სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2023 წლის წლიური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2024
ავტორი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი
#1-1939/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

წერილი
2/20/2024 სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო KA000052937863324 ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 საქართველო, თბილისი, 0114 ტელ: (032) 2 29 67 36 № 1/14 N1, Zviad Gamsakhurdia Embankment Georgia, Tbilisi, 0114 Tel:(032) 2 29 67 36 20 / თებერვალი / 2024 წ. საქართველოს პარლამენტს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, გიგზავნით სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2023 წლის წლიურ ანგარიშს. დანართი: 22 ფურცელი. პატივისცემით, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/ec91012e-de2c-4966-b350-6ec10497276d.html ლევან თოდუა 1/1
ანგარიში
2023 წლის წლიური ანგარიში თებერვალი, 2024 წელი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................................... 3 სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, მისია და ღირებულებები.................................................................... 5 სისტემის წევრი ბანკები.............................................................................................................................................. 6 სააგენტოს მიერ 2023 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა ........................................ 7 კომერციული ბანკების და მიკრობანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები................ 8 დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია ...............................................................................................................9 დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა................................................................................. 13 სადაზღვევო ზღვრის გაზრდის მოსამზადებელი სამუშაოები.............................................................................. 16 საინფორმაციო კამპანია ............................................................................................................................................ 17 სააგენტოს სტრატეგიული გეგმა.............................................................................................................................. 18 კომერციული ბანკების ადგილზე გადამოწმება ..................................................................................................... 19 2023 წელს განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმოხილვა .................................................. 20 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა ........................................................................ 21 2 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო შესავალი საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. ის უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევას. დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტორების დაცვას დაზღვეული დეპოზიტების დაკარგვისგან (გარანტირებულად ანაზღაურებადი თანხის კონკრეტული ოდენობით) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი იწყება. ამასთან სისტემა ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას, ამაღლებს საზოგადოებრივ ნდობას საბანკო სექტორის მიმართ და შესაბამისად, სტიმულს აძლევს დანაზოგების ზრდას. ამოქმედებიდან დღემდე გადაიდგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისტემის განვითარების მიზნით. სადაზღვევო ზღვარი, რომელიც თავდაპირველად 5 000 ლარით იყო განსაზღვრული, ორჯერ გადაიხედა და ბაზრის დინამიკის შესაბამისად გაიზარდა თავდაპირველად 15 000 (2020 წლის 1 ივლისიდან), ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 000 ლარამდე. ამასთან, სისტემას დაემატა იურიდიული პირების დაზღვევა (2022 წლის 1 იანვრიდან), რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით; მიმდინარეობს მუშაობა სისტემის მანდატის გაფართოების მიმართულებით, რაც გაზრდის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლს და მნიშვნელობას. დეპოზიტების დაზღვევა პრუდენციულ რეგულირებასთან, ლიკვიდურობის მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 3 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ლიკვიდურობის მხარდაჭერა პრუდენციული რეგულაცია და ზედამხედველობა ფინანსური უსაფრთხოების სისტემა დეპოზიტების დაზღვევა და მომხმარებლის დაცვა გაკოტრებული ბანკის რეზოლუციის მარეგულირებელი ჩარჩო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი, დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 147 ქვეყანაში. საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით. სისტემა დაინერგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით და რეგულირდება 2017 წლის 17 მაისს მიღებული საქართველოს კანონით „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“. 2022 წლის იანვრიდან საქართველო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) წევრია. 2023 წელს კი სააგენტო ევროპის მზღვეველთა ფორუმში (EFDI) გაწევრიანდა. 4 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, მისია და ღირებულებები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მართვისა და ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №357 დადგენილებით, ჩამოყალიბდა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში სააგენტო). სააგენტო, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უფროსის ჩათვლით შტატით გათვალისწინებული 6 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ფინანსური ექსპერტი (2), ანაზღაურების ექსპერტი, იურისტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი. სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს მათ შორის, შესყიდვების და ფინანსური მენეჯერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსულტანტის და მძღოლის მომსახურებით. სააგენტოს ზედამხედველობას უწევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და 2 დამოუკიდებელი წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები, სააგენტოს ორგანიზებით, იმართება კვარტალურად. საბჭო პრეზენტაციის სახით იღებს ინფორმაციას სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებთან, ასევე, ფონდის ფინანსურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღება მნიშვნელოვანი მდგომარეობასთან დაკავშირებით; გადაწყვეტილებები, თანხმდება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები (ინსტრუქციები), სააგენტოს ბიუჯეტი და სხვა საკითხები. სააგენტოს მისიაა, მცირე ადმინისტრაციული რესურსით და ეფექტიანი მართვით, უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირება, სისტემის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა, მიზნების განხორციელება, ფუნქციათა შესრულების უწყვეტობა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საჯარო პოლიტიკის ისეთი მიზნებით, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება, დეპოზიტორების დაცვა და საბანკო სექტორში სისტემური კრიზისის პრევენცია. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი სისტემის დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის ძირითად პრინციპებსა და ევროდირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 5 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სისტემის წევრი ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას (2018 წლის 1 იანვარი) საქართველოში 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში სისტემას ორი კომერციული ბანკი გამოეთიშა, ხოლო დაემატა სამი ციფრული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკი გარკვეული შეზღუდვებით ოპერირებს. კერძოდ, ლიცენზიის მიღებიდან გარკვეული პერიოდი ციფრული ბანკი იმყოფება სატესტო რეჟიმში და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული იქნება. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის უფლებამოსილება ციფრულ ბანკს ენიჭება სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის საფუძველზე. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულია 17 კომერციული ბანკი, რომელთაგან ამ ეტაპზე ორი ციფრული ბანკი სატესტო რეჟიმში მუშაობს (ცხრილი #1). ცხრილი #1: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრი ბანკები, 2023 წლის 31 დეკემბერი # 1 კომერციული ბანკი 1 სს "ბანკი ქართუ " 2 სს "ბაზისბანკი" 3 სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" 4 სს "ზირაათ ბანკი საქართველო" 5 სს "თიბისი ბანკი" 6 სს "იშბანკი საქართველო" 7 სს "კრედო ბანკი" 8 სს "ლიბერთი ბანკი" 9 სს "პაშა ბანკი საქართველო " 10 სს "პეივ ბანკ ჯორჯია"1 11 სს "პეისერა ბანკი საქართველო" სატესტო რეჟიმში მყოფი ბანკი 6 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 12 სს "პროკრედიტ ბანკი" 13 სს "საქართველოს ბანკი" 14 სს "სილქ როუდ ბანკი" 15 სს "ტერაბანკი" 16 სს "ხალიკ ბანკი საქართველო" 17 სს "ჰეშ ბანკი"2 სააგენტოს მიერ 2023 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა 2023 წლის განმავლობაში, სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე საკითხებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით წარიმართა: ჩატარდა სადაზღვევო ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებული ანალიტიკური და პროცედურული სამუშაოები, ცვლილებები შევიდა შესაბამის ნორმატიულ აქტებში. აღნიშნულ საკითხზე შედგა აქტიური კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან. სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით დაიგეგმა სარეკლამო კამპანია - დამზადდა ანიმაციური ვიდეო-რგოლი, რომელიც 2024 წლის იანვარში განთავსდება ტელე და რადიო ეთერებში; განახლდა საინფორმაციო მასალები - ბუკლეტი, პოსტერი, ფლაერი. უზრუნველყოფილია სრული შესაბამისობა კანონმდებლობასთან - დამტკიცდა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქცია“ და “სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს კრიზისების მართვის დოკუმენტი“; შემუშავდა „სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 20242027 წლების სტრატეგიული გეგმა. 2 სატესტო რეჟიმში მყოფი ბანკი 7 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები - სააგენტო გაწევრიანდა დეპოზიტების მზღვეველთა ევროპულ ფორუმში (EFDI) და დაიწყო 2024 წლის ზაფხულში საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციის (IADI) მოსამზადებელი სამუშაოები. სააგენტო მონაწილეობდა საბანკო რეზოლუციასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სიმულაციურ ტესტში. რეზოლუციის ჩარჩოში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მონაწილეობასთან და დეპოზიტების დაზღვევის ანალიტიკური სამუშაოები. მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კომერციული ბანკების და მიკრობანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 17 კომერციული ბანკი ოპერირებს, საიდანაც სისტემის აქტიური წევრი 15 ბანკია. „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის“ ინსტრუქციის შესაბამისად, სისტემის წევრი ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშგების სახით მიაწოდოს ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტების შესახებ. ამავე ინსტრუქციის შესაბამისად ხდება ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის ოდენობის დაანგარიშება და დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადახდა. როგორც ანგარიშგების წარდგენის, ისე სადაზღვევო შენატანის გადახდის ვადად განსაზღვრულია საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვი. სააგენტოში კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მიღებული ყოველთვიური ანგარიშგების ანალიტიკური დამუშავება უწყვეტ ხორციელდება. 8 რეჟიმში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია 2023 წლის იანვრიდან დეპოზიტების მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) საშუალოდ თვიურად 1.06%-ით იზრდებოდა, მაქსიმალური ზრდა მაისის თვეში დაფიქსირდა და 5.20% შეადგინა. რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტებს, მათი მოცულობა საშუალოდ 1.11%-ით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები საშუალოდ 1.01%-ით იზრდებოდა. ფიზიკური პირების დეპოზიტების მაქსიმალური 4.22%-იანი ზრდა ნოემბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო იურიდიული პირების მაისის თვეში და 7.52% შეადგინა. სულ დაზღვეული დეპოზიტები, საშუალოდ 1.27%-ით იზრდებოდა და ზრდის მაქსიმალურ მნიშვნელობას (6,28%) 2023 წლის დეკემბრის თვეში მიაღწია. ფიზიკური პირების და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები წლის განმავლობაში საშუალოდ შესაბამისად 1.32%-ით და 0.76%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა 2023 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა, სადაც ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები 6.67%-ით, ხოლო იურიდიული პირების 2.42%-ით გაიზარდა. #2 და #3 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. ცხრილი #2. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები, სულ დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება (%), მლრდ ლარი 12 - 22 01 - 23 02 - 23 03 - 23 04 - 23 05 - 23 06 - 23 07 - 23 08 - 23 09 - 23 10 - 23 11 - 23 12 - 23 საშ დეპოზიტების მთლიანი მოცულობა ცვლილება, % 46.03 44.98 -2.28 44.83 -0.33 44.55 -0.63 44.16 -0.88 46.46 5.20 48.04 3.41 48.89 1.77 49.11 50.42 0.45 2.66 51.13 1.41 52.34 2.37 52.09 -0.48 1.06 ფიზიკური პირების დეპოზიტები ცვლილება, % 24.00 23.44 -2.32 23.49 0.22 23.28 -0.90 22.99 -1.24 23.70 3.06 24.59 3.78 24.97 1.52 24.98 25.16 0.04 0.74 25.76 2.38 26.85 4.22 27.33 1.82 1.11 იურიდიული პირების დეპოზიტები ცვლილება, % 22.03 21.54 -2.25 21.34 -0.92 21.27 -0.33 21.17 -0.49 22.76 7.52 23.45 3.04 23.92 2.03 24.13 25.25 0.88 4.64 25.37 0.44 25.49 0.49 24.75 -2.90 1.01 სულ დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 5.92 5.67 -4.11 5.80 2.29 5.84 0.53 5.84 0.02 5.99 2.56 6.17 3.14 6.29 1.86 6.36 1.07 6.41 0.93 6.46 0.77 6.86 6.28 1.27 6.35 -0.09 ცხრილი #3. სულ დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება (%), მლრდ ლარი 07 - 23 08 - 23 09 - 23 12 - 23 საშ 6.46 0.77 6.86 6.28 1.27 5.82 1.01 5.87 0.82 6.26 6.67 1.32 0.591 0.17 0.593 0.31 0.607 2.42 0.76 12 - 22 01 - 23 02 - 23 03 - 23 04 - 23 05 - 23 06 - 23 10 - 23 11 - 23 სულ დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 5.92 5.67 -4.11 5.80 2.29 5.84 0.53 5.84 0.02 5.99 2.56 6.17 3.14 6.29 1.86 6.36 1.07 6.35 -0.09 6.41 0.93 ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 5.36 5.14 -4.12 5.27 2.43 5.29 0.45 5.28 -0.13 5.42 2.62 5.60 3.31 5.71 1.85 5.77 1.14 5.76 -0.18 იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 0.56 0.533 -4.04 0.538 0.93 0.545 1.33 0.553 1.52 0.564 1.94 0.572 1.51 0.583 1.89 0.586 0.590 0.40 0.74 9 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 13.15%-ით გაიზარდა, საიდანაც ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 13.90%-ით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტებმა 12.33%-ით მოიმატა. რაც შეეხება სულ დაზღვეულ დეპოზიტებს, ამავე პერიოდისათვის ზრდის წლიურმა ნიშნულმა 15.99% შეადგინა. აღსანიშნია, რომ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის მკვეთრი ზრდა (100.36%) დაკავშირებულია 2020 წლის ივლისის თვეში სადაზღვევო ზღვრის 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაზრდასთან. ხოლო 2022 წლის 29.88%-იანი ზრდა სისტემაში იურიდიული პირების დაზღვევის დამატებით არის გამოწვეული. #4 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. ცხრილი #4. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები, სულ დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება(%), მლრდ ლარი 12 - 18 12 - 19 12 - 20 12 - 21 12 - 22 12 - 23 დეპოზიტების მთლიანი მოცულობა ცვლილება, % 23.90 27.24 13.97 35.42 30.01 38.03 7.38 46.03 21.04 52.09 13.15 ფიზიკური პირების დეპოზიტები ცვლილება, % 12.50 15.07 20.53 18.49 22.70 20.29 9.74 24.00 18.27 27.33 13.90 იურიდიული პირების დეპოზიტები ცვლილება, % 11.40 12.17 6.75 16.93 39.11 17.74 4.78 22.03 24.20 24.75 12.33 სულ დაზღვეული დეპოზიტები ცვლილება, % 1.75 2.02 15.25 4.04 100.36 4.56 12.72 5.92 29.88 6.86 15.99 ფიზიკური პირების დეპოზიტები განთავსებული ეროვნულ ვალუტაში 2023 წლის განმავლობაში საშუალოდ თვიურად 2,80%-ით, აშშ დოლარში 0,07%-ით, ევროსა და სხვა ვალუტაში კი შესაბამისად 1,66% და 0,57%-ით იზრდებოდა. #5 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. 10 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #5. ფიზიკური პირების დეპოზიტები ვალუტების მიხედვით, ცვლილება (%), მლრდ (ნომინალი) 12 - 22 01 - 23 02 - 23 03 - 23 04 - 23 05 - 23 06 - 23 07 - 23 08 - 23 09 - 23 10 - 23 11 - 23 12 - 23 ფიზიკური პირების დეპოზიტები, ლარი ცვლილება, % 6.86 6.65 -3.0 6.89 3.6 7.13 3.4 7.39 3.7 7.68 3.9 8.10 5.4 8.28 2.3 8.39 1.3 8.41 0.2 8.53 1.5 8.77 2.8 9.52 8.6 2.80 ფიზიკური პირის დეპოზიტები, აშშ დოლარი ცვლილება, % 5.23 5.22 -0.27 5.20 -0.38 5.15 -1.0 5.05 -1.9 4.97 -1.6 5.03 1.0 5.03 0.1 5.03 -0.1 4.99 -0.7 5.08 1.8 5.19 2.2 5.27 1.5 0.07 ფიზიკური პირების დეპოზიტები, ევრო ცვლილება, % 0.93 0.93 0.07 0.94 1.5 0.95 0.9 0.97 1.9 1.01 4.4 1.05 4.2 1.05 -0.2 1.07 1.6 1.08 1.6 1.10 1.6 1.24 12.9 1.11 -10.7 1.66 0.13 0.12 0.13 0.13 0.12 0.13 0.13 0.13 0.12 0.12 0.11 0.13 4.1 -1.8 1.2 7.1 -9.5 5.5 0.4 -2.9 -0.7 0.5 -13.5 16.5 ფიზიკური პირების დეპოზიტები, სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.12 საშ 0.57 რაც შეეხება იურიდიული პირების დეპოზიტებს, ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები საშუალოდ თვიურად 1,63%-ით, ევროსა და სხვა ვალუტაში კი შესაბამისად 0,60% და 11,51%-ით იზრდებოდა. #6 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. ცხრილი #6. იურიდიული პირების დეპოზიტები ვალუტების მიხედვით, ცვლილება (%), მლრდ (ნომინალი) 12 - 22 01 - 23 02 - 23 03 - 23 04 - 23 05 - 23 06 - 23 07 - 23 08 - 23 09 - 23 10 - 23 11 - 23 12 - 23 იურიდიული პირების დეპოზიტები, ლარი ცვლილება, % 12.94 13.18 1.8 12.96 -1.6 13.19 1.8 13.73 4.1 14.98 9.1 15.33 2.3 15.58 1.7 16.08 3.2 16.40 2.0 16.47 0.4 16.39 -0.5 15.62 -4.7 1.63 იურიდიული პირების დეპოზიტები, აშშ დოლარი ცვლილება, % 2.65 2.53 -4.79 2.53 0.11 2.51 -0.6 2.31 -8.1 2.27 -1.7 2.35 3.6 2.42 2.7 2.31 -4.2 2.52 8.9 2.45 -2.9 2.51 2.5 2.60 3.5 -0.09 იურიდიული პირების დეპოზიტები, ევრო ცვლილება, % 0.64 0.55 -13.3 0.59 7.1 0.55 -6.3 0.57 2.9 0.59 3.5 0.59 0.7 0.62 4.3 0.64 2.9 0.69 8.6 0.72 4.5 0.71 -1.9 0.67 -5.6 0.60 0.04 0.04 0.04 0.04 0.10 0.10 0.06 0.06 0.06 0.08 0.07 0.06 15.8 -3.4 7.8 3.6 142.2 5.3 -40.8 -7.6 1.5 40.6 -12.3 -14.7 იურიდიული პირების დეპოზიტები, სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.03 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიზიკური პირების დეპოზიტები ლარში 38.8%-ით, აშშ დოლარში 0.7%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2%-ით), ევროში 20%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 23.8%-ით), ხოლო სხვა ვალუტაში 3.6%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.2%-ით) არის გაზრდილი. რაც შეეხება იურიდიული პირების დეპოზიტებს, ლარში 20.7%-ით, ევროში 5.1%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 8.4%-ით) და სხვა ვალუტაში 86.2%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 85.3%-ით) არის გაზრდილი. აშშ დოლარში არსებული დეპოზიტები კი შემცირებულია 11 საშ 11.51 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2.2% ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6%). #7 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. ცხრილი #7. ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები ვალუტების მიხედვით, საკურსო ეფექტის ცვლილება, მლრდ (ნომინალი) 9.52 38.8 იურიდიული პირების დეპოზიტები ლარი ცვლილება, % 5.27 0.7 5.25 0.2 აშშ დოლარი ცვლილება, % 0.93 1.11 20.0 1.15 23.8 0.12 0.13 3.6 0.13 3.2 Dec-22 Dec-23 აშშ დოლარი ცვლილება, % 5.23 ევრო ცვლილება, % სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % ფიზიკური პირების დეპოზიტები ლარი ცვლილება, % 6.86 9.52 38.8 Dec-23 * Dec-22 12.94 Dec-23 Dec-23 * 15.62 20.7 15.62 20.7 2.65 2.60 -2.2 2.58 -2.6 ევრო ცვლილება, % 0.64 0.67 5.1 0.69 8.4 სხვა ვალუტა (აშშ დოლარი) ცვლილება, % 0.03 0.06 86.2 0.06 85.3 * გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე * გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2023 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური და იურიდიული პირების 96% და 85% შესაბამისად. დაზღვეულია ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 22.89%, ხოლო იურიდიული პირების 2.45% (სულ დაზღვეული დეპოზიტების 13.18%). ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების 57% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 43% - უცხოურ ვალუტაში. დაზღვეული იურიდიული პირების დეპოზიტების შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების 74% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 26% უცხოურ ვალუტაში. სულ დაზღვეული დეპოზიტების ჭრილში აღნიშნული მონაცემები შესაბამისად 58% და 42%-ია. კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 2023 წლის განმავლობაში სულ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა თვიურად საშუალოდ 0.47%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა (4.53%) 2023 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის მთლიანმა მოცულობამ 3.86 მლნ ლარი შეადგინა. 2023 წლის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის მთლიანი მოცულობა წინა წლის შესაბამის მონაცემს 5.19%-ით აღემატება. დაზღვეული ფიზიკური პირების დეპოზიტებისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი წლიურად საშუალოდ 0.52%-ით იზრდებოდა, მაქსიმალური 4.75%-იანი ზრდა 2023 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა, სადაც რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობამ 3.55 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება იურიდიული პირების დეპოზიტების წლისთვის, მეტწილად თანაბარი ოდენობის შენატანები ფიქსირდებოდა, სადაც მაქსიმალური 2.05%-იანი ზრდა ასევე 2023 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა. #8 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. 12 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #8. რეგულარული სადაზღვევო შენატანი (ფიზიკური, იურიდიული, სულ), ცვლილება, %,მლნ ლარი 12 - 22 01 - 23 02 - 23 03 - 23 04 - 23 05 - 23 06 - 23 07 - 23 08 - 23 09 - 23 10 - 23 11 - 23 12 - 23 საშ წლიური რეგულარული სადაზღვევო შენატანი (ფიზიკური პირები) თვიური ცვლილება, % 3.36 3.06 -8.82 3.12 1.75 3.12 -0.09 3.09 -0.72 3.17 2.48 3.26 2.79 3.31 1.68 3.35 1.02 3.34 -0.20 3.37 0.91 3.39 0.66 3.55 4.75 0.52 5.74 რეგულარული სადაზღვევო შენატანი (იურიდიული პირები) თვიური ცვლილება, % 0.30 0.27 -10.37 0.28 0.88 0.28 0.72 0.28 0.52 0.28 2.00 0.29 1.23 0.29 1.30 0.29 0.37 0.30 0.83 0.30 0.05 0.30 0.24 0.30 2.05 -0.02 -0.83 სულ რეგულარული სადაზღვევო შენატანი თვიური ცვლილება, % 3.67 3.34 -8.95 3.39 1.68 3.39 -0.02 3.37 -0.62 3.45 2.44 3.55 2.66 3.60 1.65 3.64 0.96 3.63 -0.12 3.67 0.84 3.69 0.63 3.86 4.53 0.47 5.19 დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა 2023 წლის იანვარ-დეკემბერში დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკების მიერ რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით 42,393,708 ლარი აკუმულირდა. კუპონის სახით და საქართველოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტზე განთავსებული სახსრებიდან მიღებულმა შემოსავალმა შესაბამისად 13,101,777 ლარი და 1,543,994 ლარი შეადგინა. ხოლო 2023 წელს დაბრუნებული ფასიანი ქაღალდის მოცულობამ 42,664,000 ლარი შეადგინა. 2023 წლის ბოლოს სისტემას დაემატა ახალი ციფრული ბანკი, რის შედეგადაც პირველადი შენატანის მოცულობამ კანონის შესაბამისად შეადგინა 100,000 ლარი. დეტალური ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული სახსრების შესახებ მოცემულია ცხრილში #9. დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული სახსრები, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, მიემართება ინვესტირებაზე. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ, სახაზინო ფასიან ქაღალდებში ხორციელდება. ასევე, სააგენტო თავისუფალ სახსრებს განათავსებს საქართველოს ეროვნული ბანკში ერთდღიან დეპოზიტის ანგარიშზე, სადაც დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. 13 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #9: დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შემოსავლები და ხარჯი, 2017-2023 წელი პირველადი შენატანი 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 სულ 1,600,000 0 0 0 0 100,000 100,000 1,800,000 დეპოზიტების რეგულარული სადაზღვევო შენატანი 0 13,843,674 16,787,385 22,687,212 30,674,444 37,678,392 42,393,708 164,064,814 დაზღვევის სადღეღამისო სარგებელი კუპონი 0 0 0 0 0 561,955 1,543,994 2,105,949 0 349,391 1,541,832 3,436,201 5,229,436 8,477,992 13,101,777 32,136,629 ფონდიდან იფარება სააგენტოს სულ შემოსავალი 1,600,000 14,193,065 18,329,218 26,123,412 35,903,880 46,818,339 57,139,479 200,107,392 წლიური ხარჯი 87,301 518,292 871,330 739,162 682,498 1,604,818 897,208 5,400,609 ბიუჯეტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებულია 192,807,517 ლარი. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ყოველწლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სახაზინო ფასიან ქაღალდებში 2023 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით 187,341,051 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო ნომინალური ღირებულება 183,386,000 ლარს შეადგენს (ცხრილი #10). 14 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #10: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს პორტფელი, დეკემბერი 2017 - დეკემბერი 2023 ა უ ქც იონ ის თ ა რიღი ნ ომ ინ ა ლუ რი ღირე ბ უ ლე ბ ა , ლა რი შ ე ს ყ იდვ ის ფა ს ი, ლა რი ვ ა დია ნ ობ ა ს ა რგ ე ბ ლის პროც ე ნ ტ ი კუ პონ ი (%) და ფა რვ ის თ ა რიღი 25.06.2019 1,320,000.00 1,326,928.32 5 წელი 7.000 7.000 30.05.2024 24.09.2019 845,000.00 841,133.54 5 წელი 7.700 7.000 30.05.2024 22.10.2019 1,455,000.00 1,403,350.10 5 წელი 8.700 7.000 30.05.2024 28.01.2020 486,000.00 482,596.22 5 წელი 9.300 9.125 30.05.2025 25.05.2020 1,500,000.00 1,544,742.13 5 წელი 9.125 9.125 30.05.2025 25.05.2020 1,500,000.00 1,552,166.86 5 წელი 9.000 9.125 30.05.2025 28.07.2020 1,500,000.00 1,552,990.21 5 წელი 8.600 9.125 30.05.2025 28.07.2020 1,500,000.00 1,558,913.96 5 წელი 8.500 9.125 30.05.2025 26.01.2021 2,000,000.00 2,006,075.61 5 წელი 8.050 8.125 28.01.2026 26.01.2021 2,000,000.00 2,002,022.69 5 წელი 8.100 8.125 28.01.2026 23.03.2021 2,380,000.00 2,374,634.55 5 წელი 8.500 8.125 28.01.2026 27.04.2021 770,000.00 767,182.06 5 წელი 8.750 8.125 28.01.2026 24.08.2021 1,950,000.00 1,880,711.09 5 წელი 9.300 8.125 28.01.2026 24.08.2021 2,000,000.00 1,935,884.70 5 წელი 9.200 8.125 28.01.2026 01.02.2022 2,950,000.00 2,975,872.75 2 წელი 9.800 9.875 06.01.2024 22.02.2022 4,000,000.00 4,068,182.18 5 წელი 9.500 9.750 27.01.2027 22.02.2022 1,700,000.00 1,715,830.87 5 წელი 9.700 9.750 27.01.2027 05.04.2022 4,450,000.00 4,550,400.63 2 წელი 10.000 9.875 06.01.2024 03.05.2022 7,000,000.00 7,159,735.18 2 წელი 10.500 9.875 06.01.2024 07.06.2022 5,450,000.00 5,645,196.39 2 წელი 10.300 9.875 06.01.2024 28.06.2022 4,650,000.00 4,783,690.81 5 წელი 10.100 9.750 27.01.2027 02.08.2022 5,250,000.00 5,298,557.75 2 წელი 9.750 9.875 06.01.2024 23.08.2022 730,000.00 736,785.10 5 წელი 9.700 9.750 27.01.2027 04.10.2022 4,000,000.00 4,006,078.16 2 წელი 9.290 9.375 06.10.2024 04.10.2022 4,000,000.00 4,008,226.27 2 წელი 9.260 9.375 06.10.2024 01.11.2022 4,000,000.00 4,036,925.03 2 წელი 9.250 9.375 06.10.2024 22.11.2022 5,000,000.00 5,287,609.44 5 წელი 8.990 9.750 27.01.2027 06.12.2022 10,000,000.00 10,238,449.75 2 წელი 8.900 9.375 06.10.2024 27.12.2022 5,000,000.00 5,355,937.79 5 წელი 8.850 9.750 27.01.2027 10.01.2023 3,000,000.00 3,061,902.13 5 წელი 8.750 8.125 28.01.2026 07.02.2023 2,000,000.00 1,973,226.71 5 წელი 8.750 8.125 28.01.2026 07.02.2023 5,000,000.00 4,939,419.77 5 წელი 8.700 8.125 28.01.2026 07.03.2023 5,000,000.00 4,984,514.50 5 წელი 8.600 8.125 28.01.2026 07.03.2023 5,000,000.00 4,989,505.97 5 წელი 8.560 8.125 28.01.2026 04.04.2023 20,000,000.00 20,092,715.36 5 წელი 8.550 8.125 28.01.2026 02.05.2023 10,000,000.00 10,111,627.04 5 წელი 8.550 8.125 28.01.2026 02.05.2023 10,000,000.00 10,099,732.77 5 წელი 8.600 8.125 28.01.2026 06.06.2023 3,000,000.00 3,065,069.65 5 წელი 8.450 8.125 28.01.2026 06.06.2023 2,000,000.00 2,041,069.23 5 წელი 8.500 8.125 28.01.2026 04.07.2023 5,000,000.00 5,403,437.04 5 წელი 8.500 9.750 27.01.2027 01.08.2023 4,000,000.00 4,167,382.08 5 წელი 8.400 9.750 27.01.2027 05.09.2023 5,000,000.00 5,265,014.87 5 წელი 8.300 9.750 27.01.2027 07.11.2023 10,000,000.00 10,677,657.34 5 წელი 8.300 9.750 27.01.2027 05.12.2023 5,000,000.00 5,371,966.12 5 წელი 8.300 9.750 27.01.2027 სულ 183,386,000 187,341,051 15 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო საჯაროობის პრინციპის დაცვით, სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება საინვესტიციო სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის სხდომებზე მიმდინარეობის განიხილება შესახებ სააგენტოს ინფორმაცია. მიერ ასევე, განხორციელებული ინვესტიციები და პორტფელის მდგომარეობა. სადაზღვევო ზღვრის გაზრდის მოსამზადებელი სამუშაოები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო პერიოდულად წარუდგენს საბჭოს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს, რის საფუძველზეც მიიღება ზღვრის გადახედვის გაზრდის ან უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება. 2023 წლის განმავლობაში, სააგენტოს მიერ ჩატარდა შესაბამისი ანალიზი და გამოვლინდა, რომ ბაზრის მიმდინარე დინამიკის, ტენდენციების, მოლოდინების და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, მიზანშეწონილი იყო ზღვრის გაზრდა. ამასთან, 30 000 ლარი იქნებოდა ზღვრის ის ოპტიმალური ოდენობა, რომელიც უპასუხებდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოცანებს და შესაბამისობაში იქნებოდა ზოგად ეკონომიკურ და ფინანსურ პარამეტრებთან. აღნიშნული წინადადება წარედგინა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელმაც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2023 წლის განმავლობაში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. სადაზღვევო ზღვრის გაზრდისთვის მოსამზადებლად, სააგენტომ იმუშავა რამდენიმე მიმართულებით:  შედგა აქტიური კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან - მათ დადგენილ ვადებში ოფიციალურად ეცნობათ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. საქართველოს საბანკო ასოციაციის ჩართულობით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც სააგენტომ კომერციული ბანკების მენეჯერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის ცვლილებასთან და მასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე.  მომზადდა სამართლებრივი ბაზა - ცვლილება აისახა ყველა შესაბამის ნორმატიულ აქტში.  დაიგეგმა სარეკლამო კამპანია - დამზადდა ანიმაციური სარეკლამო რგოლი, რომელიც ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სახით განთავსდება ცვლილების ამოქმედების შემდეგ - 2024 წლის იანვარში; განახლდა საინფორმაციო მასალები - პოსტერი, ბუკლეტი, 16 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ფლაერი და განახლებული დიზაინით მიეწოდა კომერციულ ბანკებს, ოფისებსა და მომსახურების ცენტრებში გასავრცელებლად. კომერციულ ბანკებთან შედგა კომუნიკაცია „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მიზნით, კერძოდ, ბანკებს დაევალათ ცვლილების ასახვა ხელშეკრულებებში და კლიენტებისთვის საინფორმაციო შეტყობინებების დაგზავნა ინტერნეტბანკისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სადაზღვევო ზღვარი სწორად იყოს განსაზღვრული და ქმნიდეს დაცვის ადეკვატურ გარანტიას. ევროდირექტივის შესაბამისად, ევროპაში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 100 000 ევროა. საქართველოსთვის, ახლო მომავალში, აღნიშნულ ნიშნულამდე ზრდა არარეალისტურია, თუმცა ზრდის ტენდენცია, გონივრულ ვადებში, შესაბამისი ტემპით და ოდენობით, უნდა გაგრძელდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დეპოზიტების დაზღვევის ძირითადი პრინციპების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სისტემის შემოღება, ასევე, ზღვრის გაზრდა, მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ზოგადი ფინანსური ვითარება და საბანკო სექტორი სტაბილურია. ამ ეტაპზე, საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მაღალშემოსავლიანი სექტორია. აღსანიშნია, ზღვრის გაზრდა სისტემის დაარსებიდან უკვე მეორედ ხდება, წინა ზრდა - 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე - 2020 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. სადაზღვევო ზღვრის 30 000 ლარამდე გაზრდის შედეგად სულ დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა დაახლოებით 9 მლრდ ლარამდე გაიზრდება. საინფორმაციო კამპანია სადაზღვევო ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მომზადდა სარეკლამო კამპანია. დამზადდა ანიმაციური ვიდეო-რგოლი, რომელიც გავრცელდება როგორც ტელევიზიის, ისე სოციალური მედიის საშუალებით. მომზადდა საინფორმაციო მასალების განახლებული დიზაინი და შინაარსი - დამზადდა სარეკლამო პოსტერი, ბუკლეტი და ფლაერი. 17 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო შესაბამისი ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციაში“. შედგა აქტიური კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან აღნიშნული სიახლის შეტყობინების და მასთან დაკავშირებული შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით. კომერციულ ბანკებს მიეწოდათ განახლებული საინფორმაციო მასალები ფილიალებსა და მომსახურების ცენტრებში განთავსების მიზნით. ბანკებმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს, ასევე, კლიენტებთან ხელშეკრულებებსა და ვებ-გვერდებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ განთავსებულ ცნობებში. სააგენტოს სტრატეგიული გეგმა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო შეიმუშავებს საშუალოვადიან სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. 2020-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიზანი - მცირე რესურსით ქმედითი და ეფექტიანი უწყების ჩამოყალიბება და სისტემის გამართული განხორციელებულია ძირითადი ამოცანებიც: ფუნქციონირება - მიღწეულია.  სისტემის განვითარება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება: სისტემას დაემატა იურიდიული პირების დაზღვევა, სადაზღვევო ზღვარი 30 000 ლარამდე იზრდება;  სადაზღვევო შემთხვევისთვის საოპერაციო მზადყოფნა: სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შემდეგ, განახლება გაუკეთდა მართვის საინფორმაციო სისტემას, დამტკიცდა ანაზღაურების ინსტრუქცია, დაიწყო კომუნიკაცია აგენტი ბანკების კანდიდატებთან; სააგენტოს თანამშრომლები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ესწრებიან შესაბამის ვორქშოფებს, სემინარებს და საერთაშორისო კონფერენციებს;  საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლება: ჩატარდა 2 სარეკლამო კამპანია და საზოგადოებრივი აზრის კვლევა; მზადების პროცესშია ახალი სარეკლამო კამპანია;  კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა: დამტკიცდა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქცია“ და “დეპოზიტების კრიზისების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი”; დაზღვევის 18 სააგენტოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო  საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბება: სააგენტო გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესში. სააგენტო შეუერთდა დეპოზიტების მზღვეველთა ევროპულ ფორუმს (EFDI). 2023 წელს სააგენტომ შეიმუშავა ახალი საშუალოვადიანი სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. აღნიშნული პერიოდის სტრატეგიული გეგმა უფრო ამბიციურ მიზნებს შესაძლებლობასაც უკვე იძლევა განვითარების მიმდინარე დონე და ტემპი. სახავს, რის შემდეგი 4 წლის სტრატეგიული მიზნებია: საოპერაციო მზადყოფნის გაძლიერება, სისტემის განვითარება/მანდატის გაფართოება და საერთაშორისო კავშირების გაღრმავება. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, დაიგეგმა ისეთი ამოცანები, როგორებიცაა ადამიანური რესურსების განვითარება, საზოგადოებრივი ცნობადობის შემდგომი ამაღლება, სადაზღვევო მზადყოფნისთვის საოპერაციო მზადყოფნის გაძლიერება, მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება, მჭიდრო კოორდინაცია აგენტი ბანკის კანდიდატებთან, არსებულ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩართულობის გაღრმავება, საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. დოკუმენტში განსაზღვრულია ამოცანების შესრულების შესაბამისი ვადები 2027 წლამდე პერიოდისთვის. კონკრეტული აქტივობები განისაზღვრება ყოველწლიური სამოქმედო გეგმით. კომერციული ბანკების ადგილზე გადამოწმება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია „კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით“ („საქართველოს კანონი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“, მუხლი 4, პუნქტი 1, „ლ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, 2023 წლის მეორე კვარტალში ადგილზე გადამოწმდა შემდეგი კომერციული ბანკები: სს ხალიკ ბანკი საქართველო, სს ბაზისბანკი და სს იშბანკი საქართველო. შემოწმების მიზანს წარმოადგენდა „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის თანახმად ბანკების მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის შედგენის პროგრამული უზრუნველყოფის და ბიზნეს-პროცესის გამართულობის გადამოწმება. ამასთან, სისტემაში 19 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იურიდიული პირების ჩართვის შემდეგ, გადამოწმების პროცესში, ყურადღება გამახვილებულია ანგარიშგების ფორმებში აღნიშნული ცვლილებების ასახვაზე. გადამოწმების შედეგად გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით და მათი აღმოფხვრის მიზნით, კომერციულ ბანკებს მიეცათ შესაბამისი ინსტრუქციები. საერთო ჯამში კი, პროცესი შეფასდა დადებითად. 2023 წელს განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმოხილვა 2023 წლის განმავლობაში, სააგენტომ მოცულობითი სამუშაო ჩაატარა ნორმატიული აქტების განახლების და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კუთხით. კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები შევიდა „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციაში“. განახლდა „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის“ ინსტრუქცია. დამტკიცდა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის“, რომელიც არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევის შემოღებასთან დაკავშირებით, მართვის კანონმდებლობასთან პროცედურას. შესაბამისობის „მიკრობანკის“ ცნების უზრუნველსაყოფად, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები აისახა ყველა შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, შემუშავდა და დამტკიცდა „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2024-2027 წლების სტრატეგიული გეგმა“ და „სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს კრიზისების მართვის დოკუმენტი“. 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო კავშირების გაღრმავების კუთხითაც. სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და რეგიონალური კომიტეტების შეხვედრებში. ასევე, სააგენტო გაწევრიანდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - დეპოზიტების მზღვეველთა ევროპულ ფორუმში, რომელიც აერთიანებს ევროპაში მოქმედ დეპოზიტების დაზღვევის ყველა ფონდს. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულობა მნიშნელოვანი 20 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების კუთხით, ის დამატებით შესაძლებლობას აჩენს დეპოზიტების დაზღვევის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის და დანერგილი სიახლეების გასაცნობად. საერთაშორისო დეპოზიტების კავშირების დაზღვევის გააქტიურების საერთაშორისო კუთხით ასოციაციის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯია კონფერენციის საქართველოში ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე ძირითადი შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე შედგა და კონფერენციის თარიღად 2024 წლის 4-6 ივლისი განისაზღვრა. კონფერენციის თემა საბანკო რეზოლუციის პროცესში დეპოზიტების დაზღვევის ფონდების მონაწილეობას და ამ კუთხით არსებული პრაქტიკის გაზიარებას შეეხება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება იმ რეგიონალური კომიტეტების შეხვედრები, რომლის წევრიც არის საქართველო, კერძოდ, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული კომიტეტები. 2023 წელს, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ჩატარდა საბანკო რეზოლუციის სიმულაციური ტესტი. სააგენტო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობდა პროცესში. ტესტის მიზანი იყო, რეზოლუციის სცენარის გათამაშება და ჩართული მხარეების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებაზე დაკვირვება. შედეგები მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში ზუსტი და თანმიმდევრული მოქმედება. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ დაიწყო მუშაობა რეზოლუციის პროცესში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მონაწილეობის და შესაბამისად, დაზღვევის სისტემის მანდატის გაფართოების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიმართულებით. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები გაწერილია შესაბამისი წლის ბიუჯეტით და ფინანსდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის სახსრებით. ფონდის შემოსავლების მთავარ ნაწილს წარმოადგენს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული პირველადი შენატანები, რეგულარული სადაზღვევო შენატანები და საინვესტიციო საქმიანობისგან მიღებული სარგებელი. სააგენტოს აქვს ფონდის 21 და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, რომლის საშუალებითაც ახორციელებს ანგარიშსწორებას კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტი, დამტკიცებული სააგენტოს უფროსის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგენდა 1,000,000 ლარს, ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 897,208.11 ლარი (ცხრილი #11). ცხრილი #11: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი ს ს იპ - დე პო ზიტე ბ ის და ზღ ვ ე ვ ის ს ა ა გ ე ნ ტო გე გმა ვ ა ლ დე ბ ულ ე ბ ა გ ა და ხ და ჯამური 1,000,000.00 915,813.51 897,208.11 ხარჯები 987,000.00 903,076.31 884,470.91 შრომის ანაზღაურება 489,615.00 427,107.31 415,684.91 საქონელი და მომსახურება 437,385.00 417,177.47 409,994.47 გრანტები 52,000.00 51,280.15 51,280.15 სოციალური უზრუნველყოფა 7,000.00 6,943.89 6,943.89 სხვა ხარჯები 1,000.00 567.49 567.49 არაფინანსური აქტივების ზრდა 13,000.00 12,737.20 12,737.20 22