საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2280/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 150

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/19/24, 2:21 PM ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 19 თებერვალი 2024 16:00 2024 წლის 19 თებერვალი, 16:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/344; 06.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/345; 06.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი https://parliament.ge/print/announcement/2696?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 2/19/24, 2:21 PM ორგანულ „საქართველოს კანონში თვითმმართველობის „ადგილობრივი კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/350; 22.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/358; 29.12.2023); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების სამართალდარღვევათა პროექტები: კოდექსში ცვლილების „საქართველოს შეტანის შესახებ“, ადმინისტრაციულ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/355; 27.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 6. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-293/24; 15.01.2024); მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე; 7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე. https://parliament.ge/print/announcement/2696?local=true 2/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N150 2024 წლის 19 თებერვალი, 16:00 სთ ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/344; 06.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/345; 06.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/350; 22.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/358; 29.12.2023); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/355; 27.12.2023); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი 6. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-293/24; 15.01.2024); მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე 7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, სუმბატ კიურეღიანი, მერაბ ქვარაია, ეკატერინე ხერხეულიძე, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძე, ხატია დეკანოიძე. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილებებზე მოხსენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარმოადგინა. კანონპროექტის თანახმად კოდექსის 112-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმების ასახვა კოდექსში. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს, კოდექსის 114-ე მუხლის მოქმედი რედაქციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. კოდექსის 1143 მუხლი ყალიბდება ასევე ახალი რედაქციით, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები. აგრეთვე, კოდექსს ემატება 1146-11416 მუხლები, რომლებითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის დაწესდება ჯარიმა; წარმოდგენილი ცვლილება, ასევე ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით, დასვეს შეკითხვები. კანონპროექტით შემოთავაზებულ კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად იცვლება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლითაც სააგენტოსთვის განისაზღვრება ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის უფლებამოსილება. ამასთან კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის ბოლო წინადადებაში სიტყვა „მონიტორინგი“ იცვლება „შეფასებით“, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო სტანდარტიდან. ასევე, მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ ემატება მე-10 პუნქტი, რომლითაც, იქმნება კანონისმიერი საფუძველი სააგენტოს დირექტორის მიერ „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ დამტკიცების მიზნით. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებიდან, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი. შესაბამისად მომზადდა ცვლილების პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელსაც ემატება ახალი 1185 მუხლი. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დასვეს შეკითხვები. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის მიერ მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვის გაცემას, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრას. არსებული სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ემატება ახალი სანებართვო საქმიანობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით დასაშვებ საქმიანობათა ჩამონათვალსაც ემატება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით, აგრეთვე ასეთი გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება. აღნიშნული ქმედებების ჩადენისთვის დგინდება პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, შესაბამისად 100 და 200 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილისა და პირობების დადგენა, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებად. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება საჭიროებს ცვლილებების განხორციელებას სხვა საკანონმდებლო აქტებში და შესაბამისად წარმოდგენილია თანმდევი კანონპროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით. გამოითქვა შენიშვნები რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში და რომელთა გათვალისწინებითაც, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე მითითებით, მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ . კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების მომზადებისათვის, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (344-ე მუხლი) და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით (3441 მუხლის პირველი ნაწილი). კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344ე და 362-ე მუხლების შენიშვნები. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ნორმებში მითითება კეთდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 და 21-ე მუხლების პირველ პუნქტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო დაცვის მინიჭების კონკრეტულ საფუძვლებს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული ნორმების შენიშვნების მოქმედი რედაქციიდან ხდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველ მუხლზე მითითების ამოღება, რადგან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 და 21-ე მუხლები მოიცავს დასახელებული კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებს. კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე და 362-ე მუხლების შენიშვნებში ხდება დაზუსტდება, რომ თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება კერძოდ, ტერმინი „უცხო ქვეყნის მოქალაქე“ იცვლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინით „უცხოელი“. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით, დასვეს შეკითხვები. კანონპროექტებით შემოთავაზებულ კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-5 საკითხის განხილვა, მომხსენებლის გარკვეული მიზეზით გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ მონაცემთა სუბიექტი შესაძლოა ვერ იღებდეს პერსონალურ მონაცემებს იმგვარად, რომ დოკუმენტს სათანადო იურიდიული ძალა ჰქონდეს და მიზანშეწონილად მიიჩნევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისს მიღებული კანონის მე-13 მუხლს (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება), მე-4 პუნქტის შემდგომ და მე-14 მუხლს (მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება), მე-5 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი პუნქტები:   ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს მიეწოდება საპასუხო კორესპონდენციის ძირითადი ტექსტის სახით. მონაცემთა სუბიექტს ელექტრონული დოკუმენტის ასლი მიეწოდება ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებული სახით. საკითხის განხილვისას კომიტეტზე აღინიშნა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით დადგენილი სტანდარტები, პასუხობს საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ წამოჭრილ საკითხებს და დამატებით სხვა ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0, უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქის ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. სხდომის დასასრულს განხილულ იქნა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გეგმის დამტკიცების საკითხი. კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სრულად შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს. მასში ასახულია იმგვარი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს კომიტეტის ეფექტიან საქმიანობას ყველა მიმართულებით. განსაზღვრულია თითოეული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი/წევრები. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ გეგმაში არსებულ თითოეულ ღონისძიებასთან მიმართებით განსაზღვრულია მისი შესრულების ინდიკატორები, რაც უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის შესრულების ობიექტურად შეფასებას. აგრეთვე, მითითებულია საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები, რაც შესაძლებელს გახდის მაქსიმალურად ზუსტად გაიზომოს ამა თუ იმ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა; (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია