საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EU-Georgia Association Commitee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-2200/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-2200/24 19-02-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EU-Georgia Association Commitee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EUGeorgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში 2023 წლის იანვარი-2024 წლის იანვარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2023 წელს მიიღო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის რიგით 12-ე შეხვედრაში, რომელიც 2023 წლის 8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდნენ საპარლამენტო კომიტეტის თანა-თავმჯდომარეები: საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი. კომიტეტის სხდომაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან სხდომაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები - მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე. კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პერსპექტივები, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და გამოწვევები, დარგობრივი ინტეგრაცია ევროკავშირთან მწვანე ენერგიის კუთხით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოში. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ; საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ლუკ დევინმა, დიანა იაბლონსკამ და დოროთა დოუჩი-სულიგამ. სხდომაზე შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი 1 სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ საქართველო რჩება უსაფრთხოების კუთხით რეგიონში ევროკავშირის სანდო პარტნიორად. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანა-თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროპარლამენტარებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარისთვის პრიორიტეტად რჩება დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილ მძიმე გარემოზე. ყურადღება გამახვილდა დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებულ პროცესზე, მზარდ მილიტარიზაციაზე, უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარების მხრიდან წამოჭრილ საკითხებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა შეიმუშავებს განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის ინიციატივისა განცხადების და რეკომენდაციების მიღების თაობაზე, ევროპარლამენტის მხრიდან არ გამოითქვა სურვილი და მეთორმეტე სხდომაზე არ იქნა მიღებული განცხადება და რეკომენდაციები ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. 2