამარ ყოლბაია, თინათინ მგელაძე, ირაკლი ბროკიშვილი
2023 წლის 23-27 ოქტომბერს, ანგოლას დედაქალაქ ლუანდაში, გაიმართა საერთაშორისო
საპარლამენტო კავშირის რიგით 147-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა
მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის
თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 130-მდე ქვეყნის
700-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე
მონაწილეობდა.
საპარლამენტო ძალისხმევა მშვიდობისთვის, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები -
ამ თემის გარშემო გაიმართა დებატები ასამბლეაზე. საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა ასამბლეაზე შეკრებილ კოლეგებს და ისაუბრა
პარლამენტების მნიშვნელობაზე მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი
ინსტიტუტების ხელშეწყობაში. „მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე
ამჟამინდელი ძალადობრივი კონფლიქტები ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და
კეთილდღეობას, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს საზოგადოებებისათვის,
განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტების
თავმჯდომარეებს, განსაკუთრებული როლი შეუძლიათ შეასრულონ კანონის
უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ღია და ანგარიშვალდებული
ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, რათა ხელი შეუწყონ მოსახლეობისთვის
მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, დემოკრატიის
სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. სტაბილური სახელმწიფო
ინსტიტუტები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და
ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია.
საკუთარ გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტები იცავს
ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს მმართველობის
თანმიმდევრულობას,
გამჭვირვალობასა
და
ანგარიშვალდებულებას,
აგრეთვე,
უზრუნველყოფს პოლიტიკისა და კანონების სამართლიან და ეფექტიან აღსრულებას.
სწორედ ეფექტიანი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებამ გახადა საქართველო ერთერთი მოწინავე ქვეყანა ეფექტიანი და ინოვაციური საჯარო სერვისების, კორუფციასა და
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების
და სხვა მიმართულებებით. საქართველოს პროგრესი კარგად არის ასახული გავლენიან
საერთაშორისო რეიტინგებში. თუმცა, უკანასკნელ წლებში, მზარდი დეზინფორმაციული
კამპანიები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, სიმართლის
დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებას.
მისივე თქმით, საგარეო მიმართულებით, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული
ნაწილის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ოკუპაციით, უარს აცხადებს საკუთარი
საერთაშორისო
ვალდებულებების
შესრულებაზე
და
ადგილზე
ინარჩუნებს
არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და
ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო
შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს. უმნიშვნელოვანესია თითოეული სახელმწიფოს
ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
მხარდასაჭერად. „ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით,
2023 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა
მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი
განვითარების მიზნების შესრულებას იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობის,
მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების გარეშე, რთული იქნება პროგრესის
მიღწევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. მისივე თქმით, ნებისმიერ
დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდია სახელმწიფო ინსტიტუტების როლი. ეს
ინსტიტუტები ის საყრდენია, რომელიც განამტკიცებს დემოკრატიის პრინციპებს, იცავს
მოქალაქეთა უფლებებს და უზრუნველყოფს მთავრობის სათანადო ფუნქციონირებას.
ორმხრივი შეხვედრები
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები
ტანზანიის, ლესოტოს, ჯიბუტის, ფიჯის, განას, ზამბიის, ბურუნდის, შრი ლანკას, ბაჰამას,
კაპო ვერდეს, მოზამბიკისა და ტუვალუს პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ასევე,
არაფორმალურ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მისმა
კოლეგებმა სხვადასხვა კონტინენტიდან გაცვალეს მოსაზრებები საქართველოსა და
მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. შეხვედრებზე შალვა პაპუაშვილმა
ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა
არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა
კოლეგებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და ოკუპაციის
ნეგატიურ შედეგებზე. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების
დამყარება ისეთ პარლამენტებთან, რომლებთანაც გეოგრაფიულად ადვილი არ არის
წვდომა. „აქტიურად ვმუშაობთ, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს ხელშეწყობილი, ჩვენი
კოლეგები დავარწმუნეთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი
პრინციპების შენარჩუნება“.
პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის მონაწილე ევროპული პარლამენტების
თავმჯდომარეებსაც ესაუბრა, რომლებთანაც განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს
ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი იყო.
ასამბლეის ბოლოს გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები,
სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარემ
ტულია აქსონმა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე პორტუგალიელი დუარტე პაჩეკო
ჩაანაცვლა.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი