„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/415/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 171-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი: „შ) ოქროსა და ოქროს ნაკეთობების მიწოდება.“ მუხლი 2. ეს კანონი, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოქმედი საგადასახადო კოდექსი ვერ პასუხობს იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქართული საზოგადოება, ოქროს და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი ხელს უშლის სტაბილური ინვესტიციების წახალისებას. ეს დეფიციტი დაბრკოლებას უქმნის ინდივიდუალურ ფინანსურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მაღალი ინფლაციის პირობებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამოვლენილი საკითხების გადასაჭრელად გადამწყვეტია ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდების დღგ-გან გათავისუფლება. ეს საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში, ისტორიულად სტაბილურ აქტივში, ინვესტირების გამარტივებას. ამით ჩვენ ვქმნით ფინანსურ გარემოს, სადაც ინდივიდებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი სიმდიდრე ინფლაციასთან და ეკონომიკურ არასტაბილურობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისგან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს პოზიტიურ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ოქროს ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლება ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ალტერნატივას ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ფინანსურ სტაბილურობას, რადგან ინდივიდები ახდენენ თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაციას მატერიალური და საიმედო აქტივებით. მეორეს მხრივ, დივერსიფიცირებული პორტფელი წინაპირობას ქმნის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური სტაბილურობისა და საზოგადოების ინვესტიციების ხელშეწყობას ოქროსა და ოქროს ნაწარმის დღგ-გან გათავისუფლებით. ეს სტრატეგიული ნაბიჯი მიზნად ისახავს ინდივიდებისთვის საინვესტიციო ალტერნატივების რაოდენობის გაზრდას, ასევე მათ აძლევს საშუალებას რომ დაიცვან თავიანთი ფინანსები ინფლაციის არაპროგნოზირებადობისა და ეკონომიკური რყევებისგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის (კანონპროექტი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული). მიმართ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლისთვის დამატებითი დრო არ არის საჭირო კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ რადგან ოქროს და ოქროს ნაკეთობის მიწოდებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, შესაბამისად ამ ნაწილში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავალი შემცირდება. კონკრეტულად რა თანხით შემცირდება ბიუჯეტი არ არსებობს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ეს კანონპროექტი შეამცირებს ოქროს მომხმარებლების და ინვესტორების პირად ხარჯებს თანხის იმ ოდენობით რამდენითაც შემცირდება ბიუკეტი. (ფინანსთა სამინისტროს გაეგზავნა წერილი, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ოქროს და ოქროს ნაკეთობების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ოდენობის თანხა შედის ბიუჯეტში ოქროს და ოქროს ნაკეთობების მიწოდებისას გადახდილი დღგ-დან). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება დღგ-ის გადამხდელ პირებზე, რადგანაც ის ტრანზაქციები, რომელიც დაკავშირებულია ოქროს ან ოქროს ნაკეთობის მიწოდებასთან გათავისუფლდება მოცემული გადასახადისგან. კანონპროექტმა შესაძლოა გაზარდოს ინტერესი ოქროს შესყიდვის მიმართ და შეამციროს სხვა ლითონების მიმართ, შესაბამისად მათი შემოსავლები რომლებიც სხვა სახის ლითონებით ვაჭრობენ შესაძლოა შემცირდეს. ასევე, სხვა ალტერნატივის გაჩენის გამო, შესაძლოა შემცირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდის სერტიფიკატების ფასებიც. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი , ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი , ჰერმან საბო.