საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (EuroNest Parliamentary Assembly) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-2199/24
19-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (EuroNest Parliamentary Assembly)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST
PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2023 წელს მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ
ორგანიზებულ შემდეგ ღონისძიებებში:
•
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 10-ე სესია - ქ.
კიშინიოვი, მოლდოვის რესპუბლიკა, 19-21 თებერვალი 2023 წელი;
•
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრები
- ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო, 13 ნოემბერი 2023 წელი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 10-ე სესია - ქ.
კიშინიოვი, მოლდოვის რესპუბლიკა, 19-21 თებერვალი 2023 წელი.
2023 წლის 19-21 თებერვალს მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში, ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეის
მეათე
პლენარული
სესია
გაიმართა,
რომელშიც
ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს,
სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სესიაში შემდეგი შემადგენლობით მიიღო
მონაწილეობა- დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ
სარჯველაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.
19 თებერვალს, პლენარული სესიის ფარგლებში, გაიმართა ასამბლეის კომიტეტების და
სამუშაო ჯგუფების სხდომები. კომიტეტის სხდომებზე განიხილეს და მიიღეს
კომიტეტების კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციები.
19 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარ მარია გრაპინის
თანათავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების
სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საქართველოს,
მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და მათ მიერ
განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელეს.
20 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური სესია
ოფიციალურად გაიხსნა. სესიის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ
პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის
შემდეგ. ახალი რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და
შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრების მონაწილეობით, ასამბლეის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის
მომავალზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
21 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ კომიტეტების მიერ შემუშავებული
ოთხი რეზოლუცია და სამი საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების მიერ წარდგენილი წინადადებები
აისახა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის
მიერ, საქართველოს პარლამენტის წევრის მაია ბითაძის თანაავტორობით მომზადებული
რეზოლუცია „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე
გადასვლის კონტექსტში“ მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ენერგოუსაფრთხოება
პირდაპირ კავშირშია როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასთან, სწორედ ამიტომ, საჭიროა განახლებადი ენერგიის
წყაროების განვითარება.
პლენარული სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციებიდან აღსანიშნავია პოლიტიკურ
საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია „საჯარო დაწესებულებებში
მმართველობის
ხელშეწყობა,
პოლიტიკური
დიალოგისა
და
ინსტიტუციური
თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების
გაზრდის მიზნით“, რომელიც ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი
მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ
გადაწყვეტილებას მოლდოვასა და უკრაინისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის
კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების
თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ასევე, უნდა მიენიჭოს
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რეზოლუციაში ასევე, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა
მიმართულებით და მოუწოდებს ევროკავშირს, გაფართოების პროცესი განხორციელდეს
დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის შესაბამისად და შეფასებისას მხედველობაში
იქნას მიღებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ განხორციელებული
რეფორმები.
რეზოლუცია ასევე ეხმაურება უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და გმობს
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს და
მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მიესალმება ევროკავშირის
უპირობო მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ მათი
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პლენარული სესიის ფარგლებში მიღებული საგანგებო რეზოლუციებიდან აღსანიშნავია
ასამბლეაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციების მიერ ინიცირებული
საგანგებო რეზოლუცია „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში
გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“.
რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ
გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის
სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე და
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის
ნაწილი. შესაბამისად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მკაფიოდ უჭერს მხარს ამ
პროცესს და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ
შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა
და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს,
უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და
კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში
ინტეგრაციის
მნიშვნელობას
რეგიონის
სტაბილურობისა და უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ
ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ
მიმართულებით.
ასამბლეის მეათე პლენარულ სესიაზე მიღებულ იქნა შემდეგი რეზოლუციები:
•
•
•
•
•
•
•
„საჯარო
დაწესებულებებში
მმართველობის
ხელშეწყობა
პოლიტიკური
დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა
და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“;
„ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე
გადასვლის კონტექსტში“;
„დედაქალაქები: ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“;
„ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის
პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“;
„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების
მხარდაჭერის თაობაზე“;
,,რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“;
,,უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების
დაწყების სტრატეგიული მნიშვნელობა“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრები
- ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო, 13 ნოემბერი 2023 წელი
2023 წლის 13 ნოემბერს, ევროპარლამენტში, ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მაკა
ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის
სხდომებში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის სხდომებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის შემდეგი წევრები:
1. მაკა ბოჭორიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
დელეგაციის ხელმძღვანელი;
2. ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
3. მიხეილ სარჯველაძე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე;
4. მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე;
5. ლევან ქარუმიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე ;
6. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
7. გიორგი ვაშაძე - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“;
8. თინათინ ბოკუჩავა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა
და მოლდოვას პარლამენტების დელეგაციები.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა მაკა
ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით წარიმართა. სხდომაზე განიხილეს ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრების, ევროპარლამენტის წევრის,
ნაჩო სანჩეს ამორისა და მოლდოვას პარლამენტის წევრის, ვიტალი ჯაკოტის
თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი თემაზე „აღმოსავლეთ
პარტნიორობის მომავალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდგომ,
ახალი რეგიონული კონტექსტი, შიდა და გარე გამოწვევები და შესაძლებლობები“.
კომიტეტის სხდომაზე გამართული მსჯელობისას ყურადღების ქვეშ მოექცა რუსეთუკრაინის ომის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე, რეგიონში
არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოსთვის, მოლდოვასა და
უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის
სხდომას მაია ბითაძე თანათავმჯდომარეობდა, რომელზეც პარტნიორებმა წარმოადგინეს
ხედვები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპას შორის არსებული ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული კომიტეტის ფარგლებში
მოსამზადებელი რეზოლუციის პროექტი თემაზე „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ენერგო უსაფრთხოებისთვის: ინტეგრაციის გამოწვევები და ომის შემდგომი
რეკონსტრუქციის საჭიროებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში’’ ვერ იქნა
შემუშავებული და სხდომაზე წარმოდგენილი თანაავტორების, ერთის მხრივ
ევროპარლამენტის წევრის, რამონა სტრუგარიუსა და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის
პარლამენტის წევრის, ტაჰირ მირკიშილს შორის ერთობლივ ტექსტზე შეუთანხმებლობის
გამო.
ეკონომიკური კომიტეტისა და სოციალური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
განიხილეს რეზოლუციების პროექტები შემდეგ თემაზე: „უკრაინასა და აღმოსავლეთ
სამეზობლოზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენის შესახებ“ და „ომის შედეგად დევნილ
არასრულწლოვანთა ინტეგრაცია და სოციალური დახმარება ევროკავშირში და
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.
პარტნიორებს შორის დისკუსია გაიმართა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ
აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ომის შედეგად დაზარალებული
უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ უკრაინა კვლავ საჭიროებს
ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. ხაზი გაესვა სამომავლო პროექტებს
რომლებიც მიზნად ისახავს ომის დასრულების შემდგომ, უკრაინაში ადამიანური
რესურსის დაბრუნებას და ფინანსური კაპიტალის მოზიდვას.
გაიმართა
ასევე
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეის
ბიუროს
სხდომა
ევროპარლამენტარებისა
და
აღმოსავლეთ
პარტნიორების
დელეგაციების
ხელმძღვანელების მონაწილეობით. ბიუროს სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელებმა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებიდან ისაუბრეს თითოეულ
პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ევროინტეგრაციის გზაზე
მათ მიერ დასახულ გეგმებზე. დაიგეგმა ასამბლეაში მუშაობის ერთობლივი სამოქმედო
ღონისძიებები. მხარეები შეთანხმდნენ, გაგრძელდეს მსჯელობა თემების გარშემო,
პლენარული სხდომისთვის მოსამზადებლად.
გადაწყდა, რომ ასამბლეის პლენარული სესია გაიმართება ბრიუსელში, ევროპარლამენტში,
2024 წლის მარტში.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორების დელეგაციის
ხელმძღვანელებს შორის არაფორმალური შეხვედრა. იმსჯელეს ასამბლეის აღმოსავლეთ
პარტნიორობის კომპონენტიდან ასამბლეის პრეზიდენტისა და კომიტეტების
თავმჯდომარეების როტაციის მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებით და
რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაზე.