ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
წერილი
2-2167/24
19-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ AIPA-ში, მონაწილეობა მიიღო ერთ გენერალურ ასამბლეაში
-----------------------------------------------------------------------------------------------------------2023 წლის 5-10 აგვისტო
ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალური ასამბლეა
ბაჰრეინი, მანამა
მონაწილეები: ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი, ირაკლი ბროკიშვილი
2023 წლის 5-10 აგვისტოს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გაიმართა სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
(AIPA) 44-ე გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ. ღონისძიებაში მონაწილეობა
მიიღო წევრი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების 500-მდე დელეგატმა.
აღსანიშნავია, რომ AIPA-მ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტს
დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა და ეს პირველი გენერალური ასამბლეაა, სადაც
საქართველოს პარლამენტო დელეგაცია აღნიშნული სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა. მადლობა
გადაუხადა ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტისთვის დამკვირვებლის
სტატუსის მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად
დაეხმარება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან საერთო ინტერესების
განვითარებას ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით. მან ხაზი გაუსვა
საქართველოს
სტრატეგიულად
მნიშვნელოვან
მდებარეობას,
ბოლო
წლებში
განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს
გამოცდილება რეგიონის ქვეყნებს გაუზიაროს.
ნიკოლოზ სამხარაძემ საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ
აგრესიაზე და აღნიშნა, რომ ზუსტად 15 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოში
წარმოებული ომის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დღემდე რჩება რუსული
ოკუპაციის ქვეშ. მან განსაკუთრებით აღნიშნა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიერ
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის
მხარდაჭერის
მნიშვნელობა და
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საქართველოს მიერ გაეროში ინიციირებული
რეზოლუციების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციის გაფართოებული შეხვედრა AIPA-ს წევრი პარლამენტების (ბრუნეი, კამბოჯა,
ინდონეზია, მალაიზია, ლაოსი, სინგაპური, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი)
წარმომადგენლებთან, ე.წ. პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, სადაც საქართველოსა და
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე
და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში
ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ნიკოლოზ სამხარაძემ დეტალური
ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანზიტო
პოტენციალის შესახებ.
ორმხრივი შეხვედრები
გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები AIPA-ს გენერალურ მდივანთან და წევრი
პარლამენტების დელეგაციებთან, მათ შორის ფილიპინების პარლამენტის ვიცესპიკერთან, ინდონეზიის, ლაოსისა და ვიეტნამის პარლამენტების საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კამბოჯასა და სინგაპურის
პარლამენტების დელეგაციების ხელმძღვანელებთან. ასევე, გაიმართა საპარლამენტო
ისტორიაში
პირველი
ორმხრივი
შეხვედრა
ტიმორ
ლესტეს
პარლამენტის
თავმჯდომარესთან.
შეხვედრებზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და
სამომავლო პესპექტივები ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურული და
სხვა მიმართულებებით. ხაზი გაესვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან
თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
პოზიციის გაზიარებისთვის და საქართველოს პარლამენტის ASEAN-ის საპარლამენტო
ასამბლეაში დამკვირვებლად მიწვევისათვის, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც
ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის განსავითარებლად.
2024 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი