საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები (№07-2/360; 29.12.2023); ბ) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (№07-2/352; 25.12.2023).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (308 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (303 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (225 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (211 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 დანართი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2367/24
21-02-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა
მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტების „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/360; 29.12.2023), ასევე საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის „საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული
პოლიტიკა“ და მისი დანართის „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული
ინტეგრირებული გეგმა“ (07-2/352 25.12.2023) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის და დოკუმენტის
განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-2333/24
21-02-2024
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონ დავით
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტზე
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/360; 29.12.2023), ასევე დოკუმენტზე „საქართველოს სახელმწიფო
ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მის დანართზე „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის
ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (07-2/352 25.12.2023)
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად.
საკანონმდებლო ინიციატივის და დოკუმენტის სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2024
წლის 26 თებერვალი.
საკანონმდებლო ინიციატივასთან და დოკუმენტთან დაკავშირებული დამატებითი
კონსულტაციების გამართვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე
მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს განხილვის
ვადის გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge