საქართველოს პარლამენტის წევრის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი მეზურნიშვილის მიერ წარმოდგენილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-2218/24
20-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი მეზურნიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC)
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში
პერიოდი: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ პაბსეკის საპარლამენტო ასამბლეაში
2023 წლის პერიოდში აქტიური მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ
ღონისძიებებში, კერძოდ:
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, ქ. სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა. 16-17
იანვარი 2023;
ეკონომიკურ, სავაჭრო და საფინანსო და საკითხთა კომიტეტის სხდომა. ონლაინ
ფორმატი, ორგანიზატორი ქვეყანა - საქართველო. 7 აპრილი 2023;
გენერალური ასამბლეის 61-ე სხდომა, ქ. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა. 4-5 მაისი 2023;
კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ქ. ბურგასი,
ბულგარეთი. 2-3 ოქტომბერი 2023;
პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა და რეგლამენტის სამუშაო
ჯგუფის შეხვედრა, ქ. სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა. 30-31 ოქტომბერი 2023;
გენერალური ასამბლეის 62-ე სხდომა, ქ. კიევი, უკრაინა. 15-17 ნოემბერი 2023.
ზემოაღნიშნული შეხვედრების გარდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრებმა პაბსეკის ეგიდით, მონაწილეობა მიიღეს 12-14 მაისს, თურქეთის
რესპუბლიკაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ასევე
2023 წლის 28-30 მაისს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, რომელმაც
ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან.
ჩატარებული ღონისძიებები:
16-17 იანვარი, 2023 - მუდმივმოქმედი კომიტეტის და რეგლამენტის სამუშაო ჯგუფის
შეხვედრები, სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა
შეხვედრების ფარგლებში განიხილეს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც
წარმოდგენილი იყო ასამბლეის სხვადასხვა ეროვნული დელეგაციების მიერ.
მუდმივმოქმედ კომიტეტზე განიხილეს ასამბლეის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ
შორის 2023 წელს პაბსეკის მიერ დაგეგმილი აქტივობები.
7 აპრილი, 2023 - ეკონომიკურ, სავაჭრო და საფინანსო და საკითხთა კომიტეტის სხდომა. ონლაინ
ფორმატი, ორგანიზატორი ქვეყანა - საქართველო.
კომიტეტის შეხვედრის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტების როლი
ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით“. ზემოაღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ
და განხილულ იქნა რეკომენდაციის და მოხსენების პროექტები. კომიტეტის სხდომის
2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
ფარგლებში მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში ენერგო მიმართულებით არსებული მიღწევები
და გამოწვევები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პაბსეკში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრმა ნინო წილოსანმა.
4-5 მაისი, 2023 - გენერალური ასამბლეის რიგით 61-ე სხდომა. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა.
ასამბლეის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „საპარლამენტო დიპლომატიის როლი
ცვალებად გლობალურ გარემოში. განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა“. ასამბლეაში
თითოეული ეროვნული დელეგაციის წარმომადგენელმა გააკეთა ზემოაღნიშნულ თემაზე
მოხსენება. ასამბლეის ფარგლებში მიიღეს რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე:
„პარლამენტების როლი ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით’’;
„მასმედიის როლი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით’’;
„პარლამენტების როლი ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით’’;
„კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარება ბისეკის წევრ ქვეყნებში’’.
ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა ბიუროს, და კომიტეტების შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ
ღონისძიება დაემთხვა პაბსეკის 30 წლის იუბილეს და ტრადიციულად გაიმართა წევრი ქვეყნების
პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია.
2-3 ოქტომბერი, 2023 - კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა.
ბურგასი, ბულგარეთი
ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკის, სავაჭრო, გარემოს და ტექნოლოგიურ საკითხთა
კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა:
„პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ეკონომიკური ასპექტები“.
კომიტეტის სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში ტრეფიკინგის
მიმართულებით არსებული გამოწვევები და მის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ტრეფიკინგის ბრძოლის საკითხებზე შესაბამისი ანგარიშისა და
რეკომენდაციის პროექტები, რომლებიც საბოლოოდ მიღებულ იქნება ასამბლეის პლენარულ
სესიაზე.
30-31 ოქტომბერი, 2023 - პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა სხდომა. სტამბოლი,
თურქეთის რესპუბლიკა
ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა
მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ირაკლი
მეზურნიშვილმა.
სხდომის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე:
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 30 წლისთავი,
თანამშრომლობის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.
2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
ტექნოლოგიურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
კომიტეტმა განიხილა მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „ბისეკის წევრი
ქვეყნების ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“.
კომიტეტის სხდომების გარდა, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის
რეგლამენტის საკითხების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
15-17 ნოემბერი, 2023 - გენერალური ასამბლეის რიგით 62-ე სხდომა. კიევი, უკრაინა.
სესიაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „შავი ზღვის რეგიონში პარლამენტების
როლის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით“.
ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მხარს
უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე:
„პარლამენტების როლის გაძლიერება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით“;
„PABSEC -ის 30-წლიანი თანამშრომლობა, თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში“,
„ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“.
2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება