საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 138
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2703?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
21 თებერვალი 2024 11:00
2024 წლის 21 თებერვალი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
ირაკლი
კობახიძის
ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2/22/2024, 10:14 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 21 თებერვალი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N138
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი
კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა და ლევან
მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე ქეთევან ჩარკვიანი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ქეთევან ფუტკარაძე - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის
გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის
გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - საქართველოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი
ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად
პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული
სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის
(პარტიულ სიაში N3) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური
გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - გიორგი ბარვენაშვილი
(პარტიულ სიაში N71).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს
გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
აზრი გამოთქვეს:
თამარ კორძაიამ დაზუსტების მიზნით, შეკითხვით მიმართა სხდომის თავმჯდომარეს, რომ
გიორგი ბარვენაშვილი მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად იყო შპს FFE -ს
დირექტორი და კომიტეტმა მიმართა თუ არა შესაბამის ზომებს?
ირაკლი ქადაგაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი,
მისი უფლებამოსილების შესაბამისად, მიმართავდა რეგლამენტით განსაზღვრულ სათანადო
პროცედურებს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.
1
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის
გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 10 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ქეთევან ფუტკარაძე
სხდომის მდივანი
2