საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2286/24
20-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშს.
დანართი: 9 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2023 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი
2023 წელი საქართველოს პარლამენტსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეას შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. გასულ წელს,
ასამბლეის
ყოველწლიურ,
რიგით
48-ე
სესიას
უმასპინძლა
საქართველოს
პარლამენტმა. ამავე წელს საქართველოს პარლამენტმა 20 წლის შემდეგ, ასამბლეაში
შეიცვალა
სტატუსი
საქართველოს
და
გახდა
პარლამენტის
ასოცირებული
მუდმივმოქმედი
წევრი.
სესიის
დელეგაციის
ფარგლებში
ინიციატივით
წარდგენილ და მიღებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი ჯილდოები გადაეცათ საქართველოს პრემიერ
მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს ვიცე-პრემიერს, კულტურისა და
სპორტის მინისტრს.
2023 წლის 4-8 ივლისი, თბილისი, საქართველო
საქართველოს
პარლამენტმა,
თბილისში
უმასპინძლა
ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ, რიგით 48-ე სესიას. ღონისძიებაში
მონაწილეობა მიიღო ასამბლეის 40-მდე წევრი ქვეყნის 250-მდე დელეგატმა. სესია
იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი და მას ესწრებოდა ასამბლეის არაერთი წევრი
ქვეყნისა თუ ტერიტორიული ერთეული პარლამენტის თავმჯდომარე, კერძოდ:
რუანდა, მავრიკი, ახალი კალედონია, კვებეკი, ფრანგული პოლინეზია, ვალე.
აღსანიშნავია,
რომ
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეის
ისტორიაში,
პირველად ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიება გაიმართა ასამბლეის
წევრ ქვეყანაში, სადაც ფრანგული ენა არ არის ოფიციალური და სამუშაო ენა.
სესიის ფარგლებში გაიმართა ბიუროს, კომიტეტებისა და ქსელების შეხვედრები და
ასამბლეის პლენარული სესია.
ქალ-პარლამენტართა ქსელის შეხვედრა
ქალ-პარლამენტართა
ქსელის
შეხვედრას
თავმჯდომარეობდა
კვებეკის
პარლამენტის თავმჯდომარე ნატალი როი.
შეხვედრაზე
განიხილეს
სხვადასხვა
მნიშვნელოვანი
საკითხი,
რომელზეც
დელეგატებს შორის გაიმართა დებატები. წარმოდგენილ იქნა მოხსენებათა
პროექტები, სხვადასხვა თემებზე, მათ შორის „ქალთა ჰიგიენურ პროდუქტებზე
ხელმისაწვდომობა“,
„კონფლიქტის
მსხვერპლ
ქალთა
ინტეგრაცია
და
იურიდიული დახმარება“, რომელზეც მოხსენება გააკეთა ევროპის საბჭოს
საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.
ქალ-პარლამენტართა ქსელის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრმა ელისო ბოლქვაძემ.
ახალგაზრდა პარლამენტართა ქსელის შეხვედრა
ახალგაზრდა
პარლამენტის
ქსელის
შეხვედრას
თავმჯდომარეობდა
ახალი
კალედონიის პარლამენტის დეპუტატი პასკალ სავა.
შეხვედრაზე განიხილეს ფრანკოფონიის სივრცეში ახალგაზრდების სხვადასხვა
აქტუალური საკითხები. წარმოდგენილ და მიღებულ იქნა მოხსენებათა პროექტები
თემებზე:
„დემოკრატიული
ინოვაცია
21-ე
საუკუნეში“,
„მშობლობაზე
ხელმისაწვდომობა ახალგაზრდა პარლამენტარებისათვის“.
აღსანიშნავია, რომ ქსელის შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს
კულტურის,
სპორტის
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შორენა ციცაგმა, თემაზე:
„ახალგაზრდების როლი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, საქართველოს
მაგალითი“.
ახალგაზრდა
პარლამენტართა
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ქსელის
შეხვედრაში
ასამბლეაში
მონაწილეობა
საქართველოს
მიიღო
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა დავით კაჭარავამ.
ამავე დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის
დრუენმა, ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა გენერალურმა მდივანმა ბრუნო
ფუქსმა და ასამბლეის ბიუროს წევრებმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლი
მოინახულეს.
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
წარმომადგენლებმა
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებს რუსეთის ფედერაციის
მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია. დელეგაციას
თანხლებას უწევდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი
დავით
სონღულაშვილი და მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: ანტონ ობოლაშვილი
და დავით კაჭარავა.
6 ივლისს პარალელურ რეჟიმში გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეის ოთხი კომიტეტის სხდომა. კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობა
მიიღეს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელმა და დელეგაციის სხვა წევრებმა.
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტი
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა ფრანგი სენატორი
კრისტოფ ანდრე ფრასა.
კომიტეტის სხდომაზე მიმოიხილეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრ
ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება. თითოეული დელეგაციის წევრმა
გააკეთა მოკლე მოხსენება საკუთარ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურად აქტუალურ
საკითხებზე და გამოწვევებზე.
სხდომაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა. სიტყვით
გამოსვლაში
მან
ყურადღება
გაამახვილა
რუსეთის
ფედერაციის
მიერ
განხორციელებულ ოკუპაციაზე, ასევე მსოფლიოში არსებულ რთულ პოლიტიკურ
ვითარებაზე, კერძოდ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და რუსულ აგრესიაზე.
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
ასევე
ისაუბრა
საქართველოს
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა მის მნიშვნელობაზე.
კომიტეტის
ფარგლებში
მოხსენება
გააკეთა
საქართველოს
პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრმა, გიორგი კახიანმა. მან მოხსენება
გააკეთა კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემაზე: „საპრეზიდენტო
მოდელიდან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, საქართველოს მაგალითი“.
კომიტეტმა იმსჯელა სხვა არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე, კერძოდ:
„მულტილატერალიზმის
როლი
დემოკრატიისა
და
მდგრადი
მშვიდობის
განვითარებაში“,
„კიბერუსაფრთხოება და არჩევნებში ჩარევა“,
„ფრანგული ენის გამოყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში“.
ზემოხსენებულ ყველა თემაზე წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მოხსენების
პროექტები.
კომიტეტის
სხდომის
ბოლოს
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედმა დელეგაციის წევრებმა წარადგინეს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი. აღნიშნული რეზოლუციის
პროექტი კომიტეტის წევრებს გააცნო მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ელისო
ბოლქვაძემ. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა რეზოლუციის მნიშვნელობაზე,
რომელიც აღიარებს საზღვრების ურღვევობას, საერთაშორისო მშვიდობისა და
თანამშრომლობის
პრინციპებს
და
იზიარებს
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებებს საქართველოს საზღვრებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
რეზოლუციის პროექტის წარდგენის შემდეგ კვებეკის დელეგაციის ინიციატივით,
დოკუმენტს დაემატა ჩანაწერი, რომელიც გმობს კონფლიქტში ქალების და
გოგონების მიმართ ძალადობას.
პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს.
საპარლამენტო საქმეთა კომიტეტი
საპარლამენტო
საქმეთა
კომიტეტის
სხდომას
თავმჯდომარეობდა
კანადის
პარლამენტის დეპუტატი ჟოელ გოდენი.
კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა:
„საპარლამენტო ეთიკა“,
„დეზინფორმაცია, როგორც რისკი დემოკრატიისათვის“,
„პარლამენტების როლი ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და განვითარებაში“.
სხდომის
ფარგლებში
მოხსენება
გააკეთა
საფრანგეთის
რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა,
თემაზე: „დეზინფორმაცია, როგორც რისკი დემოკრატიისათვის“.
კომიტეტის
სხდომაში
მონაწილეობა
მიიღო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა.
განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტი
განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტის სხდომას
თავმჯდომარეობდა შვეიცარიის პარლამენტის წევრი ლორან ვერლი.
კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და მოხსენებების პროექტები წარმოადგინეს
თემებზე: „პრესის თავისუფლება“, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
დაბრუნება“.
აღსანიშნავია,
რომ
კომიტეტის
სხდომის
დღის
წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ჩამონათვალში იყო თემა: „ბათუმი, როგორც
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქი“. აღნიშნულ საკითხზე მოხსენება გააკეთა
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და
იუნესკოს არტისტმა ელისო ბოლქვაძემ. სიტყვით გამოსვლაში მან ისაუბრა
ბათუმის, როგორც კულტურული ქალაქის მნიშვნელობაზე, ასევე იმ პერსპექტივებსა
და შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს იუნესკოში შემავალი შემოქმედებითი
ქალაქი.
აღნიშნულ თემაზე, დელეგატებს ასევე ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის გენერალურმა მდივანმა დენის ბაქსმა.
თანამშრომლობის და განვითარების კომიტეტი
თანამშრომლობის და განვითარების კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა
გაბონის პარლამენტის წევრი ანჟელიკ ნგომა.
კომიტეტის ფარგლებში იმსჯელეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრ
ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. წარმოდგენილ იქნა ანგარიშის
პროექტები თემებზე: „კლიმატური ცვლილებები ფრანკოფონურ სივრცეში“ და
„ენერგეტიკული ტრანზიცია“.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ფანი დელპიმ მოხსენება
გააკეთა თემაზე: „ენერგეტიკული ტრანზიცია, საქართველოს მაგალითი“.
პლენარული სესია
7 ივლისს გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის
ოფიციალური, საზეიმო გახსნა. გახსნით ნაწილში, სესიაზე დამსწრე დელეგატებს
სიტყვით
მიმართეს:
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარემ
შალვა
პაპუაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა.
გახსნითი ნაწილის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდების მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა მოხსენება თემაზე:
„ევროპალია“. სიტყვის გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოს,
როგორც უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაზე და ხაზი გაუსვა
ევროპალიის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს მიეძღვნება.
სესიაზე
ონლაინ
ფორმატში
მოუსმინეს
ფრანკოფონიის
საერთაშორისო
ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლუიზ მუშიკივაბოს. მან გააკეთა ყოველწლიური
მოხსენება და ისაუბრა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის და ზოგადად
ფრანგული ენის მნიშვნელობაზე.
ამავე დღეს განიხილეს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული და
წარდგენილი კითხვარი ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის სტატუსის
შეცვლის თაობაზე. აღნიშნული კითხვარი 2023 წლის აპრილში, დადებითად შეაფასა
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა.
აღნიშნულ
თემაზე
სონღულაშვილმა.
ყურადღება
სესიის
მონაწილეებს
დელეგაციის
გაამახვილა
სიტყვით
ხელმძღვანელმა
საქართველოს
მიმართა
სიტყვით
პარლამენტსა
და
დავით
გამოსვლისას
ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
პლენარული სესიის პირველი დღის დასასრულს საქართველოს პარლამენტი
ოფიციალურად
გახდა
ასამბლეის
ასოცირებული
წევრი.
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი დამსწრე დელეგაციებმა.
ამავე დღეს გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი
ჯილდოს, პლეადის ორდენის დაჯილდოების ცერემონია. ასამბლეის პრეზიდენტმა
ფრანკოფონიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პლეადის ორდენით
დააჯილდოვა:
საქართველოს
პრემიერ
მინისტრი
ირაკლი
ღარიბაშვილი,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი
თეა წულუკიანი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი
დავით
სონღულაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მზაღო
დოხტურიშვილი.
პლენარული
სესიის
მეორე
დღე
დაეთმო
გენერალურ
დებატებს
თემაზე
„მოქალაქეთა მობილობა ფრანკოფონურ სივრცეში“.
ასამბლეაში შემავალი რეგიონების საქმეთა მმართველებმა გააკეთეს ყოველწლიური
მოხსენებები და ისაუბრეს მათ რეგიონებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და
გამოწვევებზე.
ამავე დღეს მიიღეს ასამბლეის კომიტეტებისა და ქსელების მიერ წარმოდგენილი
რეზოლუციების
პროექტები.
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის
მხარდამჭერი რეზოლუცია ასამბლეის პლენარული სესიის მონაწილეებს წარუდგინა
ელისო ბოლქვაძემ, რეზოლუციას სესიის მონაწილე ყველა დელეგაციამ ერთხმად
დაუჭირა მხარი.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა 9
რეზოლუცია შემდეგ თემებზე:
„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი
რეზოლუცია“,
„მობილობა ფრანკოფონურ სივრცეში“,
„კლიმატური ცვლილებები ფრანკოფონურ სივრცეში“,
„ქალთა ჰიგიენურ პროდუქტებზე წვდომის ხელშეწყობა“,
„ფრანგული ენის გამოყენების ხელშეწყობა“,
„ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობა“,
„სპორტი და ფრანკოფონია“,
„გოგონების საგანმანათლებლო კურსების არჩევის ხელშეწყობა“,
„საერთო
პრინციპების
დაცვა
საპარლამენტთაშორისო
კავშირის
წევრი
პარლამენტების დახმარებისათვის“.
სესიის ფარგლებში გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს:
რუანდის, მავრიკის, ფრანგული პოლინეზიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან,
ასევე
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეის
პრეზიდენტთან
ფრანსის
დრუენთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან ბრუნო ფუქსთან. აღსანიშნავია
ასევე, რომ გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა
ორმხრივი შეხვედრა გამართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ქალ
პარლამენტართა ქსელის და კვებეკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნატალი
როისთან.
2023 წლის 6-7 ნოემბერი, ათენი, საბერძნეთი
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედმა
სონღულაშვილის
ხელმძღვანელობით
მონაწილეობა
დელეგაციამ,
მიიღო
დავით
ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 35-ე სესიაში. სესიის
განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „უკრაინის ომის შედეგები ევროპაში:
სისტემური, მიგრაციული, ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისი’’.
ასამბლეის ფარგლებში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა დელეგატებს
სიტყვით მიმართა და კანდიდატის სტატუსის მიღებასა და საქართველოს
ენერგოპროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით მიმართვისას მან ასევე
ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და საკანონმდებლო
ინიციატივებზე.