„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 141-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„9.
2025
წლის
1
დეკემბრამდე
ამ
კოდექსით
განსაზღვრულ
სანებართვო
დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტებულ
ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ
სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის
განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები.“.
2. 144-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„7. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2025 წლის 1 დეკემბრამდე.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის 141-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 მარტიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის (შემდგომში კოდექსი) 140-ე მუხლის, რომელიც ეხება არქიტექტორების და
ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას და რომლის მიხედვითაც სავალდებულო
სერტიფიცირებას
ექვემდებარებიან:
არქიტექტურული
პროექტის
დამოწმების
უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის,
სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი,
არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი, კოდექსის 144-ე
მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოქმედება შეჩერებულია 2024 წლის 1 მარტამდე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულია კოდექსის 142-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების პროექტი. აღნიშნული
პროექტი გავლილ იქნა, როგორც დაინტერესებულ საჯარო უწყებებთან, ასევე სხვადასხვა
პროფესიულ ასოციაციებთან და სამშენებლო კომპანიებთან. პროექტი ბევრჯერ გადამუშავდა
მათი შენიშვნების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნა მასში
ასახული და გათვალისწინებული ყველა შენიშვნა თუ კომენტარი.
პროექტი ითვალისწინებს სერტიფიცირების განხორციელებას საამისოდ აკრედიტებული
იურიდიული პირების მიერ. ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას,
აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024
წლის 1 მარტისთვის, როდესაც ამოქმედდება მითითებული მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს
სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები. შესაბამისად, ვერ
განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული
პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა, რაც შეაფერხებს სანებართვო პროცესს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის
ამოქმედების გადავადება. ასევე, მიზანშეწონილია შეიცვალოს სანებართვო დოკუმენტაციის
საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი
წესით განსაზღვრული პირების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების და
ტექნიკურ
ზედამხედველობის
განხორციელების
ვადაც.
კერძოდ:
სანებართვო
დოკუმენტაციის
საექსპერტო
შეფასებისა
და
ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას
და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების
ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2025 წლის 1
დეკემბრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მუხლის
ამოქმედების ვადის გადაწევა
საჭიროებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიხედვით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდება 2025 წლის 1 დეკემბრამდე და
შეუფერხებლად განხორციელდება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში
სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდება 2025 წლის 1 დეკემბრამდე, შესაბამისად, ამ
პერიოდამდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და
ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
(წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება, რადგან არ შეფერხდეს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში
სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.
ამასთან, პროექტით უკუძალა ენიჭება 2024 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებს და ასეთ შემთხვევაში, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა
და ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს დროებითი წესით განსაზღვრული
პირები, რათა საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა არ დარჩეს 2024 წლის 1 მარტიდან
აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ხსენებული სამართლებრივი
ურთიერთობები.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან კოდექსის 142-ე მუხლის
1 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების პროექტი ითვალისწინებს
სერტიფიცირების განხორციელებას საამისოდ აკრედიტებული იურიდიული პირების მიერ.
ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყება, აკრედიტაციის მოპოვება, შემდგომ
გამოცდების ორგანიზება საკმაო დროს საჭიროებს, 2024 წლის 1 მარტისთვის, როდესაც
ამოქმედდება მითითებული მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული
არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები. აღნიშნული კი შეაფერხებს სანებართვო
პროცედურებსა და მშენებლობის პროცესს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, შესაბამისად,
არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კერძოდ, სერტიფიცირების მოთხოვნის ვალდებულების დროებითი შეჩერება 2025
წლის 1 დეკემბრამდე, გამოიწვევს, სსიპ - ,,აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოს“ საკუთარ
შემოსავლებში თანხის მიღების გადავადებას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში.
არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების დროებითი
გადავადების გამო, მასერტიფიცირებელი ორგანოები არ იჩქარებენ აკრედიტაციის მიღებას და
შესაბამისად, მოცემული პერიოდის განმავლობაში არ გადაიხდიან აკრედიტაციის საფასურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც გადავადდება იმ შემოსავლის
მიღება, რაც პოტენციურად უნდა შესულიყო სააგენტოს მიერ გადახდილი გადასახადების
სახით. როგორც სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის
ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკრედიტაციის მსურველ ორგანოთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2024 წლის 1 მარტამდე სანებართვო დოკუმენტაციის
შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისთვის არ იყო სავალდებულო
ასეთი საქმიანობის განხორციელება სერტიფიცირებული პირების მიერ. აღნიშნული თარიღის
შემდგომ, სავალდებულო ხდებოდა ასეთი საქმიანობის განხორციელებისთვის პირების
სერტიფიცირება. თუმცა 2024 წლის 1 მარტს, როდესაც ამოქმედდება სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და
ინჟინერ-მშენებლები და ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული
პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა და ტექნიკური
ზედამხედველობა. წარმოდგენილი ცვლილებით, ხორციელდება სერტიფიცირების
ვალდებულების შეჩერება 2025 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, პირებს, რომლებიც
ამჟამად ახორციელებენ არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის დამოწმებასა და
ექსპერტიზას, ასევე ტექნიკურ ზედამხედველობას,2025 წლის 1 დეკემბრამდე მიეცემათ
შესაძლებლობა არსებული წესით განაგრძონ საქმიანობა, რაც დადებითად აისახება მათზე და
ამასთან, არასერტიფიცირებული პირის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის დამოწმების
საფუძვლით, არ შეფერხდება/დახარვეზდება სანებართვო დოკუმენტაციის შეთანხმების
პროცედურა.
რაც შეეხება იმ პირების ფინანსურ შემოსავლებზე გავლენას, რომლებსაც უნდა
განეხორციელებინათ სერტიფიკატის მინიჭება, მათ გადაუვადდებათ აღნიშნული
შემოსავლების მიღება 2025 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება
გადავადებული შემოსავლების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სერტიფიცირების
მსურველ პირთა რაოდენობასა და სერტიფიკატების გაცემის საფასურებზე, რომელიც დღეის
მდგომარეობით არ არის დადგენილი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ელგუჯა
გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია, ბეჟან
წაქაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ლევან მგალობლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ელგუჯა
გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია, ბეჟან
წაქაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ლევან მგალობლიშვილი.